მსოფლიო
სამართალი

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნი, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის
წიგნი, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის

"ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის" მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი, უნი­ვერ­სა­ლუ­რი სა­მე­დი­ცი­ნო წიგ­ნია. მისი პო­პუ­ლა­რო­ბა ბუ­ნებ­რი­ვია _ მას­ზე ხომ სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი 300 სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი მუ­შა­ობ­და, რაც წიგ­ნის სან­დო­ო­ბა­სა და მას­ში თავ­მოყ­რი­ლი ინფრო­მა­ცი­ის ხა­რისხს მაქ­სი­მუ­მამ­დე ზრდის. "მერ­კის" გა­მო­ცე­მა მსოფ­ლი­ო­ში კლა­სი­კურ ვა­რი­ან­ტად ით­ვლე­ბა.

"ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია" გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ერ­თად თვე­ში ერთხელ, 7 ტო­მად გა­მო­ი­ცე­მა. ენ­ციკ­ლო­პე­დი­ის პირ­ვე­ლი ტომი 1 მა­ისს გა­მო­ვი­და და მის მი­მართ მა­შინ­ვე დიდი მო­თხოვ­ნა და ინ­ტე­რე­სი გაჩ­ნდა მკი­თხვე­ლის მხრი­დან, რაც არ ნელ­დე­ბა დღემ­დე. 24 ივ­ლისს მერ­კის ქარ­თუ­ლი ვა­რი­ან­ტის IV ტომი გა­მო­ვი­და, ხოლო, მალე, 21 აგ­ვის­ტოს მე­ხუ­თე ტო­მიც გა­მო­ვა. "ჯან­მრთე­ლო­ბის ენ­ციკ­ლო­პე­დია ყვე­ლა თა­ო­ბის­თვის" კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ექი­მე­ბის ჯგუ­ფის მიერ ითარ­გმნა. რო­გორც და­ნარ­ჩე­ნებ­ზე, ამ ტო­მის შექ­მნა­ზეც პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ექი­მე­ბის 20-კა­ცი­ა­ნი გუნ­დი მუ­შა­ობ­და. ამ­ჟა­მად ამ გუნ­დის ერთ-ერთ წევ­რს, ნია ხა­ჭა­პუ­რი­ძეს გა­გაც­ნობთ.

ნია ხა­ჭა­პუ­რი­ძე: ეს წიგ­ნი გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც რი­გი­თი, არა­სა­მე­დი­ცი­ნო გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ასე­ვე პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის. მას­ში ადა­მი­ა­ნე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად გა­სა­გე­ბი ენით გად­მო­ცე­მულ სა­მე­დი­ცი­ნო ინ­ფორ­მა­ცი­ას. ეს კი ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან მი­მაჩ­ნია, რომ ექი­მი არ უნდა იყოს ადა­მი­ა­ნის და­ა­ვა­დე­ბის ერ­თა­დერ­თი მმარ­თვე­ლი. ყო­ვე­ლი პი­როვ­ნე­ბა უნდა ფლობ­დეს ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, და­ა­ვა­დე­ბა­ზე, მკურ­ნა­ლო­ბა­ზე, ყვე­ლა­ფერ­ზე, რაც მის თავს ხდე­ბა და თვი­თონ უნდა მი­ი­ღოს ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამი­ტო­მაა, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო ცდი­ლობს, მეტი გა­ვა­გე­ბი­ნოთ ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ და ეს წიგ­ნიც სწო­რედ ამას ისა­ხავს მიზ­ნად, რომ მაქ­სი­მა­ლუ­რად მარ­ტი­ვი ენით, მაქ­სი­მა­ლუ­რად მეტი ინ­ფორ­მა­ცია მი­ვი­დეს­ხალ­ხთან. წიგ­ნის გა­მორ­ჩე­უ­ლი სტრუქ­ტუ­რა,ცხრი­ლე­ბი, ილუსტრა­ცი­ე­ბი და ჩა­ნარ­თე­ბი კი ამა­ში გვეხ­მა­რე­ბა.

_ ვინ მუ­შა­ობ­და წიგ­ნის შექ­მნა­ზე და რამ­დე­ნად კომ­პე­ტენ­ტუ­რია მას­ში თავ­მოყ­რი­ლი ინ­ფორ­მა­ცია?

წიგ­ნი 100 წელ­ზე მე­ტია რაც გა­მო­დის და ის ერთი ავ­ტო­რის და­წე­რი­ლი არაა. დღემ­დე მას­ზე ბევ­რი პრო­ფე­სო­რი მუ­შა­ობს, ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი კომ­პე­ტენ­ტუ­რი და თა­ვი­სი სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია. იმიდ მი­ხედ­ვით, თუ რა ხდე­ბა მე­დი­ცი­ნა­ში, დღემ­დე ზუს­ტდე­ბა და ახ­ლდე­ბა წიგნ­ში შე­სუ­ლი ინ­ფო­რო­მა­ცია. მერ­კის დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის სა­ხელ­მძღა­ნე­ლო­ე­ბი ნამ­დვი­ლი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რია მე­დი­ცი­ნის სფე­რო­ში.

ავ­ტორ­თა ენა გან­სხვავ­დე­ბა, მაგ­რამ ცხად­ზე ცხა­დია, რომ ყვე­ლა ავ­ტო­რი ერთი პრინ­ცი­პი­თაა შერ­ჩე­უ­ლი, რომ მისი ნა­წე­რი იყოს გა­სა­გე­ბი, ზუს­ტი და გა­და­მოწ­მე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას გვაწ­ვდი­დეს. მას­ში მეც­ნი­ე­რუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ხში­რად არის გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ის ტერ­მი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ხალ­ხშია გავ­რცე­ლე­ბუ­ლი.

_ პი­რად ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვის­თვის თუ გა­მო­გი­ყე­ნე­ბი­ათ მერ­კის ეს გა­მო­ცე­მა?

_ მე სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე და, შე­სა­ბა­მი­სად,ზუს­ტად ეს წიგ­ნი არ გა­მო­მი­ყე­ნე­ბია, თუმ­ცა მერკს აქვს ვერ­სია ექი­მე­ბის­თვი­საც, რო­მელ­საც სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებ­დი და ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი წიგ­ნი იყო ჩემ­თვის.

რად­გა­ნაც ვთარ­გმნი, არ მინ­და, რომ ახ­ლობ­ლებ­მა რეკ­ლა­მა­ში ჩა­მო­მარ­თვან, მაგ­რამ სულ ვფიქ­რობ, რომ ეს წიგ­ნი უნდა ჰქონ­დეს ყო­ველ ოჯახს , რად­გან მას­ში ამ­დე­ნი ფა­სე­უ­ლი, გა­და­მოწ­მე­ბუ­ლი და და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა თავ­მოყ­რი­ლი. რაც უპი­რა­ტე­სო­ბაა ამ წიგ­ნის­თვის. ყვე­ლას მინ­და ვუ­თხრა ხოლ­მე, იკი­თხეთ და აუ­ცი­ლებ­ლად შე­ი­ძი­ნეთ.

სა­სი­ა­მოვ­ნოა იმის გა­აზ­რე­ბა, რომ წიგნ­ში შე­ტა­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცია ჩემ­თვის უც­ნო­ბი თა­ნა­მე­მა­მუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა და ამა­ში მეც მექ­ნე­ბა მცი­რე წვლი­ლი შე­ტა­ნი­ლი.

ეკა სა­ლა­ღა­ია

წიგნი, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის

წიგნი, თქვენი ოჯახის ჯანმრთელობისთვის

“ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" მსოფლიოში ყველაზე პოპულარული, უნივერსალური სამედიცინო წიგნია. მისი პოპულარობა ბუნებრივია _ მასზე ხომ საერთაშორისოდ აღიარებული 300 სამედიცინო ექსპერტი მუშაობდა, რაც წიგნის სანდოობასა და მასში თავმოყრილი ინფრომაციის ხარისხს მაქსიმუმამდე ზრდის. "მერკის" გამოცემა მსოფლიოში კლასიკურ ვარიანტად ითვლება.

„ჯანმრთელობის ენციკლოპედია“ გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად თვეში ერთხელ, 7 ტომად გამოიცემა. ენციკლოპედიის პირველი ტომი 1 მაისს გამოვიდა და მის მიმართ მაშინვე დიდი მოთხოვნა და ინტერესი გაჩნდა მკითხველის მხრიდან, რაც არ ნელდება დღემდე. 24 ივლისს მერკის ქართული ვარიანტის IV ტომი გამოვიდა, ხოლო, მალე, 21 აგვისტოს მეხუთე ტომიც გამოვა. "ჯანმრთელობის ენციკლოპედია ყველა თაობისთვის" კვალიფიციური ექიმების ჯგუფის მიერ ითარგმნა. როგორც დანარჩენებზე, ამ ტომის შექმნაზეც პროფესიონალი ექიმების 20-კაციანი გუნდი მუშაობდა. ამჟამად ამ გუნდის ერთ-ერთ წევრს, ნია ხაჭაპურიძეს გაგაცნობთ.

ნია ხაჭაპურიძე: ეს წიგნი განკუთვნილია როგორც რიგითი, არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის. მასში ადამიანები გაეცნობიან ძალიან მარტივად გასაგები ენით გადმოცემულ სამედიცინო ინფორმაციას. ეს კი ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ექიმი არ უნდა იყოს ადამიანის დაავადების ერთადერთი მმართველი. ყოველი პიროვნება უნდა ფლობდეს ინფორმაციას საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, დაავადებაზე, მკურნალობაზე, ყველაფერზე, რაც მის თავს ხდება და თვითონ უნდა მიიღოს ამ ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილება. ამიტომაა, რომ მთელი მსოფლიო ცდილობს, მეტი გავაგებინოთ ადამიანებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ და ეს წიგნიც სწორედ ამას ისახავს მიზნად, რომ მაქსიმალურად მარტივი ენით, მაქსიმალურად მეტი ინფორმაცია მივიდესხალხთან. წიგნის გამორჩეული სტრუქტურა,ცხრილები, ილუსტრაციები და ჩანართები კი ამაში გვეხმარება.

_ ვინ მუშაობდა წიგნის შექმნაზე და რამდენად კომპეტენტურია მასში თავმოყრილი ინფორმაცია?

წიგნი 100 წელზე მეტია რაც გამოდის და ის ერთი ავტორის დაწერილი არაა. დღემდე მასზე ბევრი პროფესორი მუშაობს, ყოველი მათგანი კომპეტენტური და თავისი სფეროს პროფესიონალია. იმიდ მიხედვით, თუ რა ხდება მედიცინაში, დღემდე ზუსტდება და ახლდება წიგნში შესული ინფორომაცია. მერკის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სახელმძღანელოები ნამდვილი მსოფლიო ბესტსელერია მედიცინის სფეროში.

ავტორთა ენა განსხვავდება, მაგრამ ცხადზე ცხადია, რომ ყველა ავტორი ერთი პრინციპითაა შერჩეული, რომ მისი ნაწერი იყოს გასაგები, ზუსტი და გადამოწმებულ ინფორმაციას გვაწვდიდეს. მასში მეცნიერული დასახელების პარალელურად ხშირად არის გამოყენებული ის ტერმინები, რომლებიც ხალხშია გავრცელებული.

_ პირად ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის თუ გამოგიყენებიათ მერკის ეს გამოცემა?

_ მე სამედიცინო უნივერსიტეტი დავამთავრე და, შესაბამისად,ზუსტად ეს წიგნი არ გამომიყენებია, თუმცა მერკს აქვს ვერსია ექიმებისთვისაც, რომელსაც სწავლის პერიოდში აქტიურად ვიყენებდი და ერთ-ერთი ძირითადი წიგნი იყო ჩემთვის.

რადგანაც ვთარგმნი, არ მინდა, რომ ახლობლებმა რეკლამაში ჩამომართვან, მაგრამ სულ ვფიქრობ, რომ ეს წიგნი უნდა ჰქონდეს ყოველ ოჯახს , რადგან მასში ამდენი ფასეული, გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაციაა თავმოყრილი. რაც უპირატესობაა ამ წიგნისთვის. ყველას მინდა ვუთხრა ხოლმე, იკითხეთ და აუცილებლად შეიძინეთ.

სასიამოვნოა იმის გააზრება, რომ წიგნში შეტანილი ინფორმაცია ჩემთვის უცნობი თანამემამულის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება და ამაში მეც მექნება მცირე წვლილი შეტანილი.

ეკა სალაღაია

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს