ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე, პირველ შესახვევში სროლის ხმა იყო. თვითმხილველების ცნობით, შსს-ს თანამშრომელმა ქობულეთის მკვიდრს, 25 წლის მამაკაცს ესროლა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც დაზარალებულის მამა თენგიზ ქათამაძე აცხადებს, შსს-ს თანამშრონელი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. მისივე ინფორმაციით, ორი დღის წინ მოქალაქესა და შსს-ს წარმომადგენელს შორის მცირე ინციდენტი მოხდა.
"ჩემს შვილს მოსაკლავად ეძებდა. არანარი პირადი დაპირისპირება არასდროს ჰქონია. არ ვიცი, რატომ არის ჩემს შვილზე გადამტერებული", - აცხადებს თენგიზ ქათამაძე.
როგორც Ambebi.ge-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, ადგილზე იმყოფებიან გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები და მიმდინარეობს საკითხის შესწავლა.