ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მივიდნენ. პარალელურად, ვერტმფრენის წყლიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ტრაქტორებს და შესაბამის ტექნიკას ვერტმფრენთან მისასვლელი გზა გაჰყავთ, რათა ამწეს წყლიდან ვერტმფრენის ამოყვანის საშუალება მიეცეს.
ქართული ვერტმფრენი „მი-8“ ბორჯომის ხეობაში წყლის ავზის ავსებისას დილით ჩამოვარდა და წყალში ჩავარდა. აღნიშნული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.
ეკიპაჟის სამივე წევრმა მხოლოდ გარეგანი დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
იხილეთ ვიდეო: როგორ ამოყავთ ჩამოვარდნილი ვერტმფრენი წყლიდან - უახლესი კადრები ბორჯომის ხეობიდან