კახეთის გზატკეცილზე, სტამბაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 30 სახანძრო ტექნიკა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 800 კვ. მეტრ ფართის გარე სასაწყობე მეურნეობა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
შპს "შარავანდი" პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში მხარდაჭერილი საწარმოა. ის ქართულ ბაზარზე ეტიკეტებსა და სხვადასხვა სახის პოლიმერულ შესაფუთ მასალებს აწარმოებს.