პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილია, ვინ იქნებიან შს მინისტრის გიორგი გახარიას მოადგილეები
ცნობილია, ვინ იქნებიან შს მინისტრის გიორგი გახარიას მოადგილეები

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, ვიცე-პრე­მი­ერ­მა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მო­ად­გი­ლე­ე­ბი და­ნიშ­ნა. შსს-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძემ და­ი­კა­ვა.

კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დოქ­ტო­რან­ტია. 2017 წლის მა­ი­სი­დან იგი სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი ცენ­ტრის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. 2015-2017 წლებ­ში კა­ხა­ბერ სა­ბა­ნა­ძე სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე იყო. 2008-2010 წლებ­ში მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. 2006-2008 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის ოპე­რა­ტი­უ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და ამა­ვე სამ­სა­ხუ­რის ოპე­რა­ტი­უ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე; 2004-2006 წლებ­ში - სა­ქარ­თვე­ლოს შსს-ს კონ­ტრტე­რო­რის­ტუ­ლი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ნინო ჯა­ვა­ხა­ძე და­ი­ნიშ­ნა. იგი ეკო­ნო­მი­კის მა­გის­ტრია. 2013-2015 წლებ­ში ნინო ჯა­ვა­ხა­ძე იყო სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სა და სა­ვაჭ­რო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს აპა­რა­ტის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს მდივ­ნის მო­ად­გი­ლე, ასე­ვე, სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის მომ­ლა­პა­რა­კე­ბე­ლი ჯგუ­ფის წევ­რი. 2016 წლის ნო­ემ­ბრი­დან ნინო ჯა­ვა­ხა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

ნინო ჯა­ვა­ხა­ძე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში უხელ­მძღვა­ნე­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის, რე­ფორ­მე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის, სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის, სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს და შსს-ს აკა­დე­მი­ას.

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბას გა­ნაგ­რძობს მე­რაბ მა­ლა­ნია. იგი პრო­ფე­სი­ით სა­მარ­თალმცოდ­ნეა და შსს-ში მუ­შა­ო­ბის მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. 2015 წელს მე­რაბ მა­ლა­ნია იკა­ვებ­და შსს-ს მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის, ასე­ვე, შსს-ს სპე­ცი­ა­ლუ­რი და სა­გან­გე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ცენ­ტრის გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას. 2016 წლი­დან იგი ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეა.

მე­რაბ მა­ლა­ნია უწყე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბულ და­ვა­ლე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენტს, ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენტს, სტრა­ტე­გი­უ­ლი მილ­სა­დე­ნე­ბის დაც­ვის დე­პარ­ტა­მენტს, მიგ­რა­ცი­ის დე­პარ­ტა­მენტს და სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს კუ­რი­რებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ცნობილია, ვინ იქნებიან შს მინისტრის გიორგი გახარიას მოადგილეები

ცნობილია, ვინ იქნებიან შს მინისტრის გიორგი გახარიას მოადგილეები

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ მოადგილეები დანიშნა. შსს-ს ინფორმაციით, პირველი მოადგილის თანამდებობა კახაბერ საბანაძემ დაიკავა.

კახაბერ საბანაძე საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორანტია. 2017 წლის მაისიდან იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა. 2015-2017 წლებში კახაბერ საბანაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. 2008-2010 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილის თანამდებობაზე. 2006-2008 წლებში იყო საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ოპერატიული სამმართველოს უფროსი და ამავე სამსახურის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე; 2004-2006 წლებში - საქართველოს შსს-ს კონტრტერორისტული დეპარტამენტის საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსის მოადგილე.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ნინო ჯავახაძე დაინიშნა. იგი ეკონომიკის მაგისტრია. 2013-2015 წლებში ნინო ჯავახაძე იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობისა და სავაჭრო მოლაპარაკებების სამმართველოს უფროსი, ეკონომიკური საბჭოს აპარატის ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი და ეკონომიკური საბჭოს მდივნის მოადგილე, ასევე, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების მომლაპარაკებელი ჯგუფის წევრი. 2016 წლის ნოემბრიდან ნინო ჯავახაძე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

ნინო ჯავახაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში უხელმძღვანელებს საერთაშორისო ურთიერთობების, რეფორმებისა და განვითარების, სტრატეგიული კომუნიკაციების, საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებებს და შსს-ს აკადემიას.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობას განაგრძობს მერაბ მალანია. იგი პროფესიით სამართალმცოდნეა და შსს-ში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2015 წელს მერაბ მალანია იკავებდა შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის დირექტორის, ასევე, შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას. 2016 წლიდან იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეა.

მერაბ მალანია უწყებაში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, ობიექტების დაცვის დეპარტამენტს, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტს, მიგრაციის დეპარტამენტს და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კურირებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."