ამერიკაში, ლოს ანჯელესში მდებარე გალერეა 14th Factory-ს დამთვალიერებელმა 200 000 დოლარის ღირებულების ექსპონატები დაამტვრია... სელფის გადაღების მცდელობისას. გოგონას სურდა გამოფენილი ნამუშევრების ფონზე ეფექტური სელფი გადაეღო, მაგრამ ვერ შეძლო წონასწორობის დაცვა და ინსტალაციის ობიექტებს დაეტაკა.
შედეგად ათეულობით ექსპონატი ერთმანეთის მიყოლებით ჩამოვარდა. დაზიანდა სამი ფიგურა სერიიდან - Hypercanine, რომელთა ჯამური ღირებულებაც ორასი ათასი დოლარია.