სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეროვნული ფეხბურთის ციფრების ანატომია
ეროვნული ფეხბურთის ციფრების ანატომია

თით­ქმის თვე გა­ვი­და რუს­თა­ვის "ოლიმ­პის" მე­ო­რედ გა­ჩემ­პი­ო­ნე­ბის შემ­დეგ. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი გა­სულ სე­ზონს აჯა­მე­ბენ, ბევ­რმა ამ­პლუ­ე­ბის მი­ხედ­ვით სა­უ­კე­თე­სო­თა და­სა­ხე­ლე­ბაც გა­ბე­და, ცო­ტამ გა­სუ­ლი სე­ზო­ნის მოვ­ლე­ნე­ბი შე­ა­ფა­სა. სა­კუ­თა­რი რჩე­უ­ლე­ბი ჩვენც გვყავს, მაგ­რამ დღეს მათ­ზე შე­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებთ. ახლა ის გვინ­და, რომ ფეხ­ბურთში XXI ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი ციფ­რე­ბით "ავა­მე­ტყვე­ლოთ".

ხომ გა­გი­გი­ათ, "ფულს დათ­ვლა უყ­ვარ­სო". ჰოდა, ვი­ნა­ი­დან ქარ­თულ ფეხ­ბურთში იმ­დე­ნი ფული არაა, რომ ვინ­მემ მისი დათ­ვლით თავი შე­ი­წუ­ხოს, ჩვენც ისღა დაგ­ვრჩე­ნია სა­ფეხ­ბურ­თო ან­გა­რი­შე­ბი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი სე­რი­ე­ბი დავ­თვა­ლოთ. გამ­გე­ბი ამ ციფ­რე­ბი­და­ნაც ბევ­რს გა­ი­გებს, ზო­გის­თვის დღე­სა­ვით რომ ნა­თე­ლია, იმ ფაქ­ტებს სტა­ტის­ტი­კით "გა­ა­მაგ­რებს". მოკ­ლედ, მო­ემ­ზა­დეთ და და­ვი­წყოთ.

და­ვუშ­ვათ ვა­და­ჭ­კო­რი­ამ გა­ბე­და

ფეხ­ბურთში სა­ქარ­თვე­ლოს XXI ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტი (უმაღ­ლე­სი ლიგა) 2009 წლის 1-ელ აგ­ვის­ტოს და­ი­წყო და 2010 წლის 20 მა­ისს დას­რულ­და. 10-მა გუნ­დმა ერ­თმა­ნეთ­ში 4 წრედ იას­პა­რე­ზა და 36 ტუ­რის შემ­დეგ ისე და­ლაგ­დნენ, ქვე­მოთ ნაჩ­ვე­ნებ ცხრილ­ში რო­მაა.

ჩემ­პი­ო­ნატ­ში 180 მატ­ჩი და­ი­წყო და მათ­გან არ­ბიტრმა 179-ში მის­ცა სა­ფი­ნა­ლო სასტვე­ნი. მხო­ლოდ ერ­თში, რო­მე­ლიც ზეს­ტა­ფონ­ში იქა­ურ გუნდსა და რუს­თა­ვის "ოლიმპს" შო­რის მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, გი­ორ­გი ვა­და­ჭ­კო­რი­ამ 83-ე წუთ­ზე (1:1-ზე) შე­წყვი­ტა შეხ­ვედ­რა და სა­კი­თხი გან­სა­ხილ­ვე­ლად ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის სა­დის­ციპ­ლი­ნო კო­მი­ტეტს და­უთ­მო. იქ იმ­სჯე­ლეს და ორი­ვე გუნდს ტექ­ნი­კუ­რი მარ­ცხი (0:3) ჩა­უთ­ვა­ლეს. მოკ­ლე ხან­ში აღ­მას­კომ­მა რუს­თა­ვე­ლებს სას­ჯე­ლი უფრო გა­უმ­კაც­რა და გუნდს კი­დევ 3 ქულა და­აკ­ლო.

ვი­ნა­ი­დან 20 მარ­ტის ამ შეხ­ვედ­რა­ში იმერ­ლებ­მაც და ქვე­მო­ქარ­თლე­ლებ­მაც დე-იუ­რედ წა­ა­გეს და არა დე-ფაქ­ტოდ, ჩვენს სტა­ტის­ტი­კა­ში მისი შე­დე­გი 1:1 დავ­ტო­ვეთ. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ძა­ლი­ან დაგ­ვე­ნა­ნა "ოლიმ­პის" თავ­კა­ცის თე­მურ მა­ხა­რა­ძის საკ­მა­ოდ გრძელ­ვა­დი­ა­ნი წა­უ­გე­ბე­ლი სე­რია თით­ქმის 2 თვით ადრე გა­სა­წყვე­ტად. ვი­ნა­ი­დან მეც­ნი­ე­რე­ბა­ში და მათ შო­რის სტა­ტის­ტი­კა­შიც დაშ­ვე­ბა და­საშ­ვე­ბია, და­ვუშ­ვათ არ­ბიტრმა ვა­და­ჭ­კო­რი­ამ გა­ბე­და, ის მატ­ჩი ბო­ლომ­დე ჩა­ამ­თავ­რა და შე­დე­გიც არ შეც­ვლი­ლა (არა­და, თვითმხილ­ველ­თა თქმით, მსაჯს სწო­რედ იმის შე­ე­შინ­და, ვა­ი­თუ დარ­ჩე­ნილ დრო­ში რო­მე­ლი­მე გუნ­დმა გოლი გა­ი­ტა­ნო­სო და მეტ­წი­ლად იმი­ტო­მაც არ და­ამ­თავ­რე­ბი­ნა ნა­ჩხუ­ბარ­ზე და­შოშ­მი­ნე­ბულ ფეხ­ბურ­თე­ლებს). მგო­ნი, არა­ფერს და­ვა­შა­ვებთ.

ზამ­თარ­ში გა­მო­ფხიზ­ლე­ბუ­ლი სტუმ­რე­ბი

180 მატჩში მას­პინ­ძლებ­მა 81 მო­ი­გეს, სტუმ­რებ­მა - 48, ხოლო 51 შეხ­ვედ­რა­ში ფრე და­ფიქ­სირ­და, ბურ­თე­ბის სხვა­ო­ბა 259:172. სულ 431 გოლი გა­ვი­და, რაც სა­შუ­ა­ლოდ ერთ მატჩზე გა­და­ან­გა­რი­შე­ბით 2,39-ს უტოლ­დე­ბა.

მას­პინ­ძელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბა 4-დან 3 წრე­ში იყო, აი, ე.წ. ზამ­თრის (5 თე­ბერ­ვლი­დან 28 მარ­ტის ჩათ­ვლით) III წრე­ში კი, თავი ფა­ვო­რიტ­მა სტუმ­რებ­მა გა­მო­ი­ჩი­ნეს და 16-16-ჯერ მო­გე­ბუ­ლი და ფრედ დამ­თავ­რე­ბუ­ლი მატ­ჩე­ბის წილ, მხო­ლოდ 13-ში წა­ა­გეს.

ჩემ­პი­ო­ნა­ტის გან­მავ­ლო­ბა­ში 3 შემ­თხვე­ვა იყო, როცა მას­პინ­ძლებ­მა ტუ­რის 5-ვე შეხ­ვედ­რა მო­ი­გეს (III, XV და XXXVI), მათ­გან გა­ტა­ნილ-გაშ­ვე­ბუ­ლი ბურ­თე­ბის სა­უ­კე­თე­სო ბა­ლან­სი ბოლო შემ­თხვე­ვა­ში და­ფიქ­სირ­და - 17:2. რაც შე­ე­ხე­ბათ სტუმ­რებს, მათი ბე­ნე­ფი­სი 2010 წლის 21 თე­ბერ­ვალს XXII ტურ­ში შედ­გა. ამ დღეს მათ მხო­ლოდ ქულა და­უ­ტო­ვეს მას­პინ­ძლებს, და­ნარ­ჩენ 4 შეხ­ვედ­რა­ში კი მო­ი­გეს (ბურ­თე­ბის ბა­ლან­სით 7:2).

გა­ტა­ნი­ლი გო­ლე­ბის რე­კორ­დუ­ლი ოდე­ნო­ბით 2009 წლის 17 ოქ­ტომ­ბერს გა­მარ­თუ­ლი XI ტური გა­მო­ირ­ჩა. ამ დღეს გუნ­დებ­მა 23 გოლი (სა­შუ­ა­ლოდ 4,6 გოლი მატჩში) გა­ი­ტა­ნეს. გო­ლე­ბის მხრივ ყვე­ლა­ზე "ღა­რი­ბი" იყო IV ტური - 22 აგ­ვის­ტოს იქეთ-აქეთ სულ 4 გოლი (სა­შუ­ა­ლოდ 0,8 გოლი მატჩში) გა­ვი­და.

17-დან 14 იმერ­ლე­ბი­საა

XXI ეროვ­ნუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის 180 მატჩში 17-ნა­ი­რი შე­დე­გი და­ფიქ­სირ­და. სა­ფი­ნა­ლო სასტვე­ნის შემ­დეგ ტაბ­ლო­ზე ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ 1:0 (ან 0:1) დარ­ჩა. ასე მოხ­და 37-ჯერ. ეს ან­გა­რი­ში "ზეს­ტა­ფო­ნი­სა" და ზუგ­დი­დის "ბა­ი­ას" სა­მატ­ჩო ოქ­მებ­ში 10-10-ჯერ და­ფიქ­სირ­და, თუმ­ცა თუ იმერ­ლებ­მა მათ­გან 7 შემ­თხვე­ვა­ში მო­ი­გეს, მეგ­რე­ლებ­მა 9-ში წა­ა­გეს. 0:1 კი­დევ ერთი გუნ­დის­თვის იყო "სა­ტურ­ნი­რო თი­ლის­მა". "გაგ­რამ" ასე­თი ან­გა­რი­შით 9-დან 8 შემ­თხვე­ვა­ში და­ტო­ვა მინ­დო­რი წა­გე­ბულ­მა.

პო­პუ­ლა­რულ ან­გა­რიშ­თა შო­რის მე-2 ად­გილ­ზეა 2:0 - 24-ჯერ (რე­კორდსმე­ნი თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" - 7 (აქე­დან 6 მო­ი­გო)). შემ­დეგ მო­დის 2:1 - 23-ჯერ (რე­კორდსმე­ნე­ბი ცხინ­ვა­ლის "სპარ­ტა­კი" და თბი­ლი­სის "ვიტ ჯორ­ჯია" - 7 (5 მო­ი­გო)). 22-ჯერ და­ფიქ­სირ­და 1:1, 21-ჯერ კი - 0:0. ნუ­ლო­ვა­ნი შე­დე­გით ყვე­ლა­ზე ხში­რად (8) ბოლ­ნი­სის "სი­ო­ნის" მატ­ჩე­ბი დამ­თავ­რდა. ს/კ "სამ­ტრე­დია" ერ­თა­დერ­თი ქარ­თუ­ლი გუნ­დი გახ­ლდათ, რო­მელ­საც გა­სულ სე­ზონ­ში ასე­თი ან­გა­რი­შით არ უთა­მა­შია.

კი­დევ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი სხვა შე­დე­გე­ბის ციფ­რუ­ლი სტა­ტის­ტი­კა ასე­თია 4:1 - 10, 3:0 - 9, 3:1 - 9, 2:2 - 7, 4:0 - 6, 5:0 - 3, 6:0 - 2, 5:1 - 2, 3:2 - 2, 4:2 - 1, 4:3 - 1, 3:3 - 1.

"სამ­ტრე­დია" ან­გა­რი­შებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში ერთხე­ლაც, თუმ­ცა თა­ნა­რე­გი­ო­ნელ ზეს­ტა­ფო­ნე­ლებ­თან ერ­თად უნდა ვახ­სე­ნოთ. ამ იმე­რულ კლუბ­თა შეხ­ვედ­რებ­ში, სა­ერ­თოდ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი 17 სხვა­დას­ხვა შე­დე­გი­დან, ყვე­ლა­ზე მეტი 14-ნა­ი­რი ან­გა­რი­ში დარ­ჩა ტაბ­ლო­ზე. ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი არ­ჩე­ვა­ნი კი, თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტივს" ჰქონ­და - 8.

ერ­თიც სამ­ტრე­დი­ე­ლებ­ზე და მალე "სე­რი­ებ­ზე" გა­და­ვი­დეთ - იქ მათი ხსე­ნე­ბა აღარ იქ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე მეტი გოლი "სამ­ტრე­დი­ას" მო­ნა­წი­ლე­ო­ბით გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რებ­ში გა­ვი­და - 111 (სა­შუ­ა­ლოდ 3,08 გოლი მატჩში). ამ მხრივ, ყვე­ლა­ზე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი პირ­ველ ლი­გა­ში დაქ­ვე­ი­თე­ბულ "ლო­კო­მო­ტივს" აქვს - 69 (სა­შუ­ა­ლოდ 1,92 გოლი). ახა­ლი სე­ზო­ნი­დან სა­ინ­ტე­რე­სო დაკ­ვირ­ვე­ბის მო­ლო­დინ­ში იქ­ნე­ბი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რად­გან იმე­რელ­თა მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბი გა­სულ სე­ზონ­ში რკი­ნიგ­ზე­ლე­ბის გამ­წვრთნელ­მა გელა სა­ნა­ი­ამ ჩა­ი­ბა­რა.

ჩემ­პი­ო­ნატ­ზე დიდი ან­გა­რი­შით (3 და მეტი ბურ­თის სხვა­ო­ბით) სულ 32 მატ­ჩი დას­რულ­და. მო­გე­ბა­თა მხრივ რე­კორდსმე­ნი თბი­ლი­სის "დი­ნა­მოა" - 9, ხოლო წა­გე­ბა­თა მხრივ ცხინ­ვა­ლის "სპარ­ტა­კი" - 6. "ზეს­ტა­ფონ­მა" ისე და­ამ­თავ­რა ჩემ­პი­ო­ნა­ტი, რომ დიდი ან­გა­რი­შით არ წა­უ­გია, აი, "ლო­კო­მო­ტი­ვი" კი, ერ­თა­დერ­თი გუნ­დია, რო­მელ­საც ასე­თი ან­გა­რი­შით არ მო­უ­გია.

გაგ­რუ­ლი ტრი­ოს "ნაშ­რო­მი"

წა­უ­გე­ბე­ლი მატ­ჩე­ბის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი სე­რია ქვეყ­ნის ჩემ­პი­ონ რუს­თა­ვის "ოლიმპს" უკავ­შირ­დე­ბა. VI ტურ­ში თბი­ლის­ში "დი­ნა­მოს­თან" გან­ცდი­ლი მარ­ცხის (0:4) შემ­დეგ ქვე­მო­ქარ­თლე­ლებ­მა ზე­დი­ზედ 27 მატჩში არ იცოდ­ნენ წა­გე­ბის გემო. რუს­თა­ველ­თათ­ვის მარ­ცხი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა ფა­შის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯვე­ბის დღე - 9 მა­ი­სი. ამ დღეს თე­მურ მა­ხა­რა­ძის გაწ­ვრთნილ­მა "ოლიმპმა" თბი­ლი­სის "ვიტ ჯორ­ჯი­ას­თან" 0:2 წა­ა­გო.

ამა­ვე დღეს დას­რულ­და მა­ხა­რა­ძის უფრო ხან­გრძლი­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი სე­რია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ეს სპე­ცი­ა­ლის­ტი ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­წყის 11 ტურ­ში ბოლ­ნი­სის "სი­ონს" წვრთნი­და. სწო­რედ ამ გუნ­დი­დან გა­მო­ყო­ლილ 7 წა­უ­გე­ბელ მატჩს მა­ხა­რა­ძემ "ოლიმპში" 22 და­უ­მა­ტა და მისი სე­რია 239 დღეს გაგ­რძელ­და.

მო­უ­გე­ბე­ლი მატ­ჩე­ბის ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი სე­რია ჰქონ­და ს/კ "გაგ­რას". ამ სე­რი­ას ფა­სიც "გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი" აქვს, რად­გან გუნ­დმა იგი 3 მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის ხელ­ში "შექ­მნა" (2009 წლის 22 ნო­ემ­ბრი­დან 2010 წლის 9 მა­ი­სი). 19-მატ­ჩი­ა­ნი სე­რია მწვრთნე­ლებ­ზე ასე­თი თან­მიმ­დევ­რო­ბით გა­და­ნა­წილ­და - ვიქ­ტორ კაშ­ჩეი -2, კახი კა­რა­ნა­ძე - 11, ანა­ტო­ლი პის­კო­ვე­ცი - 6.

თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ" და რუს­თა­ვის "ოლიმპმა" ზე­დი­ზედ 13 შეხ­ვედ­რა ისე ჩა­ამ­თავ­რეს, რომ მე­ტო­ქის­თვის გოლი გაჰ­ქონ­დათ. თუმ­ცა აქ უპი­რა­ტე­სო­ბა ქვე­მო­ქარ­თლელ­თა მხა­რეს უნდა იყოს, რად­გან მათ ამ სე­რი­ა­ში 34 გოლი გა­ი­ტა­ნეს, თბი­ლი­სე­ლებ­მა კი - 25.

უგო­ლო სე­რი­ით გა­მო­ირ­ჩა კი­დევ ერთი ქვე­მო­ქარ­თლუ­რი გუნ­დი ბოლ­ნი­სის "სი­ო­ნი". ამ გუნ­დმა, სა­თა­ვე­ში ხვი­ჩა ქას­რაშ­ვი­ლის მოს­ვლი­დან ზე­დი­ზედ 6 მატჩში ვერ შეძ­ლო მე­ტო­ქის­თვის გო­ლის გა­ტა­ნა, მერე კი ერ­თბა­შად "აი­წყვი­ტა" და ჩემ­პი­ო­ნა­ტი ცხრი­ლის მე-6 სა­ფე­ხურ­ზე და­ამ­თავ­რა.

ყვე­ლა­ზე ხან­გრძლი­ვი გოლ­გა­უშ­ვე­ბე­ლი სე­რია ჰქონ­და რუს­თა­ვის "ოლიმპს". მის­მა კი­პერ­მა გრი­გოლ ჭან­ტუ­რი­ამ ზე­დი­ზედ 5 შეხ­ვედ­რა­ში შეძ­ლო კა­რის "მშრა­ლად" შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა. ზე­დი­ზედ 4 მატჩში მო­ა­ხერ­ხა ასე­თი რამ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" კი­პერ­მა გი­ორ­გი ლო­რი­ამ.

ამ მხრივ სრუ­ლი­ად სა­პი­რის­პი­რო შე­დე­გი აქვთ თბი­ლი­სის "ლო­კო­მო­ტი­ვის" მე­კა­რე­ებს. რკი­ნიგ­ზე­ლებ­მა გა­სუ­ლი ჩემ­პი­ო­ნა­ტის ბოლო 13 მატჩში ერთხე­ლაც ვერ შეძ­ლეს კა­რის სრუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა.

"ლო­კო­მო­ტივ­მა" ყვე­ლა­ზე მეტ­ჯერ (21) და­ტო­ვა მინ­დო­რი ისე, რომ მე­ტო­ქეს გოლი ერთხე­ლაც ვერ გა­უ­ტა­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ­პი­ო­ნა­ტის სა­უ­კე­თე­სო გუნდს რუს­თა­ვის "ოლიმპს", მან 36-დან 31 მატჩში შეძ­ლო მო­წი­ნა­აღ­მდე­გის ერთხელ მა­ინც დამ­წუხ­რე­ბა.

ფრი­დონ კერ­ვა­ლიშ­ვი­ლი

"მსოფ­ლიო სპორ­ტი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ეროვნული ფეხბურთის ციფრების ანატომია

ეროვნული ფეხბურთის ციფრების ანატომია

თითქმის თვე გავიდა რუსთავის "ოლიმპის" მეორედ გაჩემპიონების შემდეგ. სპეციალისტები გასულ სეზონს აჯამებენ, ბევრმა ამპლუების მიხედვით საუკეთესოთა დასახელებაც გაბედა, ცოტამ გასული სეზონის მოვლენები შეაფასა. საკუთარი რჩეულები ჩვენც გვყავს, მაგრამ დღეს მათზე შეჩერებას არ ვაპირებთ. ახლა ის გვინდა, რომ ფეხბურთში XXI ეროვნული ჩემპიონატი ციფრებით "ავამეტყველოთ".

ხომ გაგიგიათ, "ფულს დათვლა უყვარსო". ჰოდა, ვინაიდან ქართულ ფეხბურთში იმდენი ფული არაა, რომ ვინმემ მისი დათვლით თავი შეიწუხოს, ჩვენც ისღა დაგვრჩენია საფეხბურთო ანგარიშები, წარმატებული და წარუმატებელი სერიები დავთვალოთ. გამგები ამ ციფრებიდანაც ბევრს გაიგებს, ზოგისთვის დღესავით რომ ნათელია, იმ ფაქტებს სტატისტიკით "გაამაგრებს". მოკლედ, მოემზადეთ და დავიწყოთ.

დავუშვათ ვადაჭკორიამ გაბედა

ფეხბურთში საქართველოს XXI ეროვნული ჩემპიონატი (უმაღლესი ლიგა) 2009 წლის 1-ელ აგვისტოს დაიწყო და 2010 წლის 20 მაისს დასრულდა. 10-მა გუნდმა ერთმანეთში 4 წრედ იასპარეზა და 36 ტურის შემდეგ ისე დალაგდნენ, ქვემოთ ნაჩვენებ ცხრილში რომაა.

ჩემპიონატში 180 მატჩი დაიწყო და მათგან არბიტრმა 179-ში მისცა საფინალო სასტვენი. მხოლოდ ერთში, რომელიც ზესტაფონში იქაურ გუნდსა და რუსთავის "ოლიმპს" შორის მიმდინარეობდა, გიორგი ვადაჭკორიამ 83-ე წუთზე (1:1-ზე) შეწყვიტა შეხვედრა და საკითხი განსახილველად ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს დაუთმო. იქ იმსჯელეს და ორივე გუნდს ტექნიკური მარცხი (0:3) ჩაუთვალეს. მოკლე ხანში აღმასკომმა რუსთაველებს სასჯელი უფრო გაუმკაცრა და გუნდს კიდევ 3 ქულა დააკლო.

ვინაიდან 20 მარტის ამ შეხვედრაში იმერლებმაც და ქვემოქართლელებმაც დე-იურედ წააგეს და არა დე-ფაქტოდ, ჩვენს სტატისტიკაში მისი შედეგი 1:1 დავტოვეთ. სიმართლე გითხრათ, ძალიან დაგვენანა "ოლიმპის" თავკაცის თემურ მახარაძის საკმაოდ გრძელვადიანი წაუგებელი სერია თითქმის 2 თვით ადრე გასაწყვეტად. ვინაიდან მეცნიერებაში და მათ შორის სტატისტიკაშიც დაშვება დასაშვებია, დავუშვათ არბიტრმა ვადაჭკორიამ გაბედა, ის მატჩი ბოლომდე ჩაამთავრა და შედეგიც არ შეცვლილა (არადა, თვითმხილველთა თქმით, მსაჯს სწორედ იმის შეეშინდა, ვაითუ დარჩენილ დროში რომელიმე გუნდმა გოლი გაიტანოსო და მეტწილად იმიტომაც არ დაამთავრებინა ნაჩხუბარზე დაშოშმინებულ ფეხბურთელებს). მგონი, არაფერს დავაშავებთ.

ზამთარში გამოფხიზლებული სტუმრები

180 მატჩში მასპინძლებმა 81 მოიგეს, სტუმრებმა - 48, ხოლო 51 შეხვედრაში ფრე დაფიქსირდა, ბურთების სხვაობა 259:172. სულ 431 გოლი გავიდა, რაც საშუალოდ ერთ მატჩზე გადაანგარიშებით 2,39-ს უტოლდება.

მასპინძელთა უპირატესობა 4-დან 3 წრეში იყო, აი, ე.წ. ზამთრის (5 თებერვლიდან 28 მარტის ჩათვლით) III წრეში კი, თავი ფავორიტმა სტუმრებმა გამოიჩინეს და 16-16-ჯერ მოგებული და ფრედ დამთავრებული მატჩების წილ, მხოლოდ 13-ში წააგეს.

ჩემპიონატის განმავლობაში 3 შემთხვევა იყო, როცა მასპინძლებმა ტურის 5-ვე შეხვედრა მოიგეს (III, XV და XXXVI), მათგან გატანილ-გაშვებული ბურთების საუკეთესო ბალანსი ბოლო შემთხვევაში დაფიქსირდა - 17:2. რაც შეეხებათ სტუმრებს, მათი ბენეფისი 2010 წლის 21 თებერვალს XXII ტურში შედგა. ამ დღეს მათ მხოლოდ ქულა დაუტოვეს მასპინძლებს, დანარჩენ 4 შეხვედრაში კი მოიგეს (ბურთების ბალანსით 7:2).

გატანილი გოლების რეკორდული ოდენობით 2009 წლის 17 ოქტომბერს გამართული XI ტური გამოირჩა. ამ დღეს გუნდებმა 23 გოლი (საშუალოდ 4,6 გოლი მატჩში) გაიტანეს. გოლების მხრივ ყველაზე "ღარიბი" იყო IV ტური - 22 აგვისტოს იქეთ-აქეთ სულ 4 გოლი (საშუალოდ 0,8 გოლი მატჩში) გავიდა.

17-დან 14 იმერლებისაა

XXI ეროვნული ჩემპიონატის 180 მატჩში 17-ნაირი შედეგი დაფიქსირდა. საფინალო სასტვენის შემდეგ ტაბლოზე ყველაზე მეტჯერ 1:0 (ან 0:1) დარჩა. ასე მოხდა 37-ჯერ. ეს ანგარიში "ზესტაფონისა" და ზუგდიდის "ბაიას" სამატჩო ოქმებში 10-10-ჯერ დაფიქსირდა, თუმცა თუ იმერლებმა მათგან 7 შემთხვევაში მოიგეს, მეგრელებმა 9-ში წააგეს. 0:1 კიდევ ერთი გუნდისთვის იყო "სატურნირო თილისმა". "გაგრამ" ასეთი ანგარიშით 9-დან 8 შემთხვევაში დატოვა მინდორი წაგებულმა.

პოპულარულ ანგარიშთა შორის მე-2 ადგილზეა 2:0 - 24-ჯერ (რეკორდსმენი თბილისის "დინამო" - 7 (აქედან 6 მოიგო)). შემდეგ მოდის 2:1 - 23-ჯერ (რეკორდსმენები ცხინვალის "სპარტაკი" და თბილისის "ვიტ ჯორჯია" - 7 (5 მოიგო)). 22-ჯერ დაფიქსირდა 1:1, 21-ჯერ კი - 0:0. ნულოვანი შედეგით ყველაზე ხშირად (8) ბოლნისის "სიონის" მატჩები დამთავრდა. ს/კ "სამტრედია" ერთადერთი ქართული გუნდი გახლდათ, რომელსაც გასულ სეზონში ასეთი ანგარიშით არ უთამაშია.

კიდევ დაფიქსირებული სხვა შედეგების ციფრული სტატისტიკა ასეთია 4:1 - 10, 3:0 - 9, 3:1 - 9, 2:2 - 7, 4:0 - 6, 5:0 - 3, 6:0 - 2, 5:1 - 2, 3:2 - 2, 4:2 - 1, 4:3 - 1, 3:3 - 1.

"სამტრედია" ანგარიშებთან მიმართებაში ერთხელაც, თუმცა თანარეგიონელ ზესტაფონელებთან ერთად უნდა ვახსენოთ. ამ იმერულ კლუბთა შეხვედრებში, საერთოდ დაფიქსირებული 17 სხვადასხვა შედეგიდან, ყველაზე მეტი 14-ნაირი ანგარიში დარჩა ტაბლოზე. ყველაზე ნაკლები არჩევანი კი, თბილისის "ლოკომოტივს" ჰქონდა - 8.

ერთიც სამტრედიელებზე და მალე "სერიებზე" გადავიდეთ - იქ მათი ხსენება აღარ იქნება. ყველაზე მეტი გოლი "სამტრედიას" მონაწილეობით გამართულ შეხვედრებში გავიდა - 111 (საშუალოდ 3,08 გოლი მატჩში). ამ მხრივ, ყველაზე მოკრძალებული მაჩვენებელი პირველ ლიგაში დაქვეითებულ "ლოკომოტივს" აქვს - 69 (საშუალოდ 1,92 გოლი). ახალი სეზონიდან საინტერესო დაკვირვების მოლოდინში იქნებიან სპეციალისტები, რადგან იმერელთა მართვის სადავეები გასულ სეზონში რკინიგზელების გამწვრთნელმა გელა სანაიამ ჩაიბარა.

ჩემპიონატზე დიდი ანგარიშით (3 და მეტი ბურთის სხვაობით) სულ 32 მატჩი დასრულდა. მოგებათა მხრივ რეკორდსმენი თბილისის "დინამოა" - 9, ხოლო წაგებათა მხრივ ცხინვალის "სპარტაკი" - 6. "ზესტაფონმა" ისე დაამთავრა ჩემპიონატი, რომ დიდი ანგარიშით არ წაუგია, აი, "ლოკომოტივი" კი, ერთადერთი გუნდია, რომელსაც ასეთი ანგარიშით არ მოუგია.

გაგრული ტრიოს "ნაშრომი"

წაუგებელი მატჩების ყველაზე ხანგრძლივი სერია ქვეყნის ჩემპიონ რუსთავის "ოლიმპს" უკავშირდება. VI ტურში თბილისში "დინამოსთან" განცდილი მარცხის (0:4) შემდეგ ქვემოქართლელებმა ზედიზედ 27 მატჩში არ იცოდნენ წაგების გემო. რუსთაველთათვის მარცხიანი აღმოჩნდა ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღე - 9 მაისი. ამ დღეს თემურ მახარაძის გაწვრთნილმა "ოლიმპმა" თბილისის "ვიტ ჯორჯიასთან" 0:2 წააგო.

ამავე დღეს დასრულდა მახარაძის უფრო ხანგრძლივი წარმატებული სერია. მოგეხსენებათ, ეს სპეციალისტი ჩემპიონატის საწყის 11 ტურში ბოლნისის "სიონს" წვრთნიდა. სწორედ ამ გუნდიდან გამოყოლილ 7 წაუგებელ მატჩს მახარაძემ "ოლიმპში" 22 დაუმატა და მისი სერია 239 დღეს გაგრძელდა.

მოუგებელი მატჩების ყველაზე ხანგრძლივი სერია ჰქონდა ს/კ "გაგრას". ამ სერიას ფასიც "განსაკუთრებული" აქვს, რადგან გუნდმა იგი 3 მთავარი მწვრთნელის ხელში "შექმნა" (2009 წლის 22 ნოემბრიდან 2010 წლის 9 მაისი). 19-მატჩიანი სერია მწვრთნელებზე ასეთი თანმიმდევრობით გადანაწილდა - ვიქტორ კაშჩეი -2, კახი კარანაძე - 11, ანატოლი პისკოვეცი - 6.

თბილისის "დინამომ" და რუსთავის "ოლიმპმა" ზედიზედ 13 შეხვედრა ისე ჩაამთავრეს, რომ მეტოქისთვის გოლი გაჰქონდათ. თუმცა აქ უპირატესობა ქვემოქართლელთა მხარეს უნდა იყოს, რადგან მათ ამ სერიაში 34 გოლი გაიტანეს, თბილისელებმა კი - 25.

უგოლო სერიით გამოირჩა კიდევ ერთი ქვემოქართლური გუნდი ბოლნისის "სიონი". ამ გუნდმა, სათავეში ხვიჩა ქასრაშვილის მოსვლიდან ზედიზედ 6 მატჩში ვერ შეძლო მეტოქისთვის გოლის გატანა, მერე კი ერთბაშად "აიწყვიტა" და ჩემპიონატი ცხრილის მე-6 საფეხურზე დაამთავრა.

ყველაზე ხანგრძლივი გოლგაუშვებელი სერია ჰქონდა რუსთავის "ოლიმპს". მისმა კიპერმა გრიგოლ ჭანტურიამ ზედიზედ 5 შეხვედრაში შეძლო კარის "მშრალად" შენარჩუნება. ზედიზედ 4 მატჩში მოახერხა ასეთი რამ თბილისის "დინამოს" კიპერმა გიორგი ლორიამ.

ამ მხრივ სრულიად საპირისპირო შედეგი აქვთ თბილისის "ლოკომოტივის" მეკარეებს. რკინიგზელებმა გასული ჩემპიონატის ბოლო 13 მატჩში ერთხელაც ვერ შეძლეს კარის სრული უსაფრთხოების დაცვა.

"ლოკომოტივმა" ყველაზე მეტჯერ (21) დატოვა მინდორი ისე, რომ მეტოქეს გოლი ერთხელაც ვერ გაუტანა. რაც შეეხება ჩემპიონატის საუკეთესო გუნდს რუსთავის "ოლიმპს", მან 36-დან 31 მატჩში შეძლო მოწინააღმდეგის ერთხელ მაინც დამწუხრება.

ფრიდონ კერვალიშვილი

"მსოფლიო სპორტი"

საქართველო XV - ორმატჩიანი სერია ინგლისის საგრაფოებთან იწყება [VIDEO]

"ოლიმპიადის გახსნა ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იყო ჭადრაკის ისტორიაში" - რას წერენ "ბლექ სი არენაზე" გამართულ ღონისძიებაზე

რომან ფიფია: ტურნირი იმიტომ არ ჩაგვიტარებია, რომ აუცილებლად ჩვენ მოგვეგო