მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩრდილოეთ კორეას შიმშილი ემუქრება
ჩრდილოეთ კორეას შიმშილი ემუქრება

ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ის მო­სახ­ლე­ო­ბის ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა წლი­დან წლამ­დე უა­რეს­დე­ბა. ქვეყ­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია და­სავ­ლუ­რი მე­დი­ის­თვის, უმე­ტე­სად, რთუ­ლად მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, თუმ­ცა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, პე­რი­ო­დუ­ლად, კიმ ჩენ ინის დიქ­ტა­ტუ­რის პი­რო­ბებ­ში მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ან­გა­რი­შებს აქ­ვეყ­ნე­ბენ.

გა­ე­რო-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვეყ­ნის მი­მართ და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბი­სა და ბოლო ას­წლე­უ­ლის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე ძლი­ე­რი გვალ­ვის გამო ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ე­ლებს შიმ­ში­ლი ემუქ­რე­ბა. ამას­თან, კიმ ჩენ ინის პო­ლი­ტი­კის შე­სა­ბა­მი­სად, ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი ჯა­რის გა­მოკ­ვე­ბა­სა და რა­კე­ტე­ბის შე­საქ­მნე­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბა კი ფი­ნან­სუ­რი სახ­სრე­ბის გა­რე­შე რჩე­ბა.

გვალ­ვამ მარ­ცვლე­უ­ლი გა­ზა­ფხულ­ზე­ვე გა­ა­ნად­გუ­რა, რის გა­მოც ქვეყ­ნის უმე­ტეს მო­სახ­ლე­ო­ბას საკ­ვე­ბი არ აქვს. 25 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნის­თვის საჭ­მე­ლი, შე­საძ­ლოა, ფუ­ფუ­ნე­ბა იყოს, უამ­რავს კი - სან­ქცი­ე­ბის გამო სამ­სა­ხუ­რის და­კარ­გვა ემუქ­რე­ბა.

ია­პო­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ჯირო იში­მა­რუ, რო­მელ­საც ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ტე­ლე­ფო­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­მო­ქა­ლა­ქო ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან კონ­ტაქ­ტი აქვს, ამ­ბობს, რომ ქვე­ყა­ნა­ში სა­უბ­რო­ბენ აშშ-სთან მო­სა­ლოდ­ნელ ომ­ზეც, თუმ­ცა, იში­მა­რუ აღ­ნიშ­ნავს, რომ ჯა­რის­კა­ცე­ბი ძა­ლი­ან და­სუს­ტე­ბუ­ლე­ბი და ბრძო­ლი­სუ­უ­ნა­რო­ნი არი­ან.

გა­ე­რო ში­შობს, რომ საკ­ვე­ბის უკ­მა­რი­სო­ბის გამო ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში უამ­რა­ვი და­ა­ვა­დე­ბა გავ­რცელ­დე­ბა, ამი­ტომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის 6.3 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის დახ­მა­რე­ბა გა­მო­ყო.

ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 1990-იანი წლე­ბის შუა პე­რი­ოდ­ში გვალ­ვის გამო ჩრდი­ლო­ეთ კო­რე­ა­ში შიმ­ში­ლით მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია theguardian.com-ის მი­ხედ­ვით

ჩრდილოეთ კორეას შიმშილი ემუქრება

ჩრდილოეთ კორეას შიმშილი ემუქრება

ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის ფინანსური მდგომარეობა წლიდან წლამდე უარესდება. ქვეყნის მაცხოვრებლების შესახებ ინფორმაცია დასავლური მედიისთვის, უმეტესად, რთულად მოსაძიებელია, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები, პერიოდულად, კიმ ჩენ ინის დიქტატურის პირობებში მცხოვრები ადამიანების შესახებ ანგარიშებს აქვეყნებენ.

გაერო-ს ინფორმაციით, ქვეყნის მიმართ დაწესებული სანქციებისა და ბოლო ასწლეულის მანძილზე ყველაზე ძლიერი გვალვის გამო ჩრდილოეთ კორეელებს შიმშილი ემუქრება. ამასთან, კიმ ჩენ ინის პოლიტიკის შესაბამისად, ფინანსური რესურსი ჯარის გამოკვებასა და რაკეტების შესაქმნელად გამოიყენება, მოსახლეობა კი ფინანსური სახსრების გარეშე რჩება.

გვალვამ მარცვლეული გაზაფხულზევე გაანადგურა, რის გამოც ქვეყნის უმეტეს მოსახლეობას საკვები არ აქვს. 25 მილიონამდე ადამიანისთვის საჭმელი, შესაძლოა, ფუფუნება იყოს, უამრავს კი - სანქციების გამო სამსახურის დაკარგვა ემუქრება.

იაპონელი ჟურნალისტი ჯირო იშიმარუ, რომელსაც ჩრდილოეთ კორეაში კონტრაბანდული ტელეფონების საშუალებით სამოქალაქო ჟურნალისტებთან კონტაქტი აქვს, ამბობს, რომ ქვეყანაში საუბრობენ აშშ-სთან მოსალოდნელ ომზეც, თუმცა, იშიმარუ აღნიშნავს, რომ ჯარისკაცები ძალიან დასუსტებულები და ბრძოლისუუნარონი არიან.

გაერო შიშობს, რომ საკვების უკმარისობის გამო ჩრდილოეთ კორეაში უამრავი დაავადება გავრცელდება, ამიტომ ქვეყნის მოსახლეობისთვის 6.3 მილიონი დოლარის დახმარება გამოყო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 1990-იანი წლების შუა პერიოდში გვალვის გამო ჩრდილოეთ კორეაში შიმშილით მილიონამდე ადამიანი გარდაიცვალა.

მომზადებულია theguardian.com-ის მიხედვით