პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთარ აბესაძე მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია, ის არის არაადეკვატური"
"ოთარ აბესაძე მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია, ის არის არაადეკვატური"

ოთარ აბე­სა­ძე არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეჩ­ქა­რე­ბა მისი საქ­მის გან­ხილ­ვა, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სი არის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა, - ამის შე­სა­ხებ ოთარ აბე­სა­ძის ად­ვო­კატ­მა ირმა ჭკა­დუ­ამ დღე­ვან­დე­ლი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და.

ჭკა­დუ­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქრთა­მის აღე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი, მე­რი­ის ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი არაა, რა­საც ექ­სპერ­ტი­ზის შუ­ა­ლე­დუ­რი დას­კვნაც მოწ­მობს. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ბო­ლოო დას­კვნას, ად­ვო­კა­ტის თქმით, პა­ცი­ენტს კვლე­ვე­ბი ჯერ კი­დევ უტარ­დე­ბა და სა­ბო­ლოო დას­კვნა ამის გამო არ არ­სე­ბობს.

"გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც ოთარ აბე­სა­ძის სა­ხე­ლით წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო სა­ბად­რა­გო სამ­სა­ხუ­რის მიერ, ის ამ­ბობ­და, რომ დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო ვერ ცხად­დე­ბო­და და ის ენ­დო­ბო­და ად­ვო­კა­ტებს. ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად და­ვინ­ტე­რეს­დე­ბით, თუ რამ გა­ნა­პი­რო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი გან­ცხა­დე­ბის გა­მოგ­ზავ­ნა, ვი­ნა­ი­დან ეს ჩვენ­თვის იყო სი­ურპრი­ზი. ჩვენ მო­ვი­ნა­ხუ­ლეთ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და კი­თხვებ­ზეც კი ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლი, მოწ­მე­ე­ბი რომ მო­სუ­ლიყ­ვნენ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩვენ შევ­ხვდე­ბით ოთარ აბე­სა­ძეს. თუკი მას არ ექ­ნე­ბა სურ­ვი­ლი არ და­ეს­წროს პრო­ცესს, ეს მისი უფ­ლე­ბაა. ამ­ჟა­მად ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, რომ მას აქვს პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ჭკა­დუ­ამ.

მი­სი­ვე თქმით, თუკი ოთარ აბე­სა­ძის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა არ იქ­ნე­ბა კარ­გი, სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი ვერ წა­რი­მარ­თე­ბა.

"რო­დე­საც ადა­მი­ანს გა­აჩ­ნია მძი­მე ფსი­ქო­ე­მო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, ის არის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი და არ შე­იძ­ლე­ბა დავ­ყრდნო­ბო­დით მხო­ლოდ და მხო­ლოდ ამ გან­ცხა­დე­ბას. ასე­ვე მო­სა­მარ­თლემ მო­უ­წო­და დაც­ვის მხა­რეს, ნუ აფიქ­რე­ბი­ნებს სა­სა­მარ­თლოს, რომ ჩვენ გვსურს საქ­მის გა­ჭი­ა­ნუ­რე­ბა. ეს ასე ნამ­დვი­ლად არ არის. ოთარ აბე­სა­ძე არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც ყვე­ლა­ზე მე­ტად ეჩ­ქა­რე­ბა მისი საქ­მის გან­ხილ­ვა, მაგ­რამ უპირ­ვე­ლე­სი არის მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. თუკი ის არ იქ­ნე­ბა კარ­გად, ვერც პრო­ცე­სე­ბი ვერ წა­რი­მარ­თე­ბა", - გა­ნა­ცხა­და აბე­სა­ძის ად­ვო­კატ­მა.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"ოთარ აბესაძე მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია, ის არის არაადეკვატური"

"ოთარ აბესაძე მძიმე ფსიქოემოციურ მდგომარეობაშია, ის არის არაადეკვატური"

ოთარ აბესაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეჩქარება მისი საქმის განხილვა, მაგრამ უპირველესი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, - ამის შესახებ ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ დღევანდელი სასამართლო პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჭკადუას ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არაა, რასაც ექსპერტიზის შუალედური დასკვნაც მოწმობს. რაც შეეხება საბოლოო დასკვნას, ადვოკატის თქმით, პაციენტს კვლევები ჯერ კიდევ უტარდება და საბოლოო დასკვნა ამის გამო არ არსებობს.

"განცხადებაში, რომელიც ოთარ აბესაძის სახელით წარმოდგენილი იყო საბადრაგო სამსახურის მიერ, ის ამბობდა, რომ დღევანდელ სხდომაზე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამო ვერ ცხადდებოდა და ის ენდობოდა ადვოკატებს. ჩვენ აუცილებლად დავინტერესდებით, თუ რამ განაპირობა აღნიშნული განცხადების გამოგზავნა, ვინაიდან ეს ჩვენთვის იყო სიურპრიზი. ჩვენ მოვინახულეთ რამდენიმე დღის წინ და კითხვებზეც კი ვიყავით შეთანხმებული, მოწმეები რომ მოსულიყვნენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევხვდებით ოთარ აბესაძეს. თუკი მას არ ექნება სურვილი არ დაესწროს პროცესს, ეს მისი უფლებაა. ამჟამად ჩვენ ზუსტად ვიცით, რომ მას აქვს პროცესში აქტიურად მონაწილეობის სურვილი", - განაცხადა ჭკადუამ.

მისივე თქმით, თუკი ოთარ აბესაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იქნება კარგი, სასამართლო პროცესები ვერ წარიმართება.

"როდესაც ადამიანს გააჩნია მძიმე ფსიქოემოციური მდგომარეობა, ის არის არაადეკვატური და არ შეიძლება დავყრდნობოდით მხოლოდ და მხოლოდ ამ განცხადებას. ასევე მოსამართლემ მოუწოდა დაცვის მხარეს, ნუ აფიქრებინებს სასამართლოს, რომ ჩვენ გვსურს საქმის გაჭიანურება. ეს ასე ნამდვილად არ არის. ოთარ აბესაძე არის ის ადამიანი, რომელსაც ყველაზე მეტად ეჩქარება მისი საქმის განხილვა, მაგრამ უპირველესი არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუკი ის არ იქნება კარგად, ვერც პროცესები ვერ წარიმართება", - განაცხადა აბესაძის ადვოკატმა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ