საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

12

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:28-ზე, მთვარე 17:54-ზე გადაბრძანდება მორიელში მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად; შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას; ცხარე და ცხიმიან საკვებს; ცხოველური საკვების მიღებას. ნებადართულია თევზი და სოკო. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა დაუტოვა ანდერძად ინოლა გურგულიამ ოჯახს
რა დაუტოვა ანდერძად ინოლა გურგულიამ ოჯახს

სა­უ­ბა­რი მი­ლოც­ვით და­ვი­წყეთ... მარ­თლაც, ძა­ლი­ან გა­სა­ხა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ქარ­თუ­ლი ფილ­მის კი­დევ ერთი წარ­მა­ტე­ბა. "ჩემი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი" - ასე ჰქვია რე­ჟი­სო­რე­ბის: ნანა ექ­ვთი­მიშ­ვი­ლი­სა და სი­მონ გრო­სის ფილ­მს, რო­მე­ლიც ტრან­სილ­ვა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე სა­უ­კე­თე­სო ფილ­მად აღი­ა­რეს და ფეს­ტი­ვა­ლის მთა­ვა­რი პრი­ზი - "ტრან­სილ­ვა­ნი­ის თასი" გა­დას­ცეს, ხოლო "ქა­ლის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბი­სათ­ვის", ასე­ვე - მთა­ვა­რი პრი­ზი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ობს, ია შუღ­ლი­აშ­ვილს ერგო, რო­მელ­საც ფილმში პარტნი­ო­რო­ბას ავ­სტრი­ა­ში მოღ­ვა­წე, ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი მსა­ხი­ო­ბი - მე­რაბ ნი­ნი­ძე უწევს.

- ფილ­მი, რო­მელ­მაც დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა მოგ­ვა­ნი­ჭა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჯერ არ უჩ­ვე­ნე­ბი­ათ და შე­სა­ბა­მი­სად, არც მისი ში­ნა­არ­სი ვიცი, სა­თა­უ­რი კი ისე­თი აქვს - "ჩემი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი" და თვალ­წინ, უპირ­ვე­ლე­სად, შენი ბედ­ნი­ე­რი, სიყ­ვა­რუ­ლით სავ­სე ოჯა­ხი და­მიდ­გა. რე­ა­ლუ­რად, რა სი­უ­ჟე­ტი აქვს ფილ­მს?

- ეს არის ფილ­მი ოჯახ­ზე, სა­დაც სამი თა­ო­ბა ცხოვ­რობს და მათ შო­რის ჭი­დი­ლი­ცაა, გა­უ­გებ­რო­ბე­ბიც, კა­მა­თიც, ჩხუ­ბიც, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი მა­ინც ურ­თი­ერ­თსიყ­ვა­რულს ეფუძ­ნე­ბა. ამი­ტო­მაც ჰქვია "ჩემი ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი". ფილ­მის მთა­ვა­რი გმი­რი - მა­ნა­ნა მხე­ი­ძე, სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც თა­ვი­სი საქ­მე ძა­ლი­ან უყ­ვარს, სა­ინ­ტე­რე­სო ნაშ­რო­მებ­საც წერს და საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქა­ლია, რო­მე­ლიც ამ დიდ, ხმა­უ­რი­ან ოჯახ­ში თა­ვის კუ­თხეს, ად­გილს ვერ პო­უ­ლობს... შე­იძ­ლე­ბა, ეს ადა­მი­ა­ნი ქარ­თვე­ლი ქა­ლის სტე­რე­ო­ტიპს სცილ­დე­ბა, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი საქ­მე მშვი­დად და ხა­რის­ხი­ა­ნად რომ აკე­თოს, თა­ვის თავ­ზეც იზ­რუ­ნოს და ცხოვ­რე­ბაც მო­ი­წყოს, ამის უფ­ლე­ბა ნამ­დვი­ლად აქვს.

- ტრან­სილ­ვა­ნი­ის ფეს­ტი­ვალს თა­ვა­დაც და­ეს­წა­რი?

- სამ­წუ­ხა­როდ - არა, რად­გან თე­ატ­რის გას­ტროლს ვერ გა­მოვ­ტო­ვებ­დი. ზო­გა­დად, ფილ­მის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სამ კი­ნო­ფეს­ტი­ვალს და­ვეს­წა­რი, მაგ­რამ იქ სამ­სა­ხი­ო­ბო ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი არ ჰქონ­დათ... წინ კი­დევ ბევ­რი ფეს­ტი­ვა­ლი გვე­ლის. ივ­ლის­ში ოდე­სის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე მივ­დი­ვართ, ხოლო 18 ივ­ლი­სი­დან, თუ არ ვცდე­ბი, 28 ივ­ლი­სამ­დე ავ­სტრა­ლი­ა­ში, სიდ­ნე­ის ფეს­ტი­ვალ­ზეც მი­ი­ღებს ფილ­მი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ვნა­ხოთ, რა შე­დეგს მოგ­ვი­ტანს იქა­უ­რი ჩვე­ნე­ბა. ეგაა, ბევრ ფეს­ტი­ვალ­ზე სამ­სა­ხი­ო­ბო ნო­მი­ნა­ცი­ე­ბი არ აქვთ.

- მა­შინ "ოს­კარს" და­ვე­ლო­დოთ - ეგებ, იქაც მოხ­ვდეს და... მა­ნამ­დე კი "ინო­ლას გო­გოდ" წო­დე­ბულ ია შუღ­ლი­აშ­ვილ­ზე მინ­და, ვი­სა­უბ­როთ, რო­მე­ლიც გა­რეგ­ნო­ბი­თაც, ხმის ტემ­ბრი­თაც ძა­ლი­ან ჰგავს დე­დას - ულა­მა­ზე­სი სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტორ­სა და ტკბილ­ხმი­ან მომ­ღე­რალ ინო­ლა გურ­გუ­ლი­ას. მახ­სოვს, ერთხელ მი­თხა­რი: მსა­ხი­ო­ბო­ბა ჩემი საქ­მეა, სიმ­ღე­რა კი - გუ­ლის ნა­წი­ლიო.

- ჩემი ძმა, დათო შუღ­ლი­აშ­ვი­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად მღე­რის, გა­ლობს. მა­მაც მუ­სი­კო­სი მყავ­და - კომ­პო­ზი­ტო­რი მი­ხე­ილ შუღ­ლი­აშ­ვი­ლი. ამი­ტომ, კლა­სი­კა, ჯაზი - ყვე­ლა­ფე­რი ის­მო­და ჩემს ოჯახ­ში. ინო­ლა სა­ბავ­შვო სიმ­ღე­რებს რომ წერ­და, პირ­ვე­ლად ჩვენ გვამ­ღე­რებ­და. გე­ნე­ტი­კუ­რად გა­მოგ­ვყვა სიმ­ღე­რის ნიჭი, მაგ­რამ სმე­ნას გან­ვი­თა­რე­ბაც სჭირ­დე­ბა და არც ეს დაგ­ვკლე­ბია.

სხვა­თა შო­რის, სწო­რედ ინო­ლას სიმ­ღე­რე­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ჰგავს ჩემი ხმა მი­სას, თით­ქოს სიმ­ღე­რი­სას მისი ინ­ტო­ნა­ცია, ხმა ჩა­მეს­მის და მეც ინო­ლა­სე­უ­ლი ბგე­რა ამომ­დის. სხვა შემ­თხვე­ვა­ში კი, ძი­რი­თა­დად, მა­ინც ჩემ­სას ვმღე­რი. გა­რეგ­ნო­ბი­თაც ვგა­ვარ დე­დას და მსმე­ნელ-მა­ყუ­რე­ბელ­საც თით­ქოს სურს, ინო­ლად და­მი­ნა­ხოს. არ სურთ გა­აც­ნო­ბი­ე­რონ, რომ მეტი ინო­ლა აღარ იქ­ნე­ბა. მან ან­დერ­ძად დაგ­ვი­ტო­ვა, ჩემი სიმ­ღე­რე­ბი იმ­ღე­რეთ, მუ­დამ რომ ვი­ცო­ცხლოო და ამი­ტო­მა­ცაა, სა­დაც კი მთხო­ვენ, ყველ­გან დე­დის სიმ­ღე­რებს ვმღე­რი... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა დაუტოვა ანდერძად ინოლა გურგულიამ ოჯახს

რა დაუტოვა ანდერძად ინოლა გურგულიამ ოჯახს

საუბარი მილოცვით დავიწყეთ... მარ­თლაც, ძალიან გასახარი და მნიშვნელოვანია ქართული ფილმის კიდევ ერთი წარმატება. "ჩემი ბედნიერი ოჯახი" - ასე ჰქვია რეჟისორების: ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმს, რომელიც ტრანსილვანიის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმად აღიარეს და ფესტივალის მთავარი პრიზი - "ტრანსილვანიის თასი" გადასცეს, ხოლო "ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის", ასევე - მთავარი პრიზი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობს, ია შუღლიაშვილს ერგო, რომელსაც ფილმში პარტნიორობას ავსტრიაში მოღვაწე, ბევრისთვის საყვარელი მსახიობი - მერაბ ნინიძე უწევს.

- ფილმი, რომელმაც დიდი ბედნიერება მოგვანიჭა, საქართველოში ჯერ არ უჩვენებიათ და შესაბამისად, არც მისი შინაარსი ვიცი, სათაური კი ისეთი აქვს - "ჩემი ბედნიერი ოჯახი" და თვალწინ, უპირველესად, შენი ბედნიერი, სიყვარულით სავსე ოჯახი დამიდგა. რეალურად, რა სიუჟეტი აქვს ფილმს?

- ეს არის ფილმი ოჯახზე, სადაც სამი თაობა ცხოვრობს და მათ შორის ჭიდილიცაა, გაუგებრობებიც, კამათიც, ჩხუბიც, მაგრამ ყველაფერი მაინც ურთიერთსიყვარულს ეფუძნება. ამიტომაც ჰქვია "ჩემი ბედნიერი ოჯახი". ფილმის მთავარი გმირი - მანანა მხეიძე, სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელსაც თავისი საქმე ძალიან უყვარს, საინტერესო ნაშრომებსაც წერს და საკმაოდ განვითარებული ქალია, რომელიც ამ დიდ, ხმაურიან ოჯახში თავის კუთხეს, ადგილს ვერ პოულობს... შეიძლება, ეს ადამიანი ქართველი ქალის სტერეოტიპს სცილდება, მაგრამ საკუთარი საქმე მშვიდად და ხარისხიანად რომ აკეთოს, თავის თავზეც იზრუნოს და ცხოვრებაც მოიწყოს, ამის უფლება ნამდვილად აქვს.

- ტრანსილვანიის ფესტივალს თავადაც დაესწარი?

- სამწუხაროდ - არა, რადგან თეატრის გასტროლს ვერ გამოვტოვებდი. ზოგადად, ფილმის მონაწილეობით სამ კინოფესტივალს დავესწარი, მაგრამ იქ სამსახიობო ნომინაციები არ ჰქონდათ... წინ კიდევ ბევრი ფესტივალი გველის. ივლისში ოდესის კინოფესტივალზე მივდივართ, ხოლო 18 ივლისიდან, თუ არ ვცდები, 28 ივლისამდე ავსტრალიაში, სიდნეის ფესტივალზეც მიიღებს ფილმი მონაწილეობას და ვნახოთ, რა შედეგს მოგვიტანს იქაური ჩვენება. ეგაა, ბევრ ფესტივალზე სამსახიობო ნომინაციები არ აქვთ.

- მაშინ "ოსკარს" დაველოდოთ - ეგებ, იქაც მოხვდეს და... მანამდე კი "ინოლას გოგოდ" წოდებულ ია შუღლიაშვილზე მინდა, ვისაუბროთ, რომელიც გარეგნობითაც, ხმის ტემბრითაც ძალიან ჰგავს დედას - ულამაზესი სიმღერების ავტორსა და ტკბილხმიან მომღერალ ინოლა გურგულიას. მახსოვს, ერთხელ მითხარი: მსახიობობა ჩემი საქმეა, სიმღერა კი - გულის ნაწილიო.

- ჩემი ძმა, დათო შუღლიაშვილიც არაჩვეულებრივად მღერის, გალობს. მამაც მუსიკოსი მყავდა - კომპოზიტორი მიხეილ შუღლიაშვილი. ამიტომ, კლასიკა, ჯაზი - ყველაფერი ისმოდა ჩემს ოჯახში. ინოლა საბავშვო სიმღერებს რომ წერდა, პირველად ჩვენ გვამღერებდა. გენეტიკურად გამოგვყვა სიმღერის ნიჭი, მაგრამ სმენას განვითარებაც სჭირდება და არც ეს დაგვკლებია.

სხვათა შორის, სწორედ ინოლას სიმღერების შესრულებისას ჰგავს ჩემი ხმა მისას, თითქოს სიმღერისას მისი ინტონაცია, ხმა ჩამესმის და მეც ინოლასეული ბგერა ამომდის. სხვა შემთხვევაში კი, ძირითადად, მაინც ჩემსას ვმღერი. გარეგნობითაც ვგავარ დედას და მსმენელ-მაყურებელსაც თითქოს სურს, ინოლად დამინახოს. არ სურთ გააცნობიერონ, რომ მეტი ინოლა აღარ იქნება. მან ანდერძად დაგვიტოვა, ჩემი სიმღერები იმღერეთ, მუდამ რომ ვიცოცხლოო და ამიტომაცაა, სადაც კი მთხოვენ, ყველგან დედის სიმღერებს ვმღერი... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი