მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საიდუმლო ბუნტი" ცხინვალის რეგიონში
"საიდუმლო ბუნტი" ცხინვალის რეგიონში

"სა­ი­დუმ­ლო ბუნ­ტი" ასე აფა­სებს ოსუ­რი მე­დია ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში, ე.წ. ძა­ლოვ­ნებს შო­რის არ­სე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბას, რომ­ლე­ბიც იქ ბი­ბი­ლო­ვის მოს­ვლის შემ­დეგ და­ი­წყო და ახ­ლაც გრძელ­დე­ბა. ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ა­ში მუდ­მი­ვად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, "კრი­მი­ნა­ლუ­რი მი­ლი­ცი­ი­დან" მა­სობ­რი­ვი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბი­სა და წას­ვლის შე­სა­ხებ, მას შემ­დეგ, რაც უწყე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ ვა­დიმ მა­მი­ე­ვი და­ნიშ­ნეს.

ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 50-მდე "ძა­ლო­ვან­მა", წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა და­წე­რა, რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­თან კი, რო­მე­ლიც არ­სე­ბუ­ლი პი­რო­ბე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლოა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს... ე.წ. შს სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რი არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

მა­სობ­რი­ვი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი, "კრი­მი­ნა­ლუ­რი მი­ლი­ცი­ის" უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ ვა­დიმ მა­მი­ე­ვის და­ნიშ­ვნა გახ­და, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­თვის პი­როვ­ნუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია და რის გა­მოც, "არა­ერ­თმა მრა­ვალ­წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე კადრმა და­ტო­ვა სამ­სა­ხუ­რი..."

სო­ცი­ა­უ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის თქმი, ვა­დიმ მა­მი­ე­ვის მი­მართ უნ­დობ­ლო­ბის მი­ზე­ზებს ვერ აკონ­კრე­ტე­ბენ, თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ "ამ სფე­რო­ში" მა­მი­ე­ვის გა­მოც­დი­ლე­ბა­ზე არა­ვის არა­ფე­რი სმე­ნია.

ად­გი­ლობ­რი­ვი თე­მურ ცხურ­ბა­ტი წერს, რომ ასე­თი პრო­ტეს­ტე­ბის შე­დე­გი ის არის, რომ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბა იზ­რდე­ბა... მა­მი­ე­ვის და­ნიშ­ვნის მი­ზე­ზი კი, სრუ­ლი­ად მარ­ტი­ვია, ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, საკ­ვან­ძო და მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­ნამ­დე­ბო­ბე­ზე, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კი არა, თა­ვი­სი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სჭირ­დე­ბა. შე­საძ­ლოა, მა­მი­ევს ძალ­ზე სუფ­თა წარ­სუ­ლი აქვს, მაგ­რამ ის ვი­ღა­ცე­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია... ასეთ საქ­მე­ში, დე­ტა­ლე­ბი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია..." - წერს ცხურ­ბა­ტი, თუმ­ცა, დე­ტა­ლე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ხმა­ურ­დე­ბა", - სა­ი­დუმ­ლო ბუნ­ტი" კი, გრძელ­დე­ბა.

თა­ვის მხრივ, მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებ­ზე დუმს ყვე­ლა "ოფი­ცი­ა­ლუ­რი უწყე­ბა" მათ შო­რის, ე.წ. შს მი­ნის­ტრიც, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე ად­გი­ლობ­რივ მე­დი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას თავს არი­დებს...

"უმუ­შევ­რებს პლუს ახა­ლი უმუ­შევ­რე­ბი და ახლა კი ეს "სა­ი­დუმ­ლო ბუნ­ტი" და კი­დევ ვინ იცის, ე.წ. რე­ფორ­მე­ბის ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი პლუ­სი იქ­ნე­ბა... და­პი­რე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, უკე­თე­სო­ბის­კენ არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. პი­რი­ქით, ყო­ველ­დღე უა­რე­სო­ბაა. გარ­კვე­უ­ლი, გავ­ლე­ნი­ან პი­რებ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ის­ქე­ლე­ბენ ჯი­ბე­ებს, იც­ვლი­ან მან­ქა­ნებს, - უბ­რა­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი, მუდ­მი­ვად მათი შემ­ყუ­რეა"- წე­რენ ოსე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნის ლი­დერ­მა, ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვ­მა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის "პირ­ვე­ლი იფი­ცი­ა­ლუ­რი მი­ღე­ბა გა­მარ­თა და მათ ჯანრ­თე­ლო­ბი­სა და სხვა პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბას შეჰ­პირ­და. ცნო­ბი­ლია, რომ ბი­ბი­ლოვს ლა­მის პი­რად კომ­პლექ­სად აქვს გა­დაქ­ცე­უ­ლი ოსე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ თბი­ლის­ში გად­მოს­ვლა. მან არა­ერ­თხელ აღ­ნიშ­ნა, რომ ეს "მათი თავ­მოყ­ვა­რე­ო­ბის შე­ლახ­ვის ფა­სად ხდე­ბა და აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ქმე­დი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა..."

ოსუ­რი მე­დი­ის თქმით, ასე­თი­ვე შეხ­ვედ­რებს მარ­თავ­და თა­ვის დრო­ზე ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვი, თუმ­ცა, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. ამის მი­ზე­ზი კი ის არის, რომ მთლი­ა­ნად "სის­ტე­მა არის, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი და პერ­სო­ნა­ლურ დო­ნე­ზე ცვლი­ლე­ბე­ბი ვე­რა­ფერს შეც­ვლის..." – წერს ოსუ­რი მე­დია.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

"საიდუმლო ბუნტი" ცხინვალის რეგიონში

"საიდუმლო ბუნტი" ცხინვალის რეგიონში

"საიდუმლო ბუნტი" ასე აფასებს ოსური მედია ცხინვალის რეგიონში, ე.წ. ძალოვნებს შორის არსებულ დაპირისპირებას, რომლებიც იქ ბიბილოვის მოსვლის შემდეგ დაიწყო და ახლაც გრძელდება. ადგილობრივ მედიაში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, "კრიმინალური მილიციიდან" მასობრივი გათავისუფლებებისა და წასვლის შესახებ, მას შემდეგ, რაც უწყების ხელმძღვანელის მოადგილედ ვადიმ მამიევი დანიშნეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 50-მდე "ძალოვანმა", წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, რამდენიმე ათეულთან კი, რომელიც არსებული პირობებით უკმაყოფილოა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს... ე.წ. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არსებულ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს.

მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი, "კრიმინალური მილიციის" უფროსის მოადგილედ ვადიმ მამიევის დანიშვნა გახდა, რომელიც ადგილობრივებისთვის პიროვნულად მიუღებელია და რის გამოც, "არაერთმა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრმა დატოვა სამსახური..."

სოციაური ქსელის მომხმარებლების თქმი, ვადიმ მამიევის მიმართ უნდობლობის მიზეზებს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა, ამბობენ, რომ "ამ სფეროში" მამიევის გამოცდილებაზე არავის არაფერი სმენია.

ადგილობრივი თემურ ცხურბატი წერს, რომ ასეთი პროტესტების შედეგი ის არის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება იზრდება... მამიევის დანიშვნის მიზეზი კი, სრულიად მარტივია, ჩვენს ხელისუფლებას, საკვანძო და მნიშვნელოვან თანამდებობეზე, პროფესიონალი კი არა, თავისი მხარდამჭერები სჭირდება. შესაძლოა, მამიევს ძალზე სუფთა წარსული აქვს, მაგრამ ის ვიღაცეებისთვის მიუღებელია... ასეთ საქმეში, დეტალები მნიშვნელოვანია..." - წერს ცხურბატი, თუმცა, დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება", - საიდუმლო ბუნტი" კი, გრძელდება.

თავის მხრივ, მიმდინარე პროცესებზე დუმს ყველა "ოფიციალური უწყება" მათ შორის, ე.წ. შს მინისტრიც, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობას თავს არიდებს...

"უმუშევრებს პლუს ახალი უმუშევრები და ახლა კი ეს "საიდუმლო ბუნტი" და კიდევ ვინ იცის, ე.წ. რეფორმების ფარგლებში რამდენი პლუსი იქნება... დაპირებების მიუხედავად, უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. პირიქით, ყოველდღე უარესობაა. გარკვეული, გავლენიან პირებთან დაახლოებული ადამიანები ისქელებენ ჯიბეებს, იცვლიან მანქანებს, - უბრალო საზოგადოება კი, მუდმივად მათი შემყურეა"- წერენ ოსები სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა, მოქალაქეების "პირველი იფიციალური მიღება გამართა და მათ ჯანრთელობისა და სხვა პრობლემური საკითხების მოგვარებას შეჰპირდა. ცნობილია, რომ ბიბილოვს ლამის პირად კომპლექსად აქვს გადაქცეული ოსების სამკურნალოდ თბილისში გადმოსვლა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს "მათი თავმოყვარეობის შელახვის ფასად ხდება და აუცილებელია, ქმედითი ღონისძიებების განხორციელება..."

ოსური მედიის თქმით, ასეთივე შეხვედრებს მართავდა თავის დროზე ლეონიდ თიბილოვი, თუმცა, არაფერი შეცვლილა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მთლიანად "სისტემა არის, კორუმპირებული და პერსონალურ დონეზე ცვლილებები ვერაფერს შეცვლის..." – წერს ოსური მედია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე