პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გორში, დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი
 გორში, დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

გორ­ში, ჭა­ლის და­სახ­ლე­ბა­ში, თა­მარ მე­ფის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ერთ-ერთ ბი­ნა­ში, დედა-შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი.

თავ­და­პირ­ვე­ლად გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დედა-შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი, შე­საძ­ლოა, ბი­ნა­ში ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის გა­ჟონ­ვა გამ­ხდა­რი­ყო, თუმ­ცა, გა­ირ­კვა, რომ ბი­ნა­ში, სა­დაც 54 წლის ქალი 22 წლის ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, ბუ­ნებ­რი­ვი აირი შეყ­ვა­ნი­ლი სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლა. გარ­დაც­ვლი­ლებს სხე­ულ­ზე არა­ნა­ი­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბათ.

მე­ზობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გო­გო­ნა თავს შე­უძ­ლოდ გუ­ში­ნაც გრძნობ­და, რის გა­მოც სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა გა­მო­ი­ძა­ხეს.

მე­ზობ­ლე­ბი ასე­ვე აცხა­დე­ბენ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რის წინ, ამა­ვე ბი­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ოჯა­ხის უფ­რო­სიც. რაც შე­ე­ხე­ბა გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ებს, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე ექ­სპერ­ტი­ზე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე კო­მენ­ტა­რე­ბი არ კეთ­დე­ბა.

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად კი, ძი­რი­თა­დად ერთი ვერ­სია გა­ნი­ხი­ლე­ბა. გარ­დაც­ვლილ­თა ახ­ლობ­ლე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ შე­საძ­ლოა, სა­დარ­ბა­ზო­ში მცხოვ­რე­ბი სხვა მო­ბი­ნად­რის ბი­ნი­დან საკ­ვა­მუ­რის მეშ­ვე­ო­ბით გარ­დაც­ვლილ­თა ბი­ნა­ში ბუ­ნებ­რი­ვი აირი ან ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის ნამ­წვი ჟო­ნავ­და.

მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გორში, დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

 გორში, დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი

გორში, ჭალის დასახლებაში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში, დედა-შვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დედა-შვილის გარდაცვალების მიზეზი, შესაძლოა, ბინაში ბუნებრივი აირის გაჟონვა გამხდარიყო, თუმცა, გაირკვა, რომ ბინაში, სადაც 54 წლის ქალი 22 წლის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა, ბუნებრივი აირი შეყვანილი საერთოდ არ ყოფილა. გარდაცვლილებს სხეულზე არანაირი დაზიანება არ აღენიშნებათ.

მეზობლების ინფორმაციით, გოგონა თავს შეუძლოდ გუშინაც გრძნობდა, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

მეზობლები ასევე აცხადებენ, რომ დაახლოებით თვენახევრის წინ, ამავე ბინაში გარდაიცვალა ოჯახის უფროსიც. რაც შეეხება გამოძიების ვერსიებს, ამჟამად მიმდინარე ექსპერტიზების დასრულებამდე კომენტარები არ კეთდება.

არაოფიციალურად კი, ძირითადად ერთი ვერსია განიხილება. გარდაცვლილთა ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, სადარბაზოში მცხოვრები სხვა მობინადრის ბინიდან საკვამურის მეშვეობით გარდაცვლილთა ბინაში ბუნებრივი აირი ან ბუნებრივი აირის ნამწვი ჟონავდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ