როგორი იქნება "პირველი არხის" ახალი შენობა

როგორი იქნება "პირველი არხის" ახალი შენობა

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" კარგად ნაცნობ შენობას, რომელიც კოსტავას 68 ნომერშია განთავსებული, ახალი, თანამედროვე შენობა ჩაანაცვლებს.

შენობის დიზაინის შერჩევაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებსაც. ხმის მიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის საიტზე მიმდინარეობს და შესაძლებელია 12 საათში ერთხელ, 2017 წლის 13 ოქტომბრის 12:00 საათამდე.

8 აგვისტოს პირველმა არხმა არქიტექტურული და მასთან დაკავშირებული მომსახურების შესყიდვაზე კონკურსი გამოაცხადა. კონკურსში მონაწილეობის სურვილი სამმა კომპანიამ: შპს BWC, შპს "თბილქალაქპროექტი" და შპს "არტსტუდიო-პროექტი" გამოთქვა. მათ შორის საუკეთესო არქიტექტურული პროექტის დიზაინს საზოგადოება ხმის მიცემის საშუალებით შეარჩევს.

გთავაზობთ სამ პროექტს, რომელთაგანაც მოქალაქეებმა მათთვის სასურველი დიზაინი უნდა შეარჩიონ. ამ სამი შენობიდან ერთ-ერთი, მალე კოსტავას ქუჩაზე აშენდება.

შპს BWC

შპს "თბილქალაქპროექტი"

შპს "არტსტუდიო-პროექტი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი