მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო პირველი საბჭოელი მილიონერი
ვინ იყო პირველი საბჭოელი მილიონერი

საბ­ჭო­თა კავ­ში­რის პირ­ვე­ლი ლე­გა­ლუ­რი მი­ლი­ო­ნე­რი არ­ტემ ტა­რა­სო­ვი იყო. ტა­რა­სოვ­მა 1987 წელს სსრკ-ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კო­ო­პე­რა­ტი­ვი შექ­მნა, ხოლო ორი წლის შემ­დეგ, ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი ლე­გა­ლუ­რი მი­ლი­ო­ნე­რი გახ­და. 1990 წელს, მან "ეროვ­ნუ­ლი დე­პუ­ტა­ტის" მან­და­ტი მი­ი­ღო.

1992 წელს, მან პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა და შემ­დეგ რუ­სულ მე­დი­ას­თან სა­უ­ბარ­ში ხში­რად ხუმ­რობ­და, რომ დრო­უ­ლად მი­ღე­ბუ­ლი სა­ჭი­რო ცოდ­ნა ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნა.

ის პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა ადა­მი­ა­ნი იყო, რო­მელ­მაც კო­ო­პე­რა­ტი­ვის სა­შუ­ა­ლე­ბით 3 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი გა­მო­ი­მუ­შა­ვა. კო­ო­პე­რა­ტივ "ტექ­ნი­კის" მა­შინ­დელ­მა მო­გე­ბამ საბ­ჭო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბა შოკ­ში ჩა­აგ­დო. იმ დრო გა­და­ცე­მა "Взгляд" - მა ტა­რა­სოვ­ზე სი­უ­ჟე­ტი მო­ამ­ზა­და, სა­დაც ნათ­ქვა­მი იყო, რომ ის თვე­ში 90 ათა­სი რუბლს გა­მო­ი­მუ­შა­ვებ­და...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამის შე­სა­ხებ რუ­სულ პრე­სას­თან სა­უბ­რი­სას იხ­სე­ნებ­და, რომ იმ­დე­ნად შე­უჩ­ვე­ვე­ლი იყო, დი­დძალ ფულ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, რომ ეს მის­თვის სე­რი­ო­ზუ­ლი შოკი აღ­მოჩ­ნდა.

"ისე­თი გან­ცდა გვქონ­და, რომ მთელ ჩვენ გუნდს ამ თან­ხას წაგ­ვარ­თმევ­დნენ და დაგ­ვხვრტდნენ... თუმ­ცა, ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­ა­რად წა­რი­მარ­თა, - სულ რა­ღაც ნა­ხე­ვარ წე­ლი­წად­ში, ჩვენს ბი­უ­ჯეტ­ში რამ­დე­ნი­მე მი­ლი­ონ დო­ლა­რი და­ფიქ­სირ­და" - ამ­ბობ­და ტა­რა­სო­ვი.

სსრკ-ის დაშ­ლის შემ­დეგ დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და... გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, ისევ რუ­სეთ­ში დაბ­რუნ­და და 1996 წელს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტო­ბის ერთ-ერთი კან­დი­და­ტი გახ­და, თუმ­ცა არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ვერ შეძ­ლო, რად­გან იგი არ და­ა­რე­გის­ტრი­რეს... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, 2003 წელს, სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გის გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბა­ზე იყ­რი­და კენ­ჭს, თუმ­ცა, წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია.

პო­ლი­ტი­კა­ში მოს­ვლის მცდე­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ტექ­ნი­კი­სა და ნა­ნო­ტექ­ნო­ლო­გო­ბის და­ნერგვის სფე­რო­ში ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რობ­და... 2013 წელს, მსოფ­ლი­ოს უმ­დიდ­რე­სი ადა­მი­ა­ნად და­ა­სა­ხე­ლეს.

რუ­სეთ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ტა­რა­სოვ­მა, ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის კონ­ფლიქ­ტის მოგ­ვა­რე­ბის უმ­ტკივ­ნე­უ­ლო და მშვი­დო­ბი­ა­ნად მოგ­ვა­რე­ბის პრო­ექ­ტი შეს­თა­ვა­ზა.

არ­ტემ ტა­რა­სო­ვი ცოლს გა­შო­რე­ბუ­ლი იყო. მას ერთი შვი­ლი, ფი­ლი­პი დარ­ჩა... ბოლო წლებ­ში მოს­კოვ­ში ცხოვ­რობ­და და "ინო­ვა­ცი­ე­ბის ინ­სტი­ტუტს" ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. მას თევ­ზის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი ჰალ­სტუ­ხე­ბის კო­ლექ­ცია ჰქონ­და და არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მის გარ­დე­რობ­ში 700-მდე ასე­თი ჰალ­სტუ­ხი ინა­ხე­ბა.

ტა­რა­სო­ვი 67 წლის ასაკ­ში 2017 წლის 23 ივ­ლისს გარ­და­იც­ვა­ლა.

ავტორი:

ვინ იყო პირველი საბჭოელი მილიონერი

ვინ იყო პირველი საბჭოელი მილიონერი

საბჭოთა კავშირის პირველი ლეგალური მილიონერი არტემ ტარასოვი იყო. ტარასოვმა 1987 წელს სსრკ-ის ერთ-ერთი პირველი კოოპერატივი შექმნა, ხოლო ორი წლის შემდეგ, ტელევიზიით განაცხადა, რომ ქვეყნის პირველი ლეგალური მილიონერი გახდა. 1990 წელს, მან "ეროვნული დეპუტატის" მანდატი მიიღო.

1992 წელს, მან პენსილვანიის უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდეგ რუსულ მედიასთან საუბარში ხშირად ხუმრობდა, რომ დროულად მიღებული საჭირო ცოდნა ბიზნესსაქმიანობაში აქტიურად გამოიყენა.

ის პირველი საბჭოთა ადამიანი იყო, რომელმაც კოოპერატივის საშუალებით 3 მილიონი რუბლი გამოიმუშავა. კოოპერატივ "ტექნიკის" მაშინდელმა მოგებამ საბჭოთა საზოგადოება შოკში ჩააგდო. იმ დრო გადაცემა "Взгляд" - მა ტარასოვზე სიუჟეტი მოამზადა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ის თვეში 90 ათასი რუბლს გამოიმუშავებდა...

მოგვიანებით, ამის შესახებ რუსულ პრესასთან საუბრისას იხსენებდა, რომ იმდენად შეუჩვეველი იყო, დიდძალ ფულთან ურთიერთობას, რომ ეს მისთვის სერიოზული შოკი აღმოჩნდა.

"ისეთი განცდა გვქონდა, რომ მთელ ჩვენ გუნდს ამ თანხას წაგვართმევდნენ და დაგვხვრტდნენ... თუმცა, ყველაფერი სხვანაიარად წარიმართა, - სულ რაღაც ნახევარ წელიწადში, ჩვენს ბიუჯეტში რამდენიმე მილიონ დოლარი დაფიქსირდა" - ამბობდა ტარასოვი.

სსრკ-ის დაშლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში, ემიგრაციაში წავიდა... გარკვეული დროის შემდეგ, ისევ რუსეთში დაბრუნდა და 1996 წელს რუსეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი გახდა, თუმცა არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან იგი არ დაარეგისტრირეს... მოგვიანებით, 2003 წელს, სანქტ-პეტერბურგის გუბერნატორობაზე იყრიდა კენჭს, თუმცა, წარმატებას ვერ მიაღწია.

პოლიტიკაში მოსვლის მცდელობის პარალელურად, ტექნიკისა და ნანოტექნოლოგობის დანერგვის სფეროში ძალიან აქტიურობდა... 2013 წელს, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანად დაასახელეს.

რუსეთში საცხოვრებლად დაბრუნებულმა ტარასოვმა, ადგილობრივ ხელისუფლებას, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების უმტკივნეულო და მშვიდობიანად მოგვარების პროექტი შესთავაზა.

არტემ ტარასოვი ცოლს გაშორებული იყო. მას ერთი შვილი, ფილიპი დარჩა... ბოლო წლებში მოსკოვში ცხოვრობდა და "ინოვაციების ინსტიტუტს" ხელმძღვანელობდა. მას თევზის გამოსახულებიანი ჰალსტუხების კოლექცია ჰქონდა და არსებული ინფორმაციით, მის გარდერობში 700-მდე ასეთი ჰალსტუხი ინახება.

ტარასოვი 67 წლის ასაკში 2017 წლის 23 ივლისს გარდაიცვალა.

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"