პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიქტორია და აბდული - ბრიტანეთის დედოფლისა და ინდოელი მსახურის თითქმის დაუჯერებელი ამბავი
ვიქტორია და აბდული - ბრიტანეთის დედოფლისა და ინდოელი მსახურის თითქმის დაუჯერებელი ამბავი

ეს თით­ქმის და­უ­ჯე­რე­ბე­ლი ამ­ბა­ვი, სი­მარ­თლეა. მის სა­ფუძ­ველ­ზე ბევ­რი და­წე­რი­ლა და ფილ­მე­ბიც გა­და­უ­ღი­ათ. თვა­ლი გა­ვა­დევ­ნოთ, რო­გორ მოხ­და ეს ამ­ბა­ვი და რა აკავ­ში­რებ­და ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალს მის­თვის ინ­დო­ე­თი­დან ჩაყ­ვა­ნილ მო­სამ­სა­ხუ­რე აბ­დულ კა­რიმ­თან.

აბ­დულ კა­რი­მი დიდი ბრი­ტა­ნე­თის დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას (1819-1901) მო­სამ­სა­ხუ­რედ 1887 წელს ჩა­უყ­ვა­ნეს ინ­დო­ე­თი­დან. ის მოკ­ლე ხან­ში იქცა დე­დოფ­ლის ნდო­ბით აღ­ჭურ­ვილ პი­რად და ინ­დო­ე­თის სა­კი­თხებ­ში მრჩევ­ლად. დე­დო­ფალ­ზე 44 წლით უმ­ცრო­სი აბ­დულ კა­რი­მი იშ­ვი­ა­თი სი­ლა­მა­ზის, მოხ­დე­ნი­ლი მუს­ლი­მა­ნი იყო. რო­გორ მოხ­და, რომ ბრი­ტა­ნე­თის კო­ლო­ნი­ის, ამას­თან, უმ­დაბ­ლე­სი სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ინ­გლი­სის დე­დოფ­ლის ფა­ვო­რი­ტი გახ­და?

...ჰერ­ცო­გი საქ­სენ-კო­ბურგ-გოტა და ბრი­ტა­ნე­თის ფელდმარ­შა­ლი, დე­დოფ­ლის მე­უღ­ლე პრინ­ცი ალ­ბერ­ტი 1861 წელს გარ­და­იც­ვა­ლა. ვიქ­ტო­რია კარ­გა ხანს ვერ მო­ვი­და გონს. დიდ­ხანს გლო­ვობ­და ქმარს - ძა­ძებ­ში და­დი­ო­და, მუ­დამ დამ­წუხ­რე­ბუ­ლი იყო, სა­სახ­ლი­დან იშ­ვი­ა­თად გა­მო­დი­ო­და და პარ­ლა­მენ­ტში სე­სი­ის და­წყე­ბის დრო­საც კი, რო­გორც ამას ტრა­დი­ცია მო­ი­თხოვ­და, არ ჩნდე­ბო­და. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში ალ­ბერ­ტის ბი­უს­ტი ედგა და სა­წოლ­ში მისი გაშ­ლი­ლი პი­ჟა­მოს გვერ­დით ეძი­ნა, ბო­რო­ტი ენე­ბი მა­ინც ამ­ბობ­დნენ, რომ სხვა მა­მა­კა­ცის მი­მართ გულ­გრი­ლი არ ყო­ფი­ლა. ეს გახ­ლდათ მისი შოტ­ლან­დი­ე­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე ჯონ ბრა­უ­ნი.

ძნე­ლია ხე­ლა­ღე­ბით მტკი­ცე­ბა, რომ ვიქ­ტო­რი­ას ბრა­უნ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ბო­ლომ­დე პლა­ტო­ნუ­რი არ ყო­ფი­ლა. თუმ­ცა ბრა­უ­ნი თავს უფ­ლე­ბას აძ­ლევ­და, დე­დოფ­ლის­თვის მხარ­ზე ხელი წა­მო­ერ­ტყა და "დე­და­კა­ცი" ეწო­დე­ბი­ნა. ზო­გი­ერ­თი მას დე­დოფ­ლის საყ­ვარ­ლად და ფა­რულ ქმრა­დაც კი მი­იჩ­ნევ­და. როცა ლონ­დო­ნის ქუ­ჩებ­ში სა­მე­ფო ეტლი გა­ივ­ლი­და, ხალ­ხი ამ­ბობ­და: "ქალ­ბა­ტო­ნი ბრა­უ­ნი!"

შოტ­ლან­დი­ე­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე ოცი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყო დე­დოფ­ლის ფა­ვო­რი­ტი. მას არა­მარ­ტო ვიქ­ტო­რია, არა­მედ გარ­შე­მო მყოფ­ნიც ღირ­სე­ულ ადა­მი­ა­ნად მი­იჩ­ნევ­დნენ. ის მარ­თლაც ერ­თგუ­ლი იყო ქვრი­ვი მო­ნარ­ქი­სა. როცა ჯონ ბრა­უ­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, დე­დო­ფა­ლი უკვე 64 წლის იყო. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ მისი ფა­ვო­რი­ტი ინ­დო­ე­ლი მო­სამ­სა­ხუ­რე, ჭა­ბუ­კი აბ­დულ კა­რი­მი გახ­და. იყო თუ არა ეს მხო­ლოდ მე­გობ­რო­ბა? ამა­ში ის­ტო­რი­კო­სე­ბის ნა­წი­ლი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი არ არის.

ამ ამ­ბით და­ინ­ტე­რეს­და სამ­ზა­რე­უ­ლო წიგ­ნე­ბის ავ­ტო­რი შრა­ბა­ნი ბასუ. მწე­რალ ქალს კარ­გა ხანს ვერ გა­ე­გო, რო­გორ ხდე­ბო­და, რომ ვიქ­ტო­რი­ას სა­სახ­ლის კარ­ზე ძა­ლი­ან ხში­რად, ზოგ­ჯერ ყო­ველ­დღეც კი, მი­ირ­თმევ­დნენ ეგ­ზო­ტი­კურ საჭ­მელს - ინ­დურ კა­რის. ბო­ლოს, მას შემ­დეგ, რაც ბასუ ვიქ­ტო­რი­ას მსა­ხუ­რის დღი­უ­რებს გა­ეც­ნო, მიხ­ვდა, რომ ამ "სამ­ზა­რე­უ­ლო რე­ვო­ლუ­ცი­ის" ავ­ტო­რი იყო ჰინ­დუ­სი მსა­ხუ­რი აბ­დულ კა­რი­მი, რო­მე­ლიც სა­მე­ფო კარ­ზე 1887 წელს ჩა­იყ­ვა­ნეს. მას სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა ევა­ლე­ბო­და. ამას­თან ერ­თად შეძ­ლო, დე­დოფ­ლის გუ­ლიც მო­ე­ნა­დი­რე­ბი­ნა და მისი სა­გან­გე­ბო მრჩე­ვე­ლი გამ­ხდა­რი­ყო ინ­დო­ე­თის სა­კი­თხებ­ში.

...მა­შინ ვიქ­ტო­რია 68 წლი­სა იყო, 24 წლის მუს­ლი­მი ინ­დო­ე­ლი კი თვა­ლის­მომჭრე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. დე­დო­ფალ­თან შეხ­ვედ­რი­სას თავს თით­ქმის მი­წამ­დე ხრი­და და ფე­ხებს უკოც­ნი­და. "რა ძალა და ნე­ბის­ყო­ფა უნდა ჰქო­ნო­და დე­დო­ფალს, რომ მას არ და­ნე­ბე­ბო­და?!" - კი­თხუ­ლობს პრო­ფე­სო­რი ჯონ რიდ­ლი, ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ეპო­ქის მკვლე­ვა­რი.

კა­რიმ­მა უმოკ­ლეს დრო­ში გა­ი­კე­თა თავ­ბრუ­დამ­ხვე­ვი კა­რი­ე­რა. ერთი წე­ლი­წა­დიც არ იყო გა­სუ­ლი, რომ მო­სამ­სა­ხუ­რე­თა სახ­ლი­დან პარკში, სა­სახ­ლე­ზე მი­შე­ნე­ბულ მდიდ­რულ ნა­გე­ბო­ბა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლის უფ­ლე­ბა მის­ცეს. მალე ოს­ბორ­ნის სა­სახ­ლე­ში გა­და­სახ­ლდა (ოთახ­ში, რო­მე­ლიც ადრე ჯონ ბრა­უნს ეკა­ვა). დე­დო­ფალ­მა იმის ნე­ბაც კი დარ­თო, რომ კა­რიმს უინ­ძო­რე­ბის სა­სახ­ლე­ში მის­თვის სა­ძულ­ვე­ლი წყლის ჩი­ბუ­ხი გა­ე­ბო­ლე­ბი­ნა.

ცხა­დია, როცა სა­გან­გე­ბოდ მომ­ზა­დე­ბულ-შე­კაზ­მულ კა­რის ვახ­სე­ნებთ, სრუ­ლი­ა­დაც არ ვგუ­ლის­ხმობთ, რომ მას რა­ღაც მა­გი­უ­რი გემო ჰქონ­და. ახალ­გაზ­რდა (ამას­თან, ორ­ცო­ლი­ა­ნი) ინ­დო­ე­ლი დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას ინ­დურ ენა­სა და ფი­ლო­სო­ფი­ას ას­წავ­ლი­და, არ­კვევ­და ინ­დურ მი­თო­ლო­გი­ა­ში...

"მისი სა­ხით დე­დო­ფალ­მა იპო­ვა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ენ­დო­ბო­და. კა­რიმს ან­დობ­და თა­ვის წუ­ხილს, შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას წარ­მოქ­მნილ პრობ­ლე­მებს, ესა­უბ­რე­ბო­და თა­ვი­სი მარ­ტო­ო­ბის შე­სა­ხებ. ეს იყო ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე "დონე" ჰქონ­და: დე­დი­სა და ვა­ჟიშ­ვი­ლი­სა, ასე­ვე ახალ­გაზ­რდა ინ­დო­ე­ლი მა­მა­კა­ცი­სა და მა­მა­კაც­თან ურ­თი­ერ­თო­ბას მო­წყუ­რე­ბუ­ლი სა­მოც წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქა­ლი­სა", - ხაზ­გას­მით წერს შრა­ბა­ნი ბასუ, ავ­ტო­რი წიგ­ნი­სა "ვიქ­ტო­რია და აბ­დუ­ლი".

ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ყო­ველ­დღი­ურ­მა ინ­ტენ­სი­ურ­მა მე­ცა­დი­ნე­ო­ბამ ის შე­დე­გი მო­ი­ტა­ნა, რომ ერთი წლის შემ­დეგ ვიქ­ტო­რია უკვე თა­ვი­სუფ­ლად ლა­პა­რა­კობ­და კა­რი­მის ენა­ზე.

...კა­რი­მის დღი­უ­რი­დან, რო­მელ­მაც ვიქ­ტო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ინ­დო­ეთ­ში ჩა­აღ­წია, ვი­გებთ, რომ დე­დო­ფალს გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სიყ­ვა­რუ­ლო ტერ­მი­ნე­ბის სწავ­ლა აინ­ტე­რე­სებ­და. სურ­და, სცოდ­ნო­და, რო­გორ გა­მო­ით­ქმო­და ჰინ­დი­სა და ურ­დუს ენა­ზე მა­გა­ლი­თად, "მო­მეხ­ვიე" და "ძა­ლი­ან მო­მე­ნატ­რე".

ენის შე­სას­წავ­ლი მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. სა­სახ­ლის კა­რის გა­საკ­ვი­რად, კა­რიმს შე­ეძ­ლო დე­დო­ფალ­თან სა­ხალ­ხოდ ელა­პა­რა­კა ენა­ზე, რო­მე­ლიც ყვე­ლა იქ მყო­ფის­თვის გა­უ­გე­ბა­რი იყო. ცხა­დია, ეს ათას­გვარ ეჭვსა და ჭორს იწ­ვევ­და.

კა­რი­მი­სად­მი გაგ­ზავ­ნილ წე­რი­ლებს ვიქ­ტო­რია ხში­რად ხელს ასე აწერ­და: "შენი დედა". მათი ურ­თი­ერ­თო­ბა - იქ­ნებ პლა­ტო­ნუ­რიც - ძა­ლი­ან მჭიდ­რო იყო, დე­დო­ფა­ლი კა­რიმს დღე­ში ექვს წე­რილს უგ­ზავ­ნი­და, მრა­ვალ სა­ათ­საც ერ­თად ატა­რებ­დნენ. სა­სახ­ლის კარი დე­დო­ფალს გა­ფა­ცი­ცე­ბით ადევ­ნებ­და თვალს. კა­რიმს ბო­რო­ტად "ჯონ ბრა­უ­ნის მო­ად­გი­ლეს" უწო­დებ­დნენ. დე­დო­ფა­ლი მო­სამ­სა­ხუ­რის­თვის სა­ჩუქ­რებს არ იშუ­რებ­და, მას პი­რა­დი ეტლი ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

ინ­დუ­სიც არ მა­ლავ­და ამ­ბი­ცი­ებს და სულ მაღ­ლა და მაღ­ლა მი­ი­წევ­და. თა­ნაც გა­ვიხ­სე­ნოთ, რომ კა­რი­მი მუს­ლი­მა­ნი იყო და ეს ხდე­ბო­და XIX სა­უ­კუ­ნე­ში. მო­ნარ­ქის ფა­ვო­რი­ტი არ მა­ლავ­და თა­ვის რწმე­ნას და არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად და­დი­ო­და უო­კინ­გში, ინ­გლის­ში აგე­ბულ პირ­ველ, შაჰ ჯა­ჰა­ნის მე­ჩეთ­ში. გავ­რცელ­და ხმა, რომ ინ­დუ­სი მუს­ლი­მა­ნი ჯა­შუ­ში იყო, რო­მე­ლიც დე­დო­ფალ ვიქ­ტო­რი­ას ზურგს უკან ბრი­ტა­ნე­თის სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტებს კი­თხუ­ლობ­და... ამას გარ­და, კა­რიმ­მა ინ­დო­ე­თი­დან თა­ვი­სი ორი­ვე ცოლი და სი­დედ­რე­ბი ჩა­მო­იყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც ოს­ბორ­ნის ბა­ღებ­ში არ­ხე­ი­ნად და­სე­ირ­ნობ­დნენ. მარ­თა­ლია, დიდ ბრი­ტა­ნეთს მა­შინ უკვე ჰყავ­და თა­ვი­სი პირ­ვე­ლი ინ­დუ­რი წარ­მო­შო­ბის დე­პუ­ტა­ტი, მაგ­რამ მუს­ლი­მა­ნუ­რი სა­მო­სი ეგ­ზო­ტი­კურ გა­მო­ნაკ­ლისს წარ­მო­ად­გენ­და.

სი­ცო­ცხლის მი­წუ­რულს დე­დო­ფალს სურ­და, თა­ვი­სი მსა­ხუ­რის­თვის კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი ტი­ტუ­ლი ებო­ძე­ბი­ნა. მაგ­რამ კა­რი­მი ძვე­ლე­ბუ­რად უბ­რა­ლო "მის­ტე­რად" დარ­ჩა. დე­დოფ­ლის ამ სურ­ვილს გან­სა­კუთ­რე­ბით წინ აღუდ­გა სა­სახ­ლის ექი­მი ჯე­იმს რე­ი­დი, რო­მელ­მაც ეჭვი გა­მოთ­ქვა, რომ ასე­თი თა­მა­მი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევ­და ხალ­ხის მო­თხოვ­ნას, გა­მო­ეკვლი­ათ ვიქ­ტო­რი­ას გო­ნებ­რი­ვი სრულ­ფა­სოვ­ნე­ბა. "ასეთ მო­თხოვ­ნას მე წინ ვერ აღ­ვუდ­გე­ბი და იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდე­ბი, სა­თა­ნა­დო ცნო­ბა გავ­ცე", - გა­ნა­ცხა­და მან. დე­დო­ფალ­საც სხვა არ გზა ჰქონ­და და უკან და­ი­ხია.

ინ­დო­ე­ლი ვე­ნე­რი­უ­ლი სე­ნით და­ა­ვად­და, თუმ­ცა იმ ეპო­ქა­ში ეს ხში­რად ლორ­დებ­საც ემარ­თე­ბო­დათ და არა­ვის უკ­ვირ­და. ისიც გა­ირ­კვა, რომ ინ­დო­ე­ლი კე­თილ­შო­ბი­ლი გვა­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კი არ იყო, რო­გორც თა­ვად აცხა­დებ­და, არა­მედ ცი­ხის რი­გი­თი ექი­მის ვაჟი. ეს სა­ბუ­თე­ბი მო­ი­პო­ვა ბრი­ტა­ნე­თის დაზ­ვერ­ვამ, რო­მელ­საც მთავ­რო­ბამ კა­რი­მის ბი­ოგ­რა­ფი­ის შეს­წავ­ლა და­ა­ვა­ლა. თუმ­ცა ისიც დად­გინ­და, რომ კა­რი­მი არც ერთი სა­დაზ­ვერ­ვო სამ­სა­ხუ­რის ჯა­შუ­ში არ ყო­ფი­ლა. მოხ­სე­ნე­ბა დე­დო­ფალ­მაც წა­ი­კი­თხა და შე­ი­ტყო, რომ მისი უცხო ენის მას­წავ­ლე­ბე­ლი და სუ­ლი­ე­რი მო­ძღვა­რი ყო­ველ­თვის სი­მარ­თლეს როდი ამ­ბობ­და.

ვიქ­ტო­რი­ას გარ­დაც­ვა­ლე­ბის­თა­ნა­ვე, მის­მა ვა­ჟიშ­ვილ­მა და მემ­კვიდ­რე ალ­ბერტ-ედ­ვარ­დმა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გას­ცა ბრძა­ნე­ბა "რა­სობ­რი­ვად არა­სუფ­თა" მსა­ხუ­რი­სა და მრჩევ­ლის წე­რი­ლე­ბი­სა და ფო­ტო­ე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის თა­ო­ბა­ზე. კა­რი­მი მა­ლე­ვე გა­აგ­დეს ლონ­დო­ნი­დან.

მე­ბა­ჟე­ებ­მა კა­რი­მის ბარ­გში მის მიერ და­წე­რი­ლი დღი­უ­რე­ბი ვერ შე­ნიშ­ნეს. ეს დო­კუ­მენ­ტე­ბი კა­რი­მის ოჯახ­მა სა­გულ­და­გუ­ლოდ შე­ი­ნა­ხა 1908 წელს კა­რი­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დე­გაც. ბო­ლოს დღი­უ­რე­ბი ყა­რა­ჩი­ში, დღე­ვან­დელ პა­კის­ტან­ში აღ­მოჩ­ნდა (ბრი­ტა­ნე­თის ინ­დო­ე­თის 1947 წელს გა­ყო­ფი­სას პა­კის­ტან­ში 7 მი­ლი­ო­ნამ­დე მუს­ლი­მა­ნი გა­და­სახ­ლდა).

1901 წელს ვიქ­ტო­რი­ას დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ალს, მისი უკა­ნას­კნე­ლი და­ჟი­ნე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, კა­რი­მი არ დას­წრე­ბია. ის სა­სახ­ლის კარ­ზე ზი­ზღსა და სი­ძულ­ვილს იწ­ვევ­და. ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ვიქ­ტო­რი­ას ვაჟ­მა, უკვე მეფე ედუ­არდ VII-მ მი­ი­ღო. მას სურ­და შე­ექ­მნა დედა-დე­დოფ­ლის მო­ნო­ლი­თუ­რი სა­ხე­ბა, რო­მე­ლიც თა­ვი­სუ­ფა­ლი იქ­ნე­ბო­და "უცხო მი­ნა­რე­ვე­ბის­გან".

ვიქ­ტო­რი­ას მემ­კვიდ­რემ, მეფე ედუ­არ­დმა 1910 წლამ­დე იცო­ცხლა და მისი დაკ­რძალ­ვი­სას პარტნი­ო­რი ქა­ლე­ბის­გან იმ­დე­ნი წე­რი­ლი თუ სა­ჩუ­ქა­რი მოგ­როვ­და, რომ კუ­ბო­ში ტევა აღარ იყო. მას­თან შე­და­რე­ბით ვიქ­ტო­რია მო­ნაზვნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. ამ­ბობ­დნენ, რომ ედუ­არდს ათას­ზე მეტი საყ­ვა­რე­ლი ჰყავ­და, ასე­ვე ფლობ­და სა­როს­კი­პოს პა­რიზ­ში. როცა გარ­და­იც­ვა­ლა, მის­მა ერ­თგულ­მა მე­უღ­ლემ, დე­დო­ფალ­მა ალექ­სან­დრამ, და­ნი­ელ­მა პრინ­ცე­სამ ასე და­ი­ტი­რა: "ახლა უკვე ნამ­დვი­ლად ვიცი, სად ვე­ძე­ბო". ასე დას­რულ­და ვიქ­ტო­რი­ა­ნუ­ლი ეპო­ქა...

მო­ამ­ზა­და ამ­ბრო­სი გრი­ში­კაშ­ვილ­მა; ის­ტო­რი­ულ-შე­მეც­ნე­ბი­თი ჟურ­ნა­ლი "ის­ტო­რი­ა­ნი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა
ავტორი:

ვიქტორია და აბდული - ბრიტანეთის დედოფლისა და ინდოელი მსახურის თითქმის დაუჯერებელი ამბავი

ვიქტორია და აბდული - ბრიტანეთის დედოფლისა და ინდოელი მსახურის თითქმის დაუჯერებელი ამბავი

ეს თითქმის დაუჯერებელი ამბავი, სიმართლეა. მის საფუძველზე ბევრი დაწერილა და ფილმებიც გადაუღიათ. თვალი გავადევნოთ, როგორ მოხდა ეს ამბავი და რა აკავშირებდა ბრიტანეთის დედოფალს მისთვის ინდოეთიდან ჩაყვანილ მოსამსახურე აბდულ კარიმთან.

აბდულ კარიმი დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას (1819-1901) მოსამსახურედ 1887 წელს ჩაუყვანეს ინდოეთიდან. ის მოკლე ხანში იქცა დედოფლის ნდობით აღჭურვილ პირად და ინდოეთის საკითხებში მრჩევლად. დედოფალზე 44 წლით უმცროსი აბდულ კარიმი იშვიათი სილამაზის, მოხდენილი მუსლიმანი იყო. როგორ მოხდა, რომ ბრიტანეთის კოლონიის, ამასთან, უმდაბლესი სოციალური ფენის წარმომადგენელი, ინგლისის დედოფლის ფავორიტი გახდა?

...ჰერცოგი საქსენ-კობურგ-გოტა და ბრიტანეთის ფელდმარშალი, დედოფლის მეუღლე პრინცი ალბერტი 1861 წელს გარდაიცვალა. ვიქტორია კარგა ხანს ვერ მოვიდა გონს. დიდხანს გლოვობდა ქმარს - ძაძებში დადიოდა, მუდამ დამწუხრებული იყო, სასახლიდან იშვიათად გამოდიოდა და პარლამენტში სესიის დაწყების დროსაც კი, როგორც ამას ტრადიცია მოითხოვდა, არ ჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ საძინებელ ოთახში ალბერტის ბიუსტი ედგა და საწოლში მისი გაშლილი პიჟამოს გვერდით ეძინა, ბოროტი ენები მაინც ამბობდნენ, რომ სხვა მამაკაცის მიმართ გულგრილი არ ყოფილა. ეს გახლდათ მისი შოტლანდიელი მოსამსახურე ჯონ ბრაუნი.

ძნელია ხელაღებით მტკიცება, რომ ვიქტორიას ბრაუნთან ურთიერთობა ბოლომდე პლატონური არ ყოფილა. თუმცა ბრაუნი თავს უფლებას აძლევდა, დედოფლისთვის მხარზე ხელი წამოერტყა და "დედაკაცი" ეწოდებინა. ზოგიერთი მას დედოფლის საყვარლად და ფარულ ქმრადაც კი მიიჩნევდა. როცა ლონდონის ქუჩებში სამეფო ეტლი გაივლიდა, ხალხი ამბობდა: "ქალბატონი ბრაუნი!"

შოტლანდიელი მოსამსახურე ოცი წლის განმავლობაში იყო დედოფლის ფავორიტი. მას არამარტო ვიქტორია, არამედ გარშემო მყოფნიც ღირსეულ ადამიანად მიიჩნევდნენ. ის მართლაც ერთგული იყო ქვრივი მონარქისა. როცა ჯონ ბრაუნი გარდაიცვალა, დედოფალი უკვე 64 წლის იყო. რამდენიმე წლის შემდეგ მისი ფავორიტი ინდოელი მოსამსახურე, ჭაბუკი აბდულ კარიმი გახდა. იყო თუ არა ეს მხოლოდ მეგობრობა? ამაში ისტორიკოსების ნაწილი დარწმუნებული არ არის.

ამ ამბით დაინტერესდა სამზარეულო წიგნების ავტორი შრაბანი ბასუ. მწერალ ქალს კარგა ხანს ვერ გაეგო, როგორ ხდებოდა, რომ ვიქტორიას სასახლის კარზე ძალიან ხშირად, ზოგჯერ ყოველდღეც კი, მიირთმევდნენ ეგზოტიკურ საჭმელს - ინდურ კარის. ბოლოს, მას შემდეგ, რაც ბასუ ვიქტორიას მსახურის დღიურებს გაეცნო, მიხვდა, რომ ამ "სამზარეულო რევოლუციის" ავტორი იყო ჰინდუსი მსახური აბდულ კარიმი, რომელიც სამეფო კარზე 1887 წელს ჩაიყვანეს. მას სადილების მომზადება ევალებოდა. ამასთან ერთად შეძლო, დედოფლის გულიც მოენადირებინა და მისი საგანგებო მრჩეველი გამხდარიყო ინდოეთის საკითხებში.

...მაშინ ვიქტორია 68 წლისა იყო, 24 წლის მუსლიმი ინდოელი კი თვალისმომჭრელად გამოიყურებოდა. დედოფალთან შეხვედრისას თავს თითქმის მიწამდე ხრიდა და ფეხებს უკოცნიდა. "რა ძალა და ნებისყოფა უნდა ჰქონოდა დედოფალს, რომ მას არ დანებებოდა?!" - კითხულობს პროფესორი ჯონ რიდლი, ვიქტორიანული ეპოქის მკვლევარი.

კარიმმა უმოკლეს დროში გაიკეთა თავბრუდამხვევი კარიერა. ერთი წელიწადიც არ იყო გასული, რომ მოსამსახურეთა სახლიდან პარკში, სასახლეზე მიშენებულ მდიდრულ ნაგებობაში საცხოვრებლად გადასვლის უფლება მისცეს. მალე ოსბორნის სასახლეში გადასახლდა (ოთახში, რომელიც ადრე ჯონ ბრაუნს ეკავა). დედოფალმა იმის ნებაც კი დართო, რომ კარიმს უინძორების სასახლეში მისთვის საძულველი წყლის ჩიბუხი გაებოლებინა.

ცხადია, როცა საგანგებოდ მომზადებულ-შეკაზმულ კარის ვახსენებთ, სრულიადაც არ ვგულისხმობთ, რომ მას რაღაც მაგიური გემო ჰქონდა. ახალგაზრდა (ამასთან, ორცოლიანი) ინდოელი დედოფალ ვიქტორიას ინდურ ენასა და ფილოსოფიას ასწავლიდა, არკვევდა ინდურ მითოლოგიაში...

"მისი სახით დედოფალმა იპოვა ადამიანი, ვისაც ენდობოდა. კარიმს ანდობდა თავის წუხილს, შვილებთან ურთიერთობისას წარმოქმნილ პრობლემებს, ესაუბრებოდა თავისი მარტოობის შესახებ. ეს იყო ემოციებით დატვირთული ურთიერთობა, რომელსაც რამდენიმე "დონე" ჰქონდა: დედისა და ვაჟიშვილისა, ასევე ახალგაზრდა ინდოელი მამაკაცისა და მამაკაცთან ურთიერთობას მოწყურებული სამოც წელს გადაცილებული ქალისა", - ხაზგასმით წერს შრაბანი ბასუ, ავტორი წიგნისა "ვიქტორია და აბდული".

ამ ყველაფერთან ერთად, ყოველდღიურმა ინტენსიურმა მეცადინეობამ ის შედეგი მოიტანა, რომ ერთი წლის შემდეგ ვიქტორია უკვე თავისუფლად ლაპარაკობდა კარიმის ენაზე.

...კარიმის დღიურიდან, რომელმაც ვიქტორიას გარდაცვალების შემდეგ ინდოეთში ჩააღწია, ვიგებთ, რომ დედოფალს განსაკუთრებით სასიყვარულო ტერმინების სწავლა აინტერესებდა. სურდა, სცოდნოდა, როგორ გამოითქმოდა ჰინდისა და ურდუს ენაზე მაგალითად, "მომეხვიე" და "ძალიან მომენატრე".

ენის შესასწავლი მეცადინეობები წლების განმავლობაში გრძელდებოდა. სასახლის კარის გასაკვირად, კარიმს შეეძლო დედოფალთან სახალხოდ ელაპარაკა ენაზე, რომელიც ყველა იქ მყოფისთვის გაუგებარი იყო. ცხადია, ეს ათასგვარ ეჭვსა და ჭორს იწვევდა.

კარიმისადმი გაგზავნილ წერილებს ვიქტორია ხშირად ხელს ასე აწერდა: "შენი დედა". მათი ურთიერთობა - იქნებ პლატონურიც - ძალიან მჭიდრო იყო, დედოფალი კარიმს დღეში ექვს წერილს უგზავნიდა, მრავალ საათსაც ერთად ატარებდნენ. სასახლის კარი დედოფალს გაფაციცებით ადევნებდა თვალს. კარიმს ბოროტად "ჯონ ბრაუნის მოადგილეს" უწოდებდნენ. დედოფალი მოსამსახურისთვის საჩუქრებს არ იშურებდა, მას პირადი ეტლი ემსახურებოდა.

ინდუსიც არ მალავდა ამბიციებს და სულ მაღლა და მაღლა მიიწევდა. თანაც გავიხსენოთ, რომ კარიმი მუსლიმანი იყო და ეს ხდებოდა XIX საუკუნეში. მონარქის ფავორიტი არ მალავდა თავის რწმენას და არცთუ იშვიათად დადიოდა უოკინგში, ინგლისში აგებულ პირველ, შაჰ ჯაჰანის მეჩეთში. გავრცელდა ხმა, რომ ინდუსი მუსლიმანი ჯაშუში იყო, რომელიც დედოფალ ვიქტორიას ზურგს უკან ბრიტანეთის საიდუმლო დოკუმენტებს კითხულობდა... ამას გარდა, კარიმმა ინდოეთიდან თავისი ორივე ცოლი და სიდედრები ჩამოიყვანა, რომლებიც ოსბორნის ბაღებში არხეინად დასეირნობდნენ. მართალია, დიდ ბრიტანეთს მაშინ უკვე ჰყავდა თავისი პირველი ინდური წარმოშობის დეპუტატი, მაგრამ მუსლიმანური სამოსი ეგზოტიკურ გამონაკლისს წარმოადგენდა.

სიცოცხლის მიწურულს დედოფალს სურდა, თავისი მსახურისთვის კეთილშობილური ტიტული ებოძებინა. მაგრამ კარიმი ძველებურად უბრალო "მისტერად" დარჩა. დედოფლის ამ სურვილს განსაკუთრებით წინ აღუდგა სასახლის ექიმი ჯეიმს რეიდი, რომელმაც ეჭვი გამოთქვა, რომ ასეთი თამამი გადაწყვეტილება გამოიწვევდა ხალხის მოთხოვნას, გამოეკვლიათ ვიქტორიას გონებრივი სრულფასოვნება. "ასეთ მოთხოვნას მე წინ ვერ აღვუდგები და იძულებული გავხდები, სათანადო ცნობა გავცე", - განაცხადა მან. დედოფალსაც სხვა არ გზა ჰქონდა და უკან დაიხია.

ინდოელი ვენერიული სენით დაავადდა, თუმცა იმ ეპოქაში ეს ხშირად ლორდებსაც ემართებოდათ და არავის უკვირდა. ისიც გაირკვა, რომ ინდოელი კეთილშობილი გვარის წარმომადგენელი კი არ იყო, როგორც თავად აცხადებდა, არამედ ციხის რიგითი ექიმის ვაჟი. ეს საბუთები მოიპოვა ბრიტანეთის დაზვერვამ, რომელსაც მთავრობამ კარიმის ბიოგრაფიის შესწავლა დაავალა. თუმცა ისიც დადგინდა, რომ კარიმი არც ერთი სადაზვერვო სამსახურის ჯაშუში არ ყოფილა. მოხსენება დედოფალმაც წაიკითხა და შეიტყო, რომ მისი უცხო ენის მასწავლებელი და სულიერი მოძღვარი ყოველთვის სიმართლეს როდი ამბობდა.

ვიქტორიას გარდაცვალებისთანავე, მისმა ვაჟიშვილმა და მემკვიდრე ალბერტ-ედვარდმა დაუყოვნებლივ გასცა ბრძანება "რასობრივად არასუფთა" მსახურისა და მრჩევლის წერილებისა და ფოტოების განადგურების თაობაზე. კარიმი მალევე გააგდეს ლონდონიდან.

მებაჟეებმა კარიმის ბარგში მის მიერ დაწერილი დღიურები ვერ შენიშნეს. ეს დოკუმენტები კარიმის ოჯახმა საგულდაგულოდ შეინახა 1908 წელს კარიმის გარდაცვალების შემდეგაც. ბოლოს დღიურები ყარაჩიში, დღევანდელ პაკისტანში აღმოჩნდა (ბრიტანეთის ინდოეთის 1947 წელს გაყოფისას პაკისტანში 7 მილიონამდე მუსლიმანი გადასახლდა).

1901 წელს ვიქტორიას დაკრძალვის ცერემონიალს, მისი უკანასკნელი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, კარიმი არ დასწრებია. ის სასახლის კარზე ზიზღსა და სიძულვილს იწვევდა. ეს გადაწყვეტილება ვიქტორიას ვაჟმა, უკვე მეფე ედუარდ VII-მ მიიღო. მას სურდა შეექმნა დედა-დედოფლის მონოლითური სახება, რომელიც თავისუფალი იქნებოდა "უცხო მინარევებისგან".

ვიქტორიას მემკვიდრემ, მეფე ედუარდმა 1910 წლამდე იცოცხლა და მისი დაკრძალვისას პარტნიორი ქალებისგან იმდენი წერილი თუ საჩუქარი მოგროვდა, რომ კუბოში ტევა აღარ იყო. მასთან შედარებით ვიქტორია მონაზვნად გამოიყურებოდა. ამბობდნენ, რომ ედუარდს ათასზე მეტი საყვარელი ჰყავდა, ასევე ფლობდა საროსკიპოს პარიზში. როცა გარდაიცვალა, მისმა ერთგულმა მეუღლემ, დედოფალმა ალექსანდრამ, დანიელმა პრინცესამ ასე დაიტირა: "ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, სად ვეძებო". ასე დასრულდა ვიქტორიანული ეპოქა...

მოამზადა ამბროსი გრიშიკაშვილმა; ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი "ისტორიანი"

როგორ მოხვდა სალომე ზურაბიშვილი ჯენიფერ ენისტონის "ინსტაგრამზე"

აშშ-ის პირველი "მეორე ჯენტლმენი“ და "ოცნების კაცი" - ვინ არის კამალა ჰარისის რომანტიკოსი ქმარი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტმა ბრმა პაემანზე გაიცნო

"მელოტა ისვენებს" - რა პოსტი გამოაქვეყნა "ფეისბუქში" სალომე ზურაბიშვილმა და რა არის მელოტა, რომლის გამოც პრეზიდენტი სოცქსელების დღის გმირია