საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:10-ზე, მთვარე სასწორშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. არ მიიღოთ: რძე და რძის პროდუქტები, ცხარე და ცხელი საკვები, ხორცი, ალკოჰოლი, შეამცირეთ სიგარეტის რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საკურორტო რომანის პლუს-მინუსები
საკურორტო რომანის პლუს-მინუსები

"სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნის" თე­მა­ზე მრა­ვა­ლი ცნო­ბი­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რის ნა­მუ­შე­ვა­რი გვი­ნა­ხავს; მოგ­ვის­მე­ნია გა­მო­ჩე­ნილ კომ­პო­ზი­ტორ­თა ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი; წაგ­ვი­კი­თხავს სა­ხელ­გან­თქმულ მწე­რალ­თა შე­მოქ­მე­დე­ბა; გავ­ცნო­ბი­ვართ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­თა, ეთი­კოს­თა თუ ვე­ნე­რო­ლოგ­თა თვალ­საზ­რი­სებ­საც... ამ­ჟა­მად კი ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი ფსი­ქო­ლო­გი გელა გა­რა­ყა­ნი­ძეა.

- ამ თე­მა­ზე უსას­რუ­ლოდ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი, ათას­ნა­ი­რი ას­პექ­ტით შე­იძ­ლე­ბა მისი გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა. თქვენ რა ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მას მოგ­ვაწ­ვდით?

- აქ­ცენტს ემო­ცი­ებ­ზე გა­ვა­კე­თებ. აკი, ქარ­თვე­ლებს მიგ­ვაჩ­ნია, რომ რო­გორც ერი, სხვებ­ზე ემო­ცი­უ­რე­ბი ვართ და შე­სა­ბა­მი­სად, გან­ტვირ­თვაც, დას­ვე­ნე­ბაც, გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბის ამაღ­ლე­ბაც სხვებ­ზე მე­ტად გვე­სა­ჭი­რო­ე­ბა. პი­რო­ბი­თად გა­მოვ­ყოთ ემო­ცი­ის 2 პო­ლუ­სი - და­დე­ბი­თი და უარ­ყო­ფი­თი... სა­კი­თხი ასეთ პრიზ­მა­ში გა­და­ვი­ტა­ნოთ - რა სა­ხის და­დე­ბი­თი ემო­ცი­ე­ბით შე­იძ­ლე­ბა ავივ­სოთ, თუ სა­კუ­რორ­ტო რო­მანს გა­ვა­ბამთ, ანდა უნე­ბუ­რად "გაბ­მუ­ლი" აღ­მოვ­ჩნდე­ბით? შე­სა­ბა­მი­სად - რა სა­ხის უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი, სტრე­სე­ბი გვე­მუქ­რე­ბა იმა­ვე ვი­თა­რე­ბა­ში?

- სო­ცი­ო­ლო­გე­ბის შე­ფა­სე­ბით, მა­მა­კაც­თა მხო­ლოდ 20%-ს აქვს სურ­ვი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გა­აგ­რძე­ლოს "კუ­რორ­ტელ" მე­გო­ბარ ქალ­თან. გა­მო­დის, რომ მო­საზ­რე­ბა, რო­მელ­თა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­საც თქვენ აპი­რებთ, დამ­სვე­ნე­ბელ­თა 80%-ს შე­ე­ხე­ბა...

- ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შტრი­ხე­ბი, რო­მელ­თა სის­ტე­მა­ში მოყ­ვა­ნა­საც მე შე­ვეც­დე­ბი, კი­თხვა­რებს, პრო­ცენ­ტებს ნაკ­ლე­ბად აი­ტანს... სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნის უმ­თავ­რეს უარ­ყო­ფით ფსი­ქო­ლო­გი­ურ ნი­უ­ან­სად ის მი­მაჩ­ნია, რომ მას­ში ჩარ­თუ­ლი ადა­მი­ა­ნი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად რის­კავს, გა­დას­წი­ოს სა­კუ­თა­რი და­ო­ჯა­ხე­ბის თა­რი­ღი, ხოლო თუ უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლია - შე­საძ­ლოა, ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის დი­ლე­მის წი­ნა­შე დად­გეს...

კუ­რორ­ტი ის ად­გი­ლია, სა­დაც პი­როვ­ნე­ბა პარტნი­ო­რის არ­ჩე­ვი­სას, უმე­ტეს­წი­ლად სექ­სუ­ა­ლურ ლტოლ­ვას ანი­ჭებს უპი­რა­ტე­სო­ბას. უმ­თავ­რე­სი კი გა­რეგ­ნო­ბა და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რო­ბაა... ნა­ტა­შებს, გა­ლი­ებ­სა და ვა­ლი­ებს, თუნ­დაც ჯე­სი­კებს, სექსში ნაკ­ლე­ბად გა­მოც­დი­ლე­ბი თავ­და­ვი­წყე­ბამ­დე მიჰ­ყავთ... სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი სხვა რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე დგე­ბა. აქა­უ­რი მაყ­ვა­ლა და შო­რე­ნა სხვა სუ­ლი­ე­რი და შე­სა­ნიშ­ნა­ვი აგე­ბუ­ლე­ბის მქო­ნედ ეჩ­ვე­ნე­ბა... დის­კომ­ფორ­ტი ექ­მნე­ბა.

- ოჯა­ხის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის პრობ­ლე­მა ახ­სე­ნეთ... ქარ­თვე­ლე­ბი ხომ არ­ტის­ტუ­ლო­ბი­თა და მო­ხერ­ხე­ბუ­ლო­ბით გა­მო­ვირ­ჩე­ვით. ნუთუ, უსაშ­ვე­ლოდ ძნე­ლია სა­კუ­რორ­ტო თავ­გა­და­სავ­ლე­ბის და­ფარ­ვა და თა­ვის მო­კა­ტუ­ნე­ბა?

- ადა­მი­ა­ნი "ყუ­რე­ბამ­დე" უნდა იყოს შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, რომ მან ღა­ლა­ტის კვა­ლი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნოს... სხვა­დას­ხვა ოჯახ­ში სხვა­დას­ხვაგ­ვა­რად ხდე­ბა რე­ა­გი­რე­ბა... ღა­ლა­ტის "ვერ და­ნახ­ვა­საც" თა­ვი­სი ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მე­ქა­ნიზ­მი, სარ­ჩუ­ლი მო­ე­ძებ­ნე­ბა. ცალ­კე­ულ შემ­თხვე­ვა­ში მო­ღა­ლა­ტე შე­იძ­ლე­ბა სინ­დი­სის ქენ­ჯნამ კი არ შე­ა­წუ­ხოს, არა­მედ იმას დარ­დობ­დეს, - იქ­ნებ აქ მარ­ტო დარ­ჩე­ნი­ლი ჩემი მე­უღ­ლე არა­ფერს არ იკ­ლებ­დაო...

- თუ სწო­რად მი­გიხ­ვდით, და­ო­ჯა­ხე­ბის თა­რი­ღის გა­და­წე­ვის რისკ-ფაქ­ტო­რად იმი­ტომ მი­იჩ­ნევთ სა­კუ­რორ­ტო გა­ტა­ცე­ბებს, რომ პი­როვ­ნე­ბის სულ­ზე მკა­ფი­ოდ აღი­ბეჭ­დე­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა-ტკბო­ბის კვა­ლი, რაც ხე­ლის შემ­შლელ მი­ზე­ზად მი­გაჩ­ნი­ათ, რამ­დე­ნა­დაც ოჯა­ხის შექ­მნი­სას, ქარ­თულ სი­ნამ­დვი­ლე­ში, სხვა ფაქ­ტო­რე­ბი უფრო მი­იჩ­ნე­ვა პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლად. მა­შინ რას გვე­ტყვით ში­ნა­ბე­რებ­სა და ბერ­ბი­ჭებ­ზე, ასე­თი "მიდ­რე­კი­ლე­ბის" მქო­ნე­თათ­ვის სა­კუ­რორ­ტო რო­მანს ხომ გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა შე­უძ­ლია?

- ფაქ­ტია, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში, ჩვენ­თან ოჯა­ხის შექ­ნი­სას უპი­რა­ტე­სო­ბას მშობ­ლე­ბი­სა და მა­მი­და-ბე­ბი­ე­ბის რჩე­ვებს ანი­ჭე­ბენ; წარ­მო­მავ­ლო­ბი­სა და წარ­სუ­ლის გარ­კვე­ვას იწყე­ბენ; სახ­ლის, აგა­რა­კის, მან­ქა­ნის მარ­კის, თა­ნამ­დე­ბო­ბი­სა და პრო­ფე­სი­ის და­ზუს­ტე­ბა და გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაც ხდე­ბა... რო­გორ ფიქ­რობთ, მა­მი­დას, ძმის­შვი­ლის სექ­სუ­ა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი აქვს თუ სა­კუ­თა­რი გათ­ვლე­ბი?

ბერ­ბი­ჭე­ბი­სა და ში­ნა­ბე­რე­ბის პრობ­ლე­მას­თან სა­კუ­რორ­ტო რო­მა­ნის კუ­თხით პა­რა­ლე­ლის გავ­ლე­ბა, რა­ი­მე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად თვალ­სა­ჩი­ნო კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბას ვერ წარ­მო­შობს... ამ კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნებს სხვა გან­ზო­მი­ლე­ბით სჭირ­დე­ბათ მიდ­გო­მა, რამ­დე­ნა­დაც მათი და­უ­ო­ჯა­ხებ­ლო­ბა სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვის ქონა-არ­ქო­ნით კი არ გა­ნი­სა­ზღვრე­ბა, არა­მედ - გა­ცი­ლე­ბით ღრმა მი­ზე­ზე­ბი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. პი­რი­ქით, არი­ან მკვლევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­უ­თი­თე­ბენ, რომ ფრი­გი­დუ­ლი ქა­ლე­ბი გა­თხო­ვი­ლებ­ში უფრო ჭარ­ბო­ბენ, ვიდ­რე ში­ნა­ბე­რებ­ში. ამა­ვე დროს, ბერ­ბი­ჭებ­ში სექ­სუ­ა­ლუ­რი პო­ტენ­ცი­ის ქონა გა­ცი­ლე­ბით უფრო ხში­რია, მა­შინ, როცა ბევრ იმ­პო­ტენტს ცო­ლიც ჰყავს და შვი­ლე­ბიც...გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

საკურორტო რომანის პლუს-მინუსები

საკურორტო რომანის პლუს-მინუსები

"საკურორტო რომანის" თემაზე მრავალი ცნობილი კინორეჟისორის ნამუშევარი გვინახავს; მოგვისმენია გამოჩენილ კომპოზიტორთა ნაწარმოებები; წაგვიკითხავს სახელგანთქმულ მწერალთა შემოქმედება; გავცნობივართ სასულიერო პირთა, ეთიკოსთა თუ ვენეროლოგთა თვალსაზრისებსაც... ამჟამად კი ჩვენი რესპონდენტი ფსიქოლოგი გელა გარაყანიძეა.

- ამ თემაზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, ათასნაირი ასპექტით შეიძლება მისი გაანალიზება. თქვენ რა ღირებულებათა სისტემას მოგვაწვდით?

- აქცენტს ემოციებზე გავაკეთებ. აკი, ქართველებს მიგვაჩნია, რომ როგორც ერი, სხვებზე ემოციურები ვართ და შესაბამისად, განტვირთვაც, დასვენებაც, გუნება-განწყობილების ამაღლებაც სხვებზე მეტად გვესაჭიროება. პირობითად გამოვყოთ ემოციის 2 პოლუსი - დადებითი და უარყოფითი... საკითხი ასეთ პრიზმაში გადავიტანოთ - რა სახის დადებითი ემოციებით შეიძლება ავივსოთ, თუ საკურორტო რომანს გავაბამთ, ანდა უნებურად "გაბმული" აღმოვჩნდებით? შესაბამისად - რა სახის უარყოფითი ემოციები, სტრესები გვემუქრება იმავე ვითარებაში?

- სოციოლოგების შეფასებით, მამაკაცთა მხოლოდ 20%-ს აქვს სურვილი ურთიერთობა გააგრძელოს "კურორტელ" მეგობარ ქალთან. გამოდის, რომ მოსაზრება, რომელთა ჩამოყალიბებასაც თქვენ აპირებთ, დამსვენებელთა 80%-ს შეეხება...

- ფსიქოლოგიური შტრიხები, რომელთა სისტემაში მოყვანასაც მე შევეცდები, კითხვარებს, პროცენტებს ნაკლებად აიტანს... საკურორტო რომანის უმთავრეს უარყოფით ფსიქოლოგიურ ნიუანსად ის მიმაჩნია, რომ მასში ჩართული ადამიანი მნიშვნელოვნად რისკავს, გადასწიოს საკუთარი დაოჯახების თარიღი, ხოლო თუ უკვე დაოჯახებულია - შესაძლოა, ოჯახის შენარჩუნების დილემის წინაშე დადგეს...

კურორტი ის ადგილია, სადაც პიროვნება პარტნიორის არჩევისას, უმეტესწილად სექსუალურ ლტოლვას ანიჭებს უპირატესობას. უმთავრესი კი გარეგნობა და კომუნიკაბელურობაა... ნატაშებს, გალიებსა და ვალიებს, თუნდაც ჯესიკებს, სექსში ნაკლებად გამოცდილები თავდავიწყებამდე მიჰყავთ... სახლში დაბრუნებული სხვა რეალობის წინაშე დგება. აქაური მაყვალა და შორენა სხვა სულიერი და შესანიშნავი აგებულების მქონედ ეჩვენება... დისკომფორტი ექმნება.

- ოჯახის შენარჩუნების პრობლემა ახსენეთ... ქართველები ხომ არტისტულობითა და მოხერხებულობით გამოვირჩევით. ნუთუ, უსაშველოდ ძნელია საკურორტო თავგადასავლების დაფარვა და თავის მოკატუნება?

- ადამიანი "ყურებამდე" უნდა იყოს შეყვარებული, რომ მან ღალატის კვალი ვერ აღმოაჩინოს... სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვაგვარად ხდება რეაგირება... ღალატის "ვერ დანახვასაც" თავისი ფსიქოლოგიური მექანიზმი, სარჩული მოეძებნება. ცალკეულ შემთხვევაში მოღალატე შეიძლება სინდისის ქენჯნამ კი არ შეაწუხოს, არამედ იმას დარდობდეს, - იქნებ აქ მარტო დარჩენილი ჩემი მეუღლე არაფერს არ იკლებდაო...

- თუ სწორად მიგიხვდით, დაოჯახების თარიღის გადაწევის რისკ-ფაქტორად იმიტომ მიიჩნევთ საკურორტო გატაცებებს, რომ პიროვნების სულზე მკაფიოდ აღიბეჭდება სექსუალური ლტოლვა-ტკბობის კვალი, რაც ხელის შემშლელ მიზეზად მიგაჩნიათ, რამდენადაც ოჯახის შექმნისას, ქართულ სინამდვილეში, სხვა ფაქტორები უფრო მიიჩნევა პრიორიტეტულად. მაშინ რას გვეტყვით შინაბერებსა და ბერბიჭებზე, ასეთი "მიდრეკილების" მქონეთათვის საკურორტო რომანს ხომ გავლენის მოხდენა შეუძლია?

- ფაქტია, უმრავლეს შემთხვევაში, ჩვენთან ოჯახის შექნისას უპირატესობას მშობლებისა და მამიდა-ბებიების რჩევებს ანიჭებენ; წარმომავლობისა და წარსულის გარკვევას იწყებენ; სახლის, აგარაკის, მანქანის მარკის, თანამდებობისა და პროფესიის დაზუსტება და გათვალისწინებაც ხდება... როგორ ფიქრობთ, მამიდას, ძმისშვილის სექსუალური გემოვნების დაკმაყოფილების ინტერესი აქვს თუ საკუთარი გათვლები?

ბერბიჭებისა და შინაბერების პრობლემასთან საკურორტო რომანის კუთხით პარალელის გავლება, რაიმე ფსიქოლოგიურად თვალსაჩინო კანონზომიერებას ვერ წარმოშობს... ამ კატეგორიის ადამიანებს სხვა განზომილებით სჭირდებათ მიდგომა, რამდენადაც მათი დაუოჯახებლობა სექსუალური ლტოლვის ქონა-არქონით კი არ განისაზღვრება, არამედ - გაცილებით ღრმა მიზეზებითაა განპირობებული. პირიქით, არიან მკვლევრები, რომლებიც მიუთითებენ, რომ ფრიგიდული ქალები გათხოვილებში უფრო ჭარბობენ, ვიდრე შინაბერებში. ამავე დროს, ბერბიჭებში სექსუალური პოტენციის ქონა გაცილებით უფრო ხშირია, მაშინ, როცა ბევრ იმპოტენტს ცოლიც ჰყავს და შვილებიც...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი