პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
კონფლიქტები
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
Faceამბები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ისან-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსი გაათავისუფლეს
ისან-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსი გაათავისუფლეს

ისან-სამ­გო­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შს სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, აღ­ნიშ­ნუ­ლის მი­ზე­ზი ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლაა, სა­დაც ასა­ხუ­ლია, თუ რო­გორ ხდე­ბა მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში პი­რის ჩხრე­კა, შემ­დეგ კი გა­რე­შე პი­რე­ბის თან­დას­წრე­ბით მისი გა­შიშ­ვლე­ბა.

"ლი­ბე­რა­ლი" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ პო­ლი­ცი­ის მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის შიდა კა­მე­რე­ბის მიერ გა­და­ღე­ბულ ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­მა­რე­ბი­სა და გავ­რცე­ლე­ბის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის, შოთა პა­კე­ლი­ა­ნის და­კი­თხვის პრო­ცე­დუ­რაა ასა­ხუ­ლი. გა­მო­ცე­მის წყა­როს გან­ცხა­დე­ბით, პა­კე­ლი­ა­ნის ცე­მის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი არ არ­სე­ბობს, ვი­ნა­ი­დან ოთახ­ში, სა­დაც ის სცე­მეს, კა­მე­რე­ბი და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა. წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვი­დე­ო­კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს, რო­გორ ამოწ­მე­ბენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი პა­კე­ლი­ა­ნის ახ­ლობ­ლე­ბის კუთ­ვნილ ტე­ლე­ფო­ნებს, შე­საძ­ლო კად­რე­ბის წაშ­ლის მიზ­ნით.

ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით¸მიმ­დი­ნა­რე წლის 23 მარტს თბი­ლის­ში, ისა­ნი-სამ­გო­რის რა­ი­ონ­ში, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე, გა­და­მოწ­მე­ბის მიზ­ნით შოთა პა­კე­ლი­ა­ნი, რო­მე­ლიც არ და­ე­მორ­ჩი­ლა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა კა­ნო­ნი­ერ მო­თხოვ­ნას და მი­მალ­ვა სცა­და, რა დრო­საც წა­იქ­ცა და სხე­ულ­ზე (სა­ხის, ხე­ლის და მუხ­ლის არე­ში) მი­ი­ღო და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას, 0,0664 გრა­მი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა - ე.წ. "ბიო" ამო­ი­ღეს.

ოფი­ცი­ა­ლურ ბრალ­დე­ბას არ ეთან­ხმე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლის ოჯა­ხი. შოთა პა­კე­ლი­ა­ნის ოჯა­ხი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჩა­დე­ბა­სა და ცე­მა­ში ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის ისან-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით შს სა­მი­ნის­ტრო გან­ცხა­დე­ბას ავ­რცლებს.

"2017 წლის 23 მარტს შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 1990 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი შოთა პ. და­ა­კა­ვეს. მას ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 260-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლის "დ" და "ე" ქვე­პუნ­ქტე­ბით. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ შოთა პ.-ს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და.

პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­კა­ვე­ბუ­ლის პი­რა­დი ჩხრე­კი­სას გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ცე­დუ­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­მო­ძი­ე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 333-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით პრო­კუ­რა­ტუ­რა აწარ­მო­ებს. შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ისა­ნი-სამ­გო­რის სამ­მარ­თვე­ლოს მე-7 გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან", - აღ­ნიშ­ნუ­ლია შს სა­მი­ნის­ტროს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ისან-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსი გაათავისუფლეს

ისან-სამგორის პოლიციის მე-7 განყოფილების უფროსი გაათავისუფლეს

ისან-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულის მიზეზი ინტერნეტში გავრცელებული ვიდეომასალაა, სადაც ასახულია, თუ როგორ ხდება მე-7 განყოფილებაში პირის ჩხრეკა, შემდეგ კი გარეშე პირების თანდასწრებით მისი გაშიშვლება.

"ლიბერალი" წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ პოლიციის მე-7 განყოფილების შიდა კამერების მიერ გადაღებულ ვიდეომასალაში ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისა და გავრცელებისთვის დაკავებულის, შოთა პაკელიანის დაკითხვის პროცედურაა ასახული. გამოცემის წყაროს განცხადებით, პაკელიანის ცემის ამსახველი კადრები არ არსებობს, ვინაიდან ოთახში, სადაც ის სცემეს, კამერები დამონტაჟებული არ ყოფილა. წყაროს ინფორმაციით, ვიდეოკადრებში ასევე ჩანს, როგორ ამოწმებენ პოლიციელები პაკელიანის ახლობლების კუთვნილ ტელეფონებს, შესაძლო კადრების წაშლის მიზნით.

ფიციალური ინფორმაციით¸მიმდინარე წლის 23 მარტს თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შოთა პაკელიანი, რომელიც არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე (სახის, ხელის და მუხლის არეში) მიიღო დაზიანებები. სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. "ბიო" ამოიღეს.

ოფიციალურ ბრალდებას არ ეთანხმება ბრალდებულის ოჯახი. შოთა პაკელიანის ოჯახი სამართალდამცველებს ნარკოტიკული საშუალების ჩადებასა და ცემაში ადანაშაულებენ.

თბილისის პოლიციის ისან-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსის გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით შს სამინისტრო განცხადებას ავრცლებს.

"2017 წლის 23 მარტს შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულისთვის 1990 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი შოთა პ. დააკავეს. მას ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ შოთა პ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

პოლიციის განყოფილებაში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას განხორციელებულ პროცედურებთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით პროკურატურა აწარმოებს. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-7 განყოფილების უფროსი გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან", - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ