მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ იმარჯვებს ამერიკა ავღანეთში?
რატომ ვერ იმარჯვებს ამერიკა ავღანეთში?

"ამე­რი­კა ვერ იმარ­ჯვებს ავ­ღა­ნეთ­ში და თა­ლი­ბა­ნის პო­ზი­ცი­ე­ბი სულ უფრო ძლი­ერ­დე­ბა" - სა­ერ­თა­შო­რი­სო კო­ა­ლი­ცი­ი­სათ­ვის შე­მაშ­ფო­თე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბა 13 ივ­ნისს, სე­ნა­ტის სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე აშშ-ის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჯე­იმს მე­ტის­მა გა­მოთ­ქვა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა" ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბი პენ­ტა­გონს აკ­რი­ტი­კე­ბენ იმის გამო, რომ ავ­ღა­ნეთ­ში 16 წლის წინ და­წყე­ბუ­ლი ომი­სათ­ვის ახა­ლი სტრა­ტე­გია ჯე­რაც არ მო­უმ­ზა­დე­ბია. 13 ივ­ნისს, სე­ნა­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის კო­მი­ტეტ­ში გა­მარ­თულ მოს­მე­ნა­ზე, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ჯე­იმს მე­ტის­მა ასეთ კრი­ტი­კას "სა­მარ­თლი­ა­ნი" უწო­და და აღ­ნიშ­ნა, რომ ახა­ლი სტრა­ტე­გი­ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას თა­ვა­დაც აც­ნო­ბი­ე­რებს.

საქ­მე ის არის, რომ ამე­რი­კის პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა პენ­ტა­გონს უფ­ლე­ბა მის­ცა, ავ­ღა­ნეთ­ში ჯა­რის­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა გან­სა­ზღვროს. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, მან ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­დად­გა ნა­ბი­ჯი ჯა­რის­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის გა­საზ­რდე­ლად. ავ­ღა­ნეთ­ში შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი­სა და მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი ჯა­რე­ბის სარ­და­ლი, ამე­რი­კე­ლი გე­ნე­რა­ლი ჯონ ნი­კოლ­სო­ნი აცხა­დებს, რომ ავ­ღა­ნეთ­ში ამ­ჟა­მად მყო­ფი 8400-მდე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რის გარ­და, კი­დევ რამ­დე­ნი­მე ათა­სი ჯა­რის­კა­ცი სჭირ­დე­ბა.

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, პენ­ტა­გონ­ში 3000-დან 5000-მდე ჯა­რის­კა­ცის და­მა­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გა­ნი­ხი­ლა­ვენ. მათი ნა­წი­ლი შე­საძ­ლოა, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­კავ­ში­რე­ებ­მა გა­აგ­ზავ­ნონ. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ჯე­იმს მე­ტის­მა კონ­გრეს­ში ამ თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ ავ­ღა­ნე­თის ჯა­რე­ბი, რომ­ლე­ბიც აშშ-ისა და მისი მო­კავ­ში­რე­ე­ბის დახ­მა­რე­ბით ებ­რძვი­ან თა­ლი­ბანს, ამ ომში ვერ იმარ­ჯვე­ბენ, ავ­ღა­ნეთ­ში კონ­ტრო­ლის დამ­ყა­რე­ბა ძნე­ლია და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ლი­ბა­ნი კი არ სუს­ტდე­ბა, - ძა­ლას იკ­რებს.

"მარ­თა­ლია, ავ­ღა­ნეთ­ში ამ­ჟა­მად ვერ ვი­მარ­ჯვებთ, მაგ­რამ ამას რაც შე­იძ­ლე­ბა მალე გა­მო­ვას­წო­რებთ. მი­მაჩ­ნია, რომ ის სამი რამ, რა­საც ვი­თხოვთ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მარ­თლე­ბუ­ლია, რად­გან საქ­მე ეხე­ბა ქვეყ­ნის დაც­ვას", - გა­ნა­ცხა­და თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სე­ნა­ტის სა­კო­მი­ტე­ტო მოს­მე­ნა­ზე.

"კო­მი­ტე­ტის წევ­რებ­სა და კონ­გრესს მო­ვუ­წო­დებ დაგ­ვეხ­მა­რონ სამი მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, - პირ­ვე­ლი, სრუ­ლად და­ა­ფი­ნან­სონ ჩვე­ნი მო­თხოვ­ნა, რო­მე­ლიც თავ­დაც­ვის ბი­უ­ჯე­ტის გაზ­რდას ით­ვა­ლის­წი­ნებს. მე­ო­რე, დრო­უ­ლად და­ამ­ტკი­ცონ 2018-ის ფის­კა­ლუ­რი წლის ბი­უ­ჯე­ტი, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ, კი­დევ ერთი და­მა­ზა­რა­ლე­ბე­ლი დრო­ე­ბი­თი ბი­უ­ჯე­ტი და მე­სა­მე: მოს­პონ მო­მა­ვა­ლი სეკ­ვესტრე­ბის საფრ­თხე სტა­ბი­ლუ­რი სა­ბი­უ­ჯე­ტო და­გეგ­მვი­სას."

მე­ტი­სის თქმით, - 2019- 2023 წლე­ბის ბი­უ­ჯე­ტი­სათ­ვის პენ­ტა­გო­ნი, სა­ვა­რა­უ­დოდ, მო­ი­თხოვს და­ფი­ნან­სე­ბის 3-5 %-ით გაზ­რდას.

ამ­ჟა­მად, ამე­რი­კას ავ­ღა­ნეთ­ში 8 400-მდე ჯა­რის­კა­ცი ჰყავს. სამ­ხედ­რო ლი­დე­რე­ბის მიერ კონ­გრე­სის­თვის მი­წო­დე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, - ისი­ნი მი­ზან­შე­წო­ნი­ლად მი­იჩ­ნე­ვენ ავ­ღა­ნეთ­ში და­მა­ტე­ბი­თი ძა­ლე­ბის გა­ნა­თავ­სონ, რათა ავ­ღა­ნე­თის არ­მი­ას უფრო აქ­ტი­უ­რი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წი­ონ.

მა­ტი­სის თქმით, იმის ნაც­ვლად, რომ ცალ­კე გა­ნი­ხი­ლოს ავ­ღა­ნეთ­ში უკვე 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე ომი, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ახა­ლი სტრა­ტე­გია რე­გი­ო­ნა­ლურ მიდ­გო­მა­ზე იქ­ნე­ბა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი. აშშ-ის მე­დია ვა­რა­უ­დობს, რომ თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი გა­მო­ვა რე­კო­მენ­და­ცი­ით, ავ­ღა­ნეთ­ში და­მა­ტე­ბით 3-5 ათა­სამ­დე ამე­რი­კე­ლი ჯა­რის­კა­ცი გა­იგ­ზავ­ნოს.

და­სავ­ლურ მე­დი­ა­ში უკვე აქ­ტი­უ­რად მსჯე­ლო­ბენ სა­კი­თხზე, - თუ რა­ტომ ვერ იმარ­ჯვებს ამე­რი­კა ავ­ღა­ნეთ­ში. ცნო­ბი­ლია, რომ კო­ა­ლი­ცი­ის ძა­ლებს ად­გი­ლობ­რი­ვი ჯა­რის­თვის, რაც დრო გა­დის, უფრო მეტი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა უწევთ.

თა­ვად ავ­ღა­ნუ­რი მე­დი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქვე­ყა­ნას ფი­ნან­სურ და სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას უწე­ვენ, ის ვერ ვი­თარ­დე­ბა, რად­გან კო­რუფ­ცია ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე, ყვე­ლა უწყე­ბა­ში ყვა­ვის. ამე­რი­კა მათ შიდა საქ­მე­ებ­ში ჩა­რე­ვას თავს არი­დებს, რა­საც ად­გი­ლობ­რი­ვი ჩი­ნოვ­ნი­კე­ბი მშვე­ნივ­რად იყე­ნე­ბენ... "მთლი­ა­ნო­ბა­ში, ქვე­ყა­ნა ერთ ად­გილს ტკეპ­ნის და წინ ვერ მი­დის",- წერს ბრი­ტა­ნეთ­ში მო­მუ­შა­ვე ავ­ღა­ნე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ნა­ჯი­ბუ­ლა ქუ­რა­ი­ში, რო­მელ­საც თა­ლი­ბე­ბი დევ­ნი­ან...

ავ­ღა­ნეთ­ში მოქ­მე­დი კო­ა­ლი­ცი­ის ჯა­რებ­მა, 2001 წლის 11 სექ­ტემ­ბრის ტე­რაქ­ტის შემ­დეგ, ოქ­ტომ­ბერ­ში თა­ლი­ბა­ნის მმარ­თვე­ლო­ბა და­ამ­ხეს, თუმ­ცა, მისი ბო­ლომ­დე გა­ნად­გუ­რე­ბა ვერ შეძ­ლეს. მისი ლი­დე­რე­ბი მთებ­ში გა­ი­ხიზ­ნენ და ხან ერთი, ხა­ნაც მე­ო­რე პრო­ვინ­ცი­ი­დან უტე­ვენ ამე­რი­კის მიერ მხარ­და­ჭე­რილ ად­გი­ლობ­რივ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას.

ავ­ღა­ნეთ­ში, ამ­ჟა­მად, ნა­ტოს "მტკი­ცე მხარ­და­ჭე­რის" პროგ­რა­მით სა­ქარ­თვე­ლოს 870-მდე სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე იმ­ყო­ფე­ბა. ჯა­რის­კა­ცე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით - აშშ-ის, იტა­ლი­ი­სა და გერ­მა­ნი­ის შემ­დეგ, სა­ქარ­თვე­ლო მე­ო­თხე ად­გილ­ზეა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

რატომ ვერ იმარჯვებს ამერიკა ავღანეთში?

რატომ ვერ იმარჯვებს ამერიკა ავღანეთში?

"ამერიკა ვერ იმარჯვებს ავღანეთში და თალიბანის პოზიციები სულ უფრო ძლიერდება" - საერთაშორისო კოალიციისათვის შემაშფოთებელი შეფასება 13 ივნისს, სენატის საკომიტეტო მოსმენაზე აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა გამოთქვა. ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელი კონგრესმენები პენტაგონს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ ავღანეთში 16 წლის წინ დაწყებული ომისათვის ახალი სტრატეგია ჯერაც არ მოუმზადებია. 13 ივნისს, სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, თავდაცვის მინისტრმა ჯეიმს მეტისმა ასეთ კრიტიკას "სამართლიანი" უწოდა და აღნიშნა, რომ ახალი სტრატეგიის აუცილებლობას თავადაც აცნობიერებს.

საქმე ის არის, რომ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პენტაგონს უფლება მისცა, ავღანეთში ჯარისკაცების რაოდენობა განსაზღვროს. ამ გადაწყვეტილებით, მან ფაქტობრივად, გადადგა ნაბიჯი ჯარისკაცების რაოდენობის გასაზრდელად. ავღანეთში შეერთებული შტატებისა და მრავალეროვანი ჯარების სარდალი, ამერიკელი გენერალი ჯონ ნიკოლსონი აცხადებს, რომ ავღანეთში ამჟამად მყოფი 8400-მდე სამხედრო მოსამსახურის გარდა, კიდევ რამდენიმე ათასი ჯარისკაცი სჭირდება.

უფრო კონკრეტულად, პენტაგონში 3000-დან 5000-მდე ჯარისკაცის დამატების შესაძლებლობას განიხილავენ. მათი ნაწილი შესაძლოა, შეერთებული შტატების მოკავშირეებმა გააგზავნონ. თავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მეტისმა კონგრესში ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ავღანეთის ჯარები, რომლებიც აშშ-ისა და მისი მოკავშირეების დახმარებით ებრძვიან თალიბანს, ამ ომში ვერ იმარჯვებენ, ავღანეთში კონტროლის დამყარება ძნელია და დროთა განმავლობაში თალიბანი კი არ სუსტდება, - ძალას იკრებს.

"მართალია, ავღანეთში ამჟამად ვერ ვიმარჯვებთ, მაგრამ ამას რაც შეიძლება მალე გამოვასწორებთ. მიმაჩნია, რომ ის სამი რამ, რასაც ვითხოვთ, აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან საქმე ეხება ქვეყნის დაცვას", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სენატის საკომიტეტო მოსმენაზე.

"კომიტეტის წევრებსა და კონგრესს მოვუწოდებ დაგვეხმარონ სამი მიზნის განხორციელებაში, - პირველი, სრულად დააფინანსონ ჩვენი მოთხოვნა, რომელიც თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდას ითვალისწინებს. მეორე, დროულად დაამტკიცონ 2018-ის ფისკალური წლის ბიუჯეტი, რათა თავიდან ავიცილოთ, კიდევ ერთი დამაზარალებელი დროებითი ბიუჯეტი და მესამე: მოსპონ მომავალი სეკვესტრების საფრთხე სტაბილური საბიუჯეტო დაგეგმვისას."

მეტისის თქმით, - 2019- 2023 წლების ბიუჯეტისათვის პენტაგონი, სავარაუდოდ, მოითხოვს დაფინანსების 3-5 %-ით გაზრდას.

ამჟამად, ამერიკას ავღანეთში 8 400-მდე ჯარისკაცი ჰყავს. სამხედრო ლიდერების მიერ კონგრესისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, - ისინი მიზანშეწონილად მიიჩნევენ ავღანეთში დამატებითი ძალების განათავსონ, რათა ავღანეთის არმიას უფრო აქტიური დახმარება გაუწიონ.

მატისის თქმით, იმის ნაცვლად, რომ ცალკე განიხილოს ავღანეთში უკვე 16 წლის განმავლობაში მიმდინარე ომი, შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია რეგიონალურ მიდგომაზე იქნება ორიენტირებული. აშშ-ის მედია ვარაუდობს, რომ თავდაცვის მინისტრი გამოვა რეკომენდაციით, ავღანეთში დამატებით 3-5 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაცი გაიგზავნოს.

დასავლურ მედიაში უკვე აქტიურად მსჯელობენ საკითხზე, - თუ რატომ ვერ იმარჯვებს ამერიკა ავღანეთში. ცნობილია, რომ კოალიციის ძალებს ადგილობრივი ჯარისთვის, რაც დრო გადის, უფრო მეტი დახმარების გაწევა უწევთ.

თავად ავღანური მედიის წარმომადგენლების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას ფინანსურ და სამხედრო დახმარებას უწევენ, ის ვერ ვითარდება, რადგან კორუფცია ყველა საფეხურზე, ყველა უწყებაში ყვავის. ამერიკა მათ შიდა საქმეებში ჩარევას თავს არიდებს, რასაც ადგილობრივი ჩინოვნიკები მშვენივრად იყენებენ... "მთლიანობაში, ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის და წინ ვერ მიდის",- წერს ბრიტანეთში მომუშავე ავღანელი ჟურნალისტი ნაჯიბულა ქურაიში, რომელსაც თალიბები დევნიან...

ავღანეთში მოქმედი კოალიციის ჯარებმა, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ, ოქტომბერში თალიბანის მმართველობა დაამხეს, თუმცა, მისი ბოლომდე განადგურება ვერ შეძლეს. მისი ლიდერები მთებში გაიხიზნენ და ხან ერთი, ხანაც მეორე პროვინციიდან უტევენ ამერიკის მიერ მხარდაჭერილ ადგილობრივ ხელისუფლებას.

ავღანეთში, ამჟამად, ნატოს "მტკიცე მხარდაჭერის" პროგრამით საქართველოს 870-მდე სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ჯარისკაცების რაოდენობით - აშშ-ის, იტალიისა და გერმანიის შემდეგ, საქართველო მეოთხე ადგილზეა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე