პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
#გაუფრთხილდიბუნებას – "ბიბლუსმა" პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ პროპაგანდა დაიწყო
#გაუფრთხილდიბუნებას – "ბიბლუსმა" პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ პროპაგანდა დაიწყო

იცო­დით, რომ პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარკს უკ­ვდავ ნა­გავს უწო­დე­ბენ და გა­რე­მოს ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ეს პრო­დუქ­ცია აბინ­ძუ­რებს? ეკო­ლო­გე­ბის მოკ­ვლე­ვით, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი თა­ვი­სი ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბის გამო 400–1000 წელ­ზე მეტ­ხანს რჩე­ბა ბუ­ნე­ბა­ში, არ არის ბი­ო­დეგ­რა­დი­რე­ბა­დი, რთუ­ლად იშ­ლე­ბა, და­ახ­ლო­ე­ბით 96% არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა მე­ო­რედ გა­მო­ყე­ნე­ბას, დაშ­ლის დროს კი (თუ ასე­თი ხდე­ბა) ნი­ა­დაგ­სა და მი­წის­ქვე­შა წყლებს ტოქ­სი­კუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბით აბინ­ძუ­რებს და მე­ტიც, აღ­წევს კვე­ბით ჯაჭვში. ბევ­რმა ალ­ბათ არც იცის, რომ პო­ლი­ე­თი­ლე­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტია და ის არა­ნაკ­ლებ ზი­ანს აყე­ნებს გა­რე­მოს, ვიდ­რე სხვა ტი­პის ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის პირ­და­პირ ცო­ცხალ ბუ­ნე­ბა­ში მოხ­ვედ­რა.

ამას­თან, აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია არამ­ხო­ლოდ აბინ­ძუ­რებს ბუ­ნე­ბას, საფრ­თხეს უქ­მნის ბი­ომ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­საც - პო­ლი­ე­თი­ლე­ნის გა­დაყ­ლაპ­ვის გამო, წე­ლი­წად­ში, და­ახ­ლო­ე­ბით, მი­ლი­არ­დი ზღვის ფრინ­ვე­ლი და ძუ­ძუმ­წო­ვა­რი იღუ­პე­ბა. პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კის სწო­რედ ასე­თი სა­ში­ში შე­დე­გე­ბის გამო, გან­ვი­თა­რე­ბულ­მა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­მა სწრა­ფი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა და­ი­წყეს - პო­ლი­ე­თი­ლე­ნის მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბი­სა და მისი ქა­ღალ­დის პარ­კე­ბით ჩა­ნაც­ვლე­ბის პრო­პა­გან­და მთელს მსოფ­ლი­ო­ში უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ქარ­თვე­ლო­ში კი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე მხო­ლოდ 2010 წელს და­ფიქ­რდნენ. სა­ბო­ლო­ოდ, შე­მუ­შავ­და სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­კუ­მენ­ტიც, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც 2017 წლის პირ­ვე­ლი სექ­ტემ­ბრი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 მიკ­რონ­ზე ნაკ­ლე­ბი სის­ქის პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის იმ­პორ­ტი და წარ­მო­ე­ბა აიკ­რძა­ლა, 2018 წლის პირ­ვე­ლი იან­ვრი­დან კი 15 მიკ­რონ­ზე ნაკ­ლე­ბი სის­ქის პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კის წარ­მო­ე­ბა და იმ­პორ­ტი უნდა აიკ­რძა­ლოს.

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც გა­რე­მოს დაც­ვის პრო­პა­გან­და­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თო და უკვე წლე­ბია ცდი­ლობს მომ­ხმა­რე­ბელს მავ­ნე პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კის ნაც­ვლად, ქა­ღალ­დის პარ­კე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა შეს­თა­ვა­ზოს - "ბიბ­ლუ­სია". მე­ტიც, იმის­თვის, რომ ქა­ღალ­დის პარ­კებ­ზე მო­თხოვ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გა­ი­ზარ­დოს და ეს ჯან­საღ ტრა­დი­ცი­ად ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, შე­სა­ბა­მი­სად, ნაკ­ლე­ბი ზი­ა­ნი მი­ვა­ყა­ნო­ეთ გა­რე­მოს, სა­დაც ვცხოვ­რობთ, წიგ­ნე­ბის მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი მომ­ხმა­რე­ბელს უვ­ნე­ბელ პრო­დუქ­ცი­ას სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ სთა­ვა­ზობს.

თი­ნა­თინ ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, "ბიბ­ლუ­სის" მარ­კე­ტინ­გის ხელ­მძღვა­ნე­ლი: "ბიბ­ლუ­სის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსე­ლი ცხრა წელ­ზე მე­ტია კე­თილ და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა - გა­ხა­დოს წიგ­ნი ხელ­მი­საწ­ვდო­მი მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში. მკი­თხვე­ლე­ბის­გან ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­ღებთ და­დე­ბით შე­ფა­სე­ბებს, ვის­მენთ მათ მო­საზ­რე­ბებს და შე­სა­ბა­მი­სად, ვცდი­ლობთ, მათ­თვის უფრო მეტი გა­ვა­კე­თოთ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, გა­რე­მოს დაც­ვის კამ­პა­ნია #გა­უფრ­თხილ­დი­ბუ­ნე­ბას და­ვი­წყეთ, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც ქსელ­ში ქა­ღალ­დის პარ­კე­ბი შე­მო­ვი­ტა­ნეთ და აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყეთ პრო­პა­გან­და, რომ ჩვენს მომ­ხმა­რე­ბელს პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კე­ბის ნაც­ვლად, რო­მე­ლიც გა­რე­მოს უდი­დეს ზი­ანს აყე­ნებს, ქა­ღალ­დის პარ­კე­ბი გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნა.

მი­ხა­რია, რომ "ბიბ­ლუ­სის" ამ ნა­ბიჯს და­დე­ბი­თად შეხ­ვდა მომ­ხმა­რე­ბე­ლიც, თუმ­ცა სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­ზე მო­თხოვ­ნა მა­ინც დიდი იყო. სწო­რედ ამი­ტომ, მეტი სტი­მუ­ლის­თვის, გა­დავ­წყვი­ტეთ, ვინც "ბიბ­ლუს­ში" პრო­დუქ­ცი­ას შე­ი­ძენ­და, ქა­ღალ­დის პარ­კი სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოდ გა­დაგ­ვე­ცა, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­ზე კი სიმ­ბო­ლუ­რი ფასი დაგ­ვე­წე­სე­ბი­ნა. აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­ცე­დენ­ტის შემ­დეგ, საკ­მა­ოდ და­იკ­ლო პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­ზე მო­თხოვ­ნამ და და­ახ­ლო­ე­ბით გა­სამ­მაგ­და ქა­ღალ­დის პარ­კე­ბის მოხ­მა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, რაც გვა­ხა­რებს.

სხვა­თა შო­რის, ქა­ღალ­დის პარ­კე­ბი ვი­ზუ­ა­ლუ­რა­დაც უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი­ცაა -"ბიბ­ლუსს" თა­ვი­სი მცი­რე, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლი შე­აქვს გა­რე­მოს დაც­ვა­ში და ამას ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით ვა­კე­თებთ. კი­დევ ერთხელ, ყვე­ლას მო­ვუ­წო­დებთ, არ გა­მო­ი­ყე­ნონ პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კი და ერ­თად გა­ვუფრ­თხილ­დეთ ბუ­ნე­ბას".

რუ­სუ­დან შე­ლია

Ambebi.ge

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

#გაუფრთხილდიბუნებას – "ბიბლუსმა" პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ პროპაგანდა დაიწყო

#გაუფრთხილდიბუნებას – "ბიბლუსმა" პოლიეთილენის პარკების წინააღმდეგ პროპაგანდა დაიწყო

იცოდით, რომ პოლიეთილენის პარკს უკვდავ ნაგავს უწოდებენ და გარემოს ყველაზე მეტად სწორედ ეს პროდუქცია აბინძურებს? ეკოლოგების მოკვლევით, პოლიეთილენის პარკი თავისი ქიმიური შემადგენლობის გამო 400–1000 წელზე მეტხანს რჩება ბუნებაში, არ არის ბიოდეგრადირებადი, რთულად იშლება, დაახლოებით 96% არ ექვემდებარება მეორედ გამოყენებას, დაშლის დროს კი (თუ ასეთი ხდება) ნიადაგსა და მიწისქვეშა წყლებს ტოქსიკური ნივთიერებებით აბინძურებს და მეტიც, აღწევს კვებით ჯაჭვში. ბევრმა ალბათ არც იცის, რომ პოლიეთილენი ჩვეულებრივი ნავთობპროდუქტია და ის არანაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე სხვა ტიპის ნავთობპროდუქტების ნარჩენების პირდაპირ ცოცხალ ბუნებაში მოხვედრა.

ამასთან, აღნიშნული პროდუქცია არამხოლოდ აბინძურებს ბუნებას, საფრთხეს უქმნის ბიომრავალფეროვნებასაც - პოლიეთილენის გადაყლაპვის გამო, წელიწადში, დაახლოებით, მილიარდი ზღვის ფრინველი და ძუძუმწოვარი იღუპება. პოლიეთილენის პარკის სწორედ ასეთი საშიში შედეგების გამო, განვითარებულმა სახელმწიფოებმა სწრაფი ზომების მიღება დაიწყეს - პოლიეთილენის მოხმარების შემცირებისა და მისი ქაღალდის პარკებით ჩანაცვლების პროპაგანდა მთელს მსოფლიოში უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მიმდინარეობს, საქართველოში კი ამ მიმართულებით საკანონმდებლო დონეზე მხოლოდ 2010 წელს დაფიქრდნენ. საბოლოოდ, შემუშავდა საკანონმდებლო დოკუმენტიც, რომლის მიხედვითაც 2017 წლის პირველი სექტემბრიდან, საქართველოში 10 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკების იმპორტი და წარმოება აიკრძალა, 2018 წლის პირველი იანვრიდან კი 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პოლიეთილენის პარკის წარმოება და იმპორტი უნდა აიკრძალოს.

ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანია, რომელიც გარემოს დაცვის პროპაგანდაში ამ მიმართულებითაც აქტიურად ჩაერთო და უკვე წლებია ცდილობს მომხმარებელს მავნე პოლიეთილენის პარკის ნაცვლად, ქაღალდის პარკების გამოყენება შესთავაზოს - "ბიბლუსია". მეტიც, იმისთვის, რომ ქაღალდის პარკებზე მოთხოვნა საზოგადოებაში გაიზარდოს და ეს ჯანსაღ ტრადიციად ჩამოყალიბდეს, შესაბამისად, ნაკლები ზიანი მივაყანოეთ გარემოს, სადაც ვცხოვრობთ, წიგნების მაღაზიათა ქსელი მომხმარებელს უვნებელ პროდუქციას სრულიად უსასყიდლოდ სთავაზობს.

თინათინ ფეიქრიშვილი, "ბიბლუსის" მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელი ცხრა წელზე მეტია კეთილ და საპასუხისმგებლო საქმეს ემსახურება - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი მთელ საქართველოში. მკითხველებისგან ყოველდღიურად ვიღებთ დადებით შეფასებებს, ვისმენთ მათ მოსაზრებებს და შესაბამისად, ვცდილობთ, მათთვის უფრო მეტი გავაკეთოთ. რამდენიმე წლის წინ, გარემოს დაცვის კამპანია #გაუფრთხილდიბუნებას დავიწყეთ, რომლის ფარგლებშიც ქსელში ქაღალდის პარკები შემოვიტანეთ და აქტიურად დავიწყეთ პროპაგანდა, რომ ჩვენს მომხმარებელს პოლიეთილენის პარკების ნაცვლად, რომელიც გარემოს უდიდეს ზიანს აყენებს, ქაღალდის პარკები გამოეყენებინა.

მიხარია, რომ "ბიბლუსის" ამ ნაბიჯს დადებითად შეხვდა მომხმარებელიც, თუმცა სტატისტიკის მიხედვით, პოლიეთილენის პარკებზე მოთხოვნა მაინც დიდი იყო. სწორედ ამიტომ, მეტი სტიმულისთვის, გადავწყვიტეთ, ვინც "ბიბლუსში" პროდუქციას შეიძენდა, ქაღალდის პარკი სრულიად უსასყიდლოდ გადაგვეცა, პოლიეთილენის პარკებზე კი სიმბოლური ფასი დაგვეწესებინა. აღნიშნული პრეცედენტის შემდეგ, საკმაოდ დაიკლო პოლიეთილენის პარკებზე მოთხოვნამ და დაახლოებით გასამმაგდა ქაღალდის პარკების მოხმარების მაჩვენებელი, რაც გვახარებს.

სხვათა შორის, ქაღალდის პარკები ვიზუალურადაც უფრო მიმზიდველად გამოიყურება და უფრო პრაქტიკულიცაა -"ბიბლუსს" თავისი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს გარემოს დაცვაში და ამას ჩვენი ერთგული მომხმარებლების დახმარებით ვაკეთებთ. კიდევ ერთხელ, ყველას მოვუწოდებთ, არ გამოიყენონ პოლიეთილენის პარკი და ერთად გავუფრთხილდეთ ბუნებას".

რუსუდან შელია

Ambebi.ge

sponsored by ContentRoom

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი