მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტალინის პირადი ავტომობილის საიდუმლო
სტალინის პირადი ავტომობილის საიდუმლო

მისი ეში­ნო­დათ და ყო­ველ­თვის უთ­მობ­დნენ გზას. სა­უ­ბა­რია არა სტა­ლინ­ზე, არა­მედ მის მან­ქა­ნა­ზე - ЗИС-115, სსრკ-ში გა­მოშ­ვე­ბულ პირ­ველ და­ჯავ­შნულ სე­დან­ზე. მისი ბედი ისე­თი­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორვ თა­ვად მა­ქა­ნის აგე­ბუ­ლე­ბა.

არა­ვინ იცის რო­გორ და რო­დის, მაგ­რამ სტა­ლი­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ეს უნი­კა­ლუ­რი ავ­ტო­მო­ბი­ლი ბა­უ­მა­ნის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის უკა­ნა ეზო­ში აღ­მოჩ­ნდა, ცოტა ხან­ში კი სა­ერ­თოდ გაქ­რა. თუმ­ცა 2002 წელს ისევ გა­მოჩ­ნდა, ამ­ჯე­რად მოს­კო­ვის გა­რე­უ­ბან­ში, ერთ-ერთ აგა­რაკ­ზე.

საქ­მე შემ­დეგ­ნა­ი­რად იყო: ერთხელ, კო­ლექ­ცი­ო­ნერ ვლა­დი­მირ ზა­დო­რო­ჟნს მოს­კო­ვის სა­ხელ­მწი­ფო ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორ­მა სთხო­ვა ენა­ხა და შე­ე­ფა­სე­ბი­ნა ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპო­ნა­ტი. მისი თქმით, აგა­რაკ­ზე შე­მო­ნა­ხუ­ლი ჰქონ­და ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც სა­მუ­ზე­უ­მო მნიშ­ვნე­ლო­ბის იყო. ად­გილ­ზე მი­სულ ავ­ტო­სიძ­ვე­ლე­ე­ბის თაყ­ვა­ნის­მცე­მელს თით­ქმის მი­წა­ში ჩაფ­ლუ­ლი და სა­ნა­ხევ­როდ დამ­პა­ლი შავი ფე­რის სე­და­ნი დახ­ვდა. ზა­დო­რო­ჟ­ნიმ აღ­ნიშ­ნუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ლი­ხა­ჩე­ვის სა­ხე­ლო­ბის ქარ­ხნის არ­ქი­ვებ­ში მო­ი­ძია და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­და­წყვი­ტა რა­რი­ტე­ტის შე­ძე­ნა.

წა­ი­კი­თხეთ: სტა­ლი­ნის სიკ­ვდი­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა და ქალი, რო­მე­ლიც ხრუშ­ჩოვ­მა ბე­რი­ას ჩა­მო­სა­შო­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნა

ავ­ტო­მო­ბი­ლი, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნუ­ლად ზუს­ტად ჩვე­უ­ლებ­რივ ЗИС-110-ს (სა­მო­ქა­ლა­ქო მან­ქა­ნა, რომ­ლის შე­მუ­შა­ვე­ბა და­ი­წყეს დიდი სა­მა­მუ­ლო იმის დროს) ჰგავ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში "ცხვრის ტყავ­ში გა­დაც­მუ­ლი მგე­ლი" აღ­მოჩ­ნდა. 1949 წელს პარ­ტი­უ­ლი ელი­ტის­თვის შექ­მნი­ლი ЗИС-115, ყვე­ლა მა­ხა­სი­ა­თებ­ლით გან­სხვავ­დე­ბო­და ЗИС-110-სგან. სხვა­ო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე იყო, რაც მო­ტო­ციკლსა და ტანკს შო­რის.

ძარა შედ­გე­ბო­და არა ცალ­კე­უ­ლი და­ჯავ­შნუ­ლი პა­ნე­ლე­ბის­გან, რო­გორც ევ­რო­პულ და ამე­რი­კულ ანა­ლო­გებ­თან გვხვდე­ბო­და, არა­მედ წარ­მო­ად­გენ­და შე­დუ­ღე­ბულ და შეკ­რულ კონ­სტრუქ­ცი­ას. ანუ, ფაქ­ტი­უ­რად ეს იყო ერ­თგვა­რი ჯავ­შან­კაფ­სუ­ლა. ამას­თან, თი­თო­ე­ულ შე­დუ­ღე­ბულ დე­ტალს სა­კუ­თა­რი სე­რი­უ­ლი ნო­მე­რი და და­მამ­ზა­დებ­ლის სა­ხე­ლი ეწე­რა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, თუ რამე მოხ­დე­ბო­და, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კონ­კრე­ტულ ადა­მი­ანს ეკის­რე­ბო­და. გარ­და ამი­სა, კორ­პუს­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო გარ­ჩე­ვა იმ ტყვი­ე­ბის კვა­ლის, რომ­ლე­ბიც მან­ქა­ნის სხვა­დას­ხვა ნა­წი­ლის გამ­ძლე­ო­ბა­ზე გა­მოც­დის დროს იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა და და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ ფო­ტო­ე­ბი

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: სტა­ლი­ნის ორე­უ­ლი - რა გა­ამ­ხი­ლა ფე­ლიქს და­და­ევ­მა ბე­ლა­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის შემ­დეგ

სტალინის პირადი ავტომობილის საიდუმლო

სტალინის პირადი ავტომობილის საიდუმლო

მისი ეშინოდათ და ყოველთვის უთმობდნენ გზას. საუბარია არა სტალინზე, არამედ მის მანქანაზე - ЗИС-115, სსრკ-ში გამოშვებულ პირველ დაჯავშნულ სედანზე. მისი ბედი ისეთივე საინტერესოა, როგორვ თავად მაქანის აგებულება.

არავინ იცის როგორ და როდის, მაგრამ სტალინის გარდაცვალების შემდეგ ეს უნიკალური ავტომობილი ბაუმანის სახელობის უნივერსიტეტის უკანა ეზოში აღმოჩნდა, ცოტა ხანში კი საერთოდ გაქრა. თუმცა 2002 წელს ისევ გამოჩნდა, ამჯერად მოსკოვის გარეუბანში, ერთ-ერთ აგარაკზე.

საქმე შემდეგნაირად იყო: ერთხელ, კოლექციონერ ვლადიმირ ზადოროჟნს მოსკოვის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა სთხოვა ენახა და შეეფასებინა ერთი საინტერესო ექსპონატი. მისი თქმით, აგარაკზე შემონახული ჰქონდა ავტომობილი, რომელიც სამუზეუმო მნიშვნელობის იყო. ადგილზე მისულ ავტოსიძველეების თაყვანისმცემელს თითქმის მიწაში ჩაფლული და სანახევროდ დამპალი შავი ფერის სედანი დახვდა. ზადოროჟნიმ აღნიშნული ავტომობილის შესახებ ინფორმაცია ლიხაჩევის სახელობის ქარხნის არქივებში მოიძია და დაუყოვნებლივ გადაწყვიტა რარიტეტის შეძენა.

წაიკითხეთ: სტალინის სიკვდილის საიდუმლოება და ქალი, რომელიც ხრუშჩოვმა ბერიას ჩამოსაშორებლად გამოიყენა

ავტომობილი, რომელიც გარეგნულად ზუსტად ჩვეულებრივ ЗИС-110-ს (სამოქალაქო მანქანა, რომლის შემუშავება დაიწყეს დიდი სამამულო იმის დროს) ჰგავდა, სინამდვილეში "ცხვრის ტყავში გადაცმული მგელი" აღმოჩნდა. 1949 წელს პარტიული ელიტისთვის შექმნილი ЗИС-115, ყველა მახასიათებლით განსხვავდებოდა ЗИС-110-სგან. სხვაობა დაახლოებით იგივე იყო, რაც მოტოციკლსა და ტანკს შორის.

ძარა შედგებოდა არა ცალკეული დაჯავშნული პანელებისგან, როგორც ევროპულ და ამერიკულ ანალოგებთან გვხვდებოდა, არამედ წარმოადგენდა შედუღებულ და შეკრულ კონსტრუქციას. ანუ, ფაქტიურად ეს იყო ერთგვარი ჯავშანკაფსულა. ამასთან, თითოეულ შედუღებულ დეტალს საკუთარი სერიული ნომერი და დამამზადებლის სახელი ეწერა. აქედან გამომდინარე, თუ რამე მოხდებოდა, მთელი პასუხისმგებლობა კონკრეტულ ადამიანს ეკისრებოდა. გარდა ამისა, კორპუსზე შესაძლებელი იყო გარჩევა იმ ტყვიების კვალის, რომლებიც მანქანის სხვადასხვა ნაწილის გამძლეობაზე გამოცდის დროს იქნა გამოყენებული  განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები

ასევე წაიკითხეთ: სტალინის ორეული - რა გაამხილა ფელიქს დადაევმა ბელადის გარდაცვალებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ

აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი - რაზე გვაფრთხილებენ ასტროლოგები და რომელი თარიღები იმოქმედებს ზოდიაქოს ნიშნების ცხოვრებაზე

დოკუმენტური ფილმი "ცხინვალი 1920" - ისტორიული სიზუსტის უწყვეტი ჯაჭვი - რა მოხდა საუკუნის წინ ცხინვალის რეგიონში

"ალუდა ქეთელაური იმაზეა, რომ ქრისტიანობა არ არის სწორი მოძღვრება..მუსლიმიც ცხონდება, მამათმავალიც..." - ლევან ბერძენიშვილი