მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბუზკაში" - სიკვდილთან თამაში ავღანურად
"ბუზკაში" - სიკვდილთან თამაში ავღანურად

ალ­ბათ ბევ­რი ფიქ­რობს რომ, ავ­ღა­ნეთ­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი წე­ლია ომი არ შე­წყვე­ტი­ლა, გარ­თო­ბის­თვის არა­ვის სცხე­ლა – არა­და, ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­შიც კი, რო­დე­საც ქვე­ყა­ნას თა­ლი­ბე­ბი მარ­თავ­დნენ, მა­ში­ნაც კი, ავ­ღა­ნე­ლი მა­მა­კა­ცე­ბი გა­სარ­თობ­ზე უარს არ ამ­ბობ­დნენ და სი­ცო­ცხლის რის­კის ფა­სად თა­მა­შობ­დნენ. აზარ­ტი, ხომ აზარ­ტია. ასე მო­აღ­წია ავ­ღა­ნე­თის ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა სპორ­ტმა “ბუ­ზკა­ში” თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბამ­დე. მას სხვა­ნა­ი­რად “სიკ­ვდილ­თან თა­მაშ­საც“ უწო­დე­ბენ, თუმ­ცა ეს ტრა­დცი­ე­ბის მოყ­ვა­რულ ავ­ღა­ნე­ლებს სუ­ლაც არ აში­ნებთ.

“ბუ­ზკა­ში”, “თხის წარ­თმე­ვა” ერ­თგვა­რი პო­ლოა ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში - ცხენ­ზე ამ­ხედ­რე­ბუ­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბი ცდი­ლო­ბენ ერ­თმა­ნეთს უთა­ვო და ფე­ხებ­დაჭ­რი­ლი თხა წა­არ­თვან და ფი­ნი­შამ­დე მი­ი­ტა­ნონ.

ერ­თმა და­წი­ნა­უ­რე­ბულ­მა მხე­დარ­მა მო­ე­დანს გა­ჭე­ნე­ბუ­ლი ცხე­ნით უნდა შე­მო­ა­უ­როს და მკვდა­რი თხა წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბულ 4 მეტ­რამ­დე დი­ა­მეტ­რის მქო­ნე ღრმულ­ში ჩა­აგ­დოს. ყო­ვე­ლი მომ­დევ­ნო ჩაგ­დე­ბა ქუ­ლად ით­ვლე­ბა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ის რჩე­ბა, ვინც მეტ ქუ­ლას და­აგ­რო­ვებს.

თუმ­ცა, მთა­ვა­რი სწო­რედ იმ წრი­ულ ღრმუ­ლამ­დე მის­ვლაა - მას მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დი ყვე­ლა­ნი­ა­რად უშ­ლის ხელს იქამ­დე მი­ვი­დეს. ცდი­ლო­ბენ, თხა წა­არ­თვან. ამის­თვის ყვე­ლა­ნა­ირ ხერ­ხს იგო­ნე­ბენ - ეჯა­ხე­ბი­ან მას ცხე­ნე­ბით, ურტყა­მენ მათ­რა­ხებს. თა­მაშს ხში­რად მო­თა­მა­შე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბა ან სუ­ლაც სი­ცო­ცხლე ეწი­რე­ბა, თუმ­ცა, ის მა­ინც გრძელ­დე­ბა.

თა­მა­შის ის­ტო­რია

ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში ბუ­ზკა­შის წარ­მო­შო­ბის შე­სა­ხებ რამ­დე­ნი­მე ლე­გენ­და არ­სე­ბობს. ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ის მგლებ­ზე ნა­დი­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე ცხე­ნო­სა­ნი მგლებ­ზე წარ­მა­ტე­ბულ ნა­დი­რო­ბას, სწო­რედ მოკ­ლუ­ლი მგლით იწყებ­და და ცდი­ლობ­დნენ, ერ­თმა­ნე­თის­თვის ნა­ნა­დი­რე­ვი წა­ერ­თმი­ათ. შე­მეგ მგე­ლი ცხვრით შეც­ვა­ლეს.

ავ­ღა­ნუ­რი ცნო­ბე­ბის თა­ნახ­მად, “ბუ­ზკაშს” ცენ­ტრალ აზი­ა­ში ჯერ კი­დევ ჩინ­გიზ ყა­ე­ნის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი თა­მა­შო­ბენ და დღემ­დე პო­პუ­ლა­რუ­ლია. ავ­ღა­ნე­ლი ბი­ჭე­ბი წარ­მა­ტე­ბულ მო­თა­მა­შე­ო­ბა­ზე ოც­ნე­ბო­ბენ. მათ ჩემ­პი­ო­ნებს “ჩა­პან­დასს” უწო­დე­ბენ და ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში ძა­ლი­ან დიდი ავ­ტო­რი­ტე­ტი აქვთ.

თა­მა­შის რის­კე­ბი და ფსო­ნე­ბი

რად­გან ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სპორ­ტის ეს სა­ხე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი, სა­ხი­ფა­თო და სხარ­ტი სა­თა­მა­შოა, მო­თა­მა­შე­ე­ბი ინ­ტენსტი­უ­რად ემ­ზა­დე­ბი­ან. შეძ­ლე­ბუ­ლი ავ­ღა­ნე­ლე­ბის ოჯა­ხის შვი­ლებს ჰყავთ სპე­ცი­ა­ლუ­რად ურჩი, მაგ­რამ სწრა­ფი ცხე­ნე­ბი, რო­მელ­თა და­მორ­ჩი­ლე­ბა­სა და მარ­თვას დიდი ძა­ლის­ხმე­ვა სჭირ­დე­ბა. ასე ერ­თად იწ­ვრთნე­ბი­ან ცხე­ნი და მხე­და­რი. თუმ­ცა, ტრავ­მე­ბი, ამ პრო­ცეს­საც ახ­ლავს - ხში­რია ჩა­მო­ვარ­დნი­სას მო­ტე­ხი­ლო­ბე­ბი, რა დრო­საც მო­თა­მა­შე გა­მო­ჯანრთმე­ლე­ბამ­დე ვერ იღებს შე­ჯიბრში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რად­გან შე­იძ­ლე­ბა ორ­გა­ნიზ­მმა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს უმტყუ­ნოს.

მო­თა­მა­შე­ე­ბი იღუ­პე­ბი­ან გა­ჭე­ნე­ბუ­ლი ცხე­ნი­დან გად­მო­ვარ­დნის, თხის წარ­თმე­ვი­სას ცხე­ნის ქვეშ მო­ყო­ლის ან სუ­ლაც მო­წი­ნა­აღ­მდე­გე გუნ­დის წევ­რე­ბის მათ­რა­ხე­ბის და­შე­ნის შე­დე­გად. მათი მათ­რა­ხი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ია­რა­ღია, - მძი­მე, გრძე­ლი ტა­რით.

რაც შე­ე­ხე­ბა, სა­თა­მა­შო თხას - მისი მომ­ზა­დე­ბის პა­ტი­ვი წინა წლის გა­მარ­ჯე­ვე­ბულს აქვს. ის ცოხ­ველს დაკ­ვლის შემ­დეგ, ასუფ­თა­ვებს და შემ­დეგ ქვი­შით ტე­ნის, ისე რომ, რომ ფორ­მა მი­ი­ღოს. შე­ჯიბ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, თხა თა­მა­შის მთა­ვარ სპონ­სორს გა­და­ე­ცე­მა, თუმ­ცა ზოგ­ჯერ აუქ­ცი­ონ­ზეც გა­უ­ტა­ნი­ათ და 30-50 ათას აშშ დო­ლა­რა­დაც გა­ყი­დუ­ლა.

თა­მა­შის სე­ზო­ნად ზამ­თა­რი ით­ვლე­ბა და ცივი ამინ­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძა­ლი­ან ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი თა­ვი­ანთ ფა­ვო­რიტ გუნ­დებ­ზე დე­ბენ ფსო­ნებს და საკ­მა­ოდ დიდ თან­ხებ­საც რის­კა­ვენ. ამ მხრივ აქ­ტი­უ­რო­ბენ მდი­და­რი ოჯა­ხე­ბი ან ად­გი­ლობ­რი­ვი კომ­პა­ნი­ე­ბი. ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, რომ ავ­ღა­ნეთ­ში არ­ჩევ­ნებ­ზე ესა თუ ის პირი მხო­ლოდ იმი­ტომ აურ­ჩე­ვი­ათ, რომ ზე­დი­ზედ რამ­დე­ნი­მე თა­მა­შის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი იყო.

ავტორი:

"ბუზკაში" - სიკვდილთან თამაში ავღანურად

"ბუზკაში" - სიკვდილთან თამაში ავღანურად

ალბათ ბევრი ფიქრობს რომ, ავღანეთში, სადაც რამდენიმე ათეული წელია ომი არ შეწყვეტილა, გართობისთვის არავის სცხელა – არადა, ყველაზე რთულ პერიოდშიც კი, როდესაც ქვეყანას თალიბები მართავდნენ, მაშინაც კი, ავღანელი მამაკაცები გასართობზე უარს არ ამბობდნენ და სიცოცხლის რისკის ფასად თამაშობდნენ. აზარტი, ხომ აზარტია. ასე მოაღწია ავღანეთის ნაციონალურმა სპორტმა “ბუზკაში” თანამედროვეობამდე. მას სხვანაირად “სიკვდილთან თამაშსაც“ უწოდებენ, თუმცა ეს ტრადციების მოყვარულ ავღანელებს სულაც არ აშინებთ.

“ბუზკაში”, “თხის წართმევა” ერთგვარი პოლოა ცენტრალურ აზიაში - ცხენზე ამხედრებული მოთამაშეები ცდილობენ ერთმანეთს უთავო და ფეხებდაჭრილი თხა წაართვან და ფინიშამდე მიიტანონ.

ერთმა დაწინაურებულმა მხედარმა მოედანს გაჭენებული ცხენით უნდა შემოაუროს და მკვდარი თხა წინასწარ მომზადებულ 4 მეტრამდე დიამეტრის მქონე ღრმულში ჩააგდოს. ყოველი მომდევნო ჩაგდება ქულად ითვლება და გამარჯვებული ის რჩება, ვინც მეტ ქულას დააგროვებს.

თუმცა, მთავარი სწორედ იმ წრიულ ღრმულამდე მისვლაა - მას მოწინააღმდეგე გუნდი ყველანიარად უშლის ხელს იქამდე მივიდეს. ცდილობენ, თხა წაართვან. ამისთვის ყველანაირ ხერხს იგონებენ - ეჯახებიან მას ცხენებით, ურტყამენ მათრახებს. თამაშს ხშირად მოთამაშეების ჯანმრთელობა ან სულაც სიცოცხლე ეწირება, თუმცა, ის მაინც გრძელდება.

თამაშის ისტორია

ცენტრალურ აზიაში ბუზკაშის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთი ვერსიით, ის მგლებზე ნადირობას უკავშირდება. რამდენიმე ცხენოსანი მგლებზე წარმატებულ ნადირობას, სწორედ მოკლული მგლით იწყებდა და ცდილობდნენ, ერთმანეთისთვის ნანადირევი წაერთმიათ. შემეგ მგელი ცხვრით შეცვალეს.

ავღანური ცნობების თანახმად, “ბუზკაშს” ცენტრალ აზიაში ჯერ კიდევ ჩინგიზ ყაენის დროიდან მოყოლებული თამაშობენ და დღემდე პოპულარულია. ავღანელი ბიჭები წარმატებულ მოთამაშეობაზე ოცნებობენ. მათ ჩემპიონებს “ჩაპანდასს” უწოდებენ და ადგილობრივებში ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვთ.

თამაშის რისკები და ფსონები

რადგან ნაციონალური სპორტის ეს სახეობა საკმაოდ რთული, სახიფათო და სხარტი სათამაშოა, მოთამაშეები ინტენსტიურად ემზადებიან. შეძლებული ავღანელების ოჯახის შვილებს ჰყავთ სპეციალურად ურჩი, მაგრამ სწრაფი ცხენები, რომელთა დამორჩილებასა და მართვას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ასე ერთად იწვრთნებიან ცხენი და მხედარი. თუმცა, ტრავმები, ამ პროცესსაც ახლავს - ხშირია ჩამოვარდნისას მოტეხილობები, რა დროსაც მოთამაშე გამოჯანრთმელებამდე ვერ იღებს შეჯიბრში მონაწილეობას, რადგან შეიძლება ორგანიზმმა ყველაზე მნიშვნელოვან დროს უმტყუნოს.

მოთამაშეები იღუპებიან გაჭენებული ცხენიდან გადმოვარდნის, თხის წართმევისას ცხენის ქვეშ მოყოლის ან სულაც მოწინააღმდეგე გუნდის წევრების მათრახების დაშენის შედეგად. მათი მათრახი ჩვეულებრივი იარაღია, - მძიმე, გრძელი ტარით.

რაც შეეხება, სათამაშო თხას - მისი მომზადების პატივი წინა წლის გამარჯევებულს აქვს. ის ცოხველს დაკვლის შემდეგ, ასუფთავებს და შემდეგ ქვიშით ტენის, ისე რომ, რომ ფორმა მიიღოს. შეჯიბრის დამთავრების შემდეგ, თხა თამაშის მთავარ სპონსორს გადაეცემა, თუმცა ზოგჯერ აუქციონზეც გაუტანიათ და 30-50 ათას აშშ დოლარადაც გაყიდულა.

თამაშის სეზონად ზამთარი ითვლება და ცივი ამინდების მიუხედავად, ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს. ადგილობრივები თავიანთ ფავორიტ გუნდებზე დებენ ფსონებს და საკმაოდ დიდ თანხებსაც რისკავენ. ამ მხრივ აქტიურობენ მდიდარი ოჯახები ან ადგილობრივი კომპანიები. ყოფილა შემთხვევა, რომ ავღანეთში არჩევნებზე ესა თუ ის პირი მხოლოდ იმიტომ აურჩევიათ, რომ ზედიზედ რამდენიმე თამაშის გამარჯვებული იყო.