მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეკომეგობრული სკოლების მარათონი დაიწყო
ეკომეგობრული სკოლების მარათონი დაიწყო

გა­რე­მოს დაც­ვა – ეს არის ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხი, რომ­ლის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა და გა­თა­ვი­სე­ბაც ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან უნდა მოხ­დეს. სწო­რედ ამ მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა "ტი­სუ­პე­ი­პე­რის" პრო­ექ­ტი "მწვა­ნე არ­და­დე­გე­ბი". "და­ზო­გეთ ქა­ღალ­დი! და­ზო­გეთ ტყე!" – ასე ჟღერს კონ­კურ­სის სლო­გა­ნი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც სკო­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს მა­კუ­ლა­ტუ­რის ჩა­ბა­რე­ბა­ში ეჯიბ­რე­ბი­ან. პრო­ექ­ტის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მიზ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თი­თო­ე­უ­ლი სკო­ლის ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ამ­ჟა­მად "ტი­სუ­პე­ი­პე­რი" CENN–თან ერ­თად "მწვა­ნე არ­და­დე­გე­ბის" პრი­ზის მო­სა­პო­ვებ­ლად კონ­კურ­სის მე­ო­რე ეტაპს აცხა­დებს.

კონ­კურ­სის ფარ­გლებ­ში, სკო­ლებ­მა უნდა შე­აგ­რო­ვონ მა­კუ­ლა­ტუ­რა, რის შე­დე­გა­დაც "ნერ­გი ბა­რათ­ზე" დაგ­რო­ვე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ ახალ წიგ­ნებს მი­ი­ღე­ბენ. თუმ­ცა ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის. სკო­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა­ზე მეტ მა­კუ­ლა­ტუ­რას ჩა­ა­ბა­რე­ბენ "მწვა­ნე არ­და­დე­გე­ბის" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პრი­ზის მფლო­ბე­ლე­ბი გახ­დე­ბი­ან და და­მა­ტე­ბით მი­ი­ღე­ბენ ქუ­ლებს ნიკო კე­ცხო­ვე­ლის სას­კო­ლო პრე­მი­ის ფარ­გლებ­ში. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სკო­ლე­ბის­თვის და­სა­ჯილ­დო­ვებ­ლად საპ­რი­ზო ფონ­დი 1500 ლა­რია. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხით მოხ­დე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი 3 სკო­ლი­სათ­ვის.

პრო­ექ­ტის მე­ო­რე ეტა­პის ფარ­გლებ­ში მა­კუ­ლა­ტუ­რის მოგ­რო­ვე­ბა 2018 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრამ­დეა შე­საძ­ლე­ბე­ლი. სკო­ლე­ბი­დან მა­კუ­ლა­ტუ­რის გა­ტა­ნა 1 იან­ვრი­დან 20 თე­ბერ­ვლამ­დე მოხ­დე­ბა. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი კი 2018 წლის 20 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­დე­ბი­ან.

"პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, ბავ­შვებ­მა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ ქა­ღალ­დის წარ­მო­ე­ბა მე­ო­რა­დი ქა­ღალ­დი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რაც უამ­რავ ხეს მოჭ­რის­გან გა­და­არ­ჩენს. გვინ­და, რომ ქა­ღალ­დის შეგ­რო­ვე­ბის ტრა­დი­ცია და­ვამ­კვიდ­როთ. ეს კი სკო­ლე­ბი­დან და წიგ­ნის პატ­რა მკი­თხვე­ლე­ბის­გან უნდა და­ვი­წყოთ," – გან­მარ­ტავს "ტი­სუ­პე­პე­რის" პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი დოდო ყუ­რაშ­ვი­ლი.

უსარ­გებ­ლო ქა­ღალ­დის მო­შო­რე­ბა, გა­რე­მო­ზე ზი­ა­ნის შემ­ცი­რე­ბა და ბიბ­ლი­ო­თე­კის გა­ნახ­ლე­ბა - ასე­თია სამ­მა­გი სარ­გე­ბე­ლი, რო­მელ­საც სკო­ლე­ბი და მათი მოს­წავ­ლე­ე­ბი კონ­კურ­ში ჩარ­თუ­ლო­ბის შე­დე­გად მი­ი­ღე­ბენ. ბავ­შვებს კი ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ეკო­მე­გორ­ბუ­ლი აზ­როვ­ნე­ბა ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბათ, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე ცხოვ­რე­ბა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სა­უ­კუ­ნე­ე­ბია ქა­ღალ­დის წარ­მო­ე­ბის­თვის სა­ჭი­რო ნედ­ლე­უ­ლის მი­სა­ღე­ბად ხე­ე­ბი მას­შტა­ბუ­რად იკა­ფე­ბა. გა­კა­ფუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ის რი­ცხვი 32 ათას ჰექ­ტარს აღ­წევს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტოლი ფარ­თო­ბის ტყეს ვკარ­გავთ.

პრო­ექ­ტის პირ­ვე­ლი ეტა­პი უკვე გან­ხორ­ცი­ელ­და და ის ზა­ფხუ­ლის არ­და­დე­გებს და­ემ­თხვა. კონ­კურ­სმა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლო მო­იც­ვა და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სკო­ლე­ბიც რე­გი­ო­ნე­ბის, ქუ­თა­ი­სი­სა და მარ­ნე­უ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ. კონ­კურ­სის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ აქ­ტი­ვო­ბა ამ­ჯე­რა­დაც მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა და სკო­ლე­ბი პირ­ვე­ლო­ბის­თვის ბრძო­ლა­სა და "მწვა­ნე" სტა­ტუ­სის მო­პო­ვე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან.

ინი­ცი­ა­ტი­ვა ხორ­ცი­ელ­დე­ბა პრო­ექ­ტის – ტყის მდგრა­დი მარ­თვა სა­ქარ­თვე­ლო­ში ფარ­გლებ­ში, ავ­სტრი­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის (ADC) ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. ინი­ცი­ა­ტი­ვის თა­ნა­მო­ნა­წი­ლეა USAID-ის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი პროგ­რა­მა "ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თვის ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი რე­გი­ო­ნებ­ში, ფაზა II".

ეკომეგობრული სკოლების მარათონი დაიწყო

ეკომეგობრული სკოლების მარათონი დაიწყო

გარემოს დაცვა – ეს არის ბოლო დროის ყველაზე აქტუალური საკითხი, რომლის გაცნობიერება და გათავისებაც ადრეული ასაკიდან უნდა მოხდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება "ტისუპეიპერის" პროექტი "მწვანე არდადეგები". "დაზოგეთ ქაღალდი! დაზოგეთ ტყე!" – ასე ჟღერს კონკურსის სლოგანი, რომლის ფარგლებშიც სკოლები ერთმანეთს მაკულატურის ჩაბარებაში ეჯიბრებიან. პროექტის განსაკუთრებული მიზნებიდან გამომდინარე, თითოეული სკოლის ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ამჟამად "ტისუპეიპერი" CENN–თან ერთად "მწვანე არდადეგების" პრიზის მოსაპოვებლად კონკურსის მეორე ეტაპს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში, სკოლებმა უნდა შეაგროვონ მაკულატურა, რის შედეგადაც "ნერგი ბარათზე" დაგროვებული ქულების სანაცვლოდ ახალ წიგნებს მიიღებენ. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. სკოლები, რომლებიც ყველაზე მეტ მაკულატურას ჩააბარებენ "მწვანე არდადეგების" განსაკუთრებული პრიზის მფლობელები გახდებიან და დამატებით მიიღებენ ქულებს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში. გამარჯვებული სკოლებისთვის დასაჯილდოვებლად საპრიზო ფონდი 1500 ლარია. აღნიშნული თანხით მოხდება გარემოსდაცვითი ლიტერატურის შეძენა გამარჯვებული 3 სკოლისათვის.

პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში მაკულატურის მოგროვება 2018 წლის პირველი იანვრამდეა შესაძლებელი. სკოლებიდან მაკულატურის გატანა 1 იანვრიდან 20 თებერვლამდე მოხდება. გამარჯვებულები კი 2018 წლის 20 თებერვალს გამოვლინდებიან.

"პროექტის მთავარი მიზანია, ბავშვებმა ადრეული ასაკიდან გააცნობიერონ, რომ ქაღალდის წარმოება მეორადი ქაღალდითაც არის შესაძლებელი, რაც უამრავ ხეს მოჭრისგან გადაარჩენს. გვინდა, რომ ქაღალდის შეგროვების ტრადიცია დავამკვიდროთ. ეს კი სკოლებიდან და წიგნის პატრა მკითხველებისგან უნდა დავიწყოთ," – განმარტავს "ტისუპეპერის" პროექტების მენეჯერი დოდო ყურაშვილი.

უსარგებლო ქაღალდის მოშორება, გარემოზე ზიანის შემცირება და ბიბლიოთეკის განახლება - ასეთია სამმაგი სარგებელი, რომელსაც სკოლები და მათი მოსწავლეები კონკურში ჩართულობის შედეგად მიიღებენ. ბავშვებს კი ადრეული ასაკიდანვე ეკომეგორბული აზროვნება ჩამოუყალიბდებათ, რაც თანამედროვე ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. საუკუნეებია ქაღალდის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მისაღებად ხეები მასშტაბურად იკაფება. გაკაფული ტერიტორიის რიცხვი 32 ათას ჰექტარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში ორჯერ მთელი საქართველოს ტოლი ფართობის ტყეს ვკარგავთ.

პროექტის პირველი ეტაპი უკვე განხორციელდა და ის ზაფხულის არდადეგებს დაემთხვა. კონკურსმა სრულიად საქართველო მოიცვა და გამარჯვებული სკოლებიც რეგიონების, ქუთაისისა და მარნეულის წარმომადგენლები იყვნენ. კონკურსის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ აქტივობა ამჯერადაც მაღალი იქნება და სკოლები პირველობისთვის ბრძოლასა და "მწვანე" სტატუსის მოპოვებაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან.

ინიციატივა ხორციელდება პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. ინიციატივის თანამონაწილეა USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამა "ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში, ფაზა II".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი