მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აატირა ერდოღანმა 5 წლის გოგონა?
რატომ აატირა ერდოღანმა 5 წლის გოგონა?

თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტი რე­ჯეფ ტაიპ ერ­დო­ღა­ნი, თა­ვი­სი არც თუ კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლი ჟეს­ტის გამო, ინ­ტერ­ნეტ­ში კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი გახ­და. 25 თე­ბერ­ვალს, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის კონ­გრე­სის მსვლე­ლო­ბი­სას, მან ხალ­ხის ტალ­ღა­ში, თურ­ქე­თის არ­მი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი, ატი­რე­ბუ­ლი გო­გო­ნა შე­ნიშ­ნა და ის სცე­ნა­ზე აიყ­ვა­ნა. თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა მას ლო­ყა­ზე აკო­ცა და ჰკი­თხა, თუ რას აკე­თებ­და იქ...

"ჩვენ აქ გვყავს წაბ­ლის­ფერ­ბე­რე­ტი­ა­ნი გო­გო­ნა, წაბ­ლის­ფერ­ბე­რე­ტი­ა­ნე­ბი კი არას­დროს ტი­რი­ან და ისიც არას­დროს იტი­რებს..." - თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტის თქმით, გო­გო­ნა სა­ხელ­მწი­ფო ჯილ­დოს მი­ი­ღებს, თუ ბრძო­ლა­ში და­ი­ღუ­პე­ბა.

"მას ახლა ჯი­ბე­ში თურ­ქე­თის დრო­შა უდევს... თუ სამ­შობ­ლოს­თვის ეწა­მე­ბა, ღვთის ნე­ბით, დრო­შას გა­და­ა­ფა­რე­ბენ... შენ ყვე­ლაფ­რის­თვის მზად ხარ?" - აღ­ნიშ­ნა თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა, რა­ზეც დაბ­ნე­ულ­მა და ატი­რე­ბულ­მა გო­გო­ნამ მი­უ­გო - "დიახ...".

პო­ლი­ტი­კუ­რი წრე­ე­ბი­დან ამ ჟეს­ტის გამო ერ­დო­ღა­ნი არა­ვის გა­უკ­რი­ტი­კე­ბია, თუმ­ცა, თურ­ქე­თის ლი­დე­რის უც­ნა­ურ მი­მარ­თვას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბის მძაფ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა; მათი დიდი ნა­წი­ლის თქმით, თურ­ქე­თის პრე­ზი­დენ­ტმა გო­გო­ნა სა­ხელ­მწი­ფო პრო­პა­გან­დის­თვის გა­მო­ი­ყე­ნა...

"არ შე­იძ­ლე­ბა ბავ­შვს ესა­უბ­რო ასე­თი სი­ტყვე­ბით; სა­ხელ­მწი­ფოს ვა­ლია და­იც­ვას ბავ­შვე­ბი და არა აი­ძუ­ლოს ისი­ნი მის­თვის და­ი­ღუ­პონ..." - წე­რენ ისი­ნი.

ამას­თან, სა­ხელ­მწი­ფოს ლი­დერს შე­ახ­სე­ნეს, რომ მის­მა შვი­ლებ­მა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს თავი აა­რი­დეს...

ავტორი:

რატომ აატირა ერდოღანმა 5 წლის გოგონა?

რატომ აატირა ერდოღანმა 5 წლის გოგონა?

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, თავისი არც თუ კეთილგონივრული ჟესტის გამო, ინტერნეტში კრიტიკის ობიექტი გახდა. 25 თებერვალს, მმართველი პარტიის კონგრესის მსვლელობისას, მან ხალხის ტალღაში, თურქეთის არმიის ფორმაში ჩაცმული, ატირებული გოგონა შენიშნა და ის სცენაზე აიყვანა. თურქეთის პრეზიდენტმა მას ლოყაზე აკოცა და ჰკითხა, თუ რას აკეთებდა იქ...

"ჩვენ აქ გვყავს წაბლისფერბერეტიანი გოგონა, წაბლისფერბერეტიანები კი არასდროს ტირიან და ისიც არასდროს იტირებს..." - თურქეთის პრეზიდენტის თქმით, გოგონა სახელმწიფო ჯილდოს მიიღებს, თუ ბრძოლაში დაიღუპება.

"მას ახლა ჯიბეში თურქეთის დროშა უდევს... თუ სამშობლოსთვის ეწამება, ღვთის ნებით, დროშას გადააფარებენ... შენ ყველაფრისთვის მზად ხარ?" - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა, რაზეც დაბნეულმა და ატირებულმა გოგონამ მიუგო - "დიახ...".

პოლიტიკური წრეებიდან ამ ჟესტის გამო ერდოღანი არავის გაუკრიტიკებია, თუმცა, თურქეთის ლიდერის უცნაურ მიმართვას ინტერნეტმომხმარებლების მძაფრი რეაქცია მოჰყვა; მათი დიდი ნაწილის თქმით, თურქეთის პრეზიდენტმა გოგონა სახელმწიფო პროპაგანდისთვის გამოიყენა...

"არ შეიძლება ბავშვს ესაუბრო ასეთი სიტყვებით; სახელმწიფოს ვალია დაიცვას ბავშვები და არა აიძულოს ისინი მისთვის დაიღუპონ..." - წერენ ისინი.

ამასთან, სახელმწიფოს ლიდერს შეახსენეს, რომ მისმა შვილებმა სამხედრო სამსახურს თავი აარიდეს...

ალინა კაბაევა მილიარდერი გახდა - მედიის მტკიცებით, ყოფილმა ტანმოვარჯიშემ პუტინისგან ტყუპები გააჩინა

მაქმანებიანი შავი კაბა და ულამაზესი საყურე -  ქეით მიდლტონი მუსიკალურ წარმოდგენაზე  შეუდარებლად გამოიყურებოდა

"საქართველოში მორიგი ფერადი რევოლუცია არ შედგა" - რას წერს რუსული მედია თბილისში მიმდინარე პროცესებზე