მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბენდი, რომელიც "იქს ფაქტორის" სცენაზე ცეცხლს ანთებს
ბენდი, რომელიც "იქს ფაქტორის" სცენაზე ცეცხლს ანთებს

სტე­ფა­ნე მღებ­რიშ­ვი­ლი "იქს ფაქ­ტორ­ში" გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ერთი ბენ­დით იბ­რძვის. ეს არის ჯგუ­ფი "მიX2რა", რო­მე­ლიც სცე­ნა­ზე გას­ვლი­სას ნამ­დვილ ცე­ცხლს ან­თებს და ხალ­ხის სიყ­ვა­რუ­ლიც მო­ი­პო­ვა. რო­გორ შე­იქ­მნა ჯგუ­ფი, ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ჯგუ­ფის წევ­რი მი­ხე­ილ ორ­ჯო­ნი­კი­ძე უამ­ბობს.

- რო­დის შე­იქ­მნა "მიX2რა"?

- ჩვე­ნი ბენ­დი და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ შე­იქ­მნა. მე და ჯგუ­ფის გი­ტა­რის­ტი, მა­ნამ­დეც ვიც­ნობ­დით ერ­თმა­ნეთს, და­ნარ­ჩე­ნი ბი­ჭე­ბი კი სხვა­დას­ხვა ბენ­დებ­ში უკ­რავ­დნენ. შე­ვიკ­რი­ბეთ, ეკოც დაგ­ვე­მა­ტა და ასე ჩა­მო­ყა­ლიბ­და ჩვე­ნი ბენ­დი.

- რა­ტომ "მიX2რა", ვინ შე­გირ­ჩი­ათ ეს სა­ხე­ლი და რა დატ­ვირ­თვა აქვს?

- ეს სა­ხე­ლი ჩვენ­მა "მა­მამ" დაგ­ვარ­ქვა. მაგ­რამ "მამა" ვინ არის არ ვი­ტყვით.

- თბი­ლი­სის ბა­რებ­ში და კლუ­ბებ­ში თქვე­ნი ბენ­დი დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს, რა­ტომ გა­და­წყვი­ტეთ "Xფაქ­ტორ­ში" მოს­ვლა?

- ძა­ლი­ან კარ­გი პრო­ექ­ტია "იქს ფაქ­ტო­რი", ამი­ტო­მაც გა­დავ­წყვი­ტეთ მიგ­ვე­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, პო­პუ­ლა­რო­ბა კლუ­ბებ­ში ნამ­დვი­ლად არ გვაკ­ლია, მაგ­რამ ამ პრო­ექ­ტით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გაგ­ვიც­ნობს და შეგ­ვიყ­ვა­რებს. ფი­ლარ­მო­ნი­ის სცე­ნა­ზე არას­დროს გვიმ­ღე­რია, ვთვლით, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს არის პირ­ვე­ლი სცე­ნა, სა­დაც შე­გიძ­ლია დად­გე და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა მი­ი­ღო. "იქს ფაქ­ტო­რი" კი ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბას ნამ­დვი­ლად გვაძ­ლევს.

- რო­გო­რია სტე­ფა­ნეს­თან მუ­შა­ო­ბა?

- ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა მას­თან მუ­შა­ო­ბა. მა­გა­რი მიგ­ნე­ბე­ბი აქვს. სამ­წუ­ხა­რო არის ის, რომ ჩვენს კა­ტე­გო­რი­ა­ში მარ­ტო ჩვე­ნი ბენ­დი დარ­ჩა, ოთო პირ­ვე­ლი­ვე ლა­ივ­ზე გა­მო­ე­თი­შა პრო­ექტს. ამის გამო გა­ორ­მა­გე­ბუ­ლი ძა­ლე­ბით და მონ­დო­მე­ბით ვმუ­შა­ობთ. გან­სა­კუთ­რე­ბულ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობთ, რო­გორც მენ­ტო­რის, ასე­ვე ჩვე­ნი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის მი­მართ.

- გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი გაქვთ?

- ჩვენ ყვე­ლა­ფერს ვცდი­ლობთ და და­ნარ­ჩე­ნი ხალ­ხმა უნდა გა­და­წყვი­ტოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ბენდი, რომელიც "იქს ფაქტორის" სცენაზე ცეცხლს ანთებს

ბენდი, რომელიც "იქს ფაქტორის" სცენაზე ცეცხლს ანთებს

სტეფანე მღებრიშვილი "იქს ფაქტორში" გამარჯვებისთვის ერთი ბენდით იბრძვის. ეს არის ჯგუფი "მიX2რა", რომელიც სცენაზე გასვლისას ნამდვილ ცეცხლს ანთებს და ხალხის სიყვარულიც მოიპოვა. როგორ შეიქმნა ჯგუფი, ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ჯგუფის წევრი მიხეილ ორჯონიკიძე უამბობს.

- როდის შეიქმნა "მიX2რა"?

- ჩვენი ბენდი დაახლოებით სამი წლის წინ შეიქმნა. მე და ჯგუფის გიტარისტი, მანამდეც ვიცნობდით ერთმანეთს, დანარჩენი ბიჭები კი სხვადასხვა ბენდებში უკრავდნენ. შევიკრიბეთ, ეკოც დაგვემატა და ასე ჩამოყალიბდა ჩვენი ბენდი.

- რატომ "მიX2რა", ვინ შეგირჩიათ ეს სახელი და რა დატვირთვა აქვს?

- ეს სახელი ჩვენმა "მამამ" დაგვარქვა. მაგრამ "მამა" ვინ არის არ ვიტყვით.

- თბილისის ბარებში და კლუბებში თქვენი ბენდი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რატომ გადაწყვიტეთ "Xფაქტორში" მოსვლა?

- ძალიან კარგი პროექტია "იქს ფაქტორი", ამიტომაც გადავწყვიტეთ მიგვეღო მონაწილეობა, პოპულარობა კლუბებში ნამდვილად არ გვაკლია, მაგრამ ამ პროექტით უფრო მეტი ადამიანი გაგვიცნობს და შეგვიყვარებს. ფილარმონიის სცენაზე არასდროს გვიმღერია, ვთვლით, რომ საქართველოში ეს არის პირველი სცენა, სადაც შეგიძლია დადგე და დიდი სიამოვნება მიიღო. "იქს ფაქტორი" კი ამის შესაძლებლობას ნამდვილად გვაძლევს.

- როგორია სტეფანესთან მუშაობა?

- ძალიან საინტერესოა მასთან მუშაობა. მაგარი მიგნებები აქვს. სამწუხარო არის ის, რომ ჩვენს კატეგორიაში მარტო ჩვენი ბენდი დარჩა, ოთო პირველივე ლაივზე გამოეთიშა პროექტს. ამის გამო გაორმაგებული ძალებით და მონდომებით ვმუშაობთ. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, როგორც მენტორის, ასევე ჩვენი მხარდამჭერების მიმართ.

- გამარჯვების იმედი გაქვთ?

- ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ და დანარჩენი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება