პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს
რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს

სა­ინ­ტე­რე­სო თავ­გა­და­სა­ვა­ლი, რო­მე­ლიც უფრო ჭკვი­ან­სა და სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ანს გხდით - ეს კი­თხვაა. ოჯახ­ში ყო­ველ­თვის ცდი­ლო­ბენ, ბავ­შვს კი­თხვა პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე შე­აყ­ვა­რონ. ალ­ბათ, იმი­ტომ, რომ კი­თხვა არის რო­გორც კა­რი­ე­რუ­ლი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი, ისე სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ცხოვ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი. ეს არის მრა­ვალ­მხრი­ვი პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ კი­თხვის მო­მენ­ტშიც ანი­ჭებს ადა­მი­ანს სი­ა­მოვ­ნე­ბას და ამავდრო­უ­ლად, უამ­რა­ვი თან­მდე­ვი პო­ზი­ტი­უ­რი ეფექ­ტი აქვს. კი­თხვა გო­ნე­ბას ავარ­ჯი­შებს და სი­ტყვე­ბის მა­რაგს ამ­რავლფე­როვ­ნებს. ადა­მი­ა­ნის კონ­ცენ­ტრა­ცი­ი­სა და ფო­კუ­სი­რე­ბის უნარ­ზე საკ­მა­ოდ და­დე­ბი­თი გავ­ლე­ნა აქვს. კი­თხვა ხელს უწყობს ფან­ტა­ზი­ის გან­ვი­თა­რე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბას და ახა­ლი იდე­ე­ბის გა­ჩე­ნას. შე­დე­გად კი ადა­მი­ა­ნი უფრო თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი ხდე­ბა.

ახლა ზა­ფხუ­ლია - კი­თხვის­თვის ყვე­ლა­ზე კარ­გი სე­ზო­ნი და შე­გიძ­ლი­ათ ამ ზა­ფხულს სწრა­ფად აი­ნა­ზღა­უ­როთ ის, რაც გა­სულ პე­რი­ოდ­ში და­კარ­გეთ. ზა­ფხულ­ში, როცა დღე უფრო გრძე­ლია და ადა­მი­ა­ნი უამ­რა­ვი რა­მის გა­კე­თე­ბას ას­წრებს, დღის სა­უ­კე­თე­სო და­სას­რუ­ლი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სწო­რედ წიგ­ნია.

ამ ყვე­ლაფ­რის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბის შემ­დეგ, შე­იძ­ლე­ბა ახა­ლი დი­ლე­მის წი­ნა­შე და­დე­ქით: კი, მაგ­რამ რა წა­ვი­კი­თხო? რო­გორ შე­ვარ­ჩიო ჩემ­თვის სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი ამ­ხე­ლა არ­ჩე­ვან­ში? ამ პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა­ში დახ­მა­რე­ბა წიგ­ნის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­მა "ბიბ­ლუს­მა" გა­და­წყვი­ტა და გთა­ვა­ზობთ 10 მსოფ­ლიო ბესტსე­ლერს, რო­მე­ლიც დიდი ალ­ბა­თო­ბით ამ ზა­ფხულს თქვენს ყუ­რა­დღე­ბას და­იმ­სა­ხუ­რებს. მაშ ასე, წარ­მოდ­გიდ­გენთ "ბიბ­ლუ­სის" ბესტსე­ლერ მეტ­წი­ლად თა­ნა­მედ­რო­ვე მხატ­ვრულ ლი­ტე­რა­ტუ­რას:

1. "სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი", ელიფ შა­ფა­ქი

ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი თურ­ქი ქალი მწერ­ლის ელიფ შა­ფა­ქის მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რის მთა­ვა­რი გმი­რია თა­ნა­მედ­რო­ვე ქალი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ქა­რიშ­ხა­ლი­ვით შე­მო­იჭ­რე­ბა ორი სა­ო­ცა­რი სამ­ყა­რო: სიყ­ვა­რუ­ლი და აღ­მო­სავ­ლე­თი. ნა­წარ­მო­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ორი ის­ტო­რი­ის­გან შედ­გე­ბა. თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რია მოგ­ვი­თხრობს ებ­რა­ე­ლი დი­ა­სახ­ლი­სის ელას შე­სა­ხებ, რო­მელ­საც მის­ცე­მენ წიგნს სა­ხელ­წო­დე­ბით: "ტკბი­ლი მკრე­ხე­ლო­ბა". სწო­რედ ეს წიგ­ნია ნა­წარ­მო­ე­ბის მე­ო­რე ამ­ბა­ვი მის­ტი­ურ დერ­ვიშ პო­ეტ­ზე, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ცოდ­ნის გა­და­სა­ცე­მად ეძებს კომ­პა­ნი­ონს. მას ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი აქვს სიყ­ვა­რუ­ლის 40 წესი, რომ­ლის წა­კი­თხვაც ელას შო­კი­რე­ბუსლ ტო­ვებს…

2. "ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე", ერიხ მა­რია რე­მარ­კი

კლა­სი­კო­სი მწერ­ლის ამ რო­მა­ნის მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ლი­ლი­ა­ნი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მელ­საც სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დარ­ჩე­ნი­ლი ცხოვ­რე­ბის გა­ტა­რე­ბა არ სურს. იგი ავ­ტომრბო­ლელ კლერ­ფერს შეხ­ვდე­ბა და ისი­ნი ევ­რო­პა­ში სა­მოგ­ზა­უ­როდ მი­დი­ან. "ნა­სეს­ხე­ბი სი­ცო­ცხლე" რე­მარ­კის შე­უ­და­რე­ბე­ლი ოს­ტა­ტო­ბით კი­დევ ერთი დიდი და მომ­ნუს­ხვე­ლი გრძნო­ბე­ბით სავ­სე ტრა­გი­კუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვია.

3. "წიგ­ნის ქურ­დი", მარ­კუს ზუ­ზა­კი

თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის საყ­ვა­რე­ლი მწერ­ლის მარ­კუს ზუ­ზა­კის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი წიგ­ნი 1939 წლის, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ის შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს.. ცხრა წლის ლი­ზე­ლი დე­დო­ბილ-მა­მო­ბილ­თან ერ­თად ჰი­მელ-სტრიტ­ზე ცხოვ­რობს, მისი მშობ­ლე­ბი სა­კონ­ცენ­ტა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს. გო­გო­ნა წიგ­ნებს იპა­რავს, კი­თხუ­ლობს და ბო­ლოს, თვი­თონ იწყებს წე­რას. ეს არის ამ­ბა­ვი ლი­ზელ­სა და მის მე­ზობ­ლებ­ზე. წიგნ­ში ჰი­მელ-სტრი­ტის და­ბომბვის ის­ტო­რი­აა გად­მო­ცე­მუ­ლი.

4. "ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თაღი", ერიხ მა­რია რე­მარ­კი

რო­გორც ჩანს რე­მარ­კის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი პო­პუ­ლა­რო­ბას არ კარ­გავს არც მსოფ­ლიო მას­შტა­ბით და არც სა­ქარ­თვე­ლო­ში, რის გა­მოც ის ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ა­შია. ფა­შის­ტუ­რი გერ­მა­ნი­ი­დან გან­დევ­ნი­ლი ნი­ჭი­ე­რი ექი­მი რა­ვი­კი პა­რიზ­ში ცხოვ­რობს და ემიგ­რან­ტის სა­ში­ნელ ხვედრს იზი­ა­რებს, და­ე­ძებს ჰიტ­ლე­რის ჯა­ლათს, რო­მელ­მაც არა­ერ­თი ადა­მი­ა­ნი აწა­მა და ერ­თპი­როვ­ნუ­ლად უს­წორ­დე­ბა მას. რო­მა­ნი 1956 წელს და­ი­წე­რა და მან რე­მარკს მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.

5. პოლა ჰო­კინ­სის "გო­გო­ნა მა­ტა­რე­ბელ­ში"

თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო თრი­ლე­რი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე სწრა­ფად გა­ი­ყი­და მსოფ­ლი­ო­ში! ყო­ველ­დღე ერთი და იგი­ვე, რე­ი­ჩე­ლი ყო­ველ­დღე ერთი და იმა­ვე მა­ტა­რებ­ლით მგზავ­რობს. მან იცის, რომ ის ყო­ველ ჯერ­ზე ერ­თსა და იმა­ვე შუქ­ნი­შან­ზე გა­ჩერ­დე­ბა, სა­ი­და­ნაც სახ­ლე­ბის მწკრი­ვის უკა­ნა ეზო­ე­ბი ჩანს. ერთ დღე­საც რა­ღაც უც­ნა­უ­რი ხდე­ბა, რაც რე­ი­ჩელს შოკ­ში ჩა­აგ­დებს და მის ცხოვ­რე­ბას რა­დი­კა­ლუ­რად შეც­ვლის. მან უკვე იცის, რომ ის ბევ­რად მე­ტია ვიდ­რე უბ­რა­ლოდ გო­გო­ნა მა­ტა­რე­ბელ­ში.

6. "ნუ მოკ­ლავ ჯა­ფა­რას", ჰარ­პერ ლი

ეს წიგ­ნი თა­ვის დრო­ზე სა­მარ­თლი­ა­ნად აღი­ა­რეს ყვე­ლა­ზე ჰუ­მა­ნურ ამე­რი­კულ ნა­წარ­მო­ე­ბად. დიდი დეპ­რე­სი­ის პე­რი­ოდ­ში ალა­ბა­მის შტა­ტის ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი 6 წლის გო­გო­ნას თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მკი­თხველ­საც ას­წავ­ლის, რა არის კარ­გი და რა – ცუდი, რომ ადა­მი­ა­ნუ­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბი ხში­რად იც­ვლე­ბა, რომ ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სიყ­ვა­რუ­ლი და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბაა.

7. "კლდის პირ­ზე ჭვა­ვის ყა­ნა­ში", ჯე­რომ სე­ლინ­ჯე­რი

რო­მა­ნი მოგ­ვი­თხრობს 16 წლის ჰოლ­დენ კოლ­ფილ­დზე, რო­მე­ლიც სას­წავ­ლებ­ლი­დან გა­რი­ცხეს და სახ­ლში ბრუნ­დე­ბა. რო­მა­ნი პირ­ველ პირ­შია მო­თხრო­ბი­ლი და ჰოლ­დე­ნის მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბა ნათ­ლა­დაა წარ­მო­ჩე­ნი­ლი. ეს არის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გარ­შე­მო მხო­ლოდ სი­ყალ­ბეს ხე­დავს. არა­ვინ მოს­წონს და უყ­ვარს თა­ვი­სი პა­ტა­რა დის გარ­და. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლის მი­მარ­თაც ჰოლ­დენს მცი­რე­დი ნდო­ბა უჩ­ნდე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად უც­რუ­ე­ბენ მას იმედს.

8. "სამი მე­გო­ბა­რი", ერიხ მა­რია რე­მარ­კი

ეს ნა­წარ­მო­ე­ბი სწო­რედ მა­შინ და­ი­წე­რა (1938), რო­დე­საც მთე­ლი მსოფ­ლიო ჯერ კი­დევ დიდი კრი­ზი­სი­დან გა­მოს­ვლას ცდი­ლობ­და. ნა­წარ­მო­ე­ბის გმი­რის ლო­კამ­პის, ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან ჰგავს თა­ვად რე­მარ­კი­სას, ხოლო სი­უ­ჟე­ტი სა­ოც­რად ეხ­მა­უ­რე­ბა არა მარ­ტო ჩვენს დღე­ვან­დე­ლო­ბას, არა­მედ პა­სუ­ხობს მრა­ვალ მა­რა­დი­ულ კი­თხვას: რა არის ნამ­დვი­ლი მე­გობ­რო­ბა? სიყ­ვა­რუ­ლი? ცხოვ­რე­ბის ალ­ღოს უნა­რი?

9."სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი", გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი

სა­მო­სე­ლი პირ­ვე­ლი" არის თავ­გა­და­სავ­ლის მა­ძი­ე­ბე­ლი დო­მე­ნი­კოს ამ­ბა­ვი, რო­მელ­ზეც ძლი­ერ იმოქ­მე­და იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი კა­ცის - ლტოლ­ვი­ლის ნა­ამ­ბობ­მა. დო­მე­ნი­კო ტო­ვებს მშობ­ლი­ურ სახლ-კარს, მა­მას და მი­დის "ლა­მაზ ქა­ლაქ­ში". თან­და­თან უამ­რავ ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას, იგი მიხ­ვდე­ბა, თუ რა არის მე­გობ­რო­ბა, სიყ­ვა­რუ­ლი, სი­კე­თე, ბო­რო­ტე­ბა, გულ­წრფე­ლო­ბა, პა­ტი­ოს­ნე­ბა. ეს არის წიგ­ნი სი­კე­თი­სა და ბო­რო­ტე­ბის შეც­ნო­ბა­ზე.

10. "ყვა­ვი­ლე­ბი ელ­ჯერ­ნო­ნის­თვის", დე­ნი­ელ კიზი

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მა­მა­კაცს ჩარ­ლის ტვინ­ზე ოპე­რა­ცი­ას უკე­თე­ბენ. შემ­დეგ მისი IQ 180-ს უტოლ­დე­ბა და იგი გე­ნი­ო­სი ხდე­ბა. ჩარ­ლის დღი­უ­რე­ბის სა­ხით და­წე­რილ ნა­წარ­მო­ებ­ში მკი­თხვე­ლი თვალ­ყურს ადევ­ნებს მთა­ვა­რი გმი­რის ტრანსფორ­მა­ცი­ას და მის ეტა­პობ­რივ სვლას გო­ნებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის უმაღ­ლე­სი სა­ფე­ხუ­რის­კენ, აკ­ვირ­დე­ბა მის გრძნო­ბებს, და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას სამ­ყა­როს­თან.

ბიბ­ლუ­სი კვლა­ვაც გა­ნაგ­რძობს ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო რჩე­ვე­ბის მო­ცე­მას ზა­ფხულ­ში სა­კი­თხვა წიგ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით და შე­მოგ­ვთა­ვა­ზებს რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე, ასე­ვე კლა­სი­კურ ნა­წარ­მო­ე­ბებს სხვა­დას­ხვა ასა­კის მკი­თხვე­ლის­თვის.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს

რა წავიკითხოთ ზაფხულში? ”ბიბლუსი” გირჩევთ მსოფლიო ბესტსელერებს

საინტერესო თავგადასავალი, რომელიც უფრო ჭკვიანსა და საინტერესო ადამიანს გხდით - ეს კითხვაა. ოჯახში ყოველთვის ცდილობენ, ბავშვს კითხვა პატარაობიდანვე შეაყვარონ. ალბათ, იმიტომ, რომ კითხვა არის როგორც კარიერული წარმატების საწინდარი, ისე საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრების საფუძველი. ეს არის მრავალმხრივი პროცესი, რომელიც უშუალოდ კითხვის მომენტშიც ანიჭებს ადამიანს სიამოვნებას და ამავდროულად, უამრავი თანმდევი პოზიტიური ეფექტი აქვს. კითხვა გონებას ავარჯიშებს და სიტყვების მარაგს ამრავლფეროვნებს. ადამიანის კონცენტრაციისა და ფოკუსირების უნარზე საკმაოდ დადებითი გავლენა აქვს. კითხვა ხელს უწყობს ფანტაზიის განვითარება, შემოქმედებითობას და ახალი იდეების გაჩენას. შედეგად კი ადამიანი უფრო თავდაჯერებული ხდება.

ახლა ზაფხულია - კითხვისთვის ყველაზე კარგი სეზონი და შეგიძლიათ ამ ზაფხულს სწრაფად აინაზღაუროთ ის, რაც გასულ პერიოდში დაკარგეთ. ზაფხულში, როცა დღე უფრო გრძელია და ადამიანი უამრავი რამის გაკეთებას ასწრებს, დღის საუკეთესო დასასრული ხშირ შემთხვევაში სწორედ წიგნია.

ამ ყველაფრის გაცნობიერების შემდეგ, შეიძლება ახალი დილემის წინაშე დადექით: კი, მაგრამ რა წავიკითხო? როგორ შევარჩიო ჩემთვის სასურველი წიგნი ამხელა არჩევანში? ამ პრობლემის გადაწყვეტაში დახმარება წიგნის მაღაზიათა ქსელმა ”ბიბლუსმა” გადაწყვიტა და გთავაზობთ 10 მსოფლიო ბესტსელერს, რომელიც დიდი ალბათობით ამ ზაფხულს თქვენს ყურადღებას დაიმსახურებს. მაშ ასე, წარმოდგიდგენთ ”ბიბლუსის” ბესტსელერ მეტწილად თანამედროვე მხატვრულ ლიტერატურას:

1. ”სიყვარულის ორმოცი წესი”, ელიფ შაფაქი

ყველაზე პოპულარული თურქი ქალი მწერლის ელიფ შაფაქის მსოფლიო ბესტსელერის მთავარი გმირია თანამედროვე ქალი, რომლის ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი სამყარო: სიყვარული და აღმოსავლეთი. ნაწარმოები ერთმანეთის პარალელურად განვითარებული ორი ისტორიისგან შედგება. თანამედროვე ისტორია მოგვითხრობს ებრაელი დიასახლისის ელას შესახებ, რომელსაც მისცემენ წიგნს სახელწოდებით: „ტკბილი მკრეხელობა“. სწორედ ეს წიგნია ნაწარმოების მეორე ამბავი მისტიურ დერვიშ პოეტზე, რომელიც საკუთარი ცოდნის გადასაცემად ეძებს კომპანიონს. მას ჩამოყალიბებული აქვს სიყვარულის 40 წესი, რომლის წაკითხვაც ელას შოკირებუსლ ტოვებს…

2. “ნასესხები სიცოცხლე”, ერიხ მარია რემარკი

კლასიკოსი მწერლის ამ რომანის მთავარი პერსონაჟი ლილიანი ტუბერკულოზით დაავადებული ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სამკურნალო დაწესებულებაში დარჩენილი ცხოვრების გატარება არ სურს. იგი ავტომრბოლელ კლერფერს შეხვდება და ისინი ევროპაში სამოგზაუროდ მიდიან. „ნასესხები სიცოცხლე” რემარკის შეუდარებელი ოსტატობით კიდევ ერთი დიდი და მომნუსხველი გრძნობებით სავსე ტრაგიკული სიყვარულის ამბავია.

3. “წიგნის ქურდი”, მარკუს ზუზაკი

თინეიჯერების საყვარელი მწერლის მარკუს ზუზაკის ყველაზე პოპულარული წიგნი 1939 წლის, ნაცისტური გერმანიის შესახებ მოგვითხრობს.. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს, თვითონ იწყებს წერას. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. წიგნში ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა გადმოცემული.

4. ”ტრიუმფალური თაღი”, ერიხ მარია რემარკი

როგორც ჩანს რემარკის ნაწარმოებები პოპულარობას არ კარგავს არც მსოფლიო მასშტაბით და არც საქართველოში, რის გამოც ის ბესტსელერების სიაშია. ფაშისტური გერმანიიდან განდევნილი ნიჭიერი ექიმი რავიკი პარიზში ცხოვრობს და ემიგრანტის საშინელ ხვედრს იზიარებს, დაეძებს ჰიტლერის ჯალათს, რომელმაც არაერთი ადამიანი აწამა და ერთპიროვნულად უსწორდება მას. რომანი 1956 წელს დაიწერა და მან რემარკს მსოფლიო აღიარება მოუტანა.

5. პოლა ჰოკინსის „გოგონა მატარებელში“

თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო თრილერი, რომელიც ყველაზე სწრაფად გაიყიდა მსოფლიოში! ყოველდღე ერთი და იგივე, რეიჩელი ყოველდღე ერთი და იმავე მატარებლით მგზავრობს. მან იცის, რომ ის ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შუქნიშანზე გაჩერდება, საიდანაც სახლების მწკრივის უკანა ეზოები ჩანს. ერთ დღესაც რაღაც უცნაური ხდება, რაც რეიჩელს შოკში ჩააგდებს და მის ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის. მან უკვე იცის, რომ ის ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ გოგონა მატარებელში.

6. ”ნუ მოკლავ ჯაფარას”, ჰარპერ ლი

ეს წიგნი თავის დროზე სამართლიანად აღიარეს ყველაზე ჰუმანურ ამერიკულ ნაწარმოებად. დიდი დეპრესიის პერიოდში ალაბამის შტატის ერთ პატარა ქალაქში განვითარებული 6 წლის გოგონას თვალით დანახული მოვლენები თანამედროვე მკითხველსაც ასწავლის, რა არის კარგი და რა – ცუდი, რომ ადამიანური წარმოდგენები ხშირად იცვლება, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი სიყვარული და სამართლიანობაა.

7. ”კლდის პირზე ჭვავის ყანაში”, ჯერომ სელინჯერი

რომანი მოგვითხრობს 16 წლის ჰოლდენ კოლფილდზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხეს და სახლში ბრუნდება. რომანი პირველ პირშია მოთხრობილი და ჰოლდენის მსოფლმხედველობა ნათლადაა წარმოჩენილი. ეს არის ადამიანი, რომელიც გარშემო მხოლოდ სიყალბეს ხედავს. არავინ მოსწონს და უყვარს თავისი პატარა დის გარდა. ადამიანები, რომლის მიმართაც ჰოლდენს მცირედი ნდობა უჩნდება, აუცილებლად უცრუებენ მას იმედს.

8. ”სამი მეგობარი”, ერიხ მარია რემარკი

ეს ნაწარმოები სწორედ მაშინ დაიწერა (1938), როდესაც მთელი მსოფლიო ჯერ კიდევ დიდი კრიზისიდან გამოსვლას ცდილობდა. ნაწარმოების გმირის ლოკამპის, ცხოვრება ძალიან ჰგავს თავად რემარკისას, ხოლო სიუჟეტი საოცრად ეხმაურება არა მარტო ჩვენს დღევანდელობას, არამედ პასუხობს მრავალ მარადიულ კითხვას: რა არის ნამდვილი მეგობრობა? სიყვარული? ცხოვრების ალღოს უნარი?

9.”სამოსელი პირველი", გურამ დოჩანაშვილი

სამოსელი პირველი" არის თავგადასავლის მაძიებელი დომენიკოს ამბავი, რომელზეც ძლიერ იმოქმედა იდუმალებით მოცული კაცის - ლტოლვილის ნაამბობმა. დომენიკო ტოვებს მშობლიურ სახლ-კარს, მამას და მიდის "ლამაზ ქალაქში". თანდათან უამრავ ადამიანთან ურთიერთობისას, იგი მიხვდება, თუ რა არის მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე, ბოროტება, გულწრფელობა, პატიოსნება. ეს არის წიგნი სიკეთისა და ბოროტების შეცნობაზე.

10. ”ყვავილები ელჯერნონისთვის”, დენიელ კიზი

სპეციალური საჭიროების მქონე მამაკაცს ჩარლის ტვინზე ოპერაციას უკეთებენ. შემდეგ მისი IQ 180-ს უტოლდება და იგი გენიოსი ხდება. ჩარლის დღიურების სახით დაწერილ ნაწარმოებში მკითხველი თვალყურს ადევნებს მთავარი გმირის ტრანსფორმაციას და მის ეტაპობრივ სვლას გონებრივი განვითარების უმაღლესი საფეხურისკენ, აკვირდება მის გრძნობებს, დამოკიდებულებას სამყაროსთან.

ბიბლუსი კვლავაც განაგრძობს ჩვენი მკითხველისთვის საინტერესო რჩევების მოცემას ზაფხულში საკითხვა წიგნებთან დაკავშირებით და შემოგვთავაზებს როგორც თანამედროვე, ასევე კლასიკურ ნაწარმოებებს სხვადასხვა ასაკის მკითხველისთვის.

sponsored by ContentRoom

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს