ყველას, ვისაც მარკეტინგი და რეკლამა აინტერესებს!
4-შაბათს, 4-ოქტომბერს, 4-საათზე, "ფაბრიკას"(ე. ნინოშვილის #8) საკონფერენციო დარბაზში გაიმართება "ლურჯი ოკეანის კლუბის" პრეზენტაცია და ბიზნესღონისძიება, თემაზე "რეკლამა თანამედროვე სამყაროში". ღონისძიების სპიკერები იქნებიან: თორნიკე გურული - პსპ მარკეტინგის დირექტორი, გიორგი პოპიაშვილი - კრეატიული დირექტორი და გიორგი ქვლივიძე - Holmes&Watson არტ დირექტორი.
თორნიკე გურული, მარკეტინგის პროფესორი: "ლურჯი ოკეანე", როგორც პროექტი, ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის მარკეტინგის სფეროს ავითარებს. პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე არაერთი წიგნი გამოიცა. ბევრ ქართველს პროფესიული ლიტერატურის მშობლიურ ენაზე წაკითხვის შესაძლებლობა ეძლევა. "ლურჯმა ოკეანემ" მათ საშუალება მისცა, რომ პერსონალურ განვითარებაზე ორიენტირებული წიგნები უფრო ხელმისაწვდომი და ადვილად საკითხავი იყოს. მივესალმები კლუბს, რომელიც "ლურჯი ოკეანის" ფარგლებში დაფუძნდება. ეს კლუბი სფეროს პროფესიონალებსა და დამწყებ სპეციალისტებს შეუქმნის პლათფორმას, სადაც ერთმანეთს გაიცნობენ, მოსაზრებებს გაცვლიან, სიახლეებს გააცნობენ.
ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუენეში, ინფორმაციის ეპოქაში, სადაც წარმატების მისაღწევად 2 კომპონენტია მნიშვნელოვანი. ესენია ინფორმაციის ფლობა, რომელსაც ადამიანი იღებს ლიტერატურით, ინტერნეტით ან სხვა წყაროებიდან და კონტაქტები. ეს კლუბი ადამიანებს სწორედ ინფორმაციისა და კონტაქტების გაცვლის საშუალებას მისცემს. კლუბის პრეზენტაციაზე მე ვისუაბრებ რებრენდიგნზე, როცა კომპანიები იცვლებიან, ვითარდებიან და ბრენდის პლათფორმა იცვლება. ამ ყველაფერს "პე-ეს-პეს" მაგალითზე მოვუყვები საზოგადოებას. ავუხსნი იმ დეტალებს, რომელიც რებრენდინგის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული. ავუხსნი როგორია რებრენდინგი, რომელიც საერთაშორისო აღიარებას მოგვიტანს. "პე-ეს-პემ" სწორედ რებრენდინგის მიმართულებაში მიიღო მსოფლიოში ყველაზე დიდი და პრესტიჟული დაჯილდოების STEVIE AWARDS-ის ვერცხლის პრიზი"
პროექტი "ლურჯი ოკეანე" ეს არის ბიზნესლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების წიგნებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი და სხვა.
პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა ახალი მიმართულება, "ლურჯი ოკეანის კლუბი", რომელიც საქართველოში ბიზნესგანათლების მხარდაჭერასა და ამაღლებას ისახავს მიზნად. კლუბი წარმატებულ ბიზნესპრაქტიკოსების, თეორეტიკოსებსა და სტუდენტებს გააერთიანებს.
ბილეთების შეძენის მსურველები ეწვიეთ ბმულს: https://tkt.ge/ka/event/biznes-klubi-lurji-okeane-92901
ღონისძიების ბმული: https://goo.gl/wdkh9P