პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრობს
შსს მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრობს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო მეტ­რო­სად­გურ­ში "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი" მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებ­ზე სა­უბ­რობს. რო­გორც შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნა­თია მეზვრიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დეო აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­თხვე­ვის მხო­ლოდ ერთ კონ­კრე­ტულ მო­მენტს ასა­ხავს, შსს კი სა­სა­მარ­თლოს მთლი­ან ვი­დე­ო­მა­სა­ლას წა­რუდ­გენს.

"რაც შე­ე­ხე­ბა მეტ­რო­სად­გურ­ში "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­და­ნი" მომ­ხდარ ინ­ცი­დენტს. ინ­ცი­დენ­ტი, რო­მელ­მაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი მი­ი­პყრო, გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი იყო ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვი­დე­ოს ატ­ვირ­თვით, სა­დაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ ორი მო­ქა­ლა­ქის მხო­ლოდ და­კა­ვე­ბაა ასა­ხუ­ლი.

2018 წლის 28 იან­ვარს, მეტ­რო­სად­გურ "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­თან" შეკ­რე­ბილ ახალ­გაზ­რდებს შო­რის მოხ­და კონ­ფლიქ­ტი. სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟის მის­ვლი­სას კონ­ფლიქ­ტში მო­ნა­წი­ლე რამ­დე­ნი­მე ახალ­გაზ­რდა გა­იქ­ცა მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რებ­მა შე­ა­ჩე­რეს ისი­ნი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბის მიზ­ნით. ამ დროს, რო­დე­საც პო­ლი­ცია ას­რუ­ლებ­და მათ­ზე კა­ნო­ნით და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას და ახ­დენ­და ახალ­გაზ­რდე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბას, სა­პი­რის­პი­რო მხა­რეს მოძ­რა­ვი ეს­კა­ლა­ტო­რი­დან ორი პირი: 1992 და 1982 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი პი­რე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი ახალ­გაზ­რდე­ბის შე­ჩე­რე­ბის პრო­ცეს­თან არ ჰქო­ნი­ათ, გა­მო­ე­სარ­ჩლ­ნენ პო­ლი­ცი­ის მიერ კა­ნო­ნი­ე­რად შე­ჩე­რე­ბულ ახალ­გაზ­რდებს, გა­აპ­რო­ტეს­ტეს პო­ლი­ცი­ელ­თა კა­ნო­ნი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბი, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ გა­მო­ი­ჩი­ნეს აგ­რე­სია, გა­და­ა­ფურ­თხეს და მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ პო­ლი­ცი­ე­ლის შე­უ­რა­ცხყო­ფა და მის მი­მართ აგ­რე­სია ის­ჯე­ბა კა­ნო­ნით, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა პო­ლი­ცი­ე­ლი ას­რუ­ლებს მის მო­ვა­ლე­ო­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა შე­ას­რუ­ლეს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნა აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­შიც და და­ი­წყეს ამ პი­რე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით და­კა­ვე­ბა. და­კა­ვე­ბის პრო­ცეს­ში აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წი­ეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს და გა­ნაგ­რძეს შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა. სწო­რედ და­კა­ვე­ბის მხო­ლოდ ეს ფაქ­ტია ასა­ხუ­ლი მო­ქა­ლა­ქის მიერ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში. ჩვე­ნი მხრი­დან სა­სა­მარ­თლო­ში წარ­ვად­გენთ მთლი­ა­ნი ინ­ცი­დენ­ტის ამ­სახ­ველ კად­რებს", - გა­ნა­ცხა­და მეზვრიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

შსს მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრობს

შსს მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრობს

შინაგან საქმეთა სამინისტრო მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" მომხდარი შემთხვევის დეტალებზე საუბრობს. როგორც შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო აღნიშნული შემთხვევის მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტს ასახავს, შსს კი სასამართლოს მთლიან ვიდეომასალას წარუდგენს.

"რაც შეეხება მეტროსადგურში "თავისუფლების მოედანი" მომხდარ ინციდენტს. ინციდენტი, რომელმაც საზოგადოების ინტერესი მიიპყრო, განპირობებული იყო ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში ვიდეოს ატვირთვით, სადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ ორი მოქალაქის მხოლოდ დაკავებაა ასახული.

2018 წლის 28 იანვარს, მეტროსადგურ "თავისუფლების მოედანთან" შეკრებილ ახალგაზრდებს შორის მოხდა კონფლიქტი. საპატრულო ეკიპაჟის მისვლისას კონფლიქტში მონაწილე რამდენიმე ახალგაზრდა გაიქცა მეტროპოლიტენის მიმართულებით. პატრულ-ინსპექტორებმა შეაჩერეს ისინი იდენტიფიცირების მიზნით. ამ დროს, როდესაც პოლიცია ასრულებდა მათზე კანონით დაკისრებულ მოვალეობას და ახდენდა ახალგაზრდების იდენტიფიცირებას, საპირისპირო მხარეს მოძრავი ესკალატორიდან ორი პირი: 1992 და 1982 წელს დაბადებული პირები, რომლებსაც არანაირი კავშირი ახალგაზრდების შეჩერების პროცესთან არ ჰქონიათ, გამოესარჩლნენ პოლიციის მიერ კანონიერად შეჩერებულ ახალგაზრდებს, გააპროტესტეს პოლიციელთა კანონიერი ქმედებები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიმართ გამოიჩინეს აგრესია, გადააფურთხეს და მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პოლიციელის შეურაცხყოფა და მის მიმართ აგრესია ისჯება კანონით, განსაკუთრებით მაშინ, როცა პოლიციელი ასრულებს მის მოვალეობას. შესაბამისად, პოლიციელებმა შეასრულეს კანონის მოთხოვნა აღნიშნულ შემთხვევაშიც და დაიწყეს ამ პირების ადმინისტრაციული წესით დაკავება. დაკავების პროცესში აღნიშნულმა პირებმა წინააღმდეგობა გაუწიეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს და განაგრძეს შეურაცხყოფის მიყენება. სწორედ დაკავების მხოლოდ ეს ფაქტია ასახული მოქალაქის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში. ჩვენი მხრიდან სასამართლოში წარვადგენთ მთლიანი ინციდენტის ამსახველ კადრებს", - განაცხადა მეზვრიშვილმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ