მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ელისო ბოლქვაძე - მუსიკა მშვიდობისთვის
ელისო ბოლქვაძე - მუსიკა მშვიდობისთვის

მუ­სი­კა აერ­თი­ა­ნებს სხვა­დას­ხვა კულ­ტუ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მშვი­დო­ბის იდე­ის ირ­გვლივ, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია დღე­ვან­დე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის.

ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი იუ­ნეს­კოს პატ­რო­ნა­ჟით გა­ი­მარ­თე­ბა. ეს კი უნი­კა­ლუ­რი მოვ­ლე­ნაა სა­ქარ­თვე­ლოს ფეს­ტი­ვა­ლე­ბის ის­ტო­რი­ა­ში.

2017 წლის 2-8 სექ­ტემ­ბერს, ელი­სო ბოლ­ქვა­ძის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი "ლირა" ბა­თუ­მის რი­გით მე­ხუ­თე სა­ი­უ­ბი­ლეო სა­ერ­თა­შო­რი­სო მუ­სი­კა­ლურ ფეს­ტი­ვალს, Batumi MusicFEST-ს გა­მარ­თავს.

გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლი პი­ა­ნის­ტის, იუ­ნეს­კოს არ­ტის­ტის, სა­ერ­თა­შო­რი­სო და სა­ხელ­მწი­ფო პრე­მი­ე­ბის ლა­უ­რე­ა­ტის - ელი­სო ბოლ­ქვა­ძის მოწ­ვე­ვით, სა­ოც­ნე­ბო ზღვის­პი­რა ქა­ლაქს ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სე­ბი ეს­ტუმ­რე­ბი­ან. ხე­ლოვ­ნე­ბის მოყ­ვა­რუ­ლებს ბევ­რი და­უ­ვი­წყა­რი წუ­თე­ბი ელო­დე­ბათ.

ფეს­ტი­ვა­ლი წარ­მო­ად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­სა და აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის ერ­თობ­ლივ პრო­ექტს.

ფეს­ტი­ვა­ლის ერთ-ერთი მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი და­არ­სე­ბის დღი­დან, ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ტა­ლან­ტე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და ხელ­შე­წყო­ბაა. მას­ტერკლა­სე­ბის ფორ­მატ­ში ხდე­ბა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი მე­თო­დე­ბით ინ­ტეგ­რი­რე­ბა, რაც ახალ­გაზ­რდე­ბის მუ­სი­კა­ლურ დო­ნეს და ზო­გად ცნო­ბი­ე­რე­ბას ეფექ­ტუ­რად აა­მაღ­ლებს.

სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნის ყვე­ლა კუ­თხი­დან მუ­სი­კო­სებს შე­უძ­ლი­ათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. გა­მორ­ჩე­უ­ლე­ბი კი მიწ­ვე­ულ­ნი არი­ან სა­ზღვარ­გა­რეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო პროგ­რა­მებ­ში და კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად, რაც ფი­ნანსდე­ბა ფეს­ტი­ვა­ლის მიერ.

ასე­ვე, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია სი­ახ­ლე - 7 სექ­ტემ­ბერს ჩა­ტარ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა ტა­ლან­ტე­ბის კონ­კურ­სი, სა­დაც გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებს ფუ­ლა­დი პრე­მი­ე­ბი გა­და­ე­ცე­მათ.

წელს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს მხარ­და­ჭე­რით, შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და გან­ხორ­ცი­ელ­დეს ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში არტ-კამ­პის უნი­კა­ლუ­რი პროგ­რა­მა. 400-მდე მოს­წავ­ლეს ჩა­უ­ტარ­დე­ბათ სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ინო­ვა­ცი­უ­რი ტრე­ნინ­გე­ბი. პა­რა­ლე­ლუ­რად ისი­ნი ყო­ველ სა­ღა­მოს და­ეს­წრე­ბი­ან სა­ფეს­ტი­ვა­ლო კონ­ცერ­ტებს და მუ­სი­კის ჯა­დოს­ნურ სამ­ყა­რო­ში იმოგ­ზა­უ­რე­ბენ.

ბა­თუ­მის ფეს­ტი­ვა­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში კლა­სი­კუ­რი მუ­სი­კის პო­პუ­პა­რი­ზა­ცი­ის­თვის ერთ-ერთ სა­უ­კე­თე­სო სა­ვი­ზი­ტო ბა­რათს წარ­მო­აგდ­გენს, რაც ასა­ხავს ქვეყ­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მის­წრა­ფე­ბებს და ღი­რე­ბუ­ლე­ბებს. სწო­რედ ამი­ტომ გახ­და შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ ბა­თუ­მის ფეს­ტი­ვალს წელს მი­ა­ნი­ჭეს იუ­ნეს­კოს პატ­რო­ნა­ჟი.

R

ელისო ბოლქვაძე - მუსიკა მშვიდობისთვის

ელისო ბოლქვაძე - მუსიკა მშვიდობისთვის

მუსიკა აერთიანებს სხვადასხვა კულტურის მქონე ადამიანების მშვიდობის იდეის ირგვლივ, რაც მნიშვნელოვანია დღევანდელი მსოფლიოსთვის.

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი იუნესკოს პატრონაჟით გაიმართება. ეს კი უნიკალური მოვლენაა საქართველოს ფესტივალების ისტორიაში.

2017 წლის 2-8 სექტემბერს, ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი ”ლირა” ბათუმის რიგით მეხუთე საიუბილეო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს, Batumi MusicFEST-ს გამართავს.

გამოჩენილი ქართველი პიანისტის, იუნესკოს არტისტის, საერთაშორისო და სახელმწიფო პრემიების ლაურეატის - ელისო ბოლქვაძის მოწვევით, საოცნებო ზღვისპირა ქალაქს ცნობილი მუსიკოსები ესტუმრებიან. ხელოვნების მოყვარულებს ბევრი დაუვიწყარი წუთები ელოდებათ.

ფესტივალი წარმოადგენს საქართველოს კულტურის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთობლივ პროექტს.

ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი დაარსების დღიდან, ახალგაზრდა ქართველი ტალანტების აღმოჩენა და ხელშეწყობაა. მასტერკლასების ფორმატში ხდება საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციური მეთოდებით ინტეგრირება, რაც ახალგაზრდების მუსიკალურ დონეს და ზოგად ცნობიერებას ეფექტურად აამაღლებს.

საქართველოს რეგიონის ყველა კუთხიდან მუსიკოსებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. გამორჩეულები კი მიწვეულნი არიან საზღვარგარეთ საერთაშორისო პროგრამებში და კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად, რაც ფინანსდება ფესტივალის მიერ.

ასევე, აღსანიშნავია სიახლე - 7 სექტემბერს ჩატარდება ახალგაზრდა ტალანტების კონკურსი, სადაც გამარჯვებულებს ფულადი პრემიები გადაეცემათ.

წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, შესაძლებელი გახდა განხორციელდეს ფესტივალის ფარგლებში არტ-კამპის უნიკალური პროგრამა. 400-მდე მოსწავლეს ჩაუტარდებათ სპეციალურად შემუშავებული ინოვაციური ტრენინგები. პარალელურად ისინი ყოველ საღამოს დაესწრებიან საფესტივალო კონცერტებს და მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურებენ.

ბათუმის ფესტივალი საქართველოში კლასიკური მუსიკის პოპუპარიზაციისთვის ერთ-ერთ საუკეთესო სავიზიტო ბარათს წარმოაგდგენს, რაც ასახავს ქვეყნის თანამედროვე მისწრაფებებს და ღირებულებებს. სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ბათუმის ფესტივალს წელს მიანიჭეს იუნესკოს პატრონაჟი.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი