საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამხედრო საათები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს
სამხედრო საათები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს

დრო და სი­ზუს­ტე, სამ­ხედ­რო დის­ციპ­ლი­ნის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია... სამ­ხედ­რო სა­ა­თე­ბის ის­ტო­რია, მა­ჯის სა­ა­თე­ბის შექ­მნის ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. თუმ­ცა, სამ­ხედ­რო და სა­ო­მარ­მა მოქ­მე­დე­ბებ­მა სამ­ხედ­რო სა­ა­თე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დიდი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს...

სამ­ხედ­რო სა­ა­თე­ბის გა­მო­გო­ნე­ბის ლო­კო­მი­ტი­ვად კომ­პა­ნია Breguet მი­იჩ­ნე­ვა. მის­მა დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა, აბ­რა­ამ ლუი ბრეგ­მა პირ­ველ­მა მო­ი­ფიქ­რა, სამ­ხედ­რო სა­ა­თის მო­დე­ლი, რო­მე­ლიც ნა­პო­ლე­ო­ნის დროს წარ­მო­ე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო მოქ­მე­დე­ბე­ბი­სას, ყვე­ლა ოფიც­რის მეგ­ზუ­რი იყო. მას "ეტ­ლის სა­ა­თებს" უწო­დებ­დნენ და შო­რე­ულ გზებ­ზე ტრან­სპორ­ტი­რე­ბას კარ­გად იტან­და. ამი­ტომ, ის შო­რე­ულ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში მი­მა­ვა­ლი ოფიც­რე­ბის აუ­ცი­ლე­ბე­ლი ატ­რი­ბუ­ტი გახ­და...

პირ­ვე­ლად, გერ­მა­ნელ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა, ვილ­ჰელმ I-მა ბერ­ლინ­ში, თა­ვი­სი ოფიც­რე­ბის­თვის, მა­ჯა­ზე შე­საკრვე­ლი სა­ა­თე­ბი, კომ­პა­ნია, Girard-Perregaux- ს შე­უკ­ვე­თა. ეს მა­შინ იმ­დე­ნად ინო­ვა­ცი­უ­რი იყო, რომ მის­მა შემ­ქმნე­ლებ­მა ვერც კი გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, თუ რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვანს სი­ახ­ლეს ჩა­უ­ყა­რეს სა­ფუძ­ვე­ლი... ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მო­დე­ლე­ბი, პრუ­სი­ის იმ­პე­რა­ტორს ისე მო­ე­წო­ნა, რომ იმ­პე­რი­ის ფლო­ტის­თვის, ფაბ­რი­კას 1000 ცალი ეგ­ზემპლა­რი შე­უკ­ვე­თა. 1880 წელს, სა­ზღვაო ოფიც­რე­ბი უკვე მა­ჯის სა­ა­თე­ბით იყ­ვნენ აღ­ჭურ­ვილ­ნი.

სამ­წუ­ხა­როდ, ის­ტო­რი­ამ იმ სა­ა­თე­ბის ორი­გი­ნა­ლე­ბი, რო­მე­ლიც შვე­ი­ცა­რულ­მა ფირ­მა Girard-Perregaux – მ, გერ­მა­ნუ­ლი სა­ზღვაო ფლო­ტის­თვის და­ამ­ზა­და, ვე­ღარ შე­მო­ი­ნა­ხა. თუმ­ცა, კომ­პა­ნი­ის არ­ქივ­ში, მათი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა შე­მორ­ჩე­ნი­ლია... ცნო­ბი­ლია, რომ აღ­ნიშ­ნულ მო­დე­ლებს ოქ­როს კორ­პუ­სე­ბით უშ­ვებ­დნენ, რათა ზღვის მა­რი­ლი­ან წყალს არ გა­ე­ფუ­ჭე­ბი­ნა, ხოლო ცი­ფერბლა­ტი პლა­ტი­ნის "გი­სო­სე­ბით" იყო და­ცუ­ლი. დრო­ის გა­სა­გე­ბად, პატ­რონს პლა­ტი­ნის ხუ­ფის გახ­სნა უწევ­და, რაც სა­ა­თის შუ­შას დამ­სხვრე­ვის­გა­ნაც იცავ­და.

1902 წელს, კომ­პა­ნია Omega-მ გა­ა­კე­თა მა­ჯის სა­ა­თე­ბის რეკ­ლა­მა, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­ლი ოფიც­რე­ბის­თვის იყო შე­ძე­ნი­ლი. მისი მტკი­ცე­ბით, სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის ეს სა­ა­თი შე­უც­ვლე­ლი იყო... იგი­ვე რეკ­ლა­მა, 1904 წელს გერ­მა­ნულ გა­ზეთ­შიც გავ­რცელ­და, სა­დაც ბრი­ტა­ნელ პოლ­კოვ­ნიკ­ზე წერ­დნენ, რო­მე­ლიც 1899-1902 წლებ­ში, ინ­გლი­სე­ლე­ბი­სა და ბუ­რე­ბის ომში, მა­ჯის სა­ათს ატა­რებ­და... მა­შინ­დე­ლი პრე­სის მიერ, მა­ჯის სა­ა­თე­ბის­თვის გა­კე­თე­ბუ­ლი რეკ­ლა­მის მი­უ­ხე­და­ვად, XIX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში სა­ა­თის მა­მა­კა­ცებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით ვერ სარ­გებ­ლობ­და, რად­გან ჯე­რაც ქა­ლის აქ­სე­სუ­ა­რად მი­აჩ­ნდათ.

1898 წელს, ინ­ჟი­ნერ-ტექ­ნი­კოს­მა ლუი კარ­ტემ, პირ­ვე­ლად, სპე­ცი­ა­ლუ­რად ქალ­ბა­ტო­ნე­ბის­თვის შექ­მნა მა­ჯის სა­ა­თი, რო­მე­ლიც იქამ­დე ელო­და ვიტ­რი­ნა­ში მყიდ­ველს, ვიდ­რე გრძელ­სა­ხე­ლო­ე­ბი­ა­ნი კა­ბე­ბი მო­დი­დან არ გა­და­ვი­და... სა­მა­გი­ე­როდ, ეს სა­ა­თი, მის­მა ბრა­ზი­ლი­ელ­მა მე­გო­ბარ­მა, ავი­ა­ტორ­მა ალ­ბერ­ტო სან­ტოშ დი­უ­მონ­ტიმ შე­ამ­ჩნია და სთხო­ვა მის­თვი­საც და­ემ­ზა­დე­ბი­ნა, რად­გან ფრე­ნი­სას დროს დრო­ის და­სა­ნიშ­ნად სჭირ­დე­ბო­და. კარ­ტემ მას თხოვ­ნა 1904 წელს შე­უს­რუ­ლა...

ის­ტო­რი­ის თა­ნახ­მად, კარ­ტე რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ცდი­ლობ­და, ბრი­ტა­ნე­თის სარ­დლო­ბა და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ მა­ჯის სა­ა­თი სი­ცი­ვე­სა და სი­ცხე­საც უძ­ლებ­და და დრო­ის გან­სა­ზღვრის­თვის, მთვა­რე­სა და ვარ­სკვლა­ვებ­ზე სა­ი­მე­დო იყო. თუმ­ცა, ამის­თვის დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­და...

იმ პე­რი­ოდ­ში, ლონ­დონ­ში, ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის კომ­პა­ნია გა­იხ­სნა. მათ შო­რის იყო, Wilsdorf & Davi, რო­მე­ლიც 1905 წელს გა­იხ­სნა და რო­მე­ლიც შემ­დეგ Rolex –ს სა­ვაჭ­რო ნიშ­ნით გახ­და ცნო­ბი­ლი. თა­ვი­დან ოქ­როს კორ­პუ­სი ჰქონ­და,. 1915 წლი­დან კი, სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის, თან­და­თან მე­ტა­ლით შეც­ვა­ლეს.

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის და­წყე­ბამ­დე, მე­ომ­რე­ბი სამ­ხედ­რო სა­ა­თებს, რა­ტომ­ღაც მა­ინც ჯი­ბე­ში ინა­ხავ­დნენ, რაც ძალ­ზედ მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იყო ოფიც­რე­ბის­თვის, რად­გან ფორ­მის შეც­ვლი­სას სა­ა­თებს ვე­რა­ფერს უხერ­ხებ­დნენ, - ფრენჩში მისი ჩა­დე­ბა, პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო.

ამი­ტომ, სამ­ხედ­რო­ებ­მა თა­ვად მი­ა­მაგ­რეს კი­დევ ერთი "რკა­ლი", რო­მელ­შიც შემ­დეგ, თას­მა გა­უ­ყა­რეს და მა­ჯა­ზე და­ი­მაგ­რეს. სწო­რედ ასეთ სა­ა­თებს უწო­დებ­დნე "ოფიც­რის სა­ათს"... თავ­და­პირ­ვე­ლად, კონ­სერ­ვა­ტო­რი სამ­ხედ­რო­ე­ბი მი­იჩ­ნევ­დნენ, რომ თას­მა არ­მი­ა­ში ძა­ლი­ან მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლი იყო, ასე­ვე სა­ა­თის კორ­პუ­სიც არ იყო საკ­მა­რი­სად მყა­რი, სარ­კე ად­ვი­ლად იმ­ტვრე­ო­და და ისევ ჯი­ბის სა­ათს არ­ჩევნდნენ, მაგ­რამ არ­მი­ა­ში, მა­ჯის სა­ათ­მა თავი მა­ინც და­იმ­კვიდ­რა.

პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს, ოფიც­რე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბის­თვის სას­წრა­ფოდ შე­უკ­ვე­თეს მა­ჯის სა­ა­თე­ბი, რო­მე­ლიც IWC (International Watch Company) კლა­სი­კუ­რი სამ­ხედ­რო დი­ზა­ი­ნით და­ამ­ზა­და. 1914 წელს, აღ­ნიშ­ნუ­ლი კომ­პა­ნია, სამ­ხედ­რო­ე­ბის წე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით და­ამ­ზა­და, - მყა­რი სა­მა­ჯუ­რით და ემა­ლი­რე­ბუ­ლი ცი­ფერბლა­ტით, რო­მელ­საც მა­ნა­თო­ბე­ლი ციფ­რე­ბი ჰქონ­და, რათა ღა­მი­თაც გა­მოს­დგო­მო­დათ... ის­ტო­რი­კო­სე­ბის თქმით, ამ სა­ა­თე­ბის "დამ­სა­ხუ­რე­ბით", მა­შინ ასო­ბით დაჭ­რი­ლი გა­დარ­ჩა, ისი­ნი სწო­რედ, მა­ნა­თო­ბე­ლი ცი­ფერბლა­ტის "სა­შუ­ა­ლე­ბით" იპოვ­ნეს...

1915 წელს, ბრი­ტა­ნეთ­ში, ინ­გლი­სე­ლი მფრი­ნა­ვე­ბის­თვის სამ­ხედ­რო სა­ა­თე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ი­წყეს. მა­შინ ძალ­ზე ახალ­გაზ­რდა ლონ­დო­ნურ­მა ფირ­მა Rolex-მა, პირ­ვე­ლი წყალ­გა­უმ­ტა­რი, წამ­ზო­მი­ა­ნი სა­ა­თე­ბი გა­მო­უშ­ვა, რა­თაა ბრი­ტა­ნელ სამ­ხედ­რო­ებს ყვე­ლა წუ­თის პრო­დუქ­ტი­უ­ლად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ... 1915 წელს, გას­ტონ ბრა­ით­ლიგ­მა, კვად­რა­ტუ­ლი, ტან­კის ფორ­მის, სა­ა­თი გა­მო­ი­გო­ნა. ეს მო­დე­ლი, ახ­ლაც ძალ­ზე მო­დუ­რია...

1917 წელს, ბრი­ტა­ნე­თის სამ­ხედ­რო სა­მი­ნის­ტრომ, Zenith-ს და­სა­ტეს­ტად შე­უკ­ვე­თა წამ­ზო­მი­ა­ნი მა­ჯის სა­ა­თე­ბი, რო­მელ­თა ხუფი ჰერ­მე­ტუ­ლად იყო და­ცუ­ლი, - ეს სა­ათს მალე გა­ფუ­ჭე­ბი­სა და გა­ჩე­რე­ბის­გან იცავ­და... მა­შინ­დე­ლი მსოფ­ლი­ოს შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებ­ში, დრო­ის სი­ზუს­ტის ფასი უკვე იცოდ­ნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იმ პე­რი­ოდ­ში მა­ჯის სა­ა­თე­ბი უკვე აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, - მის სიმ­ყა­რეს ბო­ლომ­დე არ ენ­დო­ბოდ­ნენ და არ­ჩე­ვანს მა­ინც ჯი­ბის სა­ა­თებ­ზე აკე­თებ­დნენ. მე­ტიც, 40-იან წლებ­ში, ბრი­ტა­ნე­ლი ოფიც­რე­ბი ერ­თდრო­უ­ლად ორ, ჯი­ბი­სა და მა­ჯის სა­ათს ატა­რებ­დნენ.

1919 წელს, ძმებ­მა ინ­გერ­სო­ლებ­მა night design და Radiolite მა­ნა­თო­ბე­ლი ცი­ფერბლა­ტი­ა­ნი სა­ა­თე­ბი გა­მო­ი­გო­ნეს. შემ­დეგ, მათ­გან ერთ-ერ­თმა, ჩარლზ ინ­გერ­სოლ­მა, არ­მი­ის­თვის მე­ქა­ნი­კუ­რი სა­ა­თი შექ­მნა, რე­გუ­ლი­რე­ბა­დი სა­მა­ჯუ­რით... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მათ ჯი­ბის სა­ა­თე­ბიც გა­მო­უშ­ვეს, რომ­ლე­ბიც Ingersoll Trenton სა­ვაჭ­რო ნიშ­ნით იყი­დე­ბო­და და წლე­ბის შემ­დეგ, ამე­რი­კა­ში აუქ­ვი­ონ­ზე 16 000 დო­ლა­რად გა­ი­ყი­და.

ფაქ­ტია, რომ პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის სა­ა­თე­ბის ინ­დუსტრი­ა­ში ორი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბის მი­ზე­ზი გახ­და, - ხე­ლის სა­ა­თებ­მა აქ­ტი­უ­რად შეც­ვა­ლეს ჯი­ბის სა­ა­თე­ბი და კი­დევ, - სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ლა­მის ერ­თდრო­უ­ლად გა­აც­ნო­ბი­ე­რა, რომ არ­მი­ის ეფექ­ტუ­რი მოქმდე­ბის­თვის, აუ­ცი­ლე­ბე­ლია სპე­ცი­ა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი, თუნ­დაც, წყალ­გამ­ძლე სა­ა­თი, რათა დრო სწო­რად გან­სა­ზღვრო.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, იტა­ლი­ე­ლებ­მა ამ სფე­რო­ში ინო­ვა­ცია შე­მო­ტა­ნეს და რა­დი­ო­მიმ­ღე­ბი­ა­ნი სა­ა­თე­ბი გა­მო­ი­გო­ნეს, მუქი ის­რე­ბი­თა და ფე­რა­დი ცი­ფერბლა­ტით. ამ სა­ა­თე­ბის მიერ გა­მო­ცე­მუ­ლი შუ­ქის დახ­მა­რე­ბით, წყალ­ქვე­შა სპეც­რაზ­მი სა­ი­დუმ­ლო ოპე­რა­ცი­ებს ას­რუ­ლებ­და, - იტა­ლი­ე­ლი დი­ვერ­სან­ტე­ბი, ბრი­ტა­ნე­თის და­ცულ პორ­ტებ­ში შე­დი­ოდ­ნენ და მათ სამ­ხედ­რო გე­მებ­სა და ხო­მალ­დებ­ზე ფსკე­რი­დან ნაღ­მებს ამაგ­რებ­დნენ.

ომი შეც­დო­მას არა­ვის პა­ტი­ობს, ამი­ტომ, ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თი, რო­მე­ლიც არ­მი­ის­თვის იწარ­მო­ე­ბა, კარ­გად შე­მოწ­მე­ბუ­ლი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის უნდა იყოს, რათა შეც­დო­მა გა­მო­ი­რი­ცხოს, - ვიბ­რა­ცია, რო­მელ­საც მძი­მე ტექ­ნი­კის სრო­ლი­სას ადა­მი­ა­ნის ხელი გა­ნიც­დის, ჩა­ქუ­ჩის დარ­ტყმის ტოლ­ფა­სია; ვი­ეტ­ნამ­სა და ან­გო­ლა­ში, არ­სე­ბო­ბენ ბაქ­ტე­რი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­ნე­რა­ლებს "ჭა­მენ" და სარ­კე გამჭვირ­ვა­ლო­ბას კარ­გავს. შე­სა­ბა­მი­სად, სამ­ხედ­რო­ე­ბის ნე­ბის­მი­ე­რი ნივ­თი ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ტუ­ა­ცი­ას უნდა უძ­ლებ­დეს. ამი­ტო­მაც, სამ­ხედ­რო­ე­ბი სა­ა­თე­ბი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ, გა­რე­მო ფაქ­ტო­რე­ბი­სა და არ­სე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის მი­ხედ­ვით იხ­ვე­წე­ბო­და.

მა­ჯის სა­ა­თის თავ­და­პირ­ვე­ლი ვერ­სი­ე­ბის მო­დე­ლებ­მა თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბამ­დე ვერ მო­აღ­წია, მაგ­რამ სამ­ხედ­რო-ანა­ლი­ტი­კუ­რი ჟურ­ნა­ლი "არ­სე­ნა­ლი", ოქ­ტომ­ბრი­დან, ყო­ველ ნო­მერ­ში, ჟურ­ნალ­თან ერ­თად, ის­ტო­რი­უ­ლი სა­ა­თე­ბის ანა­ლოგს გთა­ვა­ზობთ;

იხი­ლეთ ინ­ფორ­მა­ცია ვრცლად სამ­ხედ­რო სა­ა­თე­ბის უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცი­ის შე­სა­ხებ

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

სამხედრო საათები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს

სამხედრო საათები, რომლებმაც ისტორია შეცვალეს

დრო და სიზუსტე, სამხედრო დისციპლინის განუყოფელი ნაწილია... სამხედრო საათების ისტორია, მაჯის საათების შექმნის ისტორიის ნაწილია. თუმცა, სამხედრო და საომარმა მოქმედებებმა სამხედრო საათების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს...    

სამხედრო საათების გამოგონების ლოკომიტივად კომპანია Breguet  მიიჩნევა.  მისმა დამფუძნებელმა, აბრაამ ლუი ბრეგმა პირველმა მოიფიქრა, სამხედრო საათის მოდელი, რომელიც ნაპოლეონის დროს წარმოებული სამხედრო მოქმედებებისას, ყველა ოფიცრის მეგზური იყო. მას "ეტლის საათებს" უწოდებდნენ და შორეულ გზებზე ტრანსპორტირებას კარგად იტანდა. ამიტომ, ის შორეულ მოგზაურობაში მიმავალი ოფიცრების აუცილებელი ატრიბუტი გახდა...

პირველად, გერმანელმა იმპერატორმა, ვილჰელმ I-მა ბერლინში, თავისი ოფიცრებისთვის, მაჯაზე შესაკრველი საათები, კომპანია, Girard-Perregaux- ს შეუკვეთა. ეს მაშინ იმდენად ინოვაციური იყო, რომ მისმა შემქმნელებმა ვერც კი გააცნობიერეს, თუ როგორი მნიშვნელოვანს სიახლეს ჩაუყარეს საფუძველი... ექსპერიმენტული მოდელები, პრუსიის იმპერატორს ისე მოეწონა, რომ იმპერიის ფლოტისთვის, ფაბრიკას 1000 ცალი ეგზემპლარი შეუკვეთა. 1880 წელს, საზღვაო ოფიცრები უკვე მაჯის საათებით იყვნენ აღჭურვილნი.

სამწუხაროდ, ისტორიამ იმ საათების ორიგინალები, რომელიც შვეიცარულმა ფირმა Girard-Perregaux  – მ, გერმანული საზღვაო ფლოტისთვის დაამზადა, ვეღარ შემოინახა. თუმცა, კომპანიის არქივში, მათი გამოსახულება შემორჩენილია... ცნობილია, რომ აღნიშნულ მოდელებს ოქროს კორპუსებით უშვებდნენ, რათა ზღვის მარილიან წყალს არ გაეფუჭებინა, ხოლო ციფერბლატი პლატინის "გისოსებით" იყო დაცული. დროის გასაგებად, პატრონს პლატინის ხუფის გახსნა უწევდა, რაც საათის შუშას დამსხვრევისგანაც იცავდა.

1902 წელს, კომპანია Omega-მ გააკეთა მაჯის საათების რეკლამა, რომელიც ბრიტანელი ოფიცრებისთვის იყო შეძენილი. მისი მტკიცებით, სამხედროებისთვის ეს საათი შეუცვლელი იყო... იგივე რეკლამა, 1904 წელს გერმანულ გაზეთშიც გავრცელდა, სადაც ბრიტანელ პოლკოვნიკზე წერდნენ, რომელიც 1899-1902 წლებში, ინგლისელებისა და ბურების ომში, მაჯის საათს ატარებდა... მაშინდელი პრესის მიერ, მაჯის საათებისთვის გაკეთებული რეკლამის მიუხედავად, XIX საუკუნის დასაწყისში საათის მამაკაცებში დიდი პოპულარობით ვერ სარგებლობდა, რადგან ჯერაც ქალის აქსესუარად მიაჩნდათ.

1898 წელს, ინჟინერ-ტექნიკოსმა ლუი კარტემ, პირველად, სპეციალურად ქალბატონებისთვის შექმნა მაჯის საათი, რომელიც იქამდე ელოდა ვიტრინაში მყიდველს, ვიდრე გრძელსახელოებიანი კაბები მოდიდან არ გადავიდა... სამაგიეროდ, ეს საათი, მისმა ბრაზილიელმა მეგობარმა, ავიატორმა ალბერტო სანტოშ დიუმონტიმ შეამჩნია და სთხოვა მისთვისაც დაემზადებინა, რადგან ფრენისას დროს დროის დასანიშნად სჭირდებოდა. კარტემ მას თხოვნა 1904 წელს შეუსრულა...

ისტორიის თანახმად, კარტე რამდენიმე თვის განმავლობაში ცდილობდა, ბრიტანეთის სარდლობა დაერწმუნებინა, რომ მაჯის საათი სიცივესა და სიცხესაც უძლებდა და დროის განსაზღვრისთვის, მთვარესა და ვარსკვლავებზე საიმედო იყო. თუმცა, ამისთვის დიდი ძალისხმევა დასჭირდა...

იმ პერიოდში, ლონდონში, ერთდროულად რამდენიმე საათის კომპანია გაიხსნა. მათ შორის იყო, Wilsdorf & Davi, რომელიც 1905 წელს გაიხსნა და რომელიც შემდეგ Rolex  –ს სავაჭრო ნიშნით გახდა ცნობილი. თავიდან ოქროს კორპუსი ჰქონდა,. 1915 წლიდან კი, სამხედროებისთვის, თანდათან მეტალით შეცვალეს.

მიუხედავად ამისა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, მეომრები სამხედრო საათებს, რატომღაც მაინც ჯიბეში ინახავდნენ, რაც ძალზედ მოუხერხებელი იყო ოფიცრებისთვის, რადგან ფორმის შეცვლისას საათებს ვერაფერს უხერხებდნენ, - ფრენჩში მისი ჩადება, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო.

ამიტომ, სამხედროებმა თავად მიამაგრეს კიდევ ერთი "რკალი", რომელშიც შემდეგ, თასმა გაუყარეს და მაჯაზე დაიმაგრეს. სწორედ ასეთ საათებს უწოდებდნე "ოფიცრის საათს"... თავდაპირველად, კონსერვატორი სამხედროები მიიჩნევდნენ, რომ თასმა არმიაში ძალიან მოუხერხებელი იყო, ასევე საათის კორპუსიც არ იყო საკმარისად მყარი, სარკე ადვილად იმტვრეოდა და ისევ ჯიბის საათს არჩევნდნენ, მაგრამ არმიაში, მაჯის საათმა თავი მაინც დაიმკვიდრა.

პირველი მსოფლიო ომის დროს, ოფიცრები და ჯარისკაცებისთვის სასწრაფოდ შეუკვეთეს მაჯის საათები, რომელიც IWC (International Watch Company)  კლასიკური სამხედრო დიზაინით დაამზადა. 1914 წელს, აღნიშნული კომპანია, სამხედროების წესის გათვალისწინებით დაამზადა, - მყარი სამაჯურით და ემალირებული ციფერბლატით, რომელსაც მანათობელი ციფრები ჰქონდა, რათა ღამითაც გამოსდგომოდათ... ისტორიკოსების თქმით, ამ საათების "დამსახურებით", მაშინ ასობით დაჭრილი გადარჩა, ისინი სწორედ, მანათობელი ციფერბლატის "საშუალებით" იპოვნეს...

1915 წელს, ბრიტანეთში, ინგლისელი მფრინავებისთვის სამხედრო საათების წარმოება დაიწყეს. მაშინ ძალზე ახალგაზრდა ლონდონურმა ფირმა Rolex-მა, პირველი წყალგაუმტარი, წამზომიანი საათები გამოუშვა, რათაა ბრიტანელ სამხედროებს ყველა წუთის პროდუქტიულად გამოეყენებინათ... 1915 წელს, გასტონ ბრაითლიგმა, კვადრატული, ტანკის ფორმის, საათი გამოიგონა. ეს მოდელი, ახლაც ძალზე მოდურია...

1917 წელს, ბრიტანეთის სამხედრო სამინისტრომ, Zenith-ს დასატესტად შეუკვეთა წამზომიანი მაჯის საათები, რომელთა ხუფი ჰერმეტულად იყო დაცული, - ეს საათს მალე გაფუჭებისა და გაჩერებისგან იცავდა... მაშინდელი მსოფლიოს შეიარაღებულ ძალებში, დროის სიზუსტის ფასი უკვე იცოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში მაჯის საათები უკვე აქტიურად გამოიყენებოდა, - მის სიმყარეს ბოლომდე არ ენდობოდნენ და არჩევანს მაინც ჯიბის საათებზე აკეთებდნენ. მეტიც, 40-იან წლებში, ბრიტანელი ოფიცრები ერთდროულად ორ, ჯიბისა და მაჯის საათს ატარებდნენ.

1919 წელს, ძმებმა ინგერსოლებმა night design და Radiolite მანათობელი ციფერბლატიანი საათები გამოიგონეს. შემდეგ, მათგან ერთ-ერთმა, ჩარლზ ინგერსოლმა, არმიისთვის მექანიკური საათი შექმნა, რეგულირებადი სამაჯურით... მოგვიანებით, მათ ჯიბის საათებიც გამოუშვეს, რომლებიც Ingersoll Trenton  სავაჭრო ნიშნით იყიდებოდა და წლების შემდეგ, ამერიკაში აუქვიონზე 16 000 დოლარად გაიყიდა.

ფაქტია, რომ პირველი მსოფლიო ომის საათების ინდუსტრიაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების მიზეზი გახდა, - ხელის საათებმა აქტიურად შეცვალეს ჯიბის საათები და კიდევ, - სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლებამ ლამის ერთდროულად გააცნობიერა, რომ არმიის ეფექტური მოქმდებისთვის, აუცილებელია სპეციალიზირებული, თუნდაც, წყალგამძლე საათი, რათა დრო სწორად განსაზღვრო.

მოგვიანებით, იტალიელებმა ამ სფეროში ინოვაცია შემოტანეს და რადიომიმღებიანი საათები გამოიგონეს, მუქი ისრებითა და ფერადი ციფერბლატით. ამ საათების მიერ გამოცემული შუქის დახმარებით, წყალქვეშა სპეცრაზმი საიდუმლო ოპერაციებს ასრულებდა, -  იტალიელი დივერსანტები, ბრიტანეთის დაცულ პორტებში შედიოდნენ და მათ სამხედრო გემებსა და ხომალდებზე ფსკერიდან ნაღმებს ამაგრებდნენ.

ომი შეცდომას არავის პატიობს, ამიტომ, ნებისმიერი ნივთი, რომელიც არმიისთვის იწარმოება, კარგად შემოწმებული, მაღალი ხარისხის უნდა იყოს, რათა შეცდომა გამოირიცხოს, - ვიბრაცია, რომელსაც მძიმე ტექნიკის სროლისას ადამიანის ხელი განიცდის, ჩაქუჩის დარტყმის ტოლფასია; ვიეტნამსა და ანგოლაში, არსებობენ ბაქტერიები, რომლებიც მინერალებს "ჭამენ" და  სარკე გამჭვირვალობას კარგავს. შესაბამისად, სამხედროების ნებისმიერი ნივთი ყველანაირი სიტუაციას უნდა უძლებდეს. ამიტომაც, სამხედროები საათები ნაბიჯ-ნაბიჯ, გარემო ფაქტორებისა და არსებული მოთხოვნების მიხედვით იხვეწებოდა.

მაჯის საათის თავდაპირველი ვერსიების მოდელებმა თანამედროვეობამდე ვერ მოაღწია, მაგრამ სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი", ოქტომბრიდან, ყოველ ნომერში, ჟურნალთან ერთად, ისტორიული საათების ანალოგს გთავაზობთ;

იხილეთ ინფორმაცია ვრცლად სამხედრო საათების უნიკალური კოლექციის შესახებ

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"