უკრაინელმა სამართალდამცველებმა გამთენიისას მიხეილ სააკაშვილის კარვების ქალაქზე შტურმი განახორციელეს. მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის მომხრეებს შორის არიან დაშავებულები. შტურმი უკრაინის დროით დაახლოებით 06:00 საათზე დაიწყო.
სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების დაშლა რამდენჯერმა სცადა. ამ დროისთვის რადას შენობასთან სიმშვიდეა.
იხილეთ ვიდეო: წუხელ უკრაინის სპეცრაზმმა სააკაშვილის კარვების ქალაქზე შტურმი განახორციელა
აქციის მონაწილეები ადგილზე საბურავებისგან ბარიკადებს აგებენ.
როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული. მისთვის მიცემული 24-საათიანი ვადა, დღეს დილით იწურება.