"ბირჟა მაფიის" წევრების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები წყდება. პროკურატურა საქმის წარმოებას, როგორც გიორგი ქებურიას, ასევე მიხეილ მგალობლიშვილის მიმართ წყვეტს.
გიორგი ქებურიასთან დაკავშირებით დღეს ქებურიას ადვოკატებს პრესკონფერენცია აქვთ ჩანიშნული. რაც შეეხება მგალობლიშვილს, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ხდება ცნობილი, პროკურატურა მის მიმართ სისხლის სამართლებრივ დევნას ოფიციალურად უახლოეს დღეებში შეწყვეტს. არსებული ინფორმაციით, ორივე საქმეზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოტივი არასაკმარისი მტკიცებულებებია.
8 ივნისს "ბირჟა მაფიას" ორი წევრი ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის დააკავეს. სასამართლომ მიხეილ მგალობლიშვილს გირაო 50 ათასი ლარის, გიორგი ქებურიას კი 20 ათასი არის ოდენობით შეუფარდა.
ჰიპ-ჰოპ პროექტის "ბირჟა მაფიას" წევრები წარდგენილ ბრალს არ იზიარებდნენ და დაკავებას მათ ახალ კლიპს უკავშირებდნენ, სადაც პოლიციელი არის გაშარჟებული.