მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს "განდაგანა" უმასპიძლებს
აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს "განდაგანა" უმასპიძლებს

6-7 ოქ­ტომ­ბერს, ბა­თუმ­ში სოფ­ლის ტუ­რიზ­მის ფეს­ტი­ვა­ლი "გან­და­გა­ნა" გა­ი­მარ­თე­ბა. ორი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა აჭა­რუ­ლი სოფ­ლე­ბი თა­ვი­სი პრო­დუქ­ცი­ით, ტრა­დი­ცი­ე­ბი­თა და სამ­ზა­რე­უ­ლო­თი. სპე­ცი­ა­ლუ­რი დე­კო­რა­ცი­ე­ბით მორ­თულ მო­ე­დან­ზე სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცე­მათ აჭა­რულ სოფ­ლებ­ში ქა­ლა­ქი­დან გა­უს­ვლე­ლად იმოგ­ზა­უ­რონ.

ფეს­ტი­ვალ­ზე ღია ცის ქვეშ წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა რე­გი­ო­ნის ყვე­ლა მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი მხო­ლოდ მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სოფ­ლის ნო­ბა­თით, კერ­ძე­ბით, სუ­ვე­ნი­რე­ბი­თა და რეწ­ვის ნი­მუ­შე­ბით, რაც ტუ­რის­ტებ­სა და ტუ­რის­ტულ სა­ა­გენ­ტო­ებს წარ­მოდ­გე­ნას შე­უქ­მნით თუ რისი ნახ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი მა­ღალმთი­ან აჭა­რა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას. მო­ე­წყო­ბა სოფ­ლად ტუ­რიზ­მის, ეკო­ტუ­რიზ­მი­სა და ღვი­ნის ტუ­რიზ­მის თე­მა­ტუ­რი კუ­თხე­ე­ბი. გა­ი­მარ­თე­ბა აჭა­რის რე­გი­ონ­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა და უც­ნო­ბი აჭა­რუ­ლი კერ­ძე­ბის პრე­ზენ­ტა­ცია-დე­გუს­ტა­ცი­ე­ბი. ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში ასე­ვე გა­ი­მარ­თე­ბა კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი მას­ტერკლა­სე­ბი, მხი­ა­რუ­ლი კონ­კურ­სე­ბი და შე­ჯიბ­რე­ბი. ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბის გან­წყო­ბა­ზე კი ად­გი­ლობ­რი­ვი ფოლკ­ლო­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბი და მუ­სი­კა­ლუ­რი ბენ­დე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს "განდაგანა" უმასპიძლებს

აჭარა სოფლის ტურიზმის ფესტივალს "განდაგანა" უმასპიძლებს

6-7 ოქტომბერს, ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდაგანა" გაიმართება. ორი დღის განმავლობაში, ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი. სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ.

ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის ნიმუშებით, რაც ტურისტებსა და ტურისტულ სააგენტოებს წარმოდგენას შეუქმნით თუ რისი ნახვაა შესაძლებელი მაღალმთიან აჭარაში მოგზაურობისას. მოეწყობა სოფლად ტურიზმის, ეკოტურიზმისა და ღვინის ტურიზმის თემატური კუთხეები. გაიმართება აჭარის რეგიონში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა და უცნობი აჭარული კერძების პრეზენტაცია-დეგუსტაციები. ფესტივალის ფარგლებში ასევე გაიმართება კულინარიული მასტერკლასები, მხიარული კონკურსები და შეჯიბრები. ევროპის მოედანზე მისული სტუმრების განწყობაზე კი ადგილობრივი ფოლკლორული ჯგუფები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი