მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლეს
აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლეს

აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი აფგან მუხ­თარ­ლი, რო­მელ­საც სა­სა­მარ­თლომ 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, ცი­ხი­დან ორი დღით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რო­გორც მის­მა მე­უღ­ლემ ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და, აფგან მუხ­თარ­ლი მისი დისა და დის­შვი­ლე­ბის ორ­მოც­ზე გა­უშ­ვეს.

"მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ აფგან მუხ­თარ­ლი თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის დაკ­რძალ­ვა­ზე ცი­ხი­დან არ გა­უშ­ვეს იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ად­ვო­კატ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი სის­ტე­მის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც ახლა გვქონ­და იმე­დი, რომ მას ნე­ბას დარ­თავ­დნენ ორ­მოცს დას­წრე­ბო­და. ორ­შა­ბათს ად­ვო­კატ­მა კი­დევ ერთხელ მი­მარ­თა თხოვ­ნით და დღეს ის ორი დღით გა­მო­უშ­ვეს", - გა­ნა­ცხა­და ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ.

მისი თქმით, აფგან მუხ­თარ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ნორ­მა­ლუ­რია, ცი­ხე­ში მას მკურ­ნა­ლო­ბა უტარ­დე­ბა.

"რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მო­ძი­ე­ბას, ჩვენ არა­ვინ გვი­კავ­შირ­დე­ბა. არა­ნა­ი­რი სი­ახ­ლე გა­მო­ძი­ე­ბის კუ­თხით არ არის, რაც კი­დევ ერთხელ გვარ­წმუ­ნებს იმა­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი აფგან მუხ­თარ­ლის გა­ტა­ცე­ბის თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბი არი­ან", - დას­ძი­ნა ლე­ი­ლა მუს­ტა­ფა­ე­ვამ.

აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლეს

აფგან მუხთარლი ციხიდან გაათავისუფლეს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელსაც სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ციხიდან ორი დღით გაათავისუფლეს.

როგორც მისმა მეუღლემ ლეილა მუსტაფაევამ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, აფგან მუხთარლი მისი დისა და დისშვილების ორმოცზე გაუშვეს.

"მინდა აღვნიშნო, რომ აფგან მუხთარლი თავისი ოჯახის წევრების დაკრძალვაზე ციხიდან არ გაუშვეს იმის მიუხედავად, რომ ადვოკატმა შუამდგომლობით მიმართა პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელობას. სიმართლე გითხრათ, არც ახლა გვქონდა იმედი, რომ მას ნებას დართავდნენ ორმოცს დასწრებოდა. ორშაბათს ადვოკატმა კიდევ ერთხელ მიმართა თხოვნით და დღეს ის ორი დღით გამოუშვეს", - განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

მისი თქმით, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, ციხეში მას მკურნალობა უტარდება.

"რაც შეეხება საქართველოში გამოძიებას, ჩვენ არავინ გვიკავშირდება. არანაირი სიახლე გამოძიების კუთხით არ არის, რაც კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური პირები აფგან მუხთარლის გატაცების თანამზრახველები არიან", - დასძინა ლეილა მუსტაფაევამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ