პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ შეძლებს პირადობის მოწმობის უფასოდ მიღებას პირველ ნოემბრამდე
ვინ შეძლებს პირადობის მოწმობის უფასოდ მიღებას პირველ ნოემბრამდე

პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის აღე­ბა მო­ქა­ლა­ქე­თა გარ­კვე­ულ კა­ტე­გო­რი­ას პირ­ველ ნო­ემ­ბრამ­დე უფა­სოდ შე­ეძ­ლე­ბა. კერ­ძოდ, აღ­ნიშ­ნუ­ლი აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ის სრულ­წლო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თა სა­ხელ­ზე ამ დრომ­დე არ იყო გა­ცე­მუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არც ერთი დო­კუ­მენ­ტი; ასე­ვე არას­რულ­წლო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თაც აქ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბამ­დე, 1-ელ ნო­ემ­ბრამ­დე უს­რულ­დე­ბათ 18 წელი;

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რო­მელ­თა პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბის ფო­ტო­სუ­რა­თე­ბი გა­მო­უ­სა­დე­გა­რია (უხა­რის­ხოა), ან არ ინა­ხე­ბა სა­ა­გენ­ტოს მო­ნა­ცემ­თა ელექტრო­ნულ ბა­ზა­ში;

რე­გის­ტრა­ცი­ი­დან მოხ­სნი­ლი პი­რე­ბი, თუ ისი­ნი და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან კო­რექ­ტულ მი­სა­მარ­თზე;

მი­სა­მარ­თის გა­რე­შე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, თუ ისი­ნი გა­ივ­ლი­ან რე­გის­ტრა­ცი­ას კო­რექ­ტულ მი­სა­მარ­თზე;

მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი რო­მელ­თაც არ აქვთ იუ­რი­დი­უ­ლი ძა­ლის მქო­ნე არც ერთი დო­კუ­მენ­ტი. ასე­ვე ის პი­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი არი­ან სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და არ ფლო­ბენ იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბუ­ლი პი­რის სტა­ტუსს. ამას­თან, გა­უქ­მე­ბუ­ლი აქვთ პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი აქ­ცი­ით ისარ­გებ­ლე­ბენ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ისი­ნი და­რე­გის­ტრირ­დე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლოს არა­ო­კუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ კონ­კრე­ტულ მი­სა­მარ­თზე.

მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბის მსურ­ველ­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა უნდა მი­მარ­თონ იუს­ტი­ცი­ის სახ­ლებს, სა­ხელ­მწი­ფო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს ტე­რი­ტო­რი­ულ სამ­სა­ხუ­რებს ან სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცენ­ტრებს.

აქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში, დო­კუ­მენ­ტის გა­ცე­მი­სას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან რო­გორც პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბის, ისე ფო­ტო­სუ­რა­თის გა­და­ღე­ბის სა­ფა­სუ­რის­გან. აქ­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბა პირს მხო­ლოდ ერთხელ შე­უძ­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვინ შეძლებს პირადობის მოწმობის უფასოდ მიღებას პირველ ნოემბრამდე

ვინ შეძლებს პირადობის მოწმობის უფასოდ მიღებას პირველ ნოემბრამდე

პირადობის მოწმობის აღება მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას პირველ ნოემბრამდე უფასოდ შეეძლება. კერძოდ, აღნიშნული აქციის ფარგლებში, პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზე ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი; ასევე არასრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთაც აქციის დასრულებამდე, 1-ელ ნოემბრამდე უსრულდებათ 18 წელი;

მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში;

რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;

მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;

მოქალაქეები რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი. ასევე ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს. ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა. აღნიშნული პირები აქციით ისარგებლებენ იმ შემთხვევაში, თუ ისინი დარეგისტრირდებიან საქართველოს არაოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ კონკრეტულ მისამართზე.

მიმდინარე აქციით სარგებლობის მსურველმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს.

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ