პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი
რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი

სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლიზს სხვაგ­ვა­რად სის­ხლის კლი­ნი­კურ ანა­ლიზს უწო­დე­ბენ. მას ყვე­ლა­ზე ხში­რად მი­მარ­თა­ვენ სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბის დი­აგ­ნო­ზი­რე­ბის­თვის. ამ ანა­ლი­ზით გან­სა­ზღვრუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი თუ პა­თო­ლო­გი­უ­რი ფაქ­ტო­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ გან­ვი­თა­რე­ბულ ორ­გა­ნიზ­მის რე­აქ­ცი­ას ასა­ხავს.

სის­ხლის სა­ერ­თო ანა­ლი­ზი გვიჩ­ვე­ნებს:

ერით­რო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას,

ერით­რო­ცი­ტე­ბის და­ლექ­ვის სიჩ­ქა­რეს (ედს),

ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის შემ­ცვე­ლო­ბას,

ჰე­მა­ტოკ­რიტს,

ლე­ი­კო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას,

ლე­ი­კო­ცი­ტურ ფორ­მუ­ლას.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვის­თვის მა­სა­ლას (სის­ხლს) თი­თი­დან ან ვე­ნი­დან იღე­ბენ. უტყუ­ა­რი პა­სუ­ხის მი­სა­ღე­ბად უმ­ჯო­ბე­სია ანა­ლი­ზი უზ­მო­ზე ჩა­ა­ბა­როთ. ერით­რო­ცი­ტე­ბი ანუ სის­ხლის წი­თე­ლი უჯრე­დე­ბი ორ­გა­ნიზ­მში აირ­თა ცვლას ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან. მათ ფილ­ტვე­ბი­დან ქსო­ვი­ლებ­ში ჟანგბა­დი გა­და­აქვთ, უჯრე­დებს კი ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბის შე­დე­გად წარ­მოქ­მნი­ლი ნახ­ში­რორ­ჟან­გის­გან ათა­ვი­სუფ­ლე­ბენ. ერით­რო­ცი­ტე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა ანე­მი­ის დროს ვი­თარ­დე­ბა. ეს ისე­თი

მდგო­მა­რე­ო­ბაა, რო­დე­საც ქსო­ვი­ლე­ბი სა­თა­ნა­დო ოდე­ნო­ბის ჟანგბადს ვერ იღე­ბენ. არც ერით­რო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მკვეთ­რი მო­მა­ტე­ბაა კარ­გის ნი­შა­ნი - ეს ე. წ. პო­ლი­ცი­ტე­მი­აა, რომ­ლის დრო­საც სის­ხლის უჯრე­დე­ბის გრო­ვე­ბად შეჯ­გუ­ფე­ბა-შე­წე­ბე­ბი­სა და წვრი­ლი სის­ხლძარ­ღვე­ბის - კა­პი­ლა­რე­ბის და­ცო­ბის საფრ­თხე იქ­მნე­ბა. სის­ხლში ერით­რო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იკ­ლებს სტრე­სის, შიმ­ში­ლო­ბის, ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის, რკი­ნის, ცი­ლის,

ვი­ტა­მი­ნის დე­ფი­ცი­ტის შე­დე­გად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ანე­მი­ის, ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის მე­ტას­ტა­ზი­რე­ბის დროს.

ერით­რო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მო­მა­ტე­ბა მი­უ­თი­თებს:

ფილ­ტვე­ბის ქრო­ნი­კულ და­ა­ვა­დე­ბა­ზე,

გუ­ლის თან­და­ყო­ლილ მანკზე,

ლე­ი­კოზ­ზე.

ერით­რო­ცი­ტე­ბის და­ლექ­ვის სიჩ­ქა­რე (ედსი) გვიჩ­ვე­ნებს, რამ­დე­ნად სწრა­ფად გა­მო­ი­ლე­ქე­ბა სის­ხლის პლაზ­მი­დან ერით­რო­ცი­ტე­ბი სპე­ცი­ა­ლურ მი­ნის ჭურ­ჭელ­ში. რო­დე­საც ორ­გა­ნიზ­მში ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ერით­რო­ცი­ტე­ბი ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით ბევ­რად უფრო სწრა­ფად ილე­ქე­ბა. ედსი კლი­ნი­ცის­ტებს ან­თე­ბი­თი პრო­ცე­სის დი­აგ­ნოს­ტი­კა­ში ეხ­მა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით - მა­შინ, რო­დე­საც ლე­ი­კო­ცი­ტე­ბის (სის­ხლის თეთ­რი უჯრე­დე­ბის) რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მის ფარ­გლებ­შია. ნორ­მა­ში ქა­ლებს მა­მა­კა­ცებ­ზე მა­ღა­ლი ედსი აქვთ. ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კი­დევ უფრო იმა­ტებს ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში.

მა­ღა­ლი ედსი მი­ა­ნიშ­ნებს:

მწვა­ვე ან ქრო­ნი­კულ ან­თე­ბით და­ა­ვა­დე­ბა­ზე (პნევ­მო­ნი­ა­ზე, ოს­ტე­ო­მი­ე­ლიტ­ზე, ტუ­ბერ­კუ­ლოზ­ზე, სი­ფი­ლის­ზე და სხვა),

მო­წამ­ვლა­ზე,

მი­ო­კარ­დი­უ­მის ინ­ფარ­ქტზე,

ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა­სა და ზო­გა­დად ტრავ­მა­ზე,

ანე­მი­ა­ზე,

თირკმლის პა­თო­ლო­გი­ა­ზე,

სიმ­სივ­ნურ პრო­ცეს­ზე და სხვა.

ედსი იმა­ტებს ოპე­რა­ცი­ის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში, აგ­რეთ­ვე - ზო­გი­ერ­თი მე­დი­კა­მენ­ტის მი­ღე­ბი­სას. ერით­რო­ცი­ტე­ბის და­ლექ­ვის სიჩ­ქა­რე იკ­ლებს შიმ­ში­ლო­ბი­სა და კუნ­თო­ვა­ნი მა­სის შემ­ცი­რე­ბი­სას, კორ­ტი­კოს­ტე­რო­ი­დე­ბის მი­ღე­ბი­სას. ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი ერით­რო­ცი­ტე­ბის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტია. მისი მთა­ვა­რი ფუნ­ქცია აირ­თა ცვლა (ანუ ჟანგბა­დი­სა და ნახ­ში­რორ­ჟან­გის ტრან­სპორ­ტი) და მჟა­ვა­ტუ­ტო­ვა­ნი წო­ნას­წო­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბაა. სის­ხლის წი­თელ ფერს სწო­რედ ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი გან­სა­ზღვრავს. სის­ხლში ამ კომ­პო­ნენ­ტის ოდე­ნო­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად კარ­გად შე­ას­რუ­ლებს იგი თა­ვის ფუნ­ქცი­ას ჟანგბა­დის გა­და­ტა­ნის თვალ­საზ­რი­სით. ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მა­მა­კა­ცებს ქა­ლებ­თან შე­და­რე­ბით რამ­დე­ნად­მე მა­ღა­ლი აქვთ. სის­ხლში ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის ოდე­ნო­ბა მცირ­დე­ბა რკი­ნის დე­ფი­ცი­ტის (რკი­ნა ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის მთა­ვა­რი სა­შე­ნი მა­სა­ლაა), სის­ხლის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბი­სა და მათ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ქრო­ნი­კუ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს. გარ­და ამი­სა, და­ბა­ლი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი ძლი­ე­რი სის­ხლდე­ნის მა­ნიშ­ნე­ბე­ლია. ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის მო­მა­ტე­ბა (მა­ღა­ლი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი) სის­ხლის ზო­გი­ერთ და­ა­ვა­დე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. ამ დროს სის­ხლის კლი­ნი­კუ­რი ანა­ლი­ზი ერით­რო­ცი­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის მო­მა­ტე­ბა­საც ავ­ლენს. მა­ღა­ლი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნი და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, რო­მელ­თაც გუ­ლის თან­და­ყო­ლი­ლი მან­კი ან ფილ­ტვ-გუ­ლის უკ­მა­რი­სო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბათ. ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის ოდე­ნო­ბამ შე­საძ­ლოა ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზი­თაც მო­ი­მა­ტოს. ასე­თი რამ ემარ­თე­ბათ მფრი­ნა­ვებს ფრე­ნის შემ­დეგ, მთამ­სვლე­ლებს, სა­ზო­გა­დოდ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ზი­კუ­რი დატ­ვირ­თვის შემ­დეგ და სხვა შემ­თხვე­ვებ­ში. ჰე­მა­ტოკ­რი­ტი იმა­ზე მი­უ­თი­თებს, სის­ხლის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბის რა ნა­წი­ლი უკა­ვი­ათ ერით­რო­ცი­ტებს. ის პრო­ცენ­ტებ­ში გა­მო­ი­სა­ხე­ბა. მა­გა­ლი­თად, ჰე­მა­ტოკ­რი­ტი - 38 იმას ნიშ­ნავს, რომ სის­ხლის მო­ცუ­ლო­ბის 38%-ს ერით­რო­ცი­ტე­ბი შე­ად­გე­ნენ. ლე­ი­კო­ცი­ტე­ბი ორ­გა­ნიზმს ინ­ფექ­ცი­ის­გან იცა­ვენ. ისი­ნი აქ­ტი­უ­რად ებ­რძვი­ან ვირუ­სებს, ბაქ­ტე­რი­ებ­სა და სხვა მიკ­რო­ორ­გა­ნიზ­მებს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი

რას გვიჩვენებს სისხლის საერთო ანალიზი

სისხლის საერთო ანალიზს სხვაგვარად სისხლის კლინიკურ ანალიზს უწოდებენ. მას ყველაზე ხშირად მიმართავენ სხვადასხვა დაავადების დიაგნოზირებისთვის. ამ ანალიზით განსაზღვრული პარამეტრები ფიზიოლოგიური თუ პათოლოგიური ფაქტორების საპასუხოდ განვითარებულ ორგანიზმის რეაქციას ასახავს.

სისხლის საერთო ანალიზი გვიჩვენებს:

ერითროციტების რაოდენობას,

ერითროციტების დალექვის სიჩქარეს (ედს),

ჰემოგლობინის შემცველობას,

ჰემატოკრიტს,

ლეიკოციტების რაოდენობას,

ლეიკოციტურ ფორმულას.

აღნიშნული გამოკვლევისთვის მასალას (სისხლს) თითიდან ან ვენიდან იღებენ. უტყუარი პასუხის მისაღებად უმჯობესია ანალიზი უზმოზე ჩააბაროთ. ერითროციტები ანუ სისხლის წითელი უჯრედები ორგანიზმში აირთა ცვლას ემსახურებიან. მათ ფილტვებიდან ქსოვილებში ჟანგბადი გადააქვთ, უჯრედებს კი ცხოველმყოფელობის შედეგად წარმოქმნილი ნახშირორჟანგისგან ათავისუფლებენ. ერითროციტების ნაკლებობა ანემიის დროს ვითარდება. ეს ისეთი

მდგომარეობაა, როდესაც ქსოვილები სათანადო ოდენობის ჟანგბადს ვერ იღებენ. არც ერითროციტების რაოდენობის მკვეთრი მომატებაა კარგის ნიშანი - ეს ე. წ. პოლიციტემიაა, რომლის დროსაც სისხლის უჯრედების გროვებად შეჯგუფება-შეწებებისა და წვრილი სისხლძარღვების - კაპილარების დაცობის საფრთხე იქმნება. სისხლში ერითროციტების რაოდენობა იკლებს სტრესის, შიმშილობის, ძლიერი ფიზიკური დატვირთვის, რკინის, ცილის,

ვიტამინის დეფიციტის შედეგად განვითარებული ანემიის, ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზირების დროს.

ერითროციტების რაოდენობის მომატება მიუთითებს:

ფილტვების ქრონიკულ დაავადებაზე,

გულის თანდაყოლილ მანკზე,

ლეიკოზზე.

ერითროციტების დალექვის სიჩქარე (ედსი) გვიჩვენებს, რამდენად სწრაფად გამოილექება სისხლის პლაზმიდან ერითროციტები სპეციალურ მინის ჭურჭელში. როდესაც ორგანიზმში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს, ერითროციტები ნორმასთან შედარებით ბევრად უფრო სწრაფად ილექება. ედსი კლინიცისტებს ანთებითი პროცესის დიაგნოსტიკაში ეხმარება, განსაკუთრებით - მაშინ, როდესაც ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედების) რაოდენობა ნორმის ფარგლებშია. ნორმაში ქალებს მამაკაცებზე მაღალი ედსი აქვთ. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო იმატებს ორსულობის პერიოდში.

მაღალი ედსი მიანიშნებს:

მწვავე ან ქრონიკულ ანთებით დაავადებაზე (პნევმონიაზე, ოსტეომიელიტზე, ტუბერკულოზზე, სიფილისზე და სხვა),

მოწამვლაზე,

მიოკარდიუმის ინფარქტზე,

ძვლის მოტეხილობასა და ზოგადად ტრავმაზე,

ანემიაზე,

თირკმლის პათოლოგიაზე,

სიმსივნურ პროცესზე და სხვა.

ედსი იმატებს ოპერაციის შემდგომ პერიოდში, აგრეთვე - ზოგიერთი მედიკამენტის მიღებისას. ერითროციტების დალექვის სიჩქარე იკლებს შიმშილობისა და კუნთოვანი მასის შემცირებისას, კორტიკოსტეროიდების მიღებისას. ჰემოგლობინი ერითროციტების ძირითადი კომპონენტია. მისი მთავარი ფუნქცია აირთა ცვლა (ანუ ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის ტრანსპორტი) და მჟავატუტოვანი წონასწორობის შენარჩუნებაა. სისხლის წითელ ფერს სწორედ ჰემოგლობინი განსაზღვრავს. სისხლში ამ კომპონენტის ოდენობაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად შეასრულებს იგი თავის ფუნქციას ჟანგბადის გადატანის თვალსაზრისით. ჰემოგლობინის მაჩვენებელი მამაკაცებს ქალებთან შედარებით რამდენადმე მაღალი აქვთ. სისხლში ჰემოგლობინის ოდენობა მცირდება რკინის დეფიციტის (რკინა ჰემოგლობინის მთავარი საშენი მასალაა), სისხლის სხვადასხვა დაავადებისა და მათთან დაკავშირებული ქრონიკული პათოლოგიების დროს. გარდა ამისა, დაბალი ჰემოგლობინი ძლიერი სისხლდენის მანიშნებელია. ჰემოგლობინის მომატება (მაღალი ჰემოგლობინი) სისხლის ზოგიერთ დაავადებაზე მეტყველებს. ამ დროს სისხლის კლინიკური ანალიზი ერითროციტების რაოდენობის მომატებასაც ავლენს. მაღალი ჰემოგლობინი დამახასიათებელია ადამიანებისთვის, რომელთაც გულის თანდაყოლილი მანკი ან ფილტვ-გულის უკმარისობა აღენიშნებათ. ჰემოგლობინის ოდენობამ შესაძლოა ფიზიოლოგიური მიზეზითაც მოიმატოს. ასეთი რამ ემართებათ მფრინავებს ფრენის შემდეგ, მთამსვლელებს, საზოგადოდ, მნიშვნელოვანი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ და სხვა შემთხვევებში. ჰემატოკრიტი იმაზე მიუთითებს, სისხლის საერთო მოცულობის რა ნაწილი უკავიათ ერითროციტებს. ის პროცენტებში გამოისახება. მაგალითად, ჰემატოკრიტი - 38 იმას ნიშნავს, რომ სისხლის მოცულობის 38%-ს ერითროციტები შეადგენენ. ლეიკოციტები ორგანიზმს ინფექციისგან იცავენ. ისინი აქტიურად ებრძვიან ვირუსებს, ბაქტერიებსა და სხვა მიკროორგანიზმებს.

განაგრძეთ კითხვა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

"ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ბავშვი ბედნიერი?" - მეუფე ნიკოლოზი სუროგაციის შესახებ თეა წულუკიანის ახალ ბრძანებაზე

გარდაცვლილი 11 წლის ბიჭის ბებიის თქმით, მოზარდი 200-ლარიანი დახმარების განაცხადის შევსებას თხოვდა და თავის მოკვლის არაფერი ეტყობოდა