ავტორი:

როგორ ამოვიცნოთ ტკბილია თუ არა საზამთრო - ეს რჩევები გამოგადგებათ

როგორ ამოვიცნოთ ტკბილია თუ არა საზამთრო - ეს რჩევები გამოგადგებათ

საზამთრო ბევრს უყვარს, მაგრამ მისი შეძენისას ხშირად ვტყუვდებით. როგორ უნდა გავარკვიოთ მისი სიმწიფე? არის თუ არა ნიტრატებით სავსე? საკმარისად ტკბილია თუ არა? გაგაცნობთ ხერხებს, რომლის მეშვეობით იდეალური საზამთროს არჩევას მოახერხებთ:

1. მკვეთრი და კონტრასტული ზოლები

საზამთროს ზოლები მისი სიმწიფის მაჩვენებელია. კარგი საზამთროს ზოლები მაქსიმალურად კონტრასტული და მკვეთრი ფერისაა.

2. ზედაპირი

საზამთროს ზედაპირი მყარი უნდა იყოს, უნდა ბრწყინავდეს და ფრჩხილით მისი დაზიანება არ უნდა შეგეძლოთ. ეცადეთ ფრჩხილით ჩაჭყლიტოთ ზედაპირი, თუ ეს მოახერხეთ და საზამთროს კანი გაიპო, მაშინ ცუდ საზამთროსთან გაქვთ საქმე.

3. დიდი, მაგრამ არა გიგანტური

საზამთროს დიდი ზომა არ არის მისი გემოსა და სიმწიფის გარანტი. რაც უფრო დიდი და მჩატეა საზამთრო, მით უფრო მომწიფებულია, მაგრამ ნაკლებ სავარაუდოა ტკბილი იყოს. ამიტომ აჯობებს, თუ საშუალო ზომის საზამთროს აარჩევთ

4. როგორ ხმას გამოსცემს

დააკაკუნეთ საზამთროს ზედაპირზე, მწიფე საზამთრომ კაკუნზე ხმა უნდა გამოსცეს. თუ საზამთრო "დუმს", მაშინ მისი ნაყოფი გაფუჭებულია.

5. დაუზიანებელი

როდესაც საზამთროს შერჩევას დაიწყებთ, კარგად დააკვირდით, რომ დაზიანებული არ იყოს. მას არ უნდა ჰქონდეს ბზარები, ჩაჭყლეტილი ადგილები. დაზიანებების და პატარა ბზარების წყალობით მასში ბაქტერიები აღწევენ, რამაც შეიძლება თქვენი მოწამვლა გამოიწვიოს.

მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.

ქართველმა ასტროფოტოგრაფმა იშვიათი კომეტა დააფიქსირა - "ეს საოცარი ობიექტი, 6 800 წელი აღარ შემოაბიჯებს დედამიწის სიახლოვეს"

იაპონიაში, ქართული კერძი შქმერული, ონლაინ გამოკითხვის შედეგად, საუკეთესოდ დასახელდა

56 წლის ქალი, რომლის იდეალური ფორმებიც გაოცებას იწვევს - სოციალური ქსელების ახალი ვარსკვლავის შთამბეჭდავი ფოტოები