პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ხუხაშვილი - დღეის მდგომარეობით კალაძე ძალიან შორს არის ლიდერობისგან
გია ხუხაშვილი - დღეის მდგომარეობით კალაძე ძალიან შორს არის ლიდერობისგან

კა­ლა­ძის მე­რო­ბა მისი წი­ნა­მორ­ბე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა - ნარ­მა­ნია იყო და­ნიშ­ნუ­ლი მერი და ხალ­ხი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას არ აკის­რებ­და, კა­ლა­ძეს კი არ ექ­ნე­ბა კომ­ფორ­ტი და­ე­მა­ლოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, ყვე­ლას ეს­მის, რომ კა­ლა­ძის პო­ლი­ტი­კუ­რი წონა უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე წინა მე­რის და ნე­ბის­მი­ერ მოქ­მე­დე­ბა­ზე ახა­ლი მე­რის პერ­სო­ნა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვე­თი­ლი.

"კახა კა­ლა­ძის მე­რო­ბა მისი წი­ნა­მორ­ბე­დის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ყვე­ლას ეს­მო­და, რომ ნარ­მა­ნია იყო ნო­მი­ნა­ლუ­რი ანუ და­ნიშ­ნუ­ლი მერი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წო­ნით არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მე­რი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებ­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას დი­დად არ აკის­რებ­და, რად­გან არ მი­აჩ­ნდა მერი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მიმ­ღებ პი­რად. კა­ლა­ძეს კი არ ექ­ნე­ბა ის კომ­ფორ­ტი, რომ და­ე­მა­ლოს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. ყვე­ლას ეს­მის, რომ მისი პო­ლი­ტი­კუ­რი წონა უფრო მა­ღა­ლია, ვიდ­რე წინა მე­რის და ნე­ბის­მი­ერ მოქ­მე­დე­ბა­ზე მისი პერ­სო­ნა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი იქ­ნე­ბა გა­მოკ­ვე­თი­ლი. მისი სტა­ტუ­სი და მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი მეტ-ნაკ­ლებ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოვა ერ­თმა­ნეთ­თან", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კა­ლა­ძეს აქვს არ­ჩე­ვა­ნი: მე­რია დარ­ჩეს პარ­ტი­უ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის და კლა­ნუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ად­გი­ლად ან გა­და­ვი­დეს ისეთ მარ­თვა­ზე, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი.

"შე­სა­ბა­მი­სი იქ­ნე­ბა მისი მო­მა­ვა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სპექ­ტი­ვა", - აღ­ნიშ­ნა ხუ­ხაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე შე­ფა­სე­ბით, ახალ მერს ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა, რად­გან ის საკ­მა­ოდ დატ­ვირ­თუ­ლია ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბით.

"მას აქვს შან­სი და თუ ის შანსს გა­მო­ი­ყე­ნებს, შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ლი­დე­რად, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კი ძა­ლი­ან შორს არის ლი­დე­რო­ბის­გან. ის მა­ინც უფრო ფეხ­ბურ­თე­ლია ხალ­ხის აღ­ქმა­ში, ვიდ­რე პო­ლი­ტი­კო­სი. თუ მო­ა­ხერ­ხებს, რომ მისი ფეხ­ბურ­თე­ლო­ბა უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­წევს და ხალ­ხი აღი­ა­რებს პო­ლი­ტი­კო­სად, ეს ნამ­დვი­ლად იქ­ნე­ბა მიღ­წე­ვა", - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა.

ცეს­კოს წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, კახა კა­ლა­ძემ თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნებ­ში პირ­ვე­ლი­ვე ტურ­ში გა­ი­მარ­ჯვა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

გია ხუხაშვილი - დღეის მდგომარეობით კალაძე ძალიან შორს არის ლიდერობისგან

გია ხუხაშვილი - დღეის მდგომარეობით კალაძე ძალიან შორს არის ლიდერობისგან

კალაძის მერობა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იქნება - ნარმანია იყო დანიშნული მერი და ხალხი პასუხისმგებლობას არ აკისრებდა, კალაძეს კი არ ექნება კომფორტი დაემალოს პასუხისმგებლობას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ყველას ესმის, რომ კალაძის პოლიტიკური წონა უფრო მაღალია, ვიდრე წინა მერის და ნებისმიერ მოქმედებაზე ახალი მერის პერსონალური ფაქტორი იქნება გამოკვეთილი.

"კახა კალაძის მერობა მისი წინამორბედისგან განსხვავებული იქნება. ყველას ესმოდა, რომ ნარმანია იყო ნომინალური ანუ დანიშნული მერი, რომელიც განსაკუთრებული წონით არ გამოირჩეოდა. შესაბამისად, მერიის გადაწყვეტილებებზე საზოგადოება პასუხისმგებლობას დიდად არ აკისრებდა, რადგან არ მიაჩნდა მერი გადაწყვეტილების მიმღებ პირად. კალაძეს კი არ ექნება ის კომფორტი, რომ დაემალოს პასუხისმგებლობას. ყველას ესმის, რომ მისი პოლიტიკური წონა უფრო მაღალია, ვიდრე წინა მერის და ნებისმიერ მოქმედებაზე მისი პერსონალური ფაქტორი იქნება გამოკვეთილი. მისი სტატუსი და მოვალეობები მეტ-ნაკლებ შესაბამისობაში მოვა ერთმანეთთან", - განაცხადა ხუხაშვილმა.

მისივე თქმით, კალაძეს აქვს არჩევანი: მერია დარჩეს პარტიული ვალდებულებების და კლანური ინტერესების განხორციელების ადგილად ან გადავიდეს ისეთ მართვაზე, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე არის აუცილებელი.

"შესაბამისი იქნება მისი მომავალი პოლიტიკური პერსპექტივა", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისივე შეფასებით, ახალ მერს ძალიან გაუჭირდება, რადგან ის საკმაოდ დატვირთულია ვალდებულებებით.

"მას აქვს შანსი და თუ ის შანსს გამოიყენებს, შესაძლებელია ჩამოყალიბდეს ლიდერად, დღეის მდგომარეობით კი ძალიან შორს არის ლიდერობისგან. ის მაინც უფრო ფეხბურთელია ხალხის აღქმაში, ვიდრე პოლიტიკოსი. თუ მოახერხებს, რომ მისი ფეხბურთელობა უკანა პლანზე გადაიწევს და ხალხი აღიარებს პოლიტიკოსად, ეს ნამდვილად იქნება მიღწევა", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."