მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ბჟირდება ბავშვი ტირილის დროს?
რატომ ბჟირდება ბავშვი ტირილის დროს?

ბევრ მშო­ბელს ჰქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა მისი შვი­ლი პა­ტა­რა ასაკ­ში ტი­რი­ლის დროს ბჟირ­დე­ბა ისე რომ ამო­სუნ­თქვა­საც კი ვერ ახერ­ხებს. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით აფრ­თხობთ ახალ­გაზ­რდა, გა­მო­უც­დელ მშობ­ლებს. რას ნიშ­ნავს ჩაბ­ჟი­რე­ბა, რამ­დე­ნად სა­ში­შია გან­ვი­თა­რე­ბის­თვის და რო­გორ უნდა მო­იქ­ცნენ ამ დროს მშობ­ლე­ბი? - ამ და სხვა კი­თხვებ­ზე ბავ­შვთა ნევ­რო­ლო­გი რუ­სუ­დან გა­ჩე­ჩი­ლა­ძე პა­სუ­ხობს "მკურ­ნა­ლის" კი­თხვებს.

- რისი ბრა­ლია, რო­დე­საც ბავ­შვი ტი­რი­ლის დროს ბჟირ­დე­ბა?

- ჩაბ­ჟი­რე­ბა ანუ აფექ­ტო­რულ-რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი შე­ტე­ვა - ეს არის სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბა, ის­ტე­რი­უ­ლი შე­ტე­ვის ან გუ­ლის წას­ვლის ყვე­ლა­ზე ნა­ად­რე­ვი გა­მოვ­ლი­ნე­ბა. სი­ტყვა "აფექ­ტი" ნიშ­ნავს ძლი­ერ, ძნე­ლად კონ­ტრო­ლი­რე­ბად ემო­ცი­ას. "რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი" - იმას, რომ ეს ემო­ცია და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­სუნ­თქ სის­ტე­მას­თან.

შე­ტე­ვე­ბი, ჩვე­უ­ლებ­რივ, სი­ცო­ცხლის პირ­ვე­ლი წლის ბო­ლოს იჩენს თავს და შე­საძ­ლოა ორ-სამ წლამ­დე გაგ­რძელ­დეს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სუნ­თქვის შე­კა­ვე­ბა შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვეჩ­ვე­ნოს ბავ­შვის მხრი­დან წი­ნას­წარ და­გეგ­მი­ლად, ჩვე­უ­ლებ­რივ, ისი­ნი ამას სპე­ცი­ა­ლუ­რად არ სჩა­დი­ან. ეს უბ­რა­ლოდ არის რეფ­ლექ­სი, რო­მე­ლიც წარ­მო­იქ­მნე­ბა, რო­დე­საც ტი­რი­ლის დროს ბავ­შვი ძლი­ე­რად ამო­ი­სუნ­თქავს ფილ­ტვე­ბი­დან თით­ქმის მთელ იქ არ­სე­ბულ ჰა­ერს. ამ მო­მენ­ტში იგი გა­ი­რინ­დე­ბა, პირი ღია აქვს, მაგ­რამ ხმას არ გა­მოს­ცემს. უმე­ტე­სად ასე­თი სუნ­თქვის შე­ჩე­რე­ბის ეპი­ზო­დე­ბი არ გრძელ­დე­ბა 30-60 წამ­ზე მეტ­ხანს და გა­ივ­ლის, როცა ბავ­შვი კვლავ და­ი­წყებს სუნ­თქვას და მას­თან ერ­თად ყვი­რილს. აფექ­ტო­რულ-რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბი ორი ტი­პი­საა, რომ­ლებ­საც პი­რო­ბი­თად ლურჯ და ფერ­მკრთალ ტი­პებს უწო­დე­ბენ.

ფერ­მკრთა­ლი აფექ­ტო­რულ-რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბი უმე­ტე­სად წაქ­ცე­ვის, ნემ­სის გა­კე­თე­ბის დროს აღ­მო­ცე­ნე­ბუ­ლი ტკი­ვი­ლის ბრა­ლია. პულ­სის გა­სინ­ჯვის ან დათ­ვლის მცდე­ლო­ბა უშე­დე­გოა, რად­გან ის ამ დროს რამ­დე­ნი­მე წა­მით ქრე­ბა. ფერ­მკრთა­ლი აფექ­ტო­რულ-რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბი გან­ვი­თა­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მით გუ­ლის წას­ვლას­თან უფრო ახ­ლოს დგას. შემ­დგომ ასე­თი შე­ტე­ვე­ბის (პა­რო­ქ­სიზ­მე­ბის) მქო­ნე ბავ­შვე­ბის ნა­წილს უყა­ლიბ­დე­ბა გუ­ლის წას­ვლის მდგო­მა­რე­ო­ბა. უფრო ხში­რია ლურ­ჯი აფექ­ტო­რულ-რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბი. ის წარ­მო­ად­გენს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის, სურ­ვი­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის, გაბ­რა­ზე­ბის გა­მო­ხატ­ვას ბავ­შვის მხრი­დან. როცა ბავ­შვი უარს იღებს მისი სურ­ვი­ლე­ბის, მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე, ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვის მიზ­ნით იწყებს ტი­რილს, ყვი­რილს. ამ დროს ღრმა სუნ­თქვა ჩერ­დე­ბა ჩა­სუნ­თქვა­ზე, წარ­მო­იქ­მნე­ბა მსუ­ბუ­ქი ცი­ა­ნო­ზი - სი­ლურ­ჯე. მსუ­ბუქ შემ­თხვე­ვა­ში სუნ­თქვა აღ­დგე­ბა რამ­დე­ნი­მე წამ­ში და ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბა ნორ­მა­ლიზ­დე­ბა. ასე­თი შე­ტე­ვე­ბი გა­რეგ­ნუ­ლად ძა­ლი­ან ჰგავს ლა­რინ­გოს­პაზმს (ცრუ კრუპს) - ხორ­ხის კუნ­თე­ბის სპაზმს. ზოგ­ჯერ შე­ტე­ვა ხან­გრძლივ­დე­ბა, რა­საც თან სდევს კუნ­თო­ვა­ნი ტო­ნუ­სის დაქ­ვე­ი­თე­ბა - ბავ­შვი დე­დის ხე­ლებ­ში სრუ­ლი­ად ეშ­ვე­ბა, ზოგ­ჯერ კი, პი­რი­ქით, კუნ­თე­ბის ტო­ნუ­რი და­ჭი­მუ­ლო­ბა იმა­ტებს და ბავ­შვი რკა­ლი­ვით იდ­რი­კე­ბა.

- ტი­რი­ლის დროს ყვე­ლა ბავ­შვს როდი აქვს ასე­თი შე­ტე­ვე­ბი. უმ­თავ­რე­სად რო­გორ ბავ­შვებს ახა­სი­ა­თებთ ისი­ნი?

- აფექ­ტო­რულ-რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი შე­ტე­ვე­ბი შე­ი­ნიშ­ნე­ბა ად­ვი­ლად აგ­ზნე­ბად, კაპ­რი­ზულ, ად­ვი­ლად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბად ბავ­შვებ­ში. ისი­ნი ის­ტე­რი­უ­ლი შე­ტე­ვე­ბის სა­ხეს­ხვა­ო­ბაა. ად­რე­უ­ლი ასა­კის ბავ­შვე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ასე­ვე "მარ­ტი­ვი" ის­ტე­რი­ის პრი­მი­ტი­უ­ლი პრო­ტეს­ტის რე­აქ­ცია - სურ­ვი­ლის შე­უს­რუ­ლებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ია­ტაკ­ზე და­ცე­მა, ია­ტა­კის­თვის ხელ-ფე­ხის და­შე­ნა, ყვი­რი­ლი, ტი­რი­ლი. ასე­თი საქ­ცი­ე­ლი ხდე­ბა სა­თა­ვე შემ­დგომ წლებ­ში ბავ­შვის ის­ტე­რი­უ­ლი ხა­სი­ა­თის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა. სამი-ოთხი წლის შემ­დეგ ეს პო­უ­ლობს გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას ხა­სი­ათ­ში, ბავ­შვი არის პრობ­ლე­მუ­რი, უჭირს ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ნა­ტო­ლებ­სა და უფ­რო­სებ­თან. ასე ყა­ლიბ­დე­ბა ორი წლის ის­ტე­რი­უ­ლი ბავ­შვი თორ­მე­ტი წლის ძნე­ლად აღ­საზ­რდელ მო­ზარ­დად გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

რატომ ბჟირდება ბავშვი ტირილის დროს?

რატომ ბჟირდება ბავშვი ტირილის დროს?

ბევრ მშობელს ჰქონია შემთხვევა, როცა მისი შვილი პატარა ასაკში ტირილის დროს ბჟირდება ისე რომ ამოსუნთქვასაც კი ვერ ახერხებს. ეს განსაკუთრებით აფრთხობთ ახალგაზრდა, გამოუცდელ მშობლებს. რას ნიშნავს ჩაბჟირება, რამდენად საშიშია განვითარებისთვის და როგორ უნდა მოიქცნენ ამ დროს მშობლები? - ამ და სხვა კითხვებზე ბავშვთა ნევროლოგი რუსუდან გაჩეჩილაძე პასუხობს "მკურნალის" კითხვებს.

- რისი ბრალია, როდესაც ბავშვი ტირილის დროს ბჟირდება?

- ჩაბჟირება ანუ აფექტორულ-რესპირატორული შეტევა - ეს არის სუნთქვის შეკავება, ისტერიული შეტევის ან გულის წასვლის ყველაზე ნაადრევი გამოვლინება. სიტყვა "აფექტი" ნიშნავს ძლიერ, ძნელად კონტროლირებად ემოციას. "რესპირატორული" - იმას, რომ ეს ემოცია დაკავშირებულია სასუნთქ სისტემასთან.

შეტევები, ჩვეულებრივ, სიცოცხლის პირველი წლის ბოლოს იჩენს თავს და შესაძლოა ორ-სამ წლამდე გაგრძელდეს. მიუხედავად იმისა, რომ სუნთქვის შეკავება შეიძლება მოგვეჩვენოს ბავშვის მხრიდან წინასწარ დაგეგმილად, ჩვეულებრივ, ისინი ამას სპეციალურად არ სჩადიან. ეს უბრალოდ არის რეფლექსი, რომელიც წარმოიქმნება, როდესაც ტირილის დროს ბავშვი ძლიერად ამოისუნთქავს ფილტვებიდან თითქმის მთელ იქ არსებულ ჰაერს. ამ მომენტში იგი გაირინდება, პირი ღია აქვს, მაგრამ ხმას არ გამოსცემს. უმეტესად ასეთი სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები არ გრძელდება 30-60 წამზე მეტხანს და გაივლის, როცა ბავშვი კვლავ დაიწყებს სუნთქვას და მასთან ერთად ყვირილს. აფექტორულ-რესპირატორული შეტევები ორი ტიპისაა, რომლებსაც პირობითად ლურჯ და ფერმკრთალ ტიპებს უწოდებენ.

ფერმკრთალი აფექტორულ-რესპირატორული შეტევები უმეტესად წაქცევის, ნემსის გაკეთების დროს აღმოცენებული ტკივილის ბრალია. პულსის გასინჯვის ან დათვლის მცდელობა უშედეგოა, რადგან ის ამ დროს რამდენიმე წამით ქრება. ფერმკრთალი აფექტორულ-რესპირატორული შეტევები განვითარების მექანიზმით გულის წასვლასთან უფრო ახლოს დგას. შემდგომ ასეთი შეტევების (პაროქსიზმების) მქონე ბავშვების ნაწილს უყალიბდება გულის წასვლის მდგომარეობა. უფრო ხშირია ლურჯი აფექტორულ-რესპირატორული შეტევები. ის წარმოადგენს უკმაყოფილების, სურვილის შეუსრულებლობის, გაბრაზების გამოხატვას ბავშვის მხრიდან. როცა ბავშვი უარს იღებს მისი სურვილების, მოთხოვნების შესრულებაზე, ყურადღების მიქცევის მიზნით იწყებს ტირილს, ყვირილს. ამ დროს ღრმა სუნთქვა ჩერდება ჩასუნთქვაზე, წარმოიქმნება მსუბუქი ციანოზი - სილურჯე. მსუბუქ შემთხვევაში სუნთქვა აღდგება რამდენიმე წამში და ბავშვის მდგომარეობა ნორმალიზდება. ასეთი შეტევები გარეგნულად ძალიან ჰგავს ლარინგოსპაზმს (ცრუ კრუპს) - ხორხის კუნთების სპაზმს. ზოგჯერ შეტევა ხანგრძლივდება, რასაც თან სდევს კუნთოვანი ტონუსის დაქვეითება - ბავშვი დედის ხელებში სრულიად ეშვება, ზოგჯერ კი, პირიქით, კუნთების ტონური დაჭიმულობა იმატებს და ბავშვი რკალივით იდრიკება.

- ტირილის დროს ყველა ბავშვს როდი აქვს ასეთი შეტევები. უმთავრესად როგორ ბავშვებს ახასიათებთ ისინი?

- აფექტორულ-რესპირატორული შეტევები შეინიშნება ადვილად აგზნებად, კაპრიზულ, ადვილად გაღიზიანებად ბავშვებში. ისინი ისტერიული შეტევების სახესხვაობაა. ადრეული ასაკის ბავშვებისთვის დამახასიათებელია ასევე "მარტივი" ისტერიის პრიმიტიული პროტესტის რეაქცია - სურვილის შეუსრულებლობის შემთხვევაში იატაკზე დაცემა, იატაკისთვის ხელ-ფეხის დაშენა, ყვირილი, ტირილი. ასეთი საქციელი ხდება სათავე შემდგომ წლებში ბავშვის ისტერიული ხასიათის ჩამოყალიბებისა. სამი-ოთხი წლის შემდეგ ეს პოულობს გამოხატულებას ხასიათში, ბავშვი არის პრობლემური, უჭირს ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან. ასე ყალიბდება ორი წლის ისტერიული ბავშვი თორმეტი წლის ძნელად აღსაზრდელ მოზარდად განაგრძეთ კითხვა

"ვწუხვარ, რაც ივანიშვილისგან ფული ავიღე, ვერ დავაბრუნებ.." -  ვინ ბლოკავს დიმიტრი ტატიშვილს და რას საყვედურობს თეატრის ხელმძღვანელობას

"მყავს ფავორიტი კონკურსანტი და არც ვმალავ... ის საოცრებებს აკეთებს" - ილო ბეროშვილი "მხოლოდ ქართულსა" და შოუს პარტნიორებზე

ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაეცემა - უახლოესი სამი დღის ამინდის პროგნოზი