მოგზაური ბლოგერი ლიზა იმოჯენ ელდრიჯი უკვე 70 ქვეყანაშია ნამყოფი და მთელი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას კიდევ განაგრძობს.
ჩაალაგო შენი ნივთები, დაჯავშნო ბილეთი და წახვიდე უცხო ქვეყანაში მხოლოდ საკუთარ თავთან ერთად საკმაოდ ძნელია, თუმცა გათავისუფლების ერთ-ერთი საკეთესო საშუალებაა. ზოგისთვის შესაძლოა ეს საშიშად ჟღერდეს, მაგრამ ლიზასთვის, რომელიც შეიძლება ითქვას პროფესიონალი მოგზაურია, მარტო მოგზაურობა არის ის, რაც მისი აზრით, თითოეულმა ქალმა ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გააკეთოს.
ჯერჯერობით, ელდრიჯმა 70 ქვეყნაში იმოგზაურა მარტომ და ამბობს, რომ უახლოეს მომავალში გაჩერებას არ აპირებს.
"ეს მუდმივი სწავლაა და ყოველ ჯერზე ვგრძნობ, რომ საკუთარი თავის შესახებ რაღაც ახალი გავიგე", - ამბობს ლიზა.
აქვე იგი 7 საუკეთესო ადგილს გვთავაზობს სამოგზაუროდ და გვარწმუნებს, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელსაც არასოდეს ვინანებთ.
საფრანგეთი - რომანტიული მოგზაურობა მარტოხელებისთვისაც კი პარიზი სიყვარულის ქალაქი მარტო წყვილებისთვის არ არის.
"საფრანგეთის დედაქალაქში ხუთი დღე გავატარე და პარიზული ცხოვრება შემიყვარდა", - ამბობს ელდრიჯი.
"თქვენ შეგიძლიათ გაჩერდეთ ფრანგულ კაფეებში და თავი მარტო არასოდეს იგრძნოთ. პარიზში უამრავი ლამაზი შენობაა, რომელთა დასათვალიერებლად 5-7 დღე გეყოფათ"- დასძენს ბლოგერი.
მისივე თქმით, თუ ფრანგულად ლაპარაკი არ შეგიძლიათ, არ უნდა ინერვიულოთ, რადგან გზის გაგნება არ გაგიჭირდებათ. ელდრიჯი აღნიშნავს, რომ პარიზში გადაადგილების ერთ-ერთი ეფექტური ხერხი მეტროა. გარდა იმისა, რომ ეს მოსახერხებელია, ბლოგერის თქმით, თითოეული სადგური მხატვრულად გაფორმებული და განსხვავებულია.
აქვე მას შედგენილი აქვს აუცილებლად სანახავი ადგილების სია, რომელშიც მოხვდნენ მუზეუმები, გალერეები და ძეგლები.