ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც 2017 წელს დაიბადნენ

ცნობილი ქართველების შვილები, რომლებიც 2017 წელს დაიბადნენ

2017 წელი ცნობილი ადამიანებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო, ამ წელს არაერთ მათგანს შვილი შეეძინა. ბევრი სელებრითის ცხოვრებაში ეს სიახლე პირველად მოხდა და ბუნებრივია ეს წელი მათთვის გამორჩეული იქნება.

რუსკა მაყაშვილი

წელს პირველად გახდა დედა მსახიობი რუსკა მაყაშვილი. მას და სანდრო ნიჟარაძეს ვაჟი შეეძინათ. პატარას მშობლებმა ილია დაარქვეს, თუმცა რატომ შეურჩიეს პატარას ეს სახელი უცნობია. რუსკა ორსულობისას, აქტიურად იყო დაკავებული თავისი საქმით. ის თითქმის 9 თვე იდგა სცენაზე. მსახიობი სამსახურში ბავშვის გაჩენიდან ერთ კვირაში გავიდა, თუმცა ის პატარას ყურადღებას მაინც არ აკლებს.

თათია შარანგია

წლევანდელი წელი, განსაკუთრებული იყო პიანისტ თათია შარანგიასთვის. ის და მისი მეუღლე, სანდრო შელია პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ. თათიასთვის ეს მესამე ვაჟია, ხოლო სანდროსთვის მეორე შვილი. პატარა ალესანდრო ენდრიუ ესპანეთში დაიბადა. მშობლებმა ის რამდენიმე თვის წინ მონათლეს კიდეც.

გვანცა დარასელია

ტელეწამყვანი, გვანცა დარასელია მეორე შვილის დედა გახდა. მას ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც ლილე დაარქვა. გვანცა დარასელიას და ვახო მჭედლიძეს, უფროსი ვაჟი ჰყავთ, რომელსაც ერეკლე ჰქვია.

გვანცა საკუთარ ორსულობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა, თუმცა შემდეგ მისი საიდუმლო დედამისმა გაამხილა, ორსულობის დამალვას ტელეწამყვანი ბოლომდე ვერც შეძლებდა, რადგან 9 თვის მანძილზე პირდაპირ ეთერში იჯდა და დეკრეტულ შვებულებაში ორი კვირის წინ გავიდა.

ლელა კილაძე

გუკა რჩეულიშვილი და ლელა კილაძე წელს პირველი საერთო შვილის მშობლები გახდნენ. წყვილს ქალიშვილი შეეძინა, რომელსაც თრინითი დაარქვეს. პატარა მაშინ დაიბადა, როცა გუკა სასჯელს იხდიდა. მას სახელი მამამ შეურჩია. ლელას და გუკას ძველი ქორწინებებიდან შვილები ჰყავთ, თრინითი მათი პირველი საერთო შვილია.

ირინა ონაშვილი

წელს მეორე შვილი შეეძინა მოდელ ირინა ონაშვილს და ლადო ვარძელაშვილს. წყვილმა მეორე ვაჟს დათუნა დაარქვა, რადგან ის "გოლიათი" ბიჭი დაიბადა და ყველაზე მეტად სწორედ ეს სახელი მოუხდა. ირინას და ლადოს უფროსი ვაჟი საბა ჰყავთ.

გიგი გაჩეჩილაძე

წელს პირველად გახდა მამა, მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძე. მას და უმშვენიერეს ანანო ჯოხაძეს ვაჟიშვილი შეეძინათ. წყვილმა პატარას მაქსიმე დაარქვა და ბავშვის აღზრდაში მშობლები ეხმარებიან.

ვანიკო თარხნიშვილი

მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი წელს მამა მეორედ გახდა. მას და სოფო გელავას ქალიშვილი შეეძინათ. ვანიკოს და სოფოს უფროსი ვაჟი ჰყავთ, რომელიც 2014 წელს დაიბადა.

პატარას მშობლებმა დაისო დაარქვეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება