პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და საქართველო
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და საქართველო

2017 წლის აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა, რუ­სე­თის დესტრუქ­ცი­უ­ლი პო­ლი­ტი­კის რა­კურ­სშია მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის და­ში­ნე­ბას გა­ნაგ­რძობს... ასე­ვე, ევ­რო­პის ქვეყ­ნე­ბის სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დარ­ღვე­ვას ამე­რი­კა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პრინ­ცი­პე­ბის კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლავს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მათი უსაფრ­თხო­ე­ბა მხო­ლოდ რე­გი­ო­ნის­თვის არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი... რა დატ­ვირ­თვა აქვს ასე­თი სა­ხის დო­კუ­მენტს, - ამა­ზე არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი არ­სე­ბობს.

აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ა­ში რუ­სე­თი რამ­დნე­ჯერ­მეა ნახ­სე­ნე­ბი ან ნა­გუ­ლის­ხმე­ვი და ჩი­ნეთ­თან ერ­თად, მტრუ­ლად გან­წყო­ბილ სა­ხელ­მწი­ფოდ არის მიჩ­ნე­უ­ლი. ევ­რო­პას კი, ან­გა­რი­შის თა­ნახ­მად, ამე­რი­კა ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან პარტნი­ო­რად მი­იჩ­ნევს.

"ძლი­ე­რი და თა­ვი­სუ­ფა­ლი ევ­რო­პა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამე­რი­კის­თვის", - ნათ­ქვა­მია აშშ-ს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ის 2017 წლის დო­კუ­მენ­ტში, სა­დაც ასე­ვე და­ზუს­ტე­ბუ­ლია, რომ ამე­რი­კას მას­თან დე­მოკ­რა­ტი­ის პრინ­ცი­პე­ბი და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის დაც­ვა აკავ­ში­რებს. ევ­რო­პის პუნ­ქტი ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი და იქ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის პრობ­ლე­მე­ბი მი­მო­ხი­ლუ­ლია - ქვეყ­ნე­ბის, რო­მელ­თაც რუ­სე­თი მუდ­მივ პრობ­ლე­მებს უქ­მნის.

"საბ­ჭო­თა კავ­ში­რი და მისი იდე­ო­ლო­გია, კო­მუ­ნიზ­მი წარ­სულს ჩა­ბარ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა - რუ­სე­თი ახალ, დი­ვერ­სი­ულ ზო­მებს იწყებს, რომ ევ­რო­პის მი­მართ ამე­რი­კის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­თა სან­დო­ო­ბა შე­ა­სუს­ტოს და ტრან­სატ­ლან­ტი­კურ ერ­თი­ა­ნო­ბას ავ­ნოს. ასე­ვე, და­ა­სუს­ტოს ევ­რო­პუ­ლი ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი და მთავ­რო­ბე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნა­ში შეჭ­რით რუ­სეთ­მა ყვე­ლას და­ა­ნახ­ვა, რო­გორ შე­უძ­ლია რე­გი­ო­ნის სა­ხელ­მწი­ფო­თა სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტის დარ­ღვე­ვა. ის რჩე­ბა მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე ძლი­ერ საფრ­თხედ, ისე­თი მოქ­მე­დე­ბე­ბით, რო­გო­რიც არის ბირ­თვუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და თავ­დას­ხმი­თი შე­ი­ა­რა­ღე­ბის გან­თავ­სე­ბა", - ნათ­ქვა­მია ამე­რი­კუ­ლი ან­გა­რი­შის "ევ­რო­პის" პუნ­ქტში.

სა­ქარ­თვე­ლი­ოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წევ­რე­ბის თქმით, - ამე­რი­კა-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, ბოლო პე­რი­ოდ­ში, აშ­კა­რად ღრმავ­დე­ბა და ძლი­ერ­დე­ბა. თუმ­ცა, ანა­ლი­ტი­კო­სებს მი­აჩ­ნი­ათ, რომ ეს არ უნდა გახ­დეს სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კმა­ყო­ფი­ლე­ბი­სა და მო­დუ­ნე­ბის სა­ბა­ბი, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რუ­სე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი იდე­ო­ლო­გია ჯერ­ჯე­რო­ბით არ შე­იც­ვლე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, მის­გან მო­მა­ვა­ლი საფრ­თხეც რე­ა­ლუ­რია...

ან­გა­რიშ­ში ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ბა­რაქ ობა­მას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ზი­ცია მკაც­რად გა­აკ­რი­ტი­კა - ეს ეხე­ბა, რო­გორც კონ­ტრტე­რო­რიზმს, ასე­ვე, - ირა­ნი­სა და ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მი­მართ ობა­მას დრო­ინ­დელ პო­ლი­ტი­კას. ტრამპმა შე­თან­ხმე­ბა, რო­მე­ლიც ირან­სა და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან ქვეყ­ნებს შო­რის გა­ფორმ­და და სან­ქცი­ე­ბის ნა­წი­ლის მოხ­სნის სა­ნაც­ვლოდ, თე­ი­რა­ნის ბირ­თვუ­ლი ამ­ბი­ცი­ე­ბის შეკ­ვე­ცას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და, მწვა­ვედ გა­აკ­რი­ტი­კა...

მან და­დე­ბი­თად მო­იხ­სე­ნია, აშშ-ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სი­რი­ა­სა და ერაყ­ში მოქ­მე­დი კო­ა­ლი­ცია, რო­მე­ლიც აი­სის-ს ებ­რძვის. მისი შე­ფა­სე­ბით, პა­კის­ტა­ნი ექ­სტრე­მიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ უფრო მკაც­რი უნდა იყოს.

თა­ვის გა­მოს­ვლა­ში ტრამპმა ასე­ვე და­დე­ბი­თად შე­ა­ფა­სა რუ­სეთ­თან ორ­მხრი­ვი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რომ­ლი­თაც სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გში ტე­რო­რის­ტუ­ლი თავ­დას­ხმე­ბი აღ­კვე­თეს, რის შე­დე­გა­დაც, შე­საძ­ლოა, "ათა­სო­ბით" ადა­მი­ა­ნი გა­და­არ­ჩი­ნეს.

აშშ-ის უსაფრ­თხო­ე­ბის ახა­ლი სტრა­ტე­გი­ის გავ­რცე­ლე­ბის ფო­ნია აშშ-სა და რუ­სეთს შო­რის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხის გამო - მათ შო­რის არის უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის აგ­რე­სია; ასე­ვე რუ­სე­თის როლი სი­რი­ის ომში და რაც ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, აშშ-ის 2016 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში რუ­სე­თის ჩა­რე­ვა.

ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სტრა­ტე­გი­ას, რა თქმა უნდა, მა­შინ­ვე გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ რუ­სე­თის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი. მათი შე­ფა­სე­ბით, ტრამ­პის ან­გა­რი­ში აგ­რე­სი­ულ ხა­სი­ათს ატა­რებს და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის საფრ­თხის შემ­ცვე­ლია.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­მი­ტე­ტის სა­კი­თხებ­ში, ფე­დე­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის საბ­ჭოს წევ­რი, კონ­სტან­ტინ კო­სა­ჩე­ვი აცხა­დებს, რომ დო­კუ­მენ­ტის ტონი არ ტო­ვებს ისეთ გან­წყო­ბას, რომ ამე­რი­კა, ბოლო წლებ­ში მსოფ­ლი­ო­ში ახა­ლი წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბას არ აპი­რებ­დეს...

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდივ­ნის დმიტ­რი პეს­კო­ვის თქმით, ამე­რი­კის ახა­ლი სტრა­ტე­გია იმ­პე­რი­ულ ხა­სი­ათს ატა­რებს.

ტერ­მი­ნი - "ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა", ამე­რი­კა­ში პირ­ვე­ლად 1904 წელს პრე­ზი­დენ­ტმა თე­ო­დორ რუზ­ველტმა კორნგრეს­ზე გა­მო­ი­ყე­ნა. მა­შინ, ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ინ­ტე­რეს­ში პა­ნა­მის არხი მოჰ­ყვა. 1947 წლი­დან ამე­რი­კა­ში ეს ტერ­მი­ნი ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა­ში უკვე ფარ­თოდ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, თუმ­ცა, რო­გორც ასე­თი, ყო­ველ­წლი­უ­რი ან­გა­რი­შის სა­ხით კონ­კრეს­ზე წარ­დგე­ნის ტრა­დი­ცი­ას სა­ფუძ­ვე­ლი, 1950 წელს, ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა ჰარი ტრუ­მენ­მა ჩა­უ­ყა­რა, მა­შინ შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბულ ყუ­რა­დღე­ბას საბ­ჭო­თა კავ­შირს უთ­მობ­და და ან­გა­რიშ­გა­სა­წევ საფრ­თხედ აღიქ­ვამ­და.

დო­კუ­მენ­ტის გა­ნახ­ლე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბა, თუმ­ცა, პრაქ­ტი­კა­ში მისი გა­და­ხედ­ვა და გა­ნახ­ლე­ბა წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მეც ხდე­ბო­და, იმის მი­ხედ­ვით, თუ რა მთა­ვა­რი საფრ­თხე და პრი­ო­რი­ტე­ტი ჰქონ­და ქვე­ყა­ნას. 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის შემ­დეგ, ამე­რი­კის მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი, ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლა გახ­და.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და საქართველო

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და საქართველო

2017 წლის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, საქართველო და უკრაინა, რუსეთის დესტრუქციული პოლიტიკის რაკურსშია მოხსენიებული, რომელიც მეზობელი ქვეყნების დაშინებას განაგრძობს... ასევე, ევროპის ქვეყნების სუვერენიტეტის დარღვევას ამერიკა ეროვნული უსაფრთხოებისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრინციპების კონტექსტში განიხილავს და აღნიშნავს, რომ მათი უსაფრთხოება მხოლოდ რეგიონისთვის არ არის მნიშვნელოვანი... რა დატვირთვა აქვს ასეთი სახის დოკუმენტს, - ამაზე არაერთგვაროვანი მოსაზრებები არსებობს.

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში რუსეთი რამდნეჯერმეა ნახსენები ან ნაგულისხმევი და ჩინეთთან ერთად, მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ არის მიჩნეული. ევროპას კი, ანგარიშის თანახმად, ამერიკა ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს.

"ძლიერი და თავისუფალი ევროპა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის”, - ნათქვამია აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის 2017 წლის დოკუმენტში, სადაც ასევე დაზუსტებულია, რომ ამერიკას მასთან დემოკრატიის პრინციპები და კანონის უზენაესობის დაცვა აკავშირებს. ევროპის პუნქტი ცალკეა გამოყოფილი და იქ საქართველოსა და უკრაინის პრობლემები მიმოხილულია - ქვეყნების, რომელთაც რუსეთი მუდმივ პრობლემებს უქმნის.

"საბჭოთა კავშირი და მისი იდეოლოგია, კომუნიზმი წარსულს ჩაბარდა, მაგრამ ყველაფერი არ დასრულებულა - რუსეთი ახალ, დივერსიულ ზომებს იწყებს, რომ ევროპის მიმართ ამერიკის ვალდებულებათა სანდოობა შეასუსტოს და ტრანსატლანტიკურ ერთიანობას ავნოს. ასევე, დაასუსტოს ევროპული ინსტიტუციები და მთავრობები. საქართველოსა და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა ყველას დაანახვა, როგორ შეუძლია რეგიონის სახელმწიფოთა სუვერენიტეტის დარღვევა. ის რჩება მეზობელი ქვეყნებისთვის ყველაზე ძლიერ საფრთხედ, ისეთი მოქმედებებით, როგორიც არის ბირთვული უზრუნველყოფა და თავდასხმითი შეიარაღების განთავსება", - ნათქვამია ამერიკული ანგარიშის "ევროპის" პუნქტში.

საქართველიოს ხელისუფლების წევრების თქმით, - ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები, ბოლო პერიოდში, აშკარად ღრმავდება და ძლიერდება. თუმცა, ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ეს არ უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების კმაყოფილებისა და მოდუნების საბაბი, თუნდაც იმიტომ, რომ არსებული რეალობის გათვალისწინებით, რუსეთის პოლიტიკური იდეოლოგია ჯერჯერობით არ შეიცვლება და შესაბამისად, მისგან მომავალი საფრთხეც რეალურია...

ანგარიშში ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით, ბარაქ ობამას ხელისუფლების პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა - ეს ეხება, როგორც კონტრტერორიზმს, ასევე, - ირანისა და ჩრდილოეთ კორეის მიმართ ობამას დროინდელ პოლიტიკას. ტრამპმა შეთანხმება, რომელიც ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმდა და სანქციების ნაწილის მოხსნის სანაცვლოდ, თეირანის ბირთვული ამბიციების შეკვეცას ითვალისწინებდა, მწვავედ გააკრიტიკა...

მან დადებითად მოიხსენია, აშშ-ის ხელმძღვანელობით, სირიასა და ერაყში მოქმედი კოალიცია, რომელიც აისის-ს ებრძვის. მისი შეფასებით, პაკისტანი ექსტრემიზმის წინააღმდეგ უფრო მკაცრი უნდა იყოს.

თავის გამოსვლაში ტრამპმა ასევე დადებითად შეაფასა რუსეთთან ორმხრივი თანამშრომლობა, რომლითაც სანკტ-პეტერბურგში ტერორისტული თავდასხმები აღკვეთეს, რის შედეგადაც, შესაძლოა, "ათასობით" ადამიანი გადაარჩინეს.

აშშ-ის უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის გავრცელების ფონია აშშ-სა და რუსეთს შორის მნიშვნელოვნად დაძაბული ურთიერთობა, რამდენიმე საკითხის გამო - მათ შორის არის უკრაინაში რუსეთის აგრესია; ასევე რუსეთის როლი სირიის ომში და რაც ძალზე მნიშვნელოვანია, აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევა.

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას, რა თქმა უნდა, მაშინვე გამოეხმაურნენ რუსეთის პირველი პირები. მათი შეფასებით, ტრამპის ანგარიში აგრესიულ ხასიათს ატარებს და მთელი მსოფლიოსთვის საფრთხის შემცველია.

საერთაშორისო კომიტეტის საკითხებში, ფედერაციის კომიტეტის საბჭოს წევრი, კონსტანტინ კოსაჩევი აცხადებს, რომ დოკუმენტის ტონი არ ტოვებს ისეთ განწყობას, რომ ამერიკა, ბოლო წლებში მსოფლიოში ახალი წესრიგის დამყარებას არ აპირებდეს...

რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დმიტრი პესკოვის თქმით, ამერიკის ახალი სტრატეგია იმპერიულ ხასიათს ატარებს.

ტერმინი - "ეროვნული უსაფრთხოება", ამერიკაში პირველად 1904 წელს პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა კორნგრესზე გამოიყენა. მაშინ, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესში პანამის არხი მოჰყვა. 1947 წლიდან ამერიკაში ეს ტერმინი ქვეყნის პოლიტიკაში უკვე ფართოდ გამოიყენება, თუმცა, როგორც ასეთი, ყოველწლიური ანგარიშის სახით კონკრესზე წარდგენის ტრადიციას საფუძველი, 1950 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ჩაუყარა, მაშინ შეერთებული შტატები განსაკუთრებულ ყურადღებას საბჭოთა კავშირს უთმობდა და ანგარიშგასაწევ საფრთხედ აღიქვამდა.

დოკუმენტის განახლება ყოველწლიურად ხდება, თუმცა, პრაქტიკაში მისი გადახედვა და განახლება წელიწადში რამდენჯერმეც ხდებოდა, იმის მიხედვით, თუ რა მთავარი საფრთხე და პრიორიტეტი ჰქონდა ქვეყანას. 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ, ამერიკის მთავარი აქცენტი, ტერორიზმთან ბრძოლა გახდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"