მასაჩუსეტსის შტატში, ბუნებრივი აირის მილსადენის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, 98 წლის აქტივისტი, ფრენსის ქროუ დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ მასთან ერთად სხვა რვა აქტივისტიც იყო დაკავებული. მათ საპროტესტო აქციის ადგილზე მილსადენის „დაკრძალვის“ პერფორმანსი ჩაატარეს.
როგორც მასაჩუსეტსის შტატის პოლიციაში განაცხადეს, ფრენსის ქროუ Sugar Shack Alliance-ის წევრებთან ერთად დაცულ ტერიტორიაზე შევიდა და უარი განაცხადა ტერიტორიიდან გასვლაზე.
როგორც 98 წლის ფრენსის ქროუმ განაცხადა, პოლიციამ ისინი გააფრთხილა, რომ ტერიტორიაზე შესვლის შემთხვევაში მათ დააკავებდნენ.