ბაზარზე ახალი ივენთ კომპანია "N პერო" გამოჩნდა, რომელიც ორგანიზებას ქორწილებს, დაბადების დღეებს და ბანკეტებს დაგიგეგმავთ. კომპანიის არსებობა განსაკუთრებით მამაკაცებს გაუხარდებათ, რადგან "N პეროს" წარმომადგენლები დაგეხმარებიან თქვენს რჩეულს ხელი განსაკუთრებულ გარემოში სთხოვოთ და ეს დღე მისთვის სასიამოვნოდ დასამახსოვრებელი გახადოთ. ივენთ კომპანია სამმა ახალგაზრდა გოგონამ დაარსა. ნინი აბრამიშვილი, ნინი ბასიაშვილი და ნინი გოლოშვილი "N პერო-ს შესახებ მოგვიყვებიან:
- "N პერო" სამი ადამიანისგან შემდგარი ივენთ კომპანიაა, რომელიც ორგანიზებას უწევს ქორწილებს, დაბადების დღეებს, ბანკეტებს და ხელის თხოვნებს. ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნებთ საზოგადოებას ბევრი დასამახოვრებელი დღეები ვაჩუქოთ.
- ბაზარზე ძალიან ბევრი ივენთ კომპანიაა, რომელიც მსგავს დღეებს გვიგეგმავს, რით იქნება თქვენი კომპანია გამორჩეული?
- ბაზარზე ჯანსაღი კონკურენცია ძალიან კარგია, თუმცა ყოველი ახალი კომპანიის შემოსვლა ნიშნავს განსხვავებულ მომსახურებას. აზარტულობა, გლამურულობა და ბრწყინვალება, ეს ჩვენი თანმდევია.
- რატომ "N პერო"?
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ცხოვრებაში ყველაფერი კანონზომიერია და შემთხვევით არაფერი ხდება. კომპანიის სამივე დამფუძნებელს ჰქვია ნინი და ჩვენი გვარები აბრამიშვილი, ბასიაშვილი და გოლოშვილიც ანბანის მიხედვით ეწყობა. შესაბამისად, N ჩვენი სახელებიდან გამომდინარე შევარჩიეთ, რას შეეხება პეროს, ვფიქრობთ, რომ ჩვენს საზოგადოებას ნამდვილი პერო ნამდვილად სჭირდება.
- საიდან გაჩნდა ივენთ კომპანიის შექმნის იდეა?
- იდეა გაჩნდა ერთ-ერთი ორგანიზატორის ქორწილის დაგეგმვის პროცესში, მივხვდით რომ ეს პროცესი ძალიან გვსიამოვნებდა, ეს ერთჯერადი არ უნდა ყოფილიყო და მუდმივად უნდა გვეკეთებინა. შესაბამისად, იდეა მხოლოდ იდეად არ დავტოვეთ და პეროებიც გავშალეთ.
- როგორც ვიცით 8 სექტემბეტს კომპანიის პრეზენტაციაა დაგეგმილი....
- დიახ, 8 სექტემბერს "N პეროს" შესახებ ფართო საზოგადოება გაიგებს. პრეზენტაციაზე მოსულ სტუმრებს ბევრ სიურპრიზს და "პეროების გაშლას" ვპირდებით...
ვიდეო, სადაც გოგონების მიერ დაგეგმილი ხელის თხოვნაა გადაღებული