მსოფლიო
მოზაიკა
საზოგადოება

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
კონფლიქტები
სპორტი
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვილს 24 თე­ბერ­ვალს, მუ­ხათ­გვერ­დის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ. რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, გარ­დაც­ვლი­ლის ძმა­თა სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძალ­ვის სურ­ვი­ლი ოჯახ­მა გა­მო­ხა­ტა. აქამ­დე ცნო­ბი­ლი იყო, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი სო­ფელ ქან­და­ში უნდა და­ეკ­რძა­ლათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 22 თე­ბერ­ვალს, სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟიმ­მა სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე - არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი, ლე­ვან ქუ­ტაშ­ვი­ლი და იო­სებ პავ­ლი­აშ­ვი­ლი, ახალ­გორ­ში უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვა. 23 თე­ბერ­ვალს კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლი გა­ურ­კვე­ველ ვი­თა­რე­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ფაქ­ტო ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ქარ­თვე­ლი ჯა­რის­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად დაც­ვის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვი­სას კი­ბე­ზე და­ცე­მა და­ა­სა­ხე­ლა.

მომ­ხდა­რის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხედ­რის გად­მო­ცე­მის მო­თხოვ­ნით ამოქ­მედ­და ცხე­ლი ხაზი, გა­ი­მარ­თა არა­ერ­თი შეხ­ვედ­რა ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ფარ­გლებ­ში; სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბა­ში ჩა­ერ­თო ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბა და სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სია, სა­ქარ­თვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ტა­ტუ­ნა­ში­ლის ოჯა­ხი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უმოქ­მე­დო­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებ­და და აქ­ცი­აც კი გა­მარ­თეს, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი ესა­უბ­რა და ოჯახ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას სა­მოქ­მე­დოდ დრო მის­ცა.

26 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ფელ წილ­კან­ში, ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში პა­ნაშ­ვი­დი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ად­გილ­ზე არა­ერ­თხელ ჩა­ვიდ­ნენ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

20 მარტს, ღა­მით კი, „წი­თე­ლი ჯვრის“ მეშ­ვე­ო­ბით ოკუ­პი­რე­ბულ­მა ცხინ­ვალ­მა არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­და­რი თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­დას­ცა, რო­მე­ლიც სამ­ხა­რა­უ­ლის სა­ხე­ლო­ბის ექ­სპერ­ტი­ზის ეროვ­ნულ ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ცხე­დარს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და. ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის ცხე­და­რი 26 დღი­ა­ნი მო­ლო­დი­ნის შემ­დეგ, 21 მარტს გამ­თე­ნი­ი­სას სა­კუ­თარ ოჯახ­ში გა­და­ას­ვე­ნეს.

არ­ჩილ ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის გარ­ცვა­ლე­ბის საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტმა რე­ზო­ლუ­ცია მი­ი­ღო, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ოთხო­ზო­რია-ტა­ტუ­ნაშ­ვი­ლის სიას შე­ად­გენს და სი­ა­ში შე­სულ ადა­მი­ა­ნებს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წეს­დე­ბათ. ოფი­ცი­ა­ლუ­რი თბი­ლი­სი რუ­სულ აგ­რე­სი­ას გმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ

არჩილ ტატუნაშვილს 24 თებერვალს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. როგორც საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალვის სურვილი ოჯახმა გამოხატა. აქამდე ცნობილი იყო, რომ არჩილ ტატუნაშვილი სოფელ ქანდაში უნდა დაეკრძალათ.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი, ახალგორში უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზად დაცვისთვის წინააღმდეგობის გაწევისას კიბეზე დაცემა დაასახელა.

მომხდარის გავრცელებისთანავე ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის მოთხოვნით ამოქმედდა ცხელი ხაზი, გაიმართა არაერთი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში; საკითხის მოგვარებაში ჩაერთო ყველა სახელმწიფო უწყება და სადამკვირვებლო მისია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტატუნაშილის ოჯახი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებდა და აქციაც კი გამართეს, თუმცა, მოგვიანებით, მათ შინაგან საქმეთა მინისტრი ესაუბრა და ოჯახმა ხელისუფლებას სამოქმედოდ დრო მისცა.

26 დღის განმავლობაში სოფელ წილკანში, ტატუნაშვილების ოჯახში პანაშვიდი მიმდინარეობდა. ადგილზე არაერთხელ ჩავიდნენ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.

20 მარტს, ღამით კი, „წითელი ჯვრის“ მეშვეობით ოკუპირებულმა ცხინვალმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი თბილისის ცენტრალურ ხელისუფლებას გადასცა, რომელიც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღიანი მოლოდინის შემდეგ, 21 მარტს გამთენიისას საკუთარ ოჯახში გადაასვენეს.

არჩილ ტატუნაშვილის გარცვალების საქმეზე საქართველოს პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მთავრობა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შეადგენს და სიაში შესულ ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ. ოფიციალური თბილისი რუსულ აგრესიას გმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი