ავტორი:

სნაიპერები "თეთრი წინდებით" - ქართულ-აფხაზური ომის ფიგურანტი ქალების ისტორია

სნაიპერები "თეთრი წინდებით" - ქართულ-აფხაზური ომის ფიგურანტი ქალების ისტორია

90-იანი წლების ომების მთავარი ფიგურანტი ქალები - სნაიპერები იყვნენ, რომლებიც არ ჩანდნენ, რომლებიც მოწინააღმდეგე მხრიდან არასდროს არავის უნახავს და მით უფრო, არც მოუკლავს და არც დაუჭრია, მაგრამ მათ გარშემო შექმნილი მითიური წარმოდგენით, თავის საქმეს აკეთებდნენ, ან სულაც არ აკეთებდნენ, მაგრამ მათ "ბრალდებოდათ".

ყველას, ვისაც ოდნავ მაინც ჩაუხედავს აფხაზეთის ომის ქრონიკებში, აუცილებლად ემახსოვრება იმ წლებში გავრცელებული ამბები სნაიპერი ქალების შესახებ, რომლებიც აფხაზურ მხარეს იბრძოდნენ და ხანდახან, ქართველ მეომრებშიც ჩნდებოდნენ, - ძირითადად, ინფორმაციის მოსაგროვებლად. სნაიპერი ქალები, რომელიც მეორე მხარემ დაიქირავა და ძალზედ სახიფათოები იყვნენ.

ცნობისთვის, მათ შესახებ ამბები ჩნდებოდა და ქრებოდა 1999 წლის დაღესტნის მოვლენებში და მთიანი ყარაბაღის ომის დროს. ასევე, გაზეთი "კომერსანტი" წერდა, რომ 1995 წელს, ჩეჩნეთის ომში, აქტიურად მონაწილეობდნენ სნაიპერი ქალები, ორგანიზაცია "თეთრი წინდებიდან". ერთ-ერთი ვერსიით, ისინი უბრალო შეიარაღებული ქალები იყვნენ. მათ იარაღი სხვადასხვა მიზეზის გამო აიღეს ხელში, ან სულაც სამხედრო პროფესიის იყვნენ. თუმცა, არსებობს სხვა ვერსიაც, ის ქალები განსაკუთრებულ წვრთნებს გადიოდნენ. ამის შესახებ რუსული მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რაც თანდათან იდეოლოგიურ კლიშედ იქცა.

ekhokavkaza-ს ჟურნალისტი ალექსადრ ჩერქასოვი 90-იანი წლების პოსტსაბჭოთა ომების ლაბირინთებში ქერა სნაიპერების გარშემო შექმნილი ლეგენდების გარშემო მსჯელობს, რომელთა სახელიც ზედიზედ სამ ომში ტრიალებდა, თუმცა არცერთი დატყვევებული, ან მოკლული არავის უნახავს.

"25 წლის წინ, 1992 წლის შემოდგომაზე, მაშინ, როდესაც აფხაზეთის ომი იწყებოდა, კავკასიაში ე.წ. თეთრი წინდები (белые колготки) ბალტიისპირეთის საიდუმლო სნაიპერები გამოჩნდნენ, რომელთაც "მოუხელთებლებისა" და "სასტიკი" მეომრების სახელი ჰქონდათ დამკვიდრებული. საინტერესოა, ვინ იყვნენ ისინი და როგორ აღმოჩნდნენ ბალტიისპირეთიდან ჩრდილოეთში?", - კითხულობს ჟურნალისტი.

მისი თქმით, ყველაზე გახმაურებული და დასამახსოვრებელი "საქმე" იყო 1994 წლის 31 დეკემბრის რადიოსაუბრები, რომელიც ერთ-ერთ ჩეჩენ მეთაურსა და გროზნოს 131-ე მაიკოპის ბრიგადის ოფიცერს შორის გაიმართა. ჩეჩენი ოფიცერი ძალზე ხატოვნად და დეტალურად ყვებოდა, თუ როგორ მოექცნენ ერთ სნაიპერს ომის დროს, რომელიც შემდეგ მოკლეს. შემდეგ კი სახელმწიფო ტელევიზიებს ჩაუვარდათ "სამხედრო მტკიცებულებები".

"131-ე ბრიგადის ოფიცერი თავის ჩვენებაში ჰყვებოდა, რომ გროზნოში შემოსული ბრიგადა თითქმის განადგურდა. მან რკინიგზით გადარჩენილი მეომრები სამშვიდობოს გაიყვანა, თუმცა სინამდვილეში, ქალაქში ლამის მარშით შემოყვანილი ბრიგადა, გროზნოს ბრძოლებში არ მონაწილეობდა და შესაბამისად, სიტუაცია, თითქოს ისინი სუსტი სქესის წარმომადგენელ სნაიპერებს დაიჭერდნენ და დასჯიდნენ, ვერ შეიქმნებოდა", - წერს ჩერქასოვი. მისი თქმით, ჩეჩნეთის ომამდე ორი წლით ადრე იყო აფხაზეთის ომი, სადაც იბრძოდნენ, მაგრამ "არ ჩანდნენ" რუსი სამხედროები და რესპუბლიკას მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას უწევდნენ, ისევე, როგორც კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია, რომელსაც შამილ ბასაევი ხელმძღვანელობდა. მათ შორის, კაზაკების ჯგუფი.

მიუხედავად იმისა, რომ ქერა, "თეთრწინდებიანი" სნაიპერების შესახებ იქაც დადიოდა მითები და ლეგენდები, მათი დაკავების არცერთი შემთხვევა არ ყოფილა. მხოლოდ საუბრობდნენ იმ ფანტასტიკურ არსებებზე, თუ როგორ დაჭრეს მათ მეომრები ან როგორ დროულად, თითქმის სულზე მიუსწრეს "თავისიანებს"... თუმცა, ის, თუ რომელ მხარეს იბრძოდნენ ისინი, ძნელი გასარკვევი იყო, რადგან ინფორმაცია მათი არსებობის შესახებ ქართულ მხარესაც ექნებოდა.

"აფხაზეთის ომი 1993 წლის შემოდგომაზე დასრულდა და მისმა მონაწილეებმა, რუსებმა და ჩეჩნებმა აფხაზეთი ისე დატოვეს, ბალტიისპირელ "ვედმებზე" საიდუმლო თან წაიღეს. ასე რომ, 1995 წელს, ჩეჩნეთის ომის დროს 131-ე ბრიგადის მეთაურის მოადგილეს "მოსაყოლი", ალბათ, ნამდვილად ჰქონდა.

არანაკლებ საინტერესოა, როგორ მოხვდნენ ისინი კავკასიაში, ვისი ხელი ურევია მათ "გასტროლებში" და ვინ იდგა მათ უკან", - წერს ჟურნალისტი ალექსადრ ჩერქასოვი.

ჟურნალისტის თქმით, აფხაზეთის ომი 1992 წელს, დნესტრისპირეთში კონფლქიტის ჩაწყნარებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ დაიწყო. სწორედ იქიდან წამოვიდნენ კაზაკები და დაქირავებული მეომრები აფხაზეთში. ამ დროს კი, იქ, ტირასპოლშიც ძალიან ბევრს საუბრობდნენ ბალტიისპირელ სნაიპერ ქალებზე, რომლებიც კიშინოვის მხარეს იბრძოდნენ და ვერც დნესტრისპირელებმა ვერ "გამოიჭირეს" ცოცხალი ან მოკლული "თეთრი წინდების" წევრები.

როგორც ჩანს, სწორედ იქიდან ჩაიტანეს კაზაკებმა კავკასიაში საიდუმლო სნაიპერი ქალების შესახებ ამბავი. თუმცა, როგორც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში, ისე დნესტრშიც არავინ დაინტერესებულა, როგორ და საიდან აღმოჩნდნენ ისინი.

"მათი სახელი 1991 წლის პუტჩის შემდეგ, ტირასპოლში, რიგასა და ვილნიუსში განხორციელებულ მოვლენებშიც კარგად გამოიყენეს. თავდაპირველად, სახიფათო სნაიპერების შესახებ ინფორმაცია 1991 წელს, ვილნიუსის ტელეცენტრის აღებისას გავრცელდა - სნაიპერი ქალების განსაკუთრებულ სახიფათო ქმდებებზე ჰყვებოდა ჟურნალისტი ალექსანდრ ნევზოროვი, რომელიც მაშინ დემოკრატიული აზროვნების ვარსკვლავი იყო. ის მაყურებელს შეშფოთებული უყვებოდა, რომ ამ ქალების სახით ძალიან დიდი საფრთხე არსებობდა.

ნევზოროვი ყვებოდა, რომ ბალტიისპირელ სეპარატისტებს ჰყავთ ბოევიკები, სნაიპერები და ბიატლონისტები, მიუხედავად იმისა, რომ იქ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პროცესებს ძალადობრივი სახე არ ჰქონია. "ყველაზე სასაცილო ის არის, რომ ესტონეთში, ქალაქ ოტეპიაში მართლაც ფუნქციონირებდა საწვრთნელი ცენტრი, სადაც მთელი წლის განმავლობაში ბიატლონისტები სროლებში ემზადებოდნენ, მათ შორის იყვნენ სპორსტმენებიც", - წერს ალექსადრ ჩერქასოვი, რომელიც მიიჩნევს, რომ მათზე ლეგენდები მიზანმიმართულად შეიქმნა, თავდაპირველად დნესტრისპირეთში, შემდეგ აფხაზეთში, იქიდან კი ჩეჩნეთში.

თუმცა, მთავარი საკითხი, ვის აწყობდა მათი გმირად ქცევა და ვინ მოითბო ხელი, ჯერ კიდევ ბოლომდე პასუხგაუცემელია, ფაქტია, რომ პროპაგანდას უკვალოდ არ ჩაუვლია.

ავღანეთში კიდევ 10 ქართველ სამხედროს Covid-19 დაუდასტურდა - თავდაცვის უწყების ინფორმაცია

"შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც" - ორმხრივი ცეცხლი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის და მწვავე შეფასებები რუსეთისა და თურქეთის მხრიდან

სროლა საარტილერიო დანადგარებიდან აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე - დანაკარგებია ორივე მხარეს