თბილისში პირველი apple premium reseller-ის მაღაზია 8 დეკემბერს, 19 საათზე, გალერია თბილისში გაიხსნება. გრანდიოზულ გახსნაზე iSpace-ში მისული მომხმარებელი მიიღებს 20%-იან ფასდაკლებას.
დღეს, საზეიმო გახსნაზე, Apple Premium Reseller-ის მაღაზიაში, სტუმრებს დახვდებათ 20%-იანი ფასდაკლება iPad-ის პლანშეტებზე Mac-ის კომპიუტერებზე და iPhone-ის სმარტფონებზე. ფასდაკლებასთან ერთად სტუმრებს დახვდებათ სხვადასხვა საინტერესო გასართობი აქტივობები და ცოცხალი მუსიკა ცნობილი ბენდის შესრულებით.
აღსანიშნავია, რომ გახსნის დღეს საჩუქრის მიღების საშუალება ყველა სტუმარს მიეცემა.
აქცია შეეხება Apple-ის სხვადასხვა პოპულარულ პროდუქტს. მათ შორის ნებისმიერი ფერის iPhone 7 (32GB)გახსნის დღეს ეღირება 1519 ლარი ნაცვლად 1899ლარისა, iPhone 8 (64GB) 2499ლარიდან 1999 ლარზე დაიწვეს, ულტრათხელი 13inch MacBook air-ის ღირებულება 2999 ლარიდან 2399 ლარზე ჩამოვა, ხოლო უახლესი MacBook Pro-ს ფასი კი 4520 ლარის ნაცვლად 3599 ლარად გაიყიდება. ასევე, ფასდაკლება გავრცელდება 2017 წლის ბოლო მოდელის iPad-ზე (32GB), რომელიც 1140 ლარის ნაცვლად 899 ლარად გაიყიდება და ბოლოს უახლესი მოდელის სმარტფონი iPhone X 3799 ლარის ნაცვლად 3499 ლარად დახვდება ჩვენს მომხმარებლებს.
აღნიშნული პროდუქციის ფასები გახსნის დღეს ყველაზე გამორჩეული იქნება მსოფლიოში. "საქართველოში ასეთი ჯერ არავის გაუკეთებია, ფასები შეიძლება იგივე ან უფრო დაბალიც კი იყოს ვიდრე აშშ-ში და ევროპის ქვეყნებში. აქამდე ვინც ცდილობდა შეეძინა Apple-ის პროდუქცია უფრო ხელსაყრელ ფასად უცხოეთში ან ე.წ. "შავ ბაზარზე" შეძლებენ ოფიციალური შესაბამისად ხარისხიანი პროდუქციის მიღებას ბევრად უფრო მომგებიან ფასად ოფიციალურ მაღაზიაში. ამ შესაძლებლობას ჩვენ ვუყურებთ როგორც საჩუქარს ჩვენი მომხმარებლისთვის და არა როგორც შემოსავალს.." - განმარტეს iSpace-ში.
პლანშეტები და კომპიუტერები ხელმისაწვდომი იქნება iSpace-ის გახსნისთანავე, რომელიც შედგება 8 დეკემბერს 19:00 საათზე "გალერია თბილისი"-ის მეორე სართულზე. სპეციალური ფასები იმოქმედებენ მხოლოდ გახსნის დღეს. პროდუქციის შეძენა შესაძლებელი იქნება როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე განვადებით.
"ჩვენ აქტიურად ვემზადებით სტუმრებთან შესახვედრად, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მხოლოდ დღეს იქნება შემოთავაზებული საუკეთესო ფასები, რაც მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასს გულისხმობს. ფასდაკლებასთან ერთად, სტუმრებს საშუალება ექნებათ მოისმინონ ცოცხალი მუსიკა და დასაჩუქრდენენ სხვადასხვა ნივთებით" - აღნიშნა iSpace- ის ბრენდ მენეჯერმა სოფო ჭუმბურიძემ.
გახსნის ცერემონიაზე მეორე სართულის ატრიუმში მოეწყობა Apple-ის სამყარო სხვადასხვა გასართობი ზონებით, მათ შორის: ცოცხალი შესრულება პოპულარული ბენდის მიერ, საინტერესო ფოტო ზონა, ბავშვების გასართობი კუთხე, "bubble" შოუ და სხვა. გასართობი ზონების გარდა, სტუმრები შეძლებენ შეისწავლონ iPad-ზე ხატვა და თავად გახდნენ მხტვრის ინსპირაციის წყარო. ყველა სტუმარს მიეცემა შანსი მოიპოვოს საჩუქარი ღონისძიების მსვლელობის დროს.
მაღაზიაში გამოყოფილი იქნება სპეციალური სექცია Flex მაგიდის სახით, სადაც მომხმარებლებს შეეძლებათ გაიგონ უფრო მეტი Apple-ის პროდუქიის ფუნქციებზე, და მიიღონ პასუხები იმ კითხვებზე რაც მათ თავიანთი უნიკალური პროდუქციის გაუმჯობესებაში დაეხმარება. iSpace-ი ყველაზე პირველი გააცნობს თავის მომხარებელს მსოფლიო სიაახლეებს და შეინარჩუნებს კონკურენტუნარიან ფასებს ბაზრის დონეზე.
თეკლე ჯანელიძე
(R)