Faceამბები
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
თვის კითხვადი სტატიები
“ისლამური სახელმწიფო” ჩეჩნეთშიც გამოჩნდა
“ისლამური სახელმწიფო” ჩეჩნეთშიც გამოჩნდა

გროზ­ნო­ში, სტა­როპ­რო­მის­ლოვ­სკის რა­ი­ონ­ში, პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მოხ­და - 20 მარ­ტის ღა­მეს, მა­მა­კაცს ქუ­ჩა­ში ეს­რო­ლეს, ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ჩეჩ­ნე­თის შსს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­ნამ­დე მან პო­ლი­ცი­ელს ეს­რო­ლა და სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლის გახ­სნის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა... დაჭ­რი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი კი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გაჩ­ნდნენ - ФСБ-ს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც იმ ად­გი­ლის ბლო­კი­რე­ბა მო­ახ­დი­ნეს და სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად ისი­ნი გა­ა­ნე­იტ­რა­ლეს.

ინ­ცინ­დენ­ტი­დან მა­ლე­ვე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა “ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ” აიღო. ეს ამ წელს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვაა, - ზო­გა­დად კი, მე­სა­მე, რო­დე­საც ჩეჩ­ნეთ­ში ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს კვა­ლი ჩნდე­ბა.

პირ­ვე­ლად, ჩეჩ­ნეთ­ში პო­ლი­ცი­ე­ლებ­ზე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა 2016 წლის 17 და 18 დე­კემ­ბერს მოხ­და. მა­შინ სამი პო­ლი­ცი­ე­ლი მოკ­ლეს და ერთი დაჭ­რეს. მა­შინ, კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ 4 ბო­ე­ვი­კი და­ა­კა­ვეს და სა­კი­თხი ამით ამო­ი­წუ­რა.

მე­ო­რე ინ­ცინ­დენ­ტი ნა­უ­რის რა­ი­ონ­ში, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი არ­მი­ის ჯა­რის­კა­ცებ­სა და ბო­ე­ვი­კებს შო­რის, 2017 წლის 24 მარტს მოხ­და. მა­შინ, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 6 სამ­ხედ­რო მოკ­ლეს და 3 და­იჭ­რა. რაც შე­ე­ხე­ბა თავ­დამ­სხმე­ლებს, 8-დან 6 გა­ნე­იტ­რა­ლე­ბუ­ლი იყო, ორი კი მი­ი­მა­ლა. კა­დი­რო­ვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა აცხა­დებ­და, რომ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს თავ­დას­ხმა სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­და, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და. არა­და, გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ებ­ზე სწო­რედ სამ­ხედ­რო ნა­წი­ლი იყო ასა­ხუ­ლი. შემ­დეგ, მა­ლე­ვე ით­ქვა, რომ ფო­ტო­ე­ბის ავ­ტო­რი და­სა­ჯეს.

საქ­მე ის არის, რომ ამ ინ­ცი­დენ­ტის შე­სა­ხებ კო­მენ­ტარს არ აკე­თებს თა­ვად ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი რამ­ზან კა­დი­რო­ვი. რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით, ის ვი­თა­რე­ბის რე­ა­ლუ­რად შე­ფა­სე­ბას გა­ურ­ბის და არ უნდა აღი­ა­როს, რომ ტე­რო­რის­ტებ­მა “მის სამ­ფლო­ბე­ლო­შიც შე­აღ­წი­ეს.”

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ “ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფოს­თან” და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­ა­გენ­ტო ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მომ­ხდარ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ISIS-ს ტე­რო­რის­ტებ­მა აი­ღეს, ად­გი­ლობ­რი­ვი უწყე­ბე­ბი თავ­დამ­სხმე­ლებს მა­ინც “ბან­დი­ტებს” უწო­დებს და მათ მი­მართ ლო­ი­ა­ლუ­რად გან­წყო­ბილ ად­გი­ლობ­რი­ვებს, “სას­ტი­კი სას­ჯე­ლით” ემუქ­რე­ბი­ან.

“ისლამური სახელმწიფო” ჩეჩნეთშიც გამოჩნდა

“ისლამური სახელმწიფო” ჩეჩნეთშიც გამოჩნდა

გროზნოში, სტაროპრომისლოვსკის რაიონში, პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - 20 მარტის ღამეს, მამაკაცს ქუჩაში ესროლეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. ჩეჩნეთის შსს ინფორმაციით, მანამდე მან პოლიციელს ესროლა და საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად დაიღუპა... დაჭრილი პოლიციელი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე გაჩნდნენ - ФСБ-ს თანამშრომლები, რომლებმაც იმ ადგილის ბლოკირება მოახდინეს და სპეცოპერაციის შედეგად ისინი გაანეიტრალეს.

ინცინდენტიდან მალევე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ეს ამ წელს პირველი შემთხვევაა, - ზოგადად კი, მესამე, როდესაც ჩეჩნეთში ისლამური სახელმწიფოს კვალი ჩნდება.

პირველად, ჩეჩნეთში პოლიციელებზე შეიარაღებული თავდასხმა 2016 წლის 17 და 18 დეკემბერს მოხდა. მაშინ სამი პოლიციელი მოკლეს და ერთი დაჭრეს. მაშინ, კადიროვის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 4 ბოევიკი დააკავეს და საკითხი ამით ამოიწურა.

მეორე ინცინდენტი ნაურის რაიონში, შეიარაღებული არმიის ჯარისკაცებსა და ბოევიკებს შორის, 2017 წლის 24 მარტს მოხდა. მაშინ, ოფიციალური ინფორმაციით, 6 სამხედრო მოკლეს და 3 დაიჭრა. რაც შეეხება თავდამსხმელებს, 8-დან 6 განეიტრალებული იყო, ორი კი მიიმალა. კადიროვის ხელისუფლება აცხადებდა, რომ არსებული ინფორმაცია, თითქოს თავდასხმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მოხდა, სიმართლეს არ შეესაბამებოდა. არადა, გავრცელებულ ფოტოებზე სწორედ სამხედრო ნაწილი იყო ასახული. შემდეგ, მალევე ითქვა, რომ ფოტოების ავტორი დასაჯეს.

საქმე ის არის, რომ ამ ინციდენტის შესახებ კომენტარს არ აკეთებს თავად ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი. რუსული მედიის თქმით, ის ვითარების რეალურად შეფასებას გაურბის და არ უნდა აღიაროს, რომ ტერორისტებმა “მის სამფლობელოშიც შეაღწიეს.”

მიუხედავად იმისა, რომ “ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული სააგენტო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც მომხდარზე პასუხისმგებლობა ISIS-ს ტერორისტებმა აიღეს, ადგილობრივი უწყებები თავდამსხმელებს მაინც “ბანდიტებს” უწოდებს და მათ მიმართ ლოიალურად განწყობილ ადგილობრივებს, “სასტიკი სასჯელით” ემუქრებიან.

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე