თბილისის მერიაში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 4 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა. ცეცხლი მეცამეტე სართულზე გაჩნდა. ადგილზე ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხანძარი მე-13 სართულზე, 15-20 კვადრატული მეტრის ფართობის ოთახში გაჩნდა, სადაც ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა საქალაქო სამსახურის სამუშაო ოთახებია განთავსებული. დამწვარია 4 კვადრატული მეტრი ფართობი. ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება ადგენს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ.
ხანძრის მიზეზებთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.