მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსკოვში ივანე მრისხანეს ძეგლი დადგეს
მოსკოვში ივანე მრისხანეს ძეგლი დადგეს

მოს­კოვ­ში ივა­ნე მრის­ხა­ნეს ძეგლი დად­გეს. ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა რუ­სე­თის სამ­ხედ­რო-ის­ტო­რი­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეკუთ­ვნის. ძეგლის ავ­ტო­რი სკულპ­ტო­რი ვა­სი­ლი სე­ლი­ვა­ნო­ვია. თავ­და­პირ­ვე­ლად მე­ფის მო­ნუ­მენ­ტი, ქა­ლაქ ალექ­სან­დროვ­ში, ვლა­დი­მირსკის ოლ­ქში, ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით დად­გეს.

მოს­კოვ­ში ძეგლი და­იდ­გა Аллее правителей-ს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, იმ ად­გი­ლას, სა­დაც მო­ქან­და­კე ზუ­რაბ წე­რე­თელ­მა უკვე დად­გა ის­ტო­რი­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის 30-ზე მეტი ძეგლი. წლის ბო­ლომ­დე ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე კი­დევ 8 პერ­სო­ნის ძეგლი და­იდ­გმე­ბა, მათ შო­რის, ვლა­დი­მირ ლე­ნი­ნი­სა და ბო­რის ელ­ცი­ნის...

რაც შე­ე­ხე­ბა, ივა­ნე მრის­ხა­ნეს ძეგლს, მის მი­მართ რუ­სულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი მო­საზ­რე­ბე­ბია, თუმ­ცა დიდი ნა­წი­ლი მას მა­ინც რუ­სე­თის დამ­ფუძ­ნებ­ლად მი­იჩ­ნევს.

ივა­ნე IV გა­მეფ­და 1547 წელს და ბო­რო­ტი, სას­ტი­კი და თავ­შე­უ­კა­ვე­ბე­ლი ხა­სი­ა­თის გამო, "მრის­ხა­ნე" უწო­დეს. მე­ფის შე­უ­ზღუ­და­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად, მან მე­თო­ფე­თა, ე.წ. "სტრელ­ცე­ბის" მუდ­მი­ვი ჯარი შექ­მნა. 1565 წელს კი "ოპ­რიჩ­ნი­ნა", თა­ვი­სე­ბუ­რი და­სახ­ლე­ბა შე­მო­ი­ღო... მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მე­ფემ სა­ხელ­მწი­ფოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი თა­ვის პი­რად სა­კუთ­რე­ბად გა­მო­ა­ცხა­და, რო­მელ­საც სწო­რედ ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი "ოპ­რიჩ­ნი­ნა" ეწო­და. ოპ­რიჩ­ნი­ნა­ში მცხოვ­რებ ბო­ი­ა­რებს მი­წე­ბი ჩა­მო­ერ­თვათ და ის მე­ფის სან­დო პი­რებს "ოპ­რიჩ­ნი­კებს" და­უ­რი­გეს..

ძა­ლი­ან მალე, ქვე­ყა­ნა­ში დეს­პო­ტიზ­მი დამ­ყარ­და და სა­ყო­ველ­თაო შიში გა­მეფ­და. ხში­რად უმი­ზე­ზოდ სიკ­ვდი­ლით უს­წორ­დე­ბოდ­ნენ ან სჯიდ­ნენ სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს. "ოპ­რიჩ­ნი­კებ­მა" ძა­ლა­უფ­ლე­ბა ხელ­ში აი­ღეს და სულ მალე და­სახ­ლე­ბა­ში გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა იყო. "ოპ­რიჩ­ნი­ნის" შექ­მნის შემ­დეგ, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კის დაქ­ვე­ი­თე­ბა და­ი­წყო. ბო­ლოს თა­ვი­სი წარ­მო­ე­ბის სი­სუ­ლე­ლე­ში თა­ვად ივა­ნე მრის­ხა­ნეც დარ­წმუნ­და და 1572 წელს ოპ­რიჩ­ნი­ნა გა­ა­უქ­მა...

რუ­სუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბის გა­ფარ­თო­ე­ბა სწო­რედ მისი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, - ივა­ნე IV-ის დროს გრძელ­დე­ბო­და სა­ზღვრის გა­ფარ­თო­ე­ბა აღ­მო­სავ­ლე­თით. ივა­ნე მრის­ხა­ნემ და­ი­პყრო ყა­ზა­ნის და ას­ტრა­ხა­ნის სა­ხა­ნო­ე­ბი. ამის შემ­დეგ რუ­სეთს გზა გა­ეხ­სნა ციმ­ბი­რის სა­ხა­ნოს­კენ. ვოლ­გის­პი­რა კა­ზა­კე­ბის რაზ­მის ატა­მა­ნის ერ­მა­კის მიერ წა­მო­წყე­ბუ­ლი ბრძო­ლა ციმ­ბი­რის სა­ხა­ნოს წი­ნა­აღ­მდეგ, ერ­მა­კის და­ღუპ­ვის შემ­დე­გაც გაგ­რძელ­და და ციმ­ბი­რის სა­ხა­ნოს გა­ნად­გუ­რე­ბით დას­რულ­და. 1558-1583 წლებ­ში ივა­ნე მრის­ხა­ნე ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში აწარ­მო­ებ­და ხანგძლივ ლი­ვო­ნის ომს.

პო­ლო­ნეთ­მა, ლიტ­ვამ, და­ნი­ამ და შვე­დეთ­მა არ მის­ცა რუ­სეთს უფ­ლე­ბა, და­ე­პყრო ლი­ვო­ნის ორ­დე­ნის ტე­რი­ტო­რია. ლი­ვო­ნის ომში რუ­სე­თი და­მარ­ცხდა ამ ომმა რუ­სეთს ნგრე­ვა და და­სუს­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. რუ­სეთ­მა ვერ მო­ი­პო­ვა გა­სას­ვლე­ლი ბალ­ტი­ის ზღვა­ზე.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

მოსკოვში ივანე მრისხანეს ძეგლი დადგეს

მოსკოვში ივანე მრისხანეს ძეგლი დადგეს

მოსკოვში ივანე მრისხანეს ძეგლი დადგეს. ეს ინიციატივა რუსეთის სამხედრო-ისტორიულ საზოგადოებას ეკუთვნის. ძეგლის ავტორი სკულპტორი ვასილი სელივანოვია. თავდაპირველად მეფის მონუმენტი, ქალაქ ალექსანდროვში, ვლადიმირსკის ოლქში, ადგილობრივებმა საკუთარი სახსრებით დადგეს.

მოსკოვში ძეგლი დაიდგა Аллее правителей-ს ტერიტორიაზე, იმ ადგილას, სადაც მოქანდაკე ზურაბ წერეთელმა უკვე დადგა ისტორიული პიროვნებების 30-ზე მეტი ძეგლი. წლის ბოლომდე ამ ტერიტორიაზე კიდევ 8 პერსონის ძეგლი დაიდგმება, მათ შორის, ვლადიმირ ლენინისა და ბორის ელცინის...

რაც შეეხება, ივანე მრისხანეს ძეგლს, მის მიმართ რუსულ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი მოსაზრებებია, თუმცა დიდი ნაწილი მას მაინც რუსეთის დამფუძნებლად მიიჩნევს.

ივანე IV გამეფდა 1547 წელს და ბოროტი, სასტიკი და თავშეუკავებელი ხასიათის გამო, "მრისხანე" უწოდეს. მეფის შეუზღუდავი ძალაუფლების გასაძლიერებლად, მან მეთოფეთა, ე.წ. "სტრელცების" მუდმივი ჯარი შექმნა. 1565 წელს კი "ოპრიჩნინა", თავისებური დასახლება შემოიღო... მოგვიანებით, მეფემ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ნაწილი თავის პირად საკუთრებად გამოაცხადა, რომელსაც სწორედ ზემოთ ხსენებული "ოპრიჩნინა" ეწოდა. ოპრიჩნინაში მცხოვრებ ბოიარებს მიწები ჩამოერთვათ და ის მეფის სანდო პირებს "ოპრიჩნიკებს" დაურიგეს..

ძალიან მალე, ქვეყანაში დესპოტიზმი დამყარდა და საყოველთაო შიში გამეფდა. ხშირად უმიზეზოდ სიკვდილით უსწორდებოდნენ ან სჯიდნენ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებს. "ოპრიჩნიკებმა" ძალაუფლება ხელში აიღეს და სულ მალე დასახლებაში განუკითხაობა იყო. "ოპრიჩნინის" შექმნის შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკის დაქვეითება დაიწყო. ბოლოს თავისი წარმოების სისულელეში თავად ივანე მრისხანეც დარწმუნდა და 1572 წელს ოპრიჩნინა გააუქმა...

რუსული საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის საზღვრების გაფართოება სწორედ მისი დამსახურებაა, - ივანე IV-ის დროს გრძელდებოდა საზღვრის გაფართოება აღმოსავლეთით. ივანე მრისხანემ დაიპყრო ყაზანის და ასტრახანის სახანოები. ამის შემდეგ რუსეთს გზა გაეხსნა ციმბირის სახანოსკენ. ვოლგისპირა კაზაკების რაზმის ატამანის ერმაკის მიერ წამოწყებული ბრძოლა ციმბირის სახანოს წინააღმდეგ, ერმაკის დაღუპვის შემდეგაც გაგრძელდა და ციმბირის სახანოს განადგურებით დასრულდა. 1558-1583 წლებში ივანე მრისხანე ბალტიისპირეთში აწარმოებდა ხანგძლივ ლივონის ომს.

პოლონეთმა, ლიტვამ, დანიამ და შვედეთმა არ მისცა რუსეთს უფლება, დაეპყრო ლივონის ორდენის ტერიტორია. ლივონის ომში რუსეთი დამარცხდა ამ ომმა რუსეთს ნგრევა და დასუსტება მოუტანა. რუსეთმა ვერ მოიპოვა გასასვლელი ბალტიის ზღვაზე.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"