ამაღამ კახეთის რეგიონში სეტყვაა მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა, დღეს ღამით კახეთის რეგიონში შესაძლებელია იყოს სეტყვა. ხვალ დღის პირველ ნახევარში კი კახეთსა და მათ შორის თბილისში, უმეტესად ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ზოგან იქნება წვიმა ელჭექით და ქარი გაძლიერდება.
დასავლეთ საქართველოში და შავი ზღვის სანაპიროზე, ხვალ, ძირითადად მზიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით მოიღრუბლება.
აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ხვალ დღისით 29 გრადუსი იქნება; დასავლეთ საქართველოში - 25-29 გრადუსი, თბილისში -28 გრადუსი.
10 ივლისიდან 14 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში მათ შორის, თბილისში, ღამისა და საღამოს საათებში დროგამოშვებით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ზოგან შესაძლებელია იყოს სეტყვა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 30-32 გრადუსი იქნება.
14-15 ივლისს საქართველოს უმეტეს რაიონებში ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერიც. აღმოსავლეთ საქართველოში კი, შესაძლებელია იყოს სეტყვა და ქარი.